Saturday, September 1, 2012

Abrams M1A3 (?)

ინტერნეტში გამოჩნდა ამერიკული ძირითადი საბრძოლო ტანკი, Abrams-ის მოდერნიზაციის გრაფიკული გამოსახულება.


რისი დანახვა შეიძლება გრაფიკულ გამოსახულებაზე:
  1. გაზრდილია კოშკურის შუბლა ჯავშანი და მისი გაბარიტები სავარაუდოდ 1000მმ–ზე მეტია.
  2. გაზრდილია კორპისის წინა ქვედა ფილის სისქე.
  3. კოშკურის გვერდებზე დაყენებული ყუთები შეიძლება იყოს აქტიური დაცვა Quick Kill–ის LVA გამშვებები.
  4. 2 ცალი RWC. 
  5. ახალი სამიზნეები.
  6. სავარაუდოდ ახალი ცეცხლის მართვის სისტემა.
  7. ახალი ქვემეხი,სავარაუდოდ XM360E1.
როგორც ცნობილია ეს მხოლოდ კონცეფციაა და ყველა ახალი ტექნოლოგიაა ამ გამოსახულებზე გამოხატული – ზუსტად როგორი სახით იქნება M1A3 ჯერ–ჯერობით უცნობია.


We can see several interesting details:

  1. Front turret protection was again increased by making front turret armor thicker, now definetly it will be more than ~1,000mm thick (at least per this concept).
  2. Front hull armor also seems to have thicker armor.
  3. The boxes around the turret might be VLS launchers of Quick Kill active protection system. 
  4. 2xRWS on turret.
  5. New sights
  6. Probably new fire control system (it seems lik a derivatives from future combat systems FCS for their vehicles).
  7. Tank is also armed with a new gun, probably XM360E1.
But as I said, this is only a concept graphic, it is a far way to technology demonstrator, and even a longer way to prototype and final product.

БТР-4В vs VBCI Nexter

როგორც იუწყება ინტერნეტში ერთ–ერთი თემატური ფორუმის მომხმარებელი ივლისში  ХКБМ–ის ბრიგადამ მოინახულა ქუვეითი БТР-4В–სთან ერთად. სადემონსტრაციო ჩვენებები მიმდინარეობდა დღე +55 ხოლო ღამე +40 გრადუს ტემპერატურაზე. ჯავშანტრანსპორტიორის კორპუსი +80 გრადუსამდე ცხელდებოდა. მანქანის შიგნით ტემპერატურა +60 გრადუსზე ადიოდა, რაც ართულებდა კონდიციონერის მუშაობას. მომხმარებელი აღნიშნავს რომ ოპერატორის, მეთაურის და მძღოლ–მექანიკოსის სავარძლები, რომლებიც ტყავის შემცვლელით იყო დაფარული კინაღამ დადნა. სამაგიეროდ ბრეზენტის თასმებისგან გაკეთებულმა დესანტის სავარძლებმა გამოიჩინეს თავი დადებითად. სავალი ჩვენებები მანქანამ ხუთიანზე ჩაატარა – არცერთხელ არ გადახურდა, დადიოდა 80კმ/სთ სიჩქარით. წინაღობათა ზოლი და ბარხანები დაძლია შენიშვნების გარეშე. ასევე ტარების საშუალება მისცეს ქუვეითელებსაც. სროლის პროგრამა შეასრულეს, ჩაეტივნენ უკრაინულ ნორმატივებში (სიზუსტე 0,3). შეფერხებები არ გამოვლენილა.




პარალელურად ქუვეითელები ათვალიერებდნენ  VBCI (Nexter). ის უკრაინულ მანქანასთან შედარებით მძიმე და მძლავრია, გააჩნია ჰიდროპნევმატური საკიდარი და სითბოვიზორიანი საბრძოლო მოდული. სავალი ჩვენება ფრანგულმა მანქანამ ოთხიანზე ჩაატარა – ქვიშაში ჩაიმარხა, 2მ. სიგანის თხრილში გაიჭედა, მაგრამ საკიდრებზე "ცეკვით" მოახერხა ამოსვლა (БТР-4–მა უბრალოდ ჩქარი სვლით გადაუფრინა ზემოდან). სროლაში მიუხედავად იმისა რომ სიზუსტე უკეთესი ჰქონდა (0,9), ფრანგების სითბოვიზორი გადაიწვა.

ქუვეითელების აზრით, ფრანგული მანქანა უფრო კაპრიზულია ვიდრე БТР-4В, ელექტრონიკა ადეკვატურად არ მუშაობს, მიკროკლიმატი მანქანაში ისეთივეა როგორიც უკრაინულ БТР-4–ში. ამასთან აღსანიშნავია რომ ფრანგებს თავისი ჯავშანტრანსპორტიორი უკვე მესამედ გაჰყავდათ სადემონსტრაციოდ. უკრაინულ დელეგაციას შთაბეჭდილება დარჩა რომ ქუვეითს მათი მანქანა უფრო მოეწონათ. მაგრამ ეს ჯერ ტენდერი არაა, უბრალოდ წინასატენდერო შერჩევაა.

წყარო:

ჩინური პერსპექტიული ტაქტიკური გამანადგურებლის J-20 შეფასება უცხოეთის ექსპერტების მიერ

ორიათასიანი წლების დასაწისიდან ჩინეთის სამხედრო მეცნიერება და თავდაცვითი წარმოება დემონსტრირებას უკეთებს სამხედრო ტექნიკის თანამედროვე ნიმუშების წარმოების უცვლელად მზარდ პოტენციალს. პირველ რიგში ეს ეროვნული სამხედრო–სამრეწვრლო კომპლექსის მოდერნიზაციის შედეგია, რომელმაც 90–იანებში აქტიური იმპულსი მიიღო სახელმწიფოსგან, და ასევე ამისი მეორე მიზეზი ისაა რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად ჩინეთის დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ბიუჯეტი ყოველწლიურად 10% იზრდება – ამ ყველაფრის გათვალისწინებით აშკარაა რომ შეიარაღების პროგრამები ჩინეთის ეროვნულ პრიორიტეტს წარმოადგენს. გამონაკლისი არც ავიაწარმოებაა.
2011 წლის 11 იანვარს, გაერთიანებული სამეცნიერო–კვლევითი ავიამშენებელი ინსტიტუტის (CADI ქ. ჩენდუ) აეროდრომიდან ჰაერში აფრინდა ჩინეთის პერსპექტიული ტაქტიკური მე–5 თაობის გამანადგურებელი J-20 ("ცზიან–20"). უცხოეთის წყაროებში ამ გამანადგურებელს ასევე უწოდებენ J-X ან J-XX. თვითმფრინავმა გამოშვებული შასით 18 წუთი გაატარა ჰაერში, რის შემდეგაც განახორციელა წარმატებული დაჯდომა. ფრენის საჰაერო გადაღებები ხორციელდებოდა თანმხლები გამანადგურებლიდან – J-10–იდან. ჩინური მასმედიის ცნობით, "შავი არწივის" (ასე ეძახიან მას სამშობლოში) ფრენა გეგმის თანახმად განხორციელდა. ეს გამოცდები განხორციელდა ჩინეთში აშშ–ს თავდაცვის მინისტრის – რ.გეიტსის ვიზიტის დროს.
ჩინური მე–5 თაობის გამანადგურებლის შექმნის შესახებ ინფორმაცია პირველად 1995 წელს გამოჩნდა. ორი დამოუკიდებელი პროექტით დასაქმებული იყო შენიანის საავიაციო–საწარმოო კორპორაცია (Shenyang Aircraft Corporation - SAC, იგივე 601–ე ინსტიტუტი) და საავიაციო–საწარმოო კომპანია "ჩენდოუ" (Chengdu Aircraft Corporation - CAC, 611–ე ინსტიტუტი). ეს ბოლო 2008 წელს დამტკიცდა პერსპექტიული მანქანის სათავო მწარმოებლად. 2010 წელს პირველმა საცდელმა ნიმუშმა პირველი გარბენები განახორციელა.
მწარმოებლები ჯერ არ ახმოვანებენ თვითმფრინავის მონაცემებს, ამიტომ უცხოელი სპეციალისტები მანქანის შეფასებას ინტერნეტში გავრცელებული ფოტოსურათებისა და ვიდეოების მიხეედვით აკეთებენ, ასევე იმ მწირე ინფორმაციაზე დაყრდნობით რომელიც ოფიციალურადაა ცნობილი. ბევრ რამეში სხვადასხვა ქვეყნების ექსპერტების აზრი ემთხვევა და ამგვარად გამანადგურებელზე წარმოდგენის შექმნა ხდება შესაძლებელი.
გამანადგურებელი წარმოადგენს სამკუთხედფრთიან, წინა ჰორიზონტალური ფრთასხმულობით აღჭურვილ  ზედაპლანს, რომელიც აგებულია აეროდინამიკური სქემა "იხვის" მიხედვით, ორი მთლიანადმბრუნავი კილით. ფიუზელაჟის ცხვირა ნაწილი უკარკასო ფარნითაა აღჭურვილი, რომელსაც მსგავსება გააჩნია ამერიკული F-22-ის ფარანის კონსტრუქციასთან. კუდა ნაწილი თავის მხრივ ძალიან ჰგავს რუსული МиГ-1.42 და 1.44 პროექტების კუდა ნაწილს. ორი ძრავა ფიუზელაჟის გვერდებზე, ფრთების ძირებში, მათ ქვემოთაა განთავსებული. ექსპერტების შეფასებით J-20–ს ფრთების გაქანი 14 მ–ია, თვითმფრინავის სიგრძე 23–24მ, ასაფრენი მასა – 40 ტონა (ყველაზე სავარაუდოდ 34–36 ტონა).
მასო–გაბარიტული მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ J-20 დაპროექტებულია იმგვარად, რომ განახორციელოს ხანგრძლივი ფრენები. თვითმფრინავის აეროდინამიკური ფორმები მოწმობს მის მაღალ საფრენოსნო–ტექნიკურ მონაცემებზე დაბალ ზებგერით სიჩქარეებზე და კარგ ეკონომიურობაზე ფრენის დროს, ანუ იმ მონაცემებზე რაც ყველაზე საჭიროა შორეული გზაგადაჭრების შესასრულებლად ისეთი თვითმფრინავების წინააღმდეგ როგორებიცაა – სტრატეგიული ბომბდამშენები, სატრანსპორტო–გამმართავი და შორეული დაზვერვისა და მართვის თვითმფრინავები. როგორც ნაკლებად შესამჩნევ ბომბდამშენს მას შეუძლია განახორციელოს სარაკეტო დარტყმები შორსმყოფი საზღვაო მიზნების წინააღმდეგ – ისეთების როგორებიცაა ავიამზიდი დამრტყმელი ჯგუფები.


სურათები აღებულია ჩინური ბლოგიდან:

სპეციალისტები თანხმდებიან იმ აზრში, რომ საფრენოსნო გამოცდების დასაწყისისთვის აწობილი იყო ორი საცდელი ნიმუში. პირველი – 13 500 კგს წევის მქონე АЛ-31ФН ძრავებით აღჭურვილი. ამ ძრავებითაა აღჭურვილი საექსპორტო Су-27–ები და მათი ლიცენზირებული ანალოგები J–10–ები, მეორე – მოდერნიზირებული ძრავა WS-10G "ტაიჰან"–ებით (მაქსიმალური წევა 14 500–15 000 კგს). ეს ბოლო ითვლება "პირველი ეტაპის ძრავად", რომელიც 2020 წლისათვის უნდა შეიცვალოს 16 300კგს წევის მქონე "მეორე ეტაპის ძრავა" WS-15–ით. მომავალში "მეორე ეტაპის ძრავის" სიმძლავრე 18 300კგს–მდე უნდა გაიზარდოს. ყოველ შემთხვევაში J–20 ჰაერმიმღებები ზომებით განსხვავდება და უფრო დიდი ზომისაა – რაც იმაზე მომწმობს რომ უფრო მძლავრ ძრავაზეა გათვლილი, რომლებიც სავარაუდოდ ჯერ ისევ შემუშავების სტადიაშია.
იმაზე რომ დღეს ჩინეთს არ გააჩნია ისეთი ძრავები, რომლებიც უზრუნველოყფენ გამანადგურებლის ზებგერით სიჩქარეზე უფორსაჯოდ ფრენას, მიუთითებს ჰაერმიმღების შემავალი მოწყობილობის ფორმა, რომელიც გათვლილია ქვებგერით კრეისერულ სიჩქარეებზე საფრენად.
თვითმფრინავის დიდი სიგრძე სავარაუდოდ გამოწვეულია იარაღის ერთი ან მეტი შიდა ნაკვეთურის არსებობით, რომლებშიც სავარაუდოდ განთავსდება – შორსმსროლელი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, მსხვილი კალიბრის მართვადი ავიაბომბები და ასევე "ჰაერი–ჰაერი" კლასის მართვადი რაკეტები.
J–20 აგებულია კომპოზიტური მასალების გამოყენებით. კომპოზიტური მასალისგანაა დამზადებული ასევე ფიუზელაჟის ცხვირა ნაწილი, რომელიც არაერთხელ იქნა დემონსტრირებული სხვადასხვა ავიასალონზე. აღსანიშნავია რომ სტელს–ტექნოლოგიების ჭკვიანური გამოყენების წყალობით კონსტრუქტორებმა მიაღწიეს ავიატექნიკის ახალი ნიმუშის რადიოლოკაციური შემჩნევადობის საგრძნობლად შემცირებას.
მთლიანობაში უცხოელი ექსპერტების შეფასებები შემდეგია: გამანადგურებელ J–20 შეუძლია განავითაროს ზებგერითი სიჩქარე, მაგრამ იგი არაა განკუთვნილი ამ რეჟიმზე უფორსაჟოდ დიდხანს საფრენად, რადგანაც არსებული ძრავები არ შეესაბამება მე–5 თაობის დონეს; საბორტე რადიო–ელექტრონული მოწყობილობები, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, ჩაშენებული ტესტირების სისტემა და სხვა ელექტრონული კომპონენტები სავარაუდოდ J–10–სგანაა ნასესხები ან უკეთეს შემთხვევაში მასზე გადიოდა ტესტირებას. ამგვარად J–20 დონე "+ 4" თაობას შეესაბამება. 
მოცემულ ეტაპზე ეს ტექნოლოგიების დემონსტრატორი და საგამოცდო საფრენი სტენდია. ჩინეთის ავიაწარმოებას დასჭირდება არანაკლებ ხუთი წელი თვითმფრინავის გამოსაცდელად და ჭკუაზე მოსაყვანად, ამას გარდა კიდევ სამი წელი მისი სერიული წარმოების დასალაგებლად. მიუხედავად ჩინეთის სამხედრო–საჰაერო ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვეირონგის 2009 წლის განცხადებისა – რომ 2017 წლისათვის დაიწყება J–20 სერიული წარმოება, ყველაფერი ზემოთ თქმულიდან აშკარაა რომ 2018–2020 წელზე ადრე მისი სერიული წარმოების დაწყება შეუძლებელია.
მაგრამ მიუხედავად ამისა J–20 საფრენოსნო გამოცდების დაწყება მოწმობს ჩინეთის განვითარებული ავიაწარმოების არსებობაზე, მის თანამედროვე ტექნოლოგიებზე და იმაზე რომ ის გადავიდა ავიატექნიკის დამოუკიდებელ დაპროექტებაზე, თუმცაღა ნასესხები კომპონენტებითა და იდეებით. შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩინური ავიაწარმოება ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა, რომელიც პასუხობს როგორ თანამედროვე ასევე მომავლის მოთხოვნებს.


წყარო: Перспективный китайский тактический истребитель J-20 (ЗВО 1.2011)



Friday, August 31, 2012

გამოფენა MSPO-2012–ის სამზადისი

პოლონეთში 2012 წლის სექტემბერში გაიმართება სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნიკის გამოფენა. ქვემოთ წარმოგიდგენთ გამოფენის სამზადისის ფოტოებს:















აშშ–ისრაელის ახალი თავისტკივილი – ეგვიპტეს პრეზიდენტი მ.მორსი ირანში ჩავიდა

გეოსტრატეგიული ცვლილებები ხდება გიბრალატრაიდან დაწყებული ინდოეთოს ოკეანემდე გადაჭიმულ ტერიტორიაზე – ეგვიპტეს პრეზიდენტი მუხამედ მორსი 29 აგვისტოს თეგერანში ჩავიდა. 1979 წლის ისლამისტური რევოლუციის შემდეგ ეგვიპტის პრეზიდენტი პირველად ეწვია ირანს.

არ შეგვიძლია დარწმუნებით ვისაუბროთ ეგვიპტე–ირანის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, მაგრამ "არაბული გაზაფხული"–დან წარმოქმნილმა ეგვიპტეს პრეზიდენტმა უკვე სერიოზული თავის ტკივილი გაუჩინა ვაშინგტონს, ხოლო თელ ავივი მხოლოდ თავს აკატუნებს და აშშ–ს მხოლოდ ამას უმეორებს: "ხომ გაფრთხილებდით."

ოფიციალური განცხადება აშშ–ს და ისრაელს ამის თაობაზე ჯერ არ გაუკეთებიათ, მაგრამ კულისებიდან უკვე გაჟონა ინფორმაციამ რომ ორივე ქვეყანა სერიოზულ პროტესტს გამოთქვამს ეგვიპტეს ამ ქმედების გამო. და ეგვიპტის პრეზიდენტის ეს ვიზიტი ეგვიპტის მიერ ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევიდან და სინას ნახევარკუნძულზე ჯავშანსატანკო ნაწილების შეყვანიდან სულ რამდენიმე დღეში განხორციელდა (ამის თაობაზე უკვე ვწერდით: ეგვიპტემ ისრაელთან, 1976 წელს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება დაარღვია ).
ირანის სახელმწიფო ტელეარხმა პრეზიდენტ მორსის  ირანის დედაქალაქში, აეროპორტ მეხრამბადში, ჩასვლის კადრების პირდაპირი ჩვენება განახორციელა. ეგვიპტის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს "თანასწორუფლებიანთა" მოძრაობის მონაწილე ქვეყნების სამიტში. ამ სამიტზე მონაწილეობის მისარებად ასევე ჩასულია გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მონი – ამგვარად ეს სამიტი უზარმაზარ მნიშვნელობას იძენს და აშკარაა ირანის პოლიტიკური წარმატება მსოფლიო სათამაშო მაგიდაზე.
რადგანაც სულ სხვაა დაბომბო მსოფლიოსგან იზოლირებული ქვეყანა და სხვაა როდესაც მას მოკავშირეები ჰყავს და საკმაოდ სერიოზული მოკავშირეები – ისეთი როგორიცაა მაგალითად ეგვიპტე, რომელიც სამიტზე მონაწილეობას ღებულობს.
ასევე ამ სამიტზე მოხდება "თანასწორუფლებიანთა" მოძრაობის პრეზიდენტობის გადაცემა – ეგვიპტის პრეზიდენტი მორსი ამ თანამდებობას ირანის პრეზიდენტს გადააბარებს, ამას გარდა კულისებს მიღმა ალბათ განხორციელდება ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხების განხილვა – სხვა მხრივ მორსის ირანში ჩასვლას აზრი არა აქვს, მანამდე დაგეგმილი იყო მხოლოდ მისი წარმომადგენლის გაგზავნა.
სამიტში მონაწილეობას ღებულობს 120 წევრი ქვეყნის მინისტრი. უმნიშვნელოვანესი ქვეყნების წარმომადგენლები არიან ინდოეთის პრემიერმინისტრი მანმოხან სინგი, ეგვიპტეს პრეზიდენტი მოხამად მორსი, პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი, ერაყის პრემიერმინისტრი ნური ალ მალიკი, სირიის პრემიერმინისტრი უაელ ალ–ხალაკი და ქატარის ემირი ახმედ ბენ ხალიფა ალ თანი.









Thursday, August 30, 2012

საბჭოთა OPFOR–ი (ნაწილი–II)


72-73 წლები, ჩრდილოეთ უკრაინა, ბელორუსიის საზღვარი – NATO–ს წევრი ქვეყნების ტექნიკის იმიტატორები.

72-73гг, северная Украина, имитаторы бронетехники НАТО

Centurion 

Kanonenjagdpanzer

Leopard-1

 M-60

სურათების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდი გოგა ოქროპირიძეს

საფრანგეთის ავიაცია უძლურია სირიის წინააღმდეგ

თუ ფრანგული მარავალფუნქციურ გამანადგურებელ Rafale–სთვის ლივიაში ბრძოლებში მონაწილეობა რეკლამა იყო, სირიაში მისი გამოჩენა შეიძლება მისთვის დამარხვის ტოლფასი გახდეს.



სიირს სამხედრო საჰაერი ძალების შეიარაღებაში 500 გამანადგურებლია, რაც ორჯერ მეტია საფრანგეთის საჰაერო ძალების გამანადგურებლების რაოდენობაზე. მიუხედავად იმისა რომ ამ რაოდენობიდან მხოლოდ მცირედი წილია თანამედროვე, სირიის ავიაცია მაინც ანგარიშგასაწევი ძალაა – განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ მისი პილოტები წლების განმავლობაში ისრაელთან საბრძოლველად ემზადებოდნენ.

სირიის ავიაბაზების განლაგება

სირიის ავიაციის განლაგება ბაზების მიხედვით

«ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში რომ სირიას წინააღმდეგობა გავუწიოთ» საბერძნეთის დახმარების გარეშე, აღიარებენ ფრანგი გენერლები.
საფრანგეთის სამხედრო ავიაციის გენერალური შტაბის ყოფილმა მეთაურმა, Jean Fleury–მ, საფრანგეთის მასმედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარებს რომ საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ძალები უძლურნი არიან დაუპირისპირდნენ სირიის ავიაციას. მისივე თქმით აშშ–ს მონაწილეობის გარეშე ოპერაცია ასადის წინააღმდეგ წარუმატებელი იქნება. სირიის საჰაერო ძალების ზღუდის გადასალახავად გამოყენებული უნდა იქნა ყველა ბერძნული და კვიპროსული აეროდრომი.
ივნისში, როდესაც თურქული ავიაცია შეეცადა დაერღვია სირიის საჰაერო სივრცე, პასუხმა არ დააყოვნა და დამრღვევი ჩამოგდებული იქნა, ხოლო მეორე თვითმფრინავმა ძლივს გაასწრო.

სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგება და დაფარვის რაიონები

ლივიის შემთხვევაში ფრანგულმა ავიაციამ მოახერხა მიეყენებინა პირველი დარტყმა ბენგაზის გასანთავისუფლებლად. სირიის შემთხვევაში საფრანგეთს ვაშინგტონის დაქვემდებარების ქვეშ მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლის შესრულება შეუძლია.
გენშტაბის ყოფილი მეთაურის განცხადების თანახმად, ეს აღიარება ნიშნავს საფრანგეთის საჰაერო ძალების უძლურების აღიარებას. სპარსეთის ყურის პირველი ომის დროს, 1991 წელს, საფრანგეთის ავიაციას 450 გამანადგურებელი გააჩნდა. დღეს ეს რაოდენობა 230–მდეა ჩამოსული, რის შედეგადაც საფრანგეთს არ გააჩნია იმის საშუალება რომ თავისი ამბიციები განახორციელოს.

წყარო:



Wednesday, August 29, 2012

თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთი ნაწილი 400 კილომეტრის სიღრმეზე ქურთი მებრძოლების კონტროლის ქვეშაა

თურქეთის პარლამენტის პროქურთული,  "მშვიდობის და დემოკრატიის" პარტიის თავმჯდომარემ, სელახადინ დემირიცამ  შოკის მომგვრელი განცხადება გააკეთა – თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთი რეგიონი, საზღვრიდან 400 კილომეტრის სიღმეში PKK–ას კონტროლის ქვეშაა.მისივე განცხადებით თურქული არმია ალყაში მოქცეულ ნაწილებს მხოლოდ ჰაერის საშუალებით უკავშირდება და ახორციელებს მათ მომარაგებას. სახმელეთო მიმოსვლის გზები სრუიალდ ქურთი პარტიზანების კონტროლის ქვეშაა.
"PKK აკონტროლებს თურქეთის ტერიტორიას ქალაქ შემდინლიდან ჩუკურძას რაიონამდე 300–400 კილომეტრის რადიუსში. არმია ალყაში მოქცეული ნაწილების მხოლოდ ჰაერიდან მომარაგებას ახერხებს" – აცხადებს პარტიის ლიდერი და ეს თურქეთის არმიისთვის სასირცხვილო სიტუაციაა, რადგანაც მან დაკარგა სახელმწიფო ტერიტორია პარტიზანებთან ბრძოლაში, რომლებიც მათადმი დადებითად განწყობილი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიაზე იბრძვის და შეიარაღებას სირიიდან იღებს.
განსაცვიფრებელია ისაა რომ ეს განცხადება სრულიად ოფიციალურად გაკეთდა თურქეთის პარლამენტში, დემირიცა ასევე ამტკიცებს რომ – "თურქული არმია არანაირ სამხედრო ოპერაციებს არ ატარებს, როგორც ამას ოფიციალურად აცხადებენ. ქალაქ ხაკარის მერის განცხადებით ოპერაციები დასრულდა რადგანაც არც კი დაწყებულა. ის რომ თურქეთის არმიას არ შეუძლია PKK–ას მებრძოლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ქალაქ შემდინილში გამართული ბრძოლების დროს გამოჩნდა, როდესაც ყველა ოპერაცია, 40 დღის განმავლობაში წარუმატებლად დასრულდა და ეს ქალაქი დღესაც ბრძოლების ეპიცენტრია".
იმის გათვალისწინებიტ რომ პარტია პროქურთულია – შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ განცხადება გადაჭარბებულია და ქურთები სრულებით ვერ აკონტროლებენ აღნიშნულ ტერიტორიას, მაგრამ ისიც ფაქტია რომ საჰაერო მხარდაჭერის მიუხედავად ტერიტორიას ვერც თურქული არმია აკონტროლებს და ეს დღევანდელი თურქეთის არმიის მდგომარეობას საკმაოდ რეალურად ასახავს.
ეს მდგომარეობა მეტწილად არმიაში გატარებული მასიური რეპრესიების ბრალია. ქემალისტების შეთქმულების გახსნას და მათი წევრი ოფიცრების მასიურ დაჭერების შედეგად არმია ეფექტური გენერალიტეტის გარეშე დარჩა. ამაზე უარესი მდგომარეობაა თურქეთის საზღვაო ძალებში – სადაც რეპრესიები უფრო ფართომაშტაბური იყო. ამ ყველაფრის ფონზე ქურთი მებრძოლები არ განიცდიან ტყვიაწამლის და შეიარარების ნაკლებობას – მათ მასიურად სირიის მთავრობა ამარაგებს და ეს ყველაფერი აშკარად უზრუნველყოფს ქურთი პარტიზანების წარმატებას.

საბჭოთა OPFOR–ი

ინტერნეტში საბჭოთა კავშირის ჯავშანსატანკო ნაწილებში სასწავლო მიზნით გამოყენებული დასავლეთის ტანკების მაკეტების საინტერესო ფოტოები გამოჩნდა.

Leopard-1

Leopard-2-ს მაკეტი სტენდალის პოლიგონზე, 80–იანები


M1 Abrams

 M-60

HAWK TEL (M728?)




ინდოეთი РСЗО "Смерч-М"–ის რაკეტების წარმოებას იწყებს

2012 წლის 27 აგვისტოს ნიუ–დელიში ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილმა ჭურვების მწარმოებელმა ქარხანა OFB–მ (Ordnance Factory Board) ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს (MoU – Memorandum of Understanding) ОАО «Рособоронэ́кспорт»–თან და ОАО «НПО «СПЛАВ»–თან ერთობლივი საწარმოოს შექმნის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად ინდური საწარმოო ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის რაკეტების 5 ვერსიას ააწყობს, რომლებიც ინდოეთის არმიის შეიარაღებაში არსებული 42 ერთეული "Смерч-М"–ისთვის იქნება განკუთვნილი. 

ინდური არმიის "Смерч-М"


ინდური მხარე OFB–ეს საწარმოო ბაზაზე განახორციელებს რაკეტების საბოლოო აწყობას. ამფეთქი მექანიზმებს და სუბჭურევებს ინდური მხარე რუსეთიდან მზა მდგომარეობაში მიიღებს, ხოლო რაკეტების დანარჩენი კომპონენტები ადგილზე იქნება გამოშვებული. 

რუსეთ–ინდური მხარის მიერ დადებული ხელშეკრულების თანახმად შემდეგი სახის რაკეტების იქნება წარმოებული ინდოეთში:


დაწვრილებითი ინფორმაცია ჭურვების შესახებ:


ინდოელი სპეციალისტების აზრით ეს ხელშეკრულება ინდოეთის სამხედრო საწარმოო კომპლექსს "Смерч-М"–ის რაკეტებბის წარმოებაში რუსეთზე დამოკიდებულს ხდის და ინდოეთში ტექნოლოგიების გადაზიდვას არ უწყობს ხელს. მათი აზრით ეს ფული უნდა დაიხარჯოს რუსული "Смерч-М"–ის შემცვლელის შექმნაზე და კვლევებზე, რომლის სროლის მანძილიც 120 კილომეტრი იქნება ან მიმდინარე პროექტ ARDE–ზე, რომელიც ითვალისწინებს 60 კილომეტრი სროლის მანძილის მქონე Pinaka Mk–2 რაკეტების შექმნას (Pinaka Mk–1–ის სროლის მანძილი 37,5 კილომეტრია). 

214მმ–ნი Pinaka




წყარო:

Tuesday, August 28, 2012

ინდოეთი 216 საჰაერო ბაზირების რაკეტა BrahMos შეიძენს

უახლოეს მომავალში ინდოეთი მწვანე შუქს მისცემს 65 მილიარდი რუპიის (1,17 მილიარდი დოლარი) ღირებულების 216 ცალი საჰაერო ბაზირების ხომალდსაწინააღმედგო რაკეტა BrahMos–ის ( BrahMos–ის ოფიაციალური ვებ გვერდი  ) შესყიდვის პროგრამას, რომლებითაც 42 ცალი Cy-30MKИ უნა აღიჭურვოს.

საჰაერო ბაზირების BrahMos

ინდური გაზეთი, "Times of India"–ს ცნობით, ინდოეთის მთავრობა შემდეგ სხდომაზე ამ რაკეტების შესყიდვის საკითხსაც განიხილავს. ამჟამად ორი გამანადგურებელი Cy-30MKИ ღებულობს მონაწილეობას რაკეტის გამოცდებში, რომლებიც რუსეთში ხორციელდება.

BrahMos–ით აღჭურვილი ინდური  Cy-30MKИ




BrahMos–ის ტექნიკური მონაცემები





Sunday, August 26, 2012

100 ტონიანი ტანკი ИС




წარმოგიდგენთ კონსტრუქტორ ს.ს. გინზბურგის მიერ შეთავაზებული მძიმე ტანკის, "ИС"-ს ტექ პროექტს, რომელიც 1942 წლით თარიღდება.

ტანკის კოცეფცია:







ტანკ  ИС-ს ტტმ:

მოკლე ტექნიკური აღწერა:


 ფედორენკოს პასუხი კონსტრუქტორს:















































ЦАМО РФ, фонд 38, опись 11355, дело №935