As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Monday, December 31, 2012
სწავლება Velayat-91 – ირანის კუნთების თამაში
ირანში გრძელდება სწავლება Velayat-91, რომელშიც ირანის საზღვაო ქვეითები და სამხედრო–საზღვაო ძალები მონაწილეობენ. ამ სწავლებაში მონაწილეობენ როგორც სახმელეთო ქვედანაყოფები ასევე საბრძოლო თვითმფრინავები, საზღვაო ავიაცია და საბრძოლო ხომალდები.
12 ლულიანი, 107 მილიმეტრიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები ტაქტიკური ყველგანმავალ Safir ¼ ბაზაზე
საზენიტო–საარტილერიო დანადგარი Зу-23-2
ირანელი საზღვაო ქვეითები ნაღმტყორცნებიდან ცეცხლს აწარმოებენ
ირანელი საზღვაო ქვეითები ცეცხლს აწარმოებენ საბუქსირე ჰაუბიცა Д-30–იდან
ირანელი სბრძოლო მყვინთავები
ირანის საზღვაო ავიაციის ვერტმფრენების პილოტები
ვერტმფრენი Sikorsky RH-53D Sea Stallion ემზადება ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებით აღჭურვილი მოტოციკლეტისტთა ჯგუფის გადასაყვანად
სატრანსპორტო თვითმფრინავები Fokker F-27-400M
ირანის საზღვაო ძალების ვერტმფრენები Agusta AS-61 A-4 (Sikorsky SH-3D) Sea King
ირანელი საზღვაო ქვეითები ვერტმფრენ ΑΒ 212–ში ჩასხდომისას
ირანელი საზღვაო ქვეითები ვერტმფრენ Sikorsky RH-53D Sea Stallion (S-65A) დესანტირების შემდეგ
ავტომატ G3A4–ით შეიარაღებული ირანელი საზღვაო ქვეითები
Проект-877ЭКМ «Палтус»–ის კლასის წყალქვეშა ნავი (ნატოს კლასიფიკაციით Kilo, ირანის კლასიფიკაციით Yunes)
ირანის მინი–წყალქვეშანავები Ghadir
ნავები საჰაერო ბალიშებზე – მარცხნივ BH.7 Mk.5A (კლასი Wellington), მარჯვნივ SR.N6 (კლასი Winchester)
ირანის სამხედრო–საზღვაო ძალების კორვეტები, მარცხნიდან მარჯვნივ: Alborz (72), Sabalan (73) და Alvand (71)
ირანის სამხედრო–საზღვაო ძალების სარდალი Sayyari, Проект-877ЭКМ კლასის წყალქვეშა ნავის ბორტზე
Sunday, December 30, 2012
ჩინეთმა რუსეთისგან Ту-22М3–ის საწარმოო ხაზი იყიდა
ჩინეთმა გადაწყვიტა რუსეთისგან 1,5 მილიარდ დოლარად ზებგერითი შორეული ბომბდამშენის, Ту-22М3–ის საწარმოო ხაზის ყიდვა, რითაც რეგიონში საკმაოდ დიდი აფორიაქება გამოიწვია – ამ შესყიდვით შინეთის საკმაოდ გრძელ დამრტყმელ მუშტს შეიძენს.
სწორედ ასეტ განცხადებებს აკეთებს ჩინეთის მასმედია, რომელთა ცნობითაც გამანადგურებლის ჩინურ ვერსიას “H-10” უნდა ეწოდოს.
თვითმფრინავები საზღვაო პატრულირებისთვის იქნება გამოყენებული, მაგრამ არც მისი მთავარი ფუნქცია იქნება დავიწყებული – დიდ მანძილებზე გაანადგუროს საზღვაო სამიზნეები, ისეთები როგორებიცაა მაგალითად ამერიკული ავიამზიდები. სწორედ ამ მიზნისთვის თვითმფრინავის მიერ ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტების ტარების შესაძლებლობა შენარჩუნდება და უფრო განვითარდება.
მხარეების მიერ ამ შეთანხმების თაობაზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, მაგრამ როგორც ჩანს აშშ–მ ამის შესახებ ორი თვის წინ შეიტყო, რასაც სავარაუდოდ მოჰყვა მისი მხრიდან თავის შეიარაღებაში არსებული სტელს ტრიადის წყნარი ოკეანის რეგიონში განთავსების გადაწყვეტილების მიღება. საუბარია F-22, B-2B და F-35–ზე, რომელიც რეგიონში რა თქმა უნდა მაშინ იქნება გადასროლილი როცა საბრძოლო მზადყოფნას მიაღწევს.
რუსეთის გადაწყვეტილებამ, ჩინეთისთვის Ту-22М3–ების მიყიდვის შესახებ აშშ საკმაოდ გააღიზიანა – ექსპერტების აზრით ეს რუსეთსა და აშშ–ს შორის ამ ბოლოს ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის განთავსების შესახებ წარმოშობილი დავის გაგრძელებაა.
Ту-22М3 დიდი ზომების , ფრთების ცვალებადი ისრისებურობით, ორი ძრავითა და მოდერნიზირებული ელექტრონიკით აღჭურვილი ბომბდამშენია, რომელიც Ту-22М2–ის გაგრძელებას წარმოადგენს. თვითმფრინავი აღჭურვილია კოსმოსური ნავიგაციის, თავდაცვის და შეიარაღების მართვის მოდერნიზირებული კომპლექსით.
აშშ–ს გაღიზიანებას ალბათ ამ ბომბდამშენის შეიარარებაც იწვევს – საუბარია X-22–ზე და X-15–ზე, რომლებიც სიძველისდა მიუხედავად საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენენ ამერიკული ავიამზიდებისთვის – განსაკუთრებით პრობლემატურია მათის ფრენის სიჩქარე – რომელიც სროლის პროფილიდან გამომდინარე 4–დან 6 mach–მდე აღწევს.
წყარო:
ВВС РФ vs Japan Air Self-Defense Force
2012 წლის 17 და 18 დეკემბერს რუსეთის სამხედრო ავიაციის პირველმა და ჯერ–ჯერობით ერთადერთმა კომპლექსური დაზვერვის თვითმფრინავმა Ту-214Р–მა (სარეგისტრაციო ნომერი RA-64511) ხაბაროვის აეროდრომიდან შეასრულა ფრენები იაპონიის კუნძულების ახლოს – როგორც ჩანს თვითმფრინავის საბორტე–სადაზვერვო კომპლექსის გამოცდების პროგრამის მიზნით. ორივე შემთხვევაში იაპონიის თავდაცვის ძალებმა Ту-214Р–ის გასაცილებლად გამანადგურებლები აწიეს ჰაერში.
ამ ფაქტთან დაკავშირებით რუსულ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა სურათები, რომლებზეც გამოსახულია როგორც რუსული თვითმფრინავის გაცილებაზე აფრენილი იაპონიის სამხედრო ავიაციის კუთვნილი F-15J და F-2A ასევე მის დამცავ–თანმხლები რუსული Су-27СМ და Су-30М2.
იაპონიის თავდაცვითი ძალების კუთვნილი გამანადგურებელი Mitsubishi F-2A (საბორტე ნომერი 73-8542 / 542, სერიული ნომერი 1042) იაპონიის კუნძულების მახლობლად აცილებს რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავ – Ту-214Р–ს. იაპონური გამანადგურებელი მე–3 ჰიკოტაიას (ესკადრილიის) მე–3 კოკუდანას (ავიაფრთა) შემადგენლობაში შედის, რომელიც მისავას ავიაბაზაზეა დისლოცირებული.
იაპონიის თავდაცვითი ძალების კუთვნილი გამანადგურებელი Boeing/McDonnell Douglas F-15J (საბორტე ნომერი 62-8959 / 959) იაპონიის კუნძულების მახლობლად აცილებს რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავ – Ту-214Р–ს. იაპონური გამანადგურებელი 201–ე ჰიკოტაიას (ესკადრილიის) მე–2 კოკუდანას (ავიაფრთა) შემადგენლობაში შედის, რომელიც ჩიტოსეს ავიაბაზაზეა დისლოცირებული
რუსული გამანადგურებელი Су-27СМ (საბორტე ნომერი "წითელი 81", სარეგისტრაციო ნომერი RF-95248) იაპონიის კუნძულების მახლობლად ესკორტირებას უკეთებს Ту-214Р–ს. გამანადგურებლის მოდერნიზაცია Су-27СМ დონემდე 2003–2004 წლებში КнААПО–ში განხორციელდა და დღეს ის 6983–ე ავიაბაზის გამანადგურებელთა მე–5 ავიაბაზის შემადგენლობაში შედის
რუსული გამანადგურებელი Су-30М2 (საბორტე ნომერი "ლურჯი 40") იაპონიის კუნძულების მახლობლად ესკორტირებას უკეთებს Ту-214Р–ს. გამანადგურებლი 2010 წელსაა აწყობილი და დღეს ის 6983–ე ავიაბაზის გამანადგურებელთა მე–4 ავიაბაზის შემადგენლობაში შედის
წყარო:
Saturday, December 29, 2012
რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალებმა ექვსი ცალი გამანადგურებელი Су-35С მიიღეს
ОАО "Компания "Сухой"-ი 2012 წლის 28 დეკემბრის პრეს–რელიზში იუწყება, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ექვსი ცალი, КнААПО–ში (ОАО «Комсомольское-на-Амуре авиационное производственное объединение имени Ю.А. Гагарина») აწყობილი სერიული Су-35С გადასცა. "ამგვარად კომპანია "Сухой"–მ ამ ტიპის თვითმფრინავების 2012 წლის სახელმწიფო–თავდაცვითი შეკვეთის გეგმა შეასრულა. დისლოკაციის ადგილზე თვითმფრინავების გადაფრენა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი" – იუწყება კომპანიის ვებ–გვერდი.
სავარაუდოდ ეს КнААПО–ზე 2012 წლის ბოლოს აწყობილი Су-35С–ებია, რომელთა სერიული ნომრებიც 01–05–დან 01–10–მდე, ხოლო საბორტე ნომრები "წითელი 05"–დან "10"–მდე უნდა იყოს. თვითმფრინავები 2009 წლის, თავდაცვის სამინისტროსთან 48 ცალი Су-35С–ის ხელშეკრულების ფარგლებშია აწყობილი.
Sukhoi delivered 6 Su-35S fighters to the Ministry of Defense
Moscow, December 28. Sukhoi delivered 6 Su-35S production multi-functional fighter aircraft to the Ministry of Defense of Russia. The official delivery act was signed at the Sukhoi’s Komsomolsk-on-Amur aircraft production association (KnAAPO). Thus the Sukhoi Company has completely fulfilled the 2012 State Defense Order for that aircraft. The fighters will fly to the airbase of location in the nearest future.
The Su-35 is a thoroughly upgraded super-maneuverable fighter of the 4++ generation. It employs technologies of the 5th generation that assure its superiority over similar class fighters. The special features of the aircraft include a new avionics suite based on digital information control system integrating onboard systems, new phased antenna array radar with a long aerial target detection range and with an increased number of simultaneously tracked and engaged targets and new enhanced vectored thrust engines.
წყარო:
შეხვედრა აშშ-ის სამხედრო სასწავლებლების ქართველ სტუდენტებთან
29 დეკემბერი 2012 12:00 აშშ-ის სამხედრო სასწავლებლების რვა ქართველი კურსანტი თავდაცვის მინისტრმა მიიღო. ირაკლი ალასანია მომავალი ოფიცრების სწავლის პირობებს გაეცნო და მათი სამომავალო გეგმებით დაინტერესდა. ამერიკული სამხედრო სასწავლებლის სტუდენტებთან შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. „აღფრთოვანებული ვარ იმ დიდი ცოდნით, რომელსაც ჩვენი კადეტები „ვესტ-პოინტის“ სამხედრო სასწავლებელში, ასევე, სანაპირო დაცვის, საზღვაო, საჰაერო ძალების აკადემიებში იღებენ. ეს ბიჭები არიან ჩვენი ელჩები, ჩვენი წარმომადგენლები ამ აკადემიებში. ამ ახალგაზრდების ცოდნის სიღრმე და მოტივაცია ძალიან მაღალია. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ისინი დაუბრუნდებიან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, კიდევ უფრო გაამდიდრებენ და ქმედითუნარიანს გახდიან ჩვენს არმიას” - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ.
ქართველი ახალგაზრდები აშშ-ის სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში განათლებას 2007 წლიდან იღებენ. სასწავლებლად გამგზავრებამდე, ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან 10 წლიან კონტრაქტს აფორმებენ და სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აგრძელებენ მსახურს. სწავლებას მთლიანად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აფინანსებს და სრული კურსი 4 წელს მოიცავს. ამჟამად, აშშ-ის ყველა პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებელში 12 ქართველი მსმენელი ირიცხება.
Meeting with Georgian Students of U.S. Military Institutions
29 December 2012 12:00 Defence Minister of Georgia met with eight Georgian Students who study at the various military educational institutions in the USA. Irakli Alasania got acquainted with learning conditions of the future officers and expressed interest in their future plans. The meeting with the Georgian students was of an introductory character.
“I am very delighted with the great knowledge our cadets get in the U.S. Military Academy at West Point, as well as the Coast Guard, Navy and Air Force academies. These students are our ambassadors, our representatives in American educational institutions. Their depth of knowledge and motivation is very high. I am sure that their return to the Georgian Armed Forces will enrich and make our army more capable”, stated Defence Minister after the meeting with the students.
Georgian students have received education in the various American military educational institutions since 2007. Before sending to the American military academies, they conclude 10 year long contract with Georgian Defence Ministry. After graduation they continue service in the Georgian Armed Forces. The tuition period in the US military educational institutions last for 4 years. Currently, 12 Georgian students receive education in U.S. military academies.
წყარო:
ჩინურინ GPS უკვე მზადაა
ჩინური კოსმოსური ნავაიგაციის სისტემა კლიენტებს უკვე კომერციულ მომსახურებას სთავაზობს. სისტემა ცნობილია სახელწოდებით BeiDou Navigation Satellite System და ამჟამად ის თანამგზავრების სიმცირის გამო თავის მომსახურებას მხოლოდ აზიისა და წყნარი ოკეანის კონკრეტულ რეგიონებში ახორციელებს. ჩინელების გეგმები თუ შეუფერხებლად განხორციელდა მაშინ მომავალ 2–3 წელიწადში სისტემა მთელ დედამიწას დაფარავს.
BeiDou–ს დაფარვის ზონა
ისევე როგორც ამერიკულ GPS–ს, რუსულ GLONASS და ევროპულ Galileo–ს, ასევე ჩინურ სისტემას გააჩნია მუშაობის ორი რეჟიმი – სამოქალაქო, რომელიც 10 მეტრზე მეტ ცდომილებას იძლევა და სამხედრო, რომლის სიზუსტეც 10 მეტრზე ნაკლებია.
ამ სისტემის ჩართვით ცინეთი უკვე დამოუკიდებელი ხდება ამერიკული GPS–ისგან და მისი სამხედრო ტექნიკა თავისთავად რეგიონში უფრო მიმზიდველია მყიდველისათვის. აღსანიშნავია რომ ამგვარ სისტემაზე სხვა ქვეყნებიც მუშაობენ– ისეთები როგორებიცაა ინდოეთი და თურქეთი.
Wednesday, December 26, 2012
რუსეთის 2013 წლის სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვები 1,3 ტრილიონ რუბლ შეადგენს
მომავალ წელს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების შესყიდვები 1,3 ტრილიონ რუბლს გაუტოლდება (41 მილიარდი დოლარი), რაც მიახლოებით ერთნახევარჯერ მეტია წელს ამ მიზნით გამოყოფილ თანხაზე. კერძოდ შეიარაღებული ძალები 40 საბრძოლო თვითმფრინავს და ასზე მეტ ვერტმფრენს შეიძენს.
"2013 წელს სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვებით დასახული ამოცანების შესასრულებლად 1,3 ტრილიონ რუბლზე მეტია გამოყოფილი, რაც 2012 წელს ამ მიზნით გამოყოფილ თანხაზე ერთნახევარჯერ მეტია" – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოდაგილემ, იური ბორისოვმა. შეგახსენებთ რომ 2012 წლის შესყიდვებისთვის 900 მილიარდი რუბლი იყო გამოყოფილი.
ბორისვომა ასევე დასძინა რომ 2012 წლის სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვები წარმატებულად შესრულდა: "სტრატეგიული ბირთვული ძალების მხრივ შესრულებამ პრაქტიკულად 100% მიაღწია. ასევე არ გაგვიცრუეს იმედები ავია და ხომალდმშენებლებმა. ბოლო ორი წელია სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვების პროგრამის გადაჭარბებითაც კი სრულდება ვიატექნიკის მოწოდება". მინისტრის მოადგილემ აღნიშნა რომ გარკვეული ჩამორჩენები აქვთ ხომალდმშენებლებს, მაგრამ გამოთქვა იმედი რომ მომდევნო სამ წელიწადში ეს ეს ჩამორჩენა ლიკვიდირებული იქნება. ამას გარდა, მისივე სიტყვების თანახმად, ჯავშანტექნიკაში არსებობს ჩამორჩენა და გეგმის შეუსრულებლობა. კერძოდ ეს დაკავშირებულია სამხედრო–საწარმოო კომპანიასთან, რომელიც ახორციელებს რუსეთის არმიისთვის ტექნიკის მიწოდებას.
სახელმწიფო–თავდაცვითი პროგრამის შესრულების კონკრეტულ მიმართულებებზე საუბრისას, ბორისვომა აღნიშნა, რომ რუსეთის არმიამ 2012 წელს მრეწველობისგან მიიღებს 40 საბრძოლო თვითმფრინავს (Су, МиГ, Як-130) და 127 ვერტმფრენს (Ми-28Н, Ка-52, Ми-35, Ми–26 და სხვები). "სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვების 2012 წლის პროგრამის ფარგლებში უკვე მიღებული გვაქვს 32 თვითმფრინავი, წლის ბოლომდე კიდევ რვას მივიღებთ" – დასძინა ბორისოვმა. მისივე თქმით, ამას გარდა ჰოლდინგმა "Вертолеты России", 2012 წელს არმიას 127 სხვადასხვა დანიშნულების ვერტმფრენი მიაწოდა.
იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის შესყიდვების მექანიზმები და პრინციპები
ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ტექნიკის მხრივ რუსეთის არმიამ 2012 წელს მიიღო 34 ცალი რადიოლოკაციური სადგური. ასევე შესრულდა "КамАЗ"–ისა და "Урал"–ის მარკის ავტომანქანების მიწოდების პროგრამაც. მრეწველობამ შეასრულა ტანკ Т-72–ის მოდრენიზაციისა და ოპერატიულ–ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის, "Искандер"–ის მიწოდების მოვალეობები.
"ასევე შესრულებულია ტულას საკონსტრუქციო ბიუროს მიერ კომპლექს "Панцирь-С"–ის მიწოდების ყველა ვალდებულება. მიწოდებულია ოთხი კომპლექსი" – განაცხადა ბორისოვმა. მან ასევე აღნიშნა რომ უწყება 2014 წლიდან გეგმავს ახალი თაობის ტანკის, "Армата"–ს შესყიდვებს". "2014 წლიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს განათავსოს შეკვეთა მრავალფუნქციური, სახეობათაშორისი მძიმე მუხლუხოვანი პლატფორმის, "Армата"–ს ბაზაზე შექმნილი ახალი თასობის ტანკის 16 ერთეულიან საცდელ–საწარმოო პარტიის მიწოდებაზე". მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა რომ ტანკების პირველი პარტია განკუთვნილი იქნება საჯარისო საკონტროლო გამოცდების ჩასატარებლად.
ამ ყველაფერთან ერთად სამხედრო–სამრეწველო კომპლექსმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2012 წელს შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის საგრძნობი რაოდენობა ვერ მიაწოდა. "მთლიანობაში 2012 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფ–თავდაცვითი შესყიდვების ფარგლებში 14,5 მილიარდი რუბლის ღირებულების ტექნიკის ხარისხზე განაცხადა პრეტენზია და უკან დაუბრუნა მწარმოებელს".
მინისტრის მოადგილის სიტყვების თანახმად რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მევალეები არიან: ОАО "Оборонсервис" და მისი შვილობილი კომპანიები – ОАО "Спецремонт" და ОАО "Авиаремонт", ასევე ამ სიაში შედიან სამხედრო–საწარმოო კომპანია, ОАО "Туполев", ОАО "Амурский судостроительный завод", "Прибалтийский судостроительный завод "Янтарь" და ОАО "ПО "Севмаш".
კითხვაზე – მიღებულია თუ არა გადაწყვეტილება კიდევ ორი სადესანტო ხომალდის, "Мистраль"–ის მშენებლობის შესახებ, ბორისოვმა უპასუხა, რომ თავდაცვის სამინისტრო გეგმავს "აიღოს პაუზა", რათა შეაფასოს მათი მშენებლობის მიზანშეწონილობა. "იმედი გვაქვს, რომ 2014–215 წლებში პირველი ორი "Мистраль" გადაცემული იქნება სამხედრო–საზღვაო ძალებზე. და პაუზის აღება სწორედ აქ იქნება სწორი, რათა მოხდეს "Мистраль"–ის საქმეში შემოწმება, რამდენად შეესაბამება ის სტრატეგიას და მოხდეს მისი საექსპულატაციო გამოცდა" – დაამატა ბორისოვმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ 2013 წლის სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვების გეგმაში გათვალისწინებულია მოდერნიზირებული БМД-4М–ის საცდელ–საწარმოო პარტიის შესასყიდი თანხა.
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფ–თავდაცვითი შესყიდვების გეგმები 2020 წლამდე
წყარო:
რუსეთის ავიაწარმოების სიახლეები
ბოლო დროს რუსეთის სამხედრო წარმოება უფრო და უფრო ზრდის თავისი არმიისათვის საბრძოლო ტექნიკის წარმოების ტემპს – გამონაკლისს არც ავია წარმოება წარმოადგენს. ბოლო კვირის განმავლობაში სწორედ ამ სფეროში დაგროვდა ბევრი სიახლეები – საითითაოდ მათ ბლოგზე გამოქვეყნებას ვარჩიე ერთად შემეგროვებინა და ისე დამეწერა.
რომელ სიახლეებზეა საუბარი:
- 16 დეკემბერს დაიწყო წელს აწყობილი მე–7 სატრანსპორტო ვერტმფრენი Ми-26-ის საფრენოსნო გამოცდები (სერიული ნომერი 32-05, ქარხნული ნომერი 34001212635, საბორტე ნომერი "ყვითელი 04"). მთლიანობაში 2010 წელს დადებული ხელშეკრულების 18 ვერტმფრენიდან ОАО "Роствертол"–მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკვე 11 ვერტმფრენი გადასცა.
– 2012 წლის მაისში საწარმოომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 31–ე პატრიის ბოლო Ми–26 გადასცა – პირველი სერიული ნომრით 31-09 (საბორტე ნომერი "ლურჯი 88", ქარხნული ნომერი 34001212629) და მეორე 31-10 (საბორტე ნომერი "ლურჯი 87", ქარხნული ნომერი 34001212630).
– შემდეგ საწარმოომ რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის 32–ე პარტიის ხუთი ვერტმფრენი ააწყო – პირველმა ვერტმფრენმა, სერიული ნომრით 32-01 (საბორტე ნომერი "ლურჯი 07", ქარხნული ნომერი 4001212631) პიველი ფრენა 2012 წლის 6 სექტემბერს შეასრულა, მეორე 32-02 (საბორტე ნომერი "ლურჯი 08", ქარხნული ნომერი 34001212632) - პირველი ფრენა 6 ნოემბერს, მესამე 32-03 (საბორტე ნომერი "ლურჯი 10", ქარხნული ნომერი 34001212633) - 29 ნოემბერს და ბოლოს ვერტმფრენი სერიული ნომრით 32-04 (საბორტე ნომერი "ყვითელი 03", ქარხნული ნომერი 34001212634) - 4 დეკემბერს აფრინდა.
Ми-26 – "ყვითელი 04"
ამგვარად 2012 წლისათვის ОАО "Роствертол"–მა დაამყარა რეკორდი 1994 წლის შემდგ Ми–26–ის წარმოებაში, იმ წელს საწარმოომ რუსეთის სამხედრო ავიაციას ათი ვერტმფრენი გადასცა.
- ასევე 24 დეკემბერს გავრცელებული ფოტოების თანახმად ОАО "Роствертол"–ის საწარმოო საცდელ აეროდრომზე საფრენოსნო გამოცდებს გადის რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის განკუთვნილი ერთი Ми-35М (საბორტე ნომერი "ლურჯი 30") და ორი ცალი, უნომრო Ми-28Н.
Ми-35М – "ლურჯი 30"
ორი ცალი უნომრო Ми-28Н
არსებული ინფორმაციის თანახმად 2012 წელს ОАО "Роствертол"–ზე, სხვადასხვა შემკვეთისთვის, სულ აწყობილი იქნება 52 ცალი შემდეგი სახეობის ვერტმფრენები: Ми-26, Ми-28Н და Ми-35.
- ТАНТК–ზე (ОАО «Таганрогский авиационный научно-технический комплекс имени Г. М. Бериева» ) დასრულედა შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის მეორე თვითმფრინავის, А-50У–ს სერიული მოდერნიზაცა. მეორე მოდერნიზირებული ბორტი "წითელი 33" გახდა (ქარხნული ნომერი 0043454618, სერიული ნომერი 41-05). ეს ბორტი 1984 წელს იქნა აწყობილი, ხოლო ТАНТК–ს სამოდერნიზაციოდ ის 2011 წელს გადაეცა. ამჟამად მანქანა გამოცდების სტადიაშია.
А-50У – "წითელი 33"
პირველი მოდერნიზირებული А-50У, საბორტე ნომრით "წითელი 47" (სარეგისტრაციო ნომერი RF-92957, ქარხნული ნომერი 0043453577, სერიული ნომერი 40-05), რუსეთის სამხედრო ავიაციას 2011 წლის 31 დეკემბერს გადაეცა. ამჟამად რუსეთის ავიაციის შემადგენლობაში 17 ერთეული А-50 და А-50У იმყოფება, კიდევ ორი ასეთი თვითმფრინავი კონსერვაციაზე დგას.
- რუსეთის ფედერაციის სამხედრო–საჰაერო ძალების მე–7000 ავიაბაზაზე, ბალტიმორის აეროდრომზე, 2012 წლის 25 დეკემბერს, НАПО–ს (ОАО "Новосибирское авиационное производственное объединение имени В.П. Чкалова") მიერ აწყობილი 5 ცალი ახალი Су-34 იქნა მიღებული. ახლად მიღებული თვითმფრინავების საბროტე ნომრებია წითელი "11", "12", "20", "21" და "22". 2012 წლის გეგმით აწყობილი დამატებით 5 ცალი Су-34 ბალტიმორის ავიაბაზას 2013 წლის იანვარში უნდა მიეწოდოს.
Су-34 – "წითელი 22" წინა პლანზე, უკან "წითელი 20" და "წითელი 21"
- 2012 წლის 21 სექტემბერს ირკუტსკის ავიაქარხნის აეროდრომზე განხორციელდა პირველი სერიული, რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებისთვის განკუთვნილი Су-30СМ–ის ფრენა (№1001). ოთხი დღის შემდეგ გამოცდებს მეორე Су-30СМ–იც (№1002) შეუერთდა. პირველი ფრენების ხანგრძლივობამ 2 საათი შეადგინდა შენიშვნების გარეშე ჩაიარა. ორივე გამანადგურებელი კორპორაცია «Иркут»–მა შემკვეთს 22 ნოემბერს გადაეცა.
Су-30СМ–ის პირველი ფრენა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კორპორაცია «Иркут»–ს შორის ხელშეკრულებას ხელი 30 ცალი მრავალფუნქციური გამანადგურებლის, Су-30СМ–ის შესახებ 2012 წლის მარტში მოეწერა. ხელშეკრულების თანახმად თვითმფრინავების მიწოდება 2015 წლისთვის უნდა დასრულდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 19 დეკემბერს იმავე გამანადგურებლების მეორე, 30 მანქანიანი პარტიის ხელშეკრულება გააფორმა «Иркут»–ის კორპორაციასთან – ხელშეკრულების თანახმად მეორე პარტიის გამანადგურებლების მიწოდება 2016 წლისათვის უნდა დასრულდეს. ასევე 2015 წლამდე რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა 48 ცალი მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су-35С უნდა მიიღონ – საერთო ჯამში რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალებს 2016 წლისათვის მარტო ამ კლასის 108 თანამედროვე გამანადგურებელი ეყოლება.
ორივე გამანადგურებელი – 30 და 35 აღჭურვილია პასიური ფაზირებულ საანტენო ცხაურიანი რადიოლოკაციური სადგურით (Н-011М "Барс"–ით პირველი და Н–035 "Ирбис"–ით მეორე). Су-30СМ წარმოადგენს Су-30МКМ-ის რუსიფიცირებულ ვარიანტს, რომელიც აღჭურვილია რადიოლოკაციური სადგური Н-011М "Барс"-ით, რომელიც თავის მხრივ იდნურ Су-30МКИ–ზე დაყენდა და განვითარების შემდეგი საფეხურები გაიარა:
Su-30MKI Phase-I – N011M Mk.1
- Only Air-to-Air modes
Su-30MKI Phase-II – N011M Mk.2
- Ability to engage targets with four R-77
- Ground mapping
- Ground/Sea target search and lock
- Integrated with Kh-31A and Kh-59ME
Su-30MKI Phase-III – N011M Mk.3
- Russian C101 radar computer replaced by Indian processor.
- Ground attack mode with simultaneus air target search
- Integration with Rafael Litening pod
Su-30MKI – N011M
- 2007 debut
- New gimbals for the moving antenna: +/-100 degrees azimuth & elevation
- New computer: 180 km tracking range
ზემოთ Су-30МКИ, ქვემოთ Су-30СМ – კარგად ჩანს ერთნაირი რადიოლოკაციური სადგურები
ინდოეთის შემდეგ ეს რადარი მალაზიურ Су-30МКМ–ზე იქნა დაყენებული – და სწორედ ამ ბობლოს რუსიფიცირებულია ვარიანტია Су-30СМ. ახალი რადიოლოკაციური სადგურის გარდა გამანადგურებლის არსენალიც განახლდა, მას შეუძია გამოიყენოს შემდეგი სახის მართვადი შეიარაღება:
- Р-27ЭР.
- Р-27ЭТ.
- РВВ-СД.
- Р-73.
- Х-31А.
- Х-29ТД.
- КАБ-500КР.
- КАБ-1500КР
წყაროები: