Saturday, October 20, 2012

დაპირებული БМП-1У «Шквал»

ქართული არმიის ისტორიაში 2004 წელს ახალი ფურცელი გადაიშალა. მთავრობის შეცვლის შემდეგ არმიას უფრო მეტი ყურადრება მიექცა - დაიწყო მისი რეფორმირება. სიახლეებთან ერთად დაიწყო ახალი ტექნიკის შესყიდვაც. ყველაფერთან ერთად ჯავშანტექნიკის შესყიდვებიც ხორციელდებოდა. ერთ-ერთი ასეთი შესყიდვა 2007 წელს განხორციელდა - ქართულმა არმიამ  უკრაინაში შეუკვეთა 15 ერთეული БМП-1У «Шквал».


წყარო: UN REGISTER



БМП-1У «Шквал»

90-იან წლებში მსუბუქადშეჯავშნილი ტექნიკისთვის საარტილერიო-ცეცხლსასროლი შეიარაღების მეცნიერულ-ტექნიკურმა ცენტრმა (ქ.კიევი) საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო «Блиндаж»-ის ფარგლებში შექმნა საბრძოლო მოდული КБА-105 «Шквал».
ამ საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაოს ფარგლებში შეიქმნა საბრძოლო მოდული “Шквал”-ის ორი ნაირსახეობა: პირველი - БМП-1-ზე საშტატო კოშკურის ადგილზე დასაყენებლად, ხოლო მეორე შემდეგლი კლასის მანქანებისთვის - БТР-60, БТР-70 და БТР-80.
მსუბუქადშეჯავშნული შეიარაღებული სამხედრო ტექნიკის ამოცანებისა და ბრძოლის ველზე მიზნების ნომენკლატურიდან გამომდინარე, ამ კლასის მანქანის თანამედროვე შეიარაღების კომპლექსში უნდა შედიოდეს სხვადასხვა იარაღი, რომელთა გამოყენებაც ეკიპაჟს უნდა შეეძლოს როგორც მორიგეობით ასევე ერთდროულად.

БМП-1У «Шквал»

ამ საბრძოლო მოდულების შეიარაღების კომპლექსების საფუძველს წარმოადგენენ უკრაინის არმიის შეიარაღებაში არსებული იარაღის ნიმუშები:
  • 30მმ-ნი ავტომატური ქვემეხი ЗТМ-1 და ЗТМ-2.
  • 7,62მმ-ნი ტყვიამფრქვევი КТ-7,62.
  • 12,7მმ-ნი ტყვიამფრქვევი КТ-12,7.
  • ტანკსაწინააღმდეგო მართვადი შეიარარების კომპლექსები «Барьер»  ან  «Конкурс».
  • 30მმ-ნი ავტომატური ყუმბარმტყორცნი АГ-17.
  • გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი «Игла».

БМП-1У-ს საბრძოლო მოდული, ჩანს - ქვემეხი КБА-2 (2А72-ის ანალოგი) და ТПК-1 და ТПК-2 კამერებით აღჭურვილი ოპტიკურ-სატელევიზიო სამიზნე 

ასევე მოდულზე დაყენდა უკრაინული ცეცხლის მართვის სისტემის ელემენტები:
  • შეიარაღების სტაბილიზატორი  СВУ-500 (სათავო შემქმნელი – Киевский завод автоматики им. Петровского).
  • ოპტიკურ-სატელევიზიო ორი ტიპის სამიზნე ОТП-20 (სათავო შემქმნელი - НИИ «Квант»), «Тандем» (შემქმნელი - НИИ радиолокационных систем «Квант-радиолокация») და «Тандем-М».
  • ლაზერული მანძილმზომი ВДЛ-2.

სტაბილიზატორი  СВУ-500

საცდელ-საკონსტრუქციო სამოუშაო “Блиндаж”-ის ფარგლებში შექმნილი საბრძოლო მუდულ “Шквал”-ით აღჭურვილი ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-1У, თავისი საცეცხლე სიმძლავრით და მისი ძირითადი მონაცემებით БМП-2-ს და БМД-2-ს 30%, ხოლო БМП-1-ს 50% აღემატება. 

ვიდეო-მონიტორი BM-23

მართვის პულტი ПУ-20

მართვის ბლოკი БУМ-20



საბრძოლო მოდული КБА-105 «Шквал»-ის ტტმ




2008 წელს მოდულ «Шквал»-ის დაყენების გზით მოდერნიზირებული 15 ერთეული БМП-1У შესყიდული იქნა ქართული არმიის მიერ - 11 ივნისს ფოთში გადმოიტვირთა პირველი, ათ მანქანიანი პარტია, ხოლო 2 ივლისს დამატებით 5 მანქანა იქნა მიღებული. 

ყველა ეს მანქანა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიტოვებული იქნა დისლოკაციის ადგილზე, გორის სამხედრო ბაზაზე - საიდანაც რუსეთის არმიამ, ქალაქის დაკავების შემდეგ მოახდია მათი კონფისკაცია და რუსეთში, კუბინკას ჯავშანსატანკო საცდელ ცენტრში გადაიყვანა.



დაწვრილებით БМП-1-ის შესახებ:

სტატიაში გამოყენებული წყაროები:
БМП-1У «Шквал»

USMC - LAV-25 შეიარაღებაში 2035 წლამდე დარჩება


ბიუჯეტის შემცირებისა და პრიორიტეტების შეცვლის შემდეგ აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსი გეგმავს 80-იან წლებში შეიარაღებაში მიღებული ჯავშანტრანსპორტიორი LAV-25 კიდევ 23 წლის განმავლობაში (2035 წლამდე) გამოიყენოს.


მანამდე საზღვაო ქვეითების კორპუსის კომანადტმა James Amos-მა თავდაცვითი ასიგნაციების პალატის კომიტეტში განაცხადა რომ "საზღვაო ქვეითები ეძებენ ფინანუსრ რეალობასთან ადაპტაციის გზებს". James Amos-მა ასევე განაცხადა რომ LAV-25 წარმოადგენს "სახმელეთო ოპერაციებისთვის საციცოცხლო მნიშვნელობის ელემენტს".
LAV-25 შვიდი სახვადასხვა ვაერსია - სადაზვერვო, ქვეითთა მხარდამჭერი, ტანკსაწინააღმდეგო, მომარაგების და ასევე რადიოელექტრონული ბრძოლის მანქანები უკვე 29 წელია საზღვაო ქვეითებს ემსახურება. 4x4 სავალი ფორმულის მქონე, დიზელისძრავიანი საბრძოლო მანქანა საზღვაო ქვეითების კორპუსში 1983 წელს იქნა მიღებული და მას შემდეგ ორჯერ გაიარა მოდერნიზაცია. ამჟამად 900-ზე მეტ LAV-25-ს გააჩნია აფეთქებასაწინააღმდეგო სავარძლები. ამას გარდა LAV-25-ის შვიდი ვერსიიდან სამი უკვე მოდერნიზაციის რიგში დგას - რომლის შემდეგაც მანქანები მიიღებს განახლებულ შეიარარებას და თანამგზავრულ სანავიგაციო სისტემებს.


წყარო:

დღის ფოტო (გუშაგი Cy-30MKK)

ჩინური Cy-30MKK - აღსანიშნავია ფრთების ბოლოებზე განთავსებული რადიოელექტრონული ბრძოლის ჭკვიანი კონტეინერები (მათ გააჩნიათ რადიოსიგნალის  ანალიზის და მასზე გადაწყობის უნარი).


Friday, October 19, 2012

Altay-ს გამოცდები დაიწყო


ტანკ Altay-ს კორპუსის სავალი გამოცდები. ექსპერტების აზრით ტანკზე კოშკურის იმიტატორი აყენია. ასევე ჯერ მზად არაა თურქული ჯავშანი რომელიც ტანკზე უნდა დაყენდეს.




"შავი ჯავშანმანქანების" ბუმი აშშ-ს ძალოვანებში

ამერიკული მასმედია იუწყება, რომ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა (Department of Homeland Security - DHS) 2011 წელს განათავსა კომპანია Protected Vehicles Incorporated-თან (PVI) გაფორმებული, 2500 ცალი თვლიანი, MRAP-ის ტიპის ჯავშანმანქანის, Argus-ის შესყვიდვის კონტრაქტი. შესყიდვების მთლიანი ღირებულება 1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. 4x4 სავალი ფორმულის მქონე ჯავშანმანქანა Argus განკუთვნილია DHS-ის დაქვემდებარებაში მყოფი მთელი რიგირ სტრუქტურებისთვის -  განსაკუთრებული სიტუაციების სააგენტო FEMA; სანაპირო დაცვა; საბაჟო და სასაზღვრო დაცვა; ხოლო პირველ რიგში - ბოლო წლებში სწრაფად მზარდი სპეცქვედანაყოფები HSI-SRT (Homeland Security Investigations - Special Response Teams) და HSI-RRT-სთვი (Homeland Security Investigations - Rapid Response Teams), რომლებიც საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის (Immigration and Customs Enforcement - ICE) დაქვემდებარებაში იმყოფებიან. ფაქტიურად სპეცქვედანაყოფები HSI-SRT, რომლებიც მთელი ქვეყნის მაშტაბითაა შექმნილი, წარმოადგენენ ამ დრომდე აშშ-ში არ არსებულ, ცენტრალური დაქვემდებარების პოლიციურ ძალას.


ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში DHS-ის მიერ მიღებული ჯავშანმანქანა Argus-ები რამდენჯერმე გამოჩნდნენ სამსახურის ადგილისკენ ტრანსპორტირებისას. როგორც წესი, ეს მანქანები (რომლებიც განკუთვნილები არიან HSI-SRT-ეს ქვედანაყოფებისთვის) შეღებილია შავ ფერად (იშვიათად "უდაბნოს" ფერებში) და ზედ დატანილია DHS-ის ემბლემები და წარწერების მთელი ნაკრები - "Homeland Security", "Immigration & Customs Enforcement", "POLICE/RESCUE" და "Special Response Team". ამასთან ვრცელდება აზრი, რომ DHS-ის სხვა ქვედანაყოფების და სააგენტოების მანქანებიც სავარაუდოდ ანალოგიურ წარწერებს ატარებენ, ანუ ფაქტიურად HSI-SRT-ეს მანქანის სახით ინიღბებიან.




კომპანია Protected Vehicles Incorporated (PVI), რომელიც ჩრდილოეთ ჩარლსტონში (სამხრეთ კაროლინას შტატი) 2005 წელს შეიქმნა, წარმოადგენს ჯავშანმანქანების მწარმოებელ ერთერთ ყველაზე "დახურულ" კომპანიას და სავარაუდოდ მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ს სპეცსამსახურებთან და სააგენტოებთან. PVI-ს დამაარსებელი და პრეზიდენტი ჰარტ ბარეტია. ბარეტი არის სამხრეთაფრიკელი გამომგონებელი და ნაღმსაწინააღმდეგო დაცულობის მქონე მანქანების ერთერთი წინაპართაგანი, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან აშშ-ში 1993 წელს გადავიდა. PVI-ს დაარსებამდე ბარეტი სხვა, ცნობილ ამერიკულ კომპანია Force Protection Inc-ში მუშაობდა მთავარ კონსტრუქტორად, სადაც მისი მეთაურობით შეიქმნა ისეთი ჯავშანმანქანები, როგორებიცაა Cougar და Buffalo. 





ჯავშანმანქანა Argus შექმნილია ებრაული კომპანია Rafael-ის ჯავშანმანქანა Golan-ის ბაზაზე, რომელიც თავის მხრივ გასულ ათწლეულში შეიქმნა და PVI-ს მიერ მისი აშშ-ს ბაზარზე შეთავაზება ხდებოდა. MRAP მანქანების ბუმის დასაწყისში, 2005 წელს, აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსმა 60  ცალი Golan შეისყიდა, რომლებიც PVI-ს მიერ იყო აწყობილი, მაგრამ როგორც ჩანს მანქანით უკმაყოფილო დარჩა და შესყიდვები აღარ გაგრძელებულა.
ჯავშანმანქანა Argus წარმოადგენს ებრაული Golan-ის შემდგომ განვითარებას - მისი წონა ვითომდა 46 ათასი ფუნტია (21 ტონა - სავარაუდოდ ციფრი გაზრდილია) და აღჭურვილია  350ც/ძ-ნი დიზელის ძრავა Cummins QSL8.9 და ავტომატური ტრანსმისია Allison 3200SP Gen IV. მანქანას გააჩნია მაღალი ბალისტიკური და ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა - თუმცაღა ციფრები დაცვის ხარისხის შესახებ არ ხმაურდება.
ამერიკული პატრიოტული საზოგადოება DHS-ის მიერ MRAP-ის კლასის ჯავშანმანქანების მასიური შესყიდვების შესახებ განგაშს გამოხატავს, რადგანაც ამერიკის ტერიტორიაზე ამ მანქანების გამოყენების ალბათობა საკმაოდ მცირეა. აღსანიშნავია რომ DHS-ის შეიარაღებაზე უკვე დგას MRAP-ის კლასის მანქანების გარკვეული რაოდენობა, კერძოდ კი მანქანა Oshkosh Alpha.





P.S. მგონი ზომბი-აპოკალიფსისთვის ემზადებიან, აბა ამხდენი MRAP-ები რად უნდათ :D

Thursday, October 18, 2012

დღის ფოტო (მოტაცებული МиГ-29)

ზუევის მიერ ცხაკაიას სამხედრო–საჰაერო ბაზიდან თურქეთში გატაცებული МиГ-29



გერმანულ–ჰოლანდიური Boxer რუსეთის არმიისთვის


სააგენტო "Интерфакс"–მა 2012 წლის 18 ოქტომბერს, სამხედრო დიპლომატიურ წრეებზე დაყრდნობით, გააკეთა განცხადება რომ რუსეთის ჯავშანსატანკო სპეციალისტები ცდიან ორ ერთეულ, გერმანული კორპორაცია ARTEC–ის თვლიან (8х8) მრავალფუნქციურ,  ჯავშანტრანსპორტიორ Boxer GTK. მანქანები რუსეთის პირობებში ექსპულატაციის გამოცდებს გადიან – გამოცდების შემდეგ, თუ Boxer GTK დადებითი შედეგები აჩვენა არაა გამორიცხული რომ სპეციალისტებმა რეკომენდაცია გაუწიონს მისი რუსეთის არმიის შეიარაღებაში მიღებას.
ცნობის თანახმად – "იმ შემთხვევაში, თუ Boxer GTK რუსეთის არმიის შეიარაღებაში მიღება გადაწყდება, მაშინ ქვეყანაში გაშლილი იქნება მანქანის ლიცენზიური წარმოება. გამოცდების დროს ასევე შეფასდება მანქანის საექსპულატაციო და საბრძოლო მახასიათებლები. გამოცდების დასრულება უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. Boxer–ის ასაწყობი წარმოება, რუსეთში, სავარაუდოდ საერთო საწარმოში მოხდება. დაგეგმილი ლოკალიზაციის ხარისხი ჯერ–ჯერობით უცნობია".

ნიდელანდების არმიის Boxer GTK

კონსორციუმი ARTEC GmbH შემადგნელობაში შედიან გერმანული კომპანიები Krauss-Maffei Wegmann და Rheinmetall და ასევე ამ ბოლოს ჰოლანდიური ქვეგანყოფილება - Rheinmetall Nederland. ჯავშანტრანსპორტიორ (ოფიციალური გერმანული დასახელება GTK - Gepanzerte Transport-Kraftfahrzeug) Boxer–ის წარმოება გერმანული ბუნდესვერისთვის 2009 წლიდან ხორციელდება 2006 წელს გაფორმებული 891 მილიონი ევროს კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის თანახმად გერმანიის არმიამ 272 ერთეული Boxer–ის ოჯახის მანქანა უნდა მიიღოს (125 სახაზო ჯავშანტრანსპორტიორი, 65 სამეთაურო–საშტაბო მანქანა, 72 სანიტარული მანქანა და 10 სასწავლო მანქანა). 2011 წლიდან დაიწყო Boxer–ის წარმოება ნიდერლანდების არმიისთვის, რომელმაც სახვადასხვა მოდიფიკაციის 200 ცალი Boxer შეუკვეთა.



დაწვრილებით მანქანის შესახებ:

როგორც ადრე გახდა ცნობილი რუსეთის არმიამ გამოცდების მიზნით იტალიური  Centauro და Freccia ჩაიყვანა და ასევე გეგმავდა ფინური Patria AMV ყიდვას – როგორც ჩანს სერიოზული კონკურენციაა რუსულ ბაზარზე არა მარტო კომპანიებს შორის არამდე სახელმწიფო მოხელეებს შორისაც, ვინ უფრო მეტს ჩაიდებს ჯიბეში.
ცნობისათვის აშშ–ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიერ გამოცხადებულ პროგრამა Marine Personnel Carrier ფინური Patria AMV-ც იღებს მონაწილეობას. სასაცილო იქნება ოკიანის ორივე მხარეს ერთი და იგივე მანქანა თუ აირჩიეს.


წყარო:

Fleet Week San Francisco 2012

ყველაზე მაგარი ავიაშოუ აშშ–ს დასავლეთ სანაპიროზე