Saturday, May 12, 2012

ჩინური სტელს გამანადგურებლის რამოდენიმე ფოტო

ქსელში გავრცელებული სურათებიდან ცნობილი ხდება რომ ჩინეთის ავიაწარმოებას უკვე რამოდენიმე ცალი, მე-5 თაობის გამანადგურებელი J-20 აქვს აწყობილი.















როგორც ზემოთ მოყვანილი სურათებიდან ჩანს არსებობს ორი საცდელი პროტოტიპი - საბორტე ნომერი 2002 და 2004, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია რომ ასევე არსებობს მე-3 გამანადგურებელი, საბორტე ნომერ 2001-ით.
ასევე ცნობილია რომ ჩინეთში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა წევის ცვალებად ვექტორიანი ძრავის შესაქმნელად.



ამერიკული გამანადგურებლის ახალი კარიერა, თუ კარიერის დასასრულის დასაწყისი

F-16, რომელიც Lockheed Martin-ის ერთ-ერთ best seller-ს წარმოადგენს, რომლის წარმოებაც 1975 წელს დაიწყო და გაყიდული იქნა 26 ქვეყანაში, მალე აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებში ახალ კარიერას დაიწყებს - საუბარია ავიაციისთვის განკუთვნილ საჰაერო სამიზნეებზე.

საჰაერო მიზნის როლს, როგორც წესი, ძველი გამანადგურებლები ასრულებენ და როგორც ჩანს ამჯერად F-16-ის დროც მოვიდა. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ  F-16-ი ჯერ კიდევ სერიულად იწარმოება და 70 ერთეული ასეთი გამანადგურებელი უნდა მიეწოდოს მაროკოს, ეგვიპტეს, თურქეთს და ერაყს.

დაკონსერვებაში მყოფი F-16-ბი
ამჟამად  აშშ-ს ავიციიდან მოხსნილია და Davis-Monthan AFB-ში (არიზონას შტატი) დაკონსერვებაზე დაყენებულია ასობით F-16. ამ გამანადგურებლების უმეტესობა წარმოადგენს საწყისი Block-ების მოდელებს, თუმცა დაკონსერვების ადგილზე უკვე უფრო თანამედროვე Block-30-ებმაც მიაღწია, რომლებსაც რესურსი უკვე გასული აქვთ და ამ მიზეზით მოხსნილი არიან აქტიური სამსახურიდან. როგორც ბოლო დროს გახდა ცნობილი, აშშ, ამ დაკონსერვებული Fighting Falcon-ებიდან 30 ცალს უფასოდ გადასცემს ინდონეზიის მხარეს. 
დანარჩენი ჩამოწერილი გამანადგურებლები ეტაპობრივად გადაკეთდება საჰაერო სამიზნედ (QF-16). კონტრაქტი ამის შესახებ 2010 წელს გაფორმდა. საჰაერო სამიზნედ გადაკეთებული F-16-ს პირველი საცდელი ფრენა ამ წლის 4 მაისს შესდგა. QF-16, სახელწოდებით Full Scale Aerial Target აფრინდა Boeing-ს საცდელი ბაზა Cecil Field-დან, რომელიც განლაგებულია ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯეკსონვილში. ფრენის დროს, ან კი დაგეგმილი იყო უპილოტო ფრენა, მას მაინც პილოტი მართავდა. ფრენა 66 წუთს გაგრძელდა, რომლის დროსაც მიღწეული იქნა 12,5 კმ. სიმაღლე. 



QF-4 Phantom-ი ზემოთ და მისი შემცვლელი QF-16 Viper Drone ქვემოთ



ახალი QF-16 Viper Drone-ბი მალე ძველ QF-4 Phantom-ებს შეცვლიან.

P.S. ჩვენი ავიაციის არ არსებობის ფონზე უფასოდ გადმოცემული რამოდენიმე ათეული F-16 Block-30 საკმაოდ წაგვადგებოდა, თუნდაც საწყის ეტაპზე, როგორც ავიაციის  საბრძოლო ერთეულად ჩამოყალიბებაში, ასევე პილოტების მოსამზადებლად.

152 mm Gun Launcher AR/AAV M551, General Sheridan

 XM-551 Sheridan-ის ერთი საინტერესო სურათი

M-551-ის საცდელი პროტოტიპის, XM-551-ის მიერб MGM-51 Shillelagh-ის ტიპის ტსმრ-ის გაშვების მომენტი (1965 წელი).

მოკლედ ტანკის შესახებ

M-551 - აშშ-ს მსუბუქი, ავიადესანტირებადი, მცურავი ტანკი. 1963 წელს ტანკმა გაიარა საჯარისო გამოცდები და რეკომენდირებული იქნა შეიარაღებაში მისაღებად, საარმიო ნაწილებში ტანკის მიღება 1967 წელს დაიწყო.  სულ 1966-1970 წლებში გამოშვებული იქნა 1700 ერთეული. ტანკ M-551-ში რეალიზირებული იქნა იმ დროის მთელი რიგი ტექნიკური სიახლეები - ალუმინის შენადნობისგან დამზადებული კორპუსი, ქვემეხი-გამშვები, მართვადი რაკეტით სროლის შესაძლებლობა და სხვა.

1978 წლის მდგომარეობით აშშ-ს არმიის შეიარარებაში იმყოფებოდა 1600 ცალი M-551-ი, თუმცა საექსპულატაციო და სამხედრო გამოცდილებამ აჩვენა ამ ტანკის კონცეპციის წარუმატებლობა, ამიტომაც 1978 წელს ტანკი მოხსნილი იქნა აშშ-ს არმიის შეიარაღებიდან.

მოდიფიკაციები:
  • XM-551 - საცდელი, წინასერიული ერთეულები, აღჭურვილი ქვემეხ  XM-81E12.
  • "Two Box" M-551-ის საველე მოდიფიკაცია, რომელიც შემუშავებული იქნა შეიარაღებულ ძალებში და გამოიყენებოდა ვიეტნამის ომში. ტანკზე ყენდებოდა დამატებითი ჯავშანდაცვა, რომელიც უზრუნველყოფდა ეკიპაჟის 12,7მმ ტყვიებისგან დაცვას. მართვად რაკეტებზე უარის თქმის ხარჯზე გაზრდილი იქნა 152მმ-ნი ჭურვების და ტყვიამფრქვევის საბრძოლო კომპლექტი.
  • M-551A1 - 1972 წლის მოდერნიზაცია, დაყენებული იქნა სამიზნე M-127A1, ღამის ხედვის ხელსაწყო  M-44, ლაზერული მანძილმზომი, შეწყვილებული ტყვიამფრქვევი M-73-ის ნაცვლად დაყენდა M-240C.
  • 1986 წელს შემუშავებული იქნა ტანკის კიდევ ერთი მოდერნიზაცია, რომელზეც გათვალისწინებული იყო მარტვადი რაკეტა TOW-ის ან ჯავშანმანქანა M2-Bradley -ის კოშკურის დაყენება. თუმცა ამ პროგრამის ფასი ( მიახლოებით 535 ათასი დოლარი ყოველ ტანკზე) საკმაოდ ძვირად ჩაითვალა და უარი ითქვა პროგრამის გაგრძელებაზე.
ძირითადი ტტმ-ი:
  • საბრძოლო მასა - 15,2 ტ.
  • ეკიპაჟი - 4 კაცი
  • კორპუსის სიგრძე - 6307მმ
  • კორპუსის სიგანე - 2794მმ
  • სიმაღლე - 2946
  • კლირენსი - 483
  • ქვემეხი -  M-81
  • ქვემეხის კალიბრი - 152მმ
  • ლულის სიგრძე, კალიბრი - 17,52
  • ქვემეხის საბრძოლო მარაგი - 30 გასროლა
  • 152მმ-ნი ჭურვებით სროლის მანძილი - 1000-1500მ.
  • რაკეტის სროლის მანძილი - 2000მ.
  • საზენიტო ტყვიამფრქვევი - 1 × 12,7მმ M2HB
  • შეწყვილებული ტყვიამფრქვევი -  1 × 7,62მმ M-73 ან M-219
  • ძრავის სიმძლავრე - 255 ც/ძ
  • სიჩქარე ასფალტზე - 69კმ/სთ
  • ცურვის სიჩქარე - 5,6 - 5,8კმ/სთ
  • აღმართის კუტხე - 35 გრადუსი
  • ვერტიკალური კედელი - 0,8მ 

Friday, May 11, 2012

აფეთქებული სამხრეთ სუდანური Т-72

ინტერნეტში გამოჩნდა განადგურებული სამხრეთ სუდანური  Т-72-ის სურათები. ტანკი ბრძოლის შედეგად იქნა განადგურებული, ცნობილია რომ ბრძოლა მოხდა 2012 წლის 27 მარტს, სამხრეთ სუდანის ნავთობმომპოვებელ ცენტრ ხედლიგეში, რომლის დროსაც სუდანის შეიარაღებული ძალები შევიდნენ პირდაპირ კონტაქტში სამხრეთ სუდანის სამხედრო ქვედანაყოფებთან.





სავარაუდოდ ტანკის ასეთი განადგურება საბრძოლო კომპლექტის აფეთქებას მოჰყვა. განადგურებულ ტანკს სუდანელი ჯარისკაცები ათვალიერებენ.


Thursday, May 10, 2012

Leopard-2A4 + T-72

 პოლონელების მიერ ძველი T-72-ის გათანამედროვების მცდელობა


რაიმე ინფორმაცია ამ ტანკის შესახებ უცნობია.

Wednesday, May 9, 2012

რუსული ტექნიკა ვენესუელას სამსახურში (სულ 70 სურათი)

როგორც ცნობილია ვენესუელა რუსეთის ერთერთი პოლიტიკური მეკავშიერა. აქედან გამომდინარე ის რუსეთის იარაღის შემსყიდველი ერთერთი ძირითადი კლიენტია. ქვემოთ წარმოგიდგენთ ვენესუელის არმიის სამსახურში მყოფ რუსული ტექნიკის ფოტოკრებულს:

GPS/ГЛОНАС-ით აღჭურვილი Мста-С








120მმ ნაღმტყორცნი Сани

ცეცხლის მართვის ცენტრი МТ-ЛБ-ს ბაზაზე



Су-30МК2




















Ми-35М




Ми-26T

Т-72Б1








ვენესუელელი ტანკისტების სერტიფიკატი


БМП-3





БТР-80А


Зу-23-2 ЗОМ1




С-125 Печора-2М





AK-103