საომარი განწყობა სუფევს საუდის არაბეთში: ისრაელის საინფორმაციო წყაროების თანახმად 28 ივნისს საუდის არაბეთმა თავისი შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და დაიწყო მათი გადასროლა იორდანიის და ერაყის საზღვრებთან.
ცნობილი ხდება ასევე ის ფაქტი რომ საუდის არაბეთის მონარქმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც ქვეყნის არმია იორდანიის ტერიტორიაზე უნდა იქნას გადასროლილი, საიდანაც უნდა მოხდეს სირიაზე შეტევა.
ცნობილია რომ 500 ერთეულამდე ტანკი M-60 და M1A2 Abrams, სპეცდანიშნულების ორი ბატალიონი და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 6 ბატარეა გადასროლილი იქნა იორდანიის საზღვართან. საუდის არაბეთის ძალების იორდანიის ტერიტორიაზე გადასროლას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - დაიცვან იორდანია სირიის აგრესიისგან. აგრესია იორდანიის ტერიტორიაზე დასავლეთის მოკავშირეების ავიაციის განთავსებამ შეიძლება გამოიწვიოს. ავიაცია იორდანიის ტერიტორიაზე "no-fly-zone" საკონტროლოდ იქნება გადასროლილი. ამ მიზეზის გამო მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან თვით იორდანიის შეიარაღებული ძალები. ასევე სირიასთან ახლოს ყოფნის მიზნით საუდის არაბეთის ჩრდილოეთ ნაწილში გადასროლილი იქნა გამანადგურებლები F-15 და Tornado GR4.

იორდანიაში გადასროლილი საუდის არაბეთის სამხედრო ნაწილები
ცნობისათვის - საუდის არაბეთის შეიარაღებაში იმყოფება: 315 ერთეული M1A2 Abrams, 58 ერთეული M1A2SA Abrams, 460 M-60A1/A3 Paton და მიახლოებით 320 ცალი მოძველებული AMX-30. ასევე საუდის არაბეთის არმიას შეკვეთილი აქვს 300 ერთეული გერმანული Leopard-2A7.
წინასწარი ცნობით საუდის არაბეთმა მოქმედებაში მოიყვანა ის ნაწილები რომლებიც შეიარაღებულია M-60A3 და M1A2 ტანკებით. ტანკებს თან ახლავს ჯტრ-ები და ქსმ-ები: Panhard, Bradley და რამდენიმე ასეული მოძველებული M-113.
მექანიზირებული ქვედანაყოფების ჰაერსაწინააღმდეგო დაცვას უზრუნველყოფს თვითმავალი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები Shahine II (საერთო ჯამში საუდის არაბეთს ასეთი სისტემების 5 დივიზიონი გააჩნია) და თვითმავალი 20მმ-ნი საზენიტო საარტილერიო სისტემები M-163 Vulcan SP (საუდის არაბეთს 100 ერთეული ასეთი სისტემა გააჩნია).
რაც შეეხება ავიაციას - ჩრდილოეთ საზღვართან გადასროლილია ორი ესკადრილია Tornado IDS (სულ ქვეყანას 87 ერთეული Tornado IDS გააჩნია), 2 ესკადრილია F-15S Strike Eagle (ამ გამანადგურებლების საერთო რაოდენობა 70 ერთეულია) და ერთი ესკადრილია Eurofighter Typhoon.