დამუშავებისა და ვადების გადადებების (მათ შორის ფინანუსრი მიზეზების გამო) ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, 2012 წლის სექტემბრის ბოლოს პოლონური არმიის შეიარაღებაში მიღებული იქნა 155მმ-ნი თვითმავალი საარტილერიო სისტემა Krab-ის პირველი სერიული ბატარეა, რომელიც დამზადებულია საწარმოო Huta Stalowa Wola-ს მიერ (HSW შედის ჯგუფ Bumar-ის შემადგენლობაში). 8 ჰაუბიცის ოდენობით აღჭურვილი პირველი ბატარეა მიღებული იქნა გენერალ იუზეფ ბემას სახელობის, ცენტრალური დაქვემდებარების, მაზურიის მე-11 საარტილერიო პოლკის შემადგენლობაში, რომელიც ვენგოჟევოში დისლოცირდება (რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ოლქის საზღვართან).
ამას გარდა, პოლკმა მიიღო შეჯავშნული სამეთაურო-საშტაბო მანქანები WD/WDSz (თითო მანქანა ოცეულის, ბატარეის და დივიზიის მეთაურებს), ჭურვების მომტანი მანქანა WA, რომელიც მანქანა Jelcz P882.53-ს შასიზეა შექმნილი და შეიარაღების სარემონტო მანქანა WRUiE, რომელიც მანქანა Jelcz P662D.35-ს შასიზეა შექმნილი. 2 ოქტომბერს მე-11 პოლკში ახალი ჰაუბიცების გამოყენებით ჩატარებული იქნა პირველი სწავლება. საბოლოოდ პოლკის დაკომპლექტება დაგეგმილია ნოემბრის ბოლოსთვის.
მე-11 მაზურიის საარტილერიო პოლკი 2010 წელს იქნა ჩამოყალიბებული, 1-ლი მასურიის საარტილერიო ბრიგადის გადაფორმირებების შედეგად და ახალი ჰაუბიცების მიღებამდე მასში შედიოდა ორი დივიზიონი - 1-ლი აღჭურვილი იყო 152მმ-ნი ქვმეხ-ჰაუბიცა Dana-თი და მე-3, რომელიც აღჭურვილი იყო 122მმ-ნი РСЗО БМ-21 "Град"-ებით. პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ 2008 წლის მაისში და 2011 წლის ივნისში ხელი მოაწერა კონტრაქტებს საწარმოო HSW-თან, რომლებიც ითვალისწინებდა 2015 წლის ბოლოსთვის მე-11 პოლკის შემადგენლობაში ერთი სადივიზიონო კომპლექტი Krab-ების მიწოდებას, რომელიც ოფიციალურად "დივიზიონის საცეხლე მოდულ" (Dywizjonowy moduł ogniowy - DMO) Regina-დ იწოდება (საუბარია ცეცხლის მართვის ავტომატიზირებულ სისტემაზე). DMO Regina-ს საშტატო შემადგენლობაში შედის და კონტრაქტის მიხედვით მიწოდებული უნდა იქნას 24 თვითმავალი ჰაუბიცა Krab (სამი ბატარეა), ცეცხლის მართვის 11 შეჯავშნული მანქანა (ოცეულის მეთაურების ექვსი მანქანა და ბატარეის მეთაურის სამი მანქანა WD და დივიზიონის მართვის ორი მანქანა WDSz), ჭურვების მიმტანი ექვსი მანქანა WA და ერთი შეიარაღების სარემონტო მანქანა WRUiE. სულ პოლონეთის არმია სულ გეგმავს შეიძინოს Krab-ის (DMO Regina) ორი სადივიზიონო კომპლექტი.
Krab-ები სწავლებაზე
წყარო: