Saturday, September 22, 2012

100 000 ცალი ახალი Beretta M9 ამერიკული არმიისთვის


ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მას მერე რაც აშშ-ს არმიამ ოფიციალურად შეიარაღებაში Beretta 92 მიიღო 27 წელი გავიდა. 1985 წელს, როდესაც მიღებული იქნა საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ს არმიამ დაიწყო Colt 1911A1 შეცვლა 9მმ-ნი Beretta-თი. ამ იარაღზე მთელი ისტორიის მოყოლას არ დავიწყებ (დაწვრილებით Beretta M9 ), უბრალოდ ვიტყვი რომ მისი გამოცდები ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო. პისტოლეტი M9 Beretta დღეს ცნობილია როგორც Beretta 92FS და მან არა მხოლოდ ტექნიკურ გამოცდებში გაიმარჯვა, არამედ კულისებს მიღმა გამართულ გამოცდებში საუკეთესო აღმოჩნდა.


ურთულესი ტექნიკური გამოცდების ბოლოს მხოლოდ ორი ფირმის მოდელმა მიაღწია - ესენი იყო Beretta და Sig Sauer. ამ ორიდან Beretta საუკეთესო აღმოჩნდა. პისტოლეტმა Beretta-მ, მიუხედავად იმისა თუ ვინ რა აზრისაა მასზე, თავისი კარიერის მანძილზე ხშირად დაამტკიცა რომ ღირსეულად ატარებს ერთ-ერთი საუკეთესო პისტოლეტის ტიტულს და დღესაც აგრძელებს ამ ტიტულის შენარჩუნებას. სწორედ ამ მიზეზის გამო მსოფლიოს ერთ-ერთმა უძველესმა იარაღის კომპანიამ აშშ-ს არმიისგან პისტოლეტების დამატებითი შეკვეთა მიიღო.


16 სექტემბერს ამერიკის არმიამ ოფიციალურად დაადასტურა რომ Beretta M9 მათი საშტატო იარაღია და მასე დარჩება მომავალი ხუთი წლის განმავობაში - და დამატებით 100 000 ცალი ასეთი პისტოლეტი შეუკვეთა კომპანიას.

წყარო:

Friday, September 21, 2012

OPFOR

უკვე ვწერდი საბჭოთა კავშირის არმიაში საიმიტაციო ტექნიკის შესახებ (სტატიები საბჭოთა OPFOR–ი და საბჭოთა OPFOR–ი (ნაწილი–II) ), ახლა წარმოგიდგენთ ნამდვილ OPFOR-ს (დაწვრილებით Opposing force ) რომლებიც აშშ-ს არმიაში მსახურობენ და მტრის (სსრკ-რუსეთის) საბრძოლო ტექნიკის იმიტაციას ახდენენ.


 БМП-1 (M-113)

БМП-2 (Sheridan)


Тунгуска (Sheridan)

Шилка (M-113)

Шилка 

Шилка  (Sheridan)
  
БУК

БМП-1 (Sheridan)

T-72 (M1A1)

Акация (M-60)

БМП-1 (Sheridan)

Гвоздика (Sheridan)

T-72 (Sheridan)


თურქეთი VS ქურთები (კიდევ ერთი ქულა ქურთების სასარგებლოდ)

მიახლოებით 110 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა ქურთების მიერ განხორციელებული ჩასაფრების შედეგად, რომელიც 18 სექტემბერს განხორციელდა Cewlik-Mush-ის ავტომაგისტრალზე. PKK-ას საინფორმაციო ორგანომ, HPG-მ გაავრცელა დაწვრილებითი ინფორმაცია: ავტომაგისტრალ Cewlik-Mush-ზე სამხედრო კოლონაზე შეტევა 18 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე განხორციელდა. კოლონა ოპერაციიდან ბრუნდებოდა.



ეს სამხედრო კოლონა შესდგებოდა ათი ჯავშანმანქანისგან, ხუთი ავტობუსისგან და 300 ჯარისკაცისგან. სამ ავტობუსზე და სამ ჯავშანმანქანაზე ერთდროული შეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც ორ ავტობუსს ავტობუსებს ხანძარი გაუჩნდა და მგზავრი ჯარისკაცები დაიხოცნენ. მძიმე დაბომბვის შედეგად პარტიზანება სამი ჯავშანმანქანის განადგურებაც მოახერხეს. დანარჩენმა მანქანება ძლივს გააღჭიეს სამშვიდობოს.


ბრძოლის შედეგად დადგინდა რომ გარდაიცვალა 110 თურქი ჯარისკაცი და 50 კიდევ დაჭრილია. დაჭრილებისა და დაღუპილების გადასაყვანად 100 სასწრაფო და რამოდენიმე ვერტმფრენი Sikorsky იქნა გამოყენებული - მათი გადაყვანა და განთავსება Cewlik, Mush და Erzirom Eleziz ლაზარეთებში განხორციელდა. ქურტების ტანახმად დამხმარე ძალებმა შეტაკების ადგილზე საათნახევრის შემდეგ მიაღწიეს.
იმავე წყაროს თანახმად თურქულმა ჯავშანმანქანებმა და სამმა მოიერიშე ვერტმფრენმა  Cobra-მ უკან დახეული პარტიზნების დევნა განახორციელა. მიახლოებით ექვსმა ვერტმფრენმა  Sikorsky-მ განახორციელა ჯარების გადასროლა რაიონში. თურქული არმიის ანტიპარტიზანული ოპერაცია ჯერ ისევ აქტიურ ფაზაშია.


წყარო:


F-35 და F-22 ერთად


ალბათ ფიქრობთ რომ ისინი ადრეც გინახავთ ერთად, მაგრამ ეს არის Raptor-ისა და Lightning-II-ის პირველი ერთად გადაღებული სურათი - და ეს ისტორიული მომენტი ფოტო და ვიდეო მასალაზე იქნა აღბეჭდილი. ფრენა განახორციელეს 58-ე ესკადრილიის პილოტმა Lee Kloos-მა და 325-ე ოპერატიული ჯგუფის პილოტმა Charles corcoran-მა.



აღსანიშნავია რომ ორივე თვითმფრინავს დღეს თავისი ბრძოლა აქვს - F-22 ებრძვის ჟანგბადის წარმოქმნის სისტემის პრობლემებს ხოლო F-35 თითქმის ყველაფრის პრობლემაა აქვს (ეგრეთ წოდებული "ბავშვური ავადმყოფობები"), სწორედ ამ მიზნით პროგრამის ხელმძღვანელმა ვაშინგტონში გადაწყვიტა კარგად შეენჯღრია JSF-ის მთელი პროგრამა და ამ მომენტში მისი ურთიერთობა Lockheed Martin-თა ხასიეთდება ცუდად როგორც არასდროს.





AESA რადარით აღჭურვილი პირველი სერიული Rafale

2012 წლის 5 სექტემბერს ფრანგული კომპანია Dassault Aviation-ის საქარხნო აერდრომზე, რომელიც მერინიაკში მდებარეობს, პირველი ფრენა განახორციელა საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ძალებისთვის აწყობილმა Dassault Rafale-მ, რომელიც AESA რადარით, Thales RBE2-AESA-თი არის  აღჭურვილი.

AESA რადარით, Thales RBE2-AESA-თი არის  აღჭურვილი ნომერ C-137 Rafale С


F-3 სერიის თვითმფრინავ Rafale С ნომერია C-137 და წარმოადგენს, ეგრეთ წოდებულ "მე-4 ტრანშის" (F30-04T) მანქანას. ამ თვითმფრინავზე პირველი რადიოლოკაციური სადგური RBE2-AESA ჯგუფ Thales-ის მიერ დაყენებული იქნა 2012 წლის თებერვალში. მანამდე Thales-მა დაამზადა რადარ RBE2-AESA-ს (სხვანაირად მას RBE2-AA ეწოდება) სამი პროტოტიპი, რომლებიც გამოცდებს გადიოდნენ Dassault Mystere XX-ზე (სერიული ნომერი 104), Dassault Mirage-2000-ზე ( სერიული ნომერი В501) და საგებანო გამანადგურებელ, F-1 სერიის Rafale M-ზე (სერიული ნომერი M-02).

RBE2-AESA რადარი გარდა ნომერი C-137თვითმფრინავი Rafale ასევე აღჭურვილია ორი სხვა ახალი სისტემით, რომელიც F30-04T სერიის სახეს განსაზღვრავს - რაკეტების გაშვების გაფრთხილების ინფრაწითელი სისტემა MBDA DDM-NG და მოდიფიცირებული პასიური აღმოჩენის ოპტიკურ-ელექტორნული სისტემა Thales/Sagem OSF-IT. 2012 წლის  სექტემბრის ბოლოსთვის, გამოცდების დასრულების შემდეგ თვითმფრინავი C-137 გადაეცემა საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალების საფრენოსნო-გამომცდელ ცენტრ CEAM (Centre d'Expériences Aériennes Militaires), რომელიც მონ-დე მარსანეში მდებარეობს (ავიაბაზა B-118) სადაც 18 თვის განმავლობაში ფართო გამოცდებს გაივლის.


დღის ფოტო

გასულ ივლისში ფრანგული ავიამზიდ «Charles de Gaulle»-დან განხორციელებული ფრენები


მაშინ როდესაც...........

მაშინ როდესაც საქართველო საპროტესტო აქციებმა მოიცვა და პოლიტიკოსები, ექსპერტები, ძალით ექსპერტები, მორალისტები, მოღალატეები თუ პატრიოტები ყველა გავრცელებული ვიდეომასალების შესახებ ხმამაღლა საუბრობს - ჩვენს ჩრდილოეთ საზღვართან ჩვენი "კეთილისმყოფელი" მასიურ სწავლებებს ატარებს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტი ემოციური აშლილობის ჩრდილ ქვეშ მოექცა, არა და ალბათ ის არანაკლებ საფრთხეს შეიცავს ვიდრე მოსალოდნელი შიდა არეულობა.





                                         


                                         

P.S. ყველა გულით ქართველს მოვუწოდებ დავდგეთ ერთად როგორც გარე ასევე შიდა (პირველ რიგში) მტრის წინააღმდეგ, თავი შევიკავოთ ძალადობისგან და არანაირ პროვოკაციაზე არ წამოვეგოთ - ჩვენი თუ დღეს დავეცით კარგა ხანი მერე ფეხზე დადგომის საშუალებას არ მოგვცემენ "კეთილისმყოფელები".

მე-10 სპეციალური დანიშნულების ბრიგადა

რუსეთის ფედერაციის მე-10 სპეციალური დანიშნულების ბრიგადა განთავსებულია რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში, ჩვენს ჩრდილოეთ საზღვართან. მისი დანიშნულებაა ქვეყნის სამხრეთ საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა და შემოღწეული უკანონო ფორმირებების აღმოჩენა და ლიკვიდაცია.

წარმოგიდგენთ ბრიგადის სასწავლო კლასების ფოტორეპორტაჟს

მედღევის ტუმბო

ბრიგადის მებრძოლები 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდნენ და დანაკარგებიც განიცადეს

ქვედანაყოფის სპორტკუთხე

4 კაციანი საცხოვრებელი ოთახი

კავშირგაბმულობის კლასი

სამედიცინო კლასი



ზოგიერთი არამეგობრული ქვეყნის არასასურველი პირები შესწავლის მიზნით




სასწავლო ბილეთი

საინჟინრო კლასი


სხვადასხვა ბლინდაჯებისა და საფარის მაკეტები


რქბ თავდაცვის კლასი


მსროლელებისა და ყუმბარმტყორცნელების სტანდარტული ტრენაჟორი

დამატებითი ცნობები ბრიგადის შესახებ - ღამის ხედვის ხელსაწყოები ჯგუზე ორი ცალია, ღამე სამიზნის ხელსაწყოებად გამოიყენებენ 1ПН93, სნაიპერები სხვადასხვანაირ შაშხანებს გამოიყენებენ - მათ შორის Truvelo .50BMG და SSG-04, პირადი შემადგენლობა ვალდებულია წელიწადში როგორც მინიმუმ პარაშუტით 4 ხტომა განახორციელოს, კონტრაქტზე მომზახურეები არც ისე ბევრია, ლეიტენანტის ხელფასი 50 000 რუსული მანეთია.
2008 წლის ხუთდღიან ომში ბრიგადას 5 დაეღუპა და 18 დაეჭრა.

Thursday, September 20, 2012

სავარაუდოდ ამერიკული UAV ჩამოვარდა ჩრდილოეთ ერაყში

ერთი უცნაური თურქული უპილოტო საფრენი აპარატი იქნა ჩამოგდებული გუშინ შუადღისით, ქურდისტანის ჩრდილოეთ ნაწილში, თურქეთ-ერაყის საზღვართან ახლოს. თვითმხილველების განცხადებით თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 13:00 საათზე ჩამოვარდა, ქალაქ Amadi-ს ახლოს.


იგივე წყაროების ცნობით უპილოტო შეიძლება თურქული იყოს, მაგრამ ვერ ადასტურებენ რა მიზეზით ჩამოვარდა საფრენი აპარატი - რაიმე ტექნიკური გაუმართაობის თუ PKK-ას ცეცხლის  გამო.

თურქული წყაროების ცნობით ჩამოგდებული იქნა ამერიკული UAV Predator-ი, რომელიც თურქეთში მდებარე ამერიკული ბაზიდან ახორციელებს ფრენებს.
ამგვარად უპილოტო შეიძლება იყოს ან ამერიკული Predator-ი ან თურქეთის შეიარაღებაში მყოფი ამერიკული წარმოების I-Gnat - არსებული ფოტომასალებიდან ჩანს ჩამოგდებული თვითმფრინავის ძრავის წარწერა "Rotax" -სწორედ ამ ძრავებიტაა აღჭურვილი ზემოთ ხსენებული ორივე უპილოტო თვითმფრინავი.  



ჩამოგდებული უპილოტოს ვიდეომასალა:




წყარო:




Leclerc T-40

გამოვიდა ფრანგული ჟურნალი "Raids" სპეციალური ნომერი, რომელიც სრულებით მიეძღვნა გამოფენა "Eurosatory-2012", რომელიც გასულ ივნისს პარიზის გარეუბანში, ბურჟეში ჩატარდა.


ამ ნომერში ასევე დაიბეჭდა სტატია რუსული კომპანია "Уралвагонзавод"-ის БМПТ "Терминатор"-ის შესახებ. თვითონ სტატია როგორც სტატია ისეთი არაფერია, უბრალოდ სარეკლამო ბუკლეტებიდან მანქანის ტტმ-ი და მისი შესაძლებლობებია მშრალად გადმოტანილი, მაგრამ........რა არის აქ საინტერესო?! სტატია დაწერილია არც მეტი, არც ნაკლები თვით Marc Chasillan-ის მიერ. მარკი ინჟინერია - იგი იყო ფრანგული ძირითადი ტანკის, Leclerc-ის შემქმნელების რიგებში, ხოლო შემდეგში ის თვითონ გახდა პროექტის დირექტორი. ის თავის სტატიაში ძალიან კარგად ახასიათებს БМПТ-ს და ბოლოს წერს Leclerc T-40 შესახებ. კერძოდ წერს რომ Leclerc T-40 შექმნის იდეა ფრანგ ინსტრუქტორებს რუსულმა БМПТ შთააგონა. ამ მანქანას, შემქმნელების ჩანაფიქრის მიხედვით, უნდა გადაეჭრა იგივე ამოცანები რაც БМПТ-ს. Leclerc T-40 წარმოდგენილი იქნა როგორც "სადაზვერვო ტანკი", მაგრამ სპეციალისტებისთვის თავიდანვე აშკარა იყო თუ რისთვის იქნა შექმნილი ეს მანქანა.



ძირითად ტანკთან უნიფიკაციის მიზნით, T-40 შექმნილი იქნა Leclerc-ის ბაზაზე. Leclerc AZUR-ის მსგავსად მანქანის დაცვა გაძლიერებული იქნა დინამიკური დაცვით და ცხაურებიანი ეკრანებით. საბრძოლო მოდული აღჭურვილი იყო 40მმ-ნი ქვემეხ CTA-თი. ეკიპაჟი 3 კაცისგან შესდგებოდა. ფრანგებმა სრულიად გამართლებულად თქვეს უარი ზედმეტი "გვამებისგან" ორი დამატებითი ყუმბარმტყორცნელის სახით, როგორც რუსულ БМПТ-ზეა, მათ ნაცვლად მანქანაზე დაყენდა ნორმალური სიზუსტისა და ეფექტურობის მქონე 40მმ-ნი ქვემეხი. ერთი სიტყვით  ფრანგებმა გამოასწორეს ყველა ის ხარვეზი რაც რუსების მანქანას გააჩნია. T-40 დამზადება დაგეგმილი იყო არმიის შემცირების შედეგად შეიარაღებიდან მოხსნილი ტანკ Leclerc-ების კონვერსიის გზით. სამწუხაროდ რუსული БМПТ-ეს კონკურენტის შექმნა ვერ გამოვიდა - T-40 არსებული საბიუჯეტო შემცირების გამო ქაღალდის პროექტს ვერ გასცდა. არაა გამორიცხული რომ მარკი ამ სტატიით ცდილობს გავლენა მოახდინოს ქვეყნის საზოგადოებაზე და სამხედროების წრეზე რათა მოხდეს T-40 რეინკარნაცია.