Saturday, November 10, 2012

ახალი რუსული ჯავშანმანქანა

გაირკვა თუ რას წარმოადგენს უცნობი, რუსული, 4x4 სავალი ფორმულის მქონე ჯავშანტრანსპორტიორი, რომელზეც ბლოგში უკვე ვწერდით ("Бумеранг"–ის ახალი ფოტოები) – სურათებზე გამოსახულია Камаз-63969, რომელიც სავარაუდოდ  "Тайфун"–ის შემცირებული, მაქსიმალურად უნიფიცირებული ვარიანტია,  სხვადასხვა დანიშნულებით გამოსაყენებლად. მანქანის დასახელება მოდელების მწარმოებელი ფირმის, ARTIC–ის, ვებ გვერდზე გამოქვეყნებული რეკლამის შედეგად გახდა ცნობილი.


Камаз-63969 модульный "Тайфун"


ვებ გვერდზე ასევე გამოქვეყნდა რამოდენიმე სხვა საინტერესო პროექტის მოდელების სურათებიც

Камаз-6398 бортовой "Тайфун"




Камаз-53889 корпусной "Тайфун"


Камаз-63968 "Тайфун"

Friday, November 9, 2012

იარაღის მეგაშესყიდვები ყატარის მიერ


2012 წლის 8 ნოემბერს აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო თანამშრომლობის სააგენტომ (Defense Security Cooperation Agency – DSCA) გაავრცელა მის მიერ აშშ–ს კონგრესისათვის გაგზავნილი შეტყობინების პრეს–რელიზი, სადაც საუბარია ყატარისთვის FMS (Foreign Military Sales) ხაზით 9,9 მილიარდი დოლარის ღირებულების 11 ერთეული საზენიტო სარაკეტო სისტემა Patriot PAC-3–ის (ანუ 11 ბატარეის) მოსალოდნელი მიწოდების. ამ თანხაში ასევე შედის სისტემების თანმხლები მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები, სერვისული მხარდაჭერა და პირადი შემადგენლობის მომზადება.
პრეს–რელიზის თანახმად, მოსალოდნელ შესყიდვაში შევა 11 ცალი რადიოლოკაციური სადგური AN/MPQ-65, 11 ცალი მართვის სისტემა AN/MSQ-132, 30 ცალი ანტენა, 44 ცალი გამშვები დანადგარი M–902, 248 ცალი საზენიტო რაკეტა MIM-104E GEM-T (მათშორის ორი საცდელი), 778 ანტირაკეტა PAC-3 (მათშორის 10 საცდელი) და 11 ცალი ელექტროსადგური.
მანამდე, 5 ნოემბერს DSCA იტყობინებოდა, რომ მოსალოდნელია ყატარს FMS ხაზით 6,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ანტირაკეტა THAAD–ები მიაწოდონ. შეკვეთაში უნდა შევიდეს THAAD–ის 12 ცალი გამშვები დანადგარი, 150 ცალი ანტირაკეტა, ცეცხლის მართვის ორი პუნქტი, ორი რადიოლოკაციური სადგური AN/TPY-2 და ერთი ცალი შორეული აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგური.


წყარო:


ახლანდელი OPFOR

5 ნოემბერი, კალიფორნია – აშშ–ს ჯავშანსატანკო სწავლება OPFOR-ის მონაწილეობით

Troopers from 2nd Squadron 11th Armored Cavalry Regiment, the Opposing Force at the National Training Center, go on the offensive to conduct a force on force engagement with the 4th Infantry Division in Fort Irwin Calif. 5NOV 2012. Photo by Capt. Chad Cooper, 11th Armored Cavarly Regiment Public Affairs Officer.

A Trooper from 2nd Squadron 11th Armored Cavalry Regiment, the Opposing Force at the National Training Center, prepares the surrogate vehicle for an Offensive to conduct a force on force engagement with the 4th Infantry Division in Fort Irwin Calif. Nov. 5, 2012. Photo by Capt. Chad Cooper, 11th Armored Cavarly Regiment Public Affairs Officer.

პირველ სურათზე გამოსახული მე–2 და მე–3 მანქანების სურათები – მე–2 მანქანა სავარაუდოდ სამეთაურო–საშტაბო მანქანაა БМД-ეს ბაზაზე, ხოლო მე–3 მანქანა БМП-2 უნდა იყოს.

"Бумеранг"–ის ახალი ფოტოები

ვლადიმერ მურახოვსკიმ ვებ–რესურსს otvaga2004.mybb.ru–ზე გამოაქვყენა რუსეთის არმიისთვის განკუთვნილი, საშუალო კლასის, სავალი ნაწილის 8х8  ფორმულის მქონე ჯავშანტრანსპორტიორის ხარისხიანი სურათები, რომელიც საშუალო შეჯავშნული პლატრფორმის საცდელ საკონსტრუქციო სამუშაო "Бумеранг"–ის ფარგლებში იქმნება. პლატფორმის შექმნაზე მუშაობს ООО "Военно-инженерный центр", რომელიც ООО "Военно-промышленная компания"–ს შემადგენლობაში შედის. ასევე გამოქვეყნდა სავალი ნაწილის 4х4 ფორმულის მქონე, შედარებით მსუბუქი, უცნობი ჯავშანტრანსპორტიორის სურათებიც, რომლის შექმნაზეც იგივე კომპანია მუშაობს.

"Бумеранг"–ის ერთი ვარიანტი

"Бумеранг"–ის მეორე ვარიანტი



სავალი ნაწილის 4х4 ფორმულის მქონე, შედარებით მსუბუქი, უცნობი ჯავშანტრანსპორტიორი



P.S. ძალიან გავს ფინურ Patria AMV და გერმანულ Boxer – შემთხვევითი არ იყო ამ ევროპული მანქანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაინტერესება.

სამზადისი გამოფენა Zhuhai Air Show-2012–ისათვის

თვის ბოლოს ჩინეთში ავიაკოსმოსური გამოფენა Zhuhai Air Show-2012 გაიმართება – სამზადისი უკვე დაწყებულია:

J-31




Z-19

Z-10

Thursday, November 8, 2012

რაღაცა «Zumwalt»–ისაგან


Zumwalt–ის (DDG-1000) კლასის საესკადრო ნაღმოსანს, რომელსაც ასევე Zumwalt ეწოდება, სამსახურში ჩადგომამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო დარჩა, მაგრამ Norfolk–ის ნავსადგურის პერსონალს მიეცა იმის საშუალება ენახათ ამ ხომალდის გემბანსზედა დანაშენი, რომელიც მისისიპიდან მეინში გადაჰქონდათ სატვირთო ხომალდით, რომელიც  6 ნოემბერს, ქარიშხალ «Sandy»–ს გამო იძულებული იყო ნავსაყუდელში შესულიყო.


Wednesday, November 7, 2012

თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი 2С15 "Норов"

რუსულ ბლოგებზე გამოჩნდა საკმაოდ საინტერესო თვითმავალი, 100მმ–ნი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი 2С15 "Норов"–ის სურათი, რომელიც აღჭურვილია რადიოლოკაციურ არხიანი სამიზნე კომპლექსი 1А32–ით. მანქანა 70–იან წლებში იქმნებოდა და მისი სათავო შემქმნელი იურგინსკის მანქანათმშენებელი ქარხანა იყო. თვითმავალი, გლუვლუვლიანი 100მმ–ნი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი შესრულებული იყო 122მმ–ნი თვითმავალი ჰაუბიცა 2С1 "Гвоздика"–ს ბაზაზე. სულ აწყობილი იქნა 2С15–ის სამი საცდელი ერთეული, მაგრამ მათი შეიარაღებაში მიღება არ მომხდარა.


2С15-ის შექმნის მოკლე ისტორია (გამოქვეყნებული იქნა ტულის ОАО "НПО "Стрела"–ს მიერ)

სსრკ–ს სამხედრო საწარმოო კომპლექსის სამინისტროს 1976 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების თანახმად საწარმოთა ჯგუფს დაევალა 1976–1979 წლებში ჩაეტარებინათ ავტომატური რადიოლოკაციური სახელსაწყოო კომპლექსიანი ცეცხლის მართვის სისტემით აღჭურვილი 100მმ–ნი თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხის (პროგრამის სახელწოდება –  «Норов») შექმნის სამუშაოები. სამუშაოები ГРАУ–ს (Главное Ракетно Артиллерийское Управление - მთავარი სარაკეტო საარტილერიო სამმართველო) მიერ დასმული დავალების თანახმად მიმდინარეობდა.
სამუშაოების შესრულება თვითმავალი ჰაუბიცა 2С1–ის ბაზაზე იგეგმებოდა. კომპლექსის სათავო შემქმნელი იურგინის მანქანათმშენებელი ქარხანა იყო, ავტომატური რადიოლოკაციური სახელსაწყოო ცეცხლის მართვის კომპლექსის (Автоматический Радиолокационный Приборный Комплекс Управления Огнем – АРПКУО) სათავო შემქმნელად  – ОКБ (НИИ) «Стрела» გამოდიოდა.
კომპლექს АРПКУО–ს უნდა უზრუნველეყო მოძრავი ჯავშანტექნიკის აღმოჩენა არა ნაკლებ 3000 მეტრზე, ხოლო მისი გაცილება აუცილებელი სიზუსტით – არანაკლებ 2000 მეტრზე.
რადგანაც ამ მოთხოვნებს სრულებით აკმაყოფილებდა რადიოლოკაციური კომპლექსი «Рута», მწარმოებლის მიერ გადაწყდა მის ბაზაზე შეექმნათ ამ არტდანადგარის რადიოლოკაციური სამიზნე კომპლექსი. ამიტომაც АРПКУО–ს ტექპროექტი უკვე 1976 წლის მეს–3 კვარტალში იყო მზად, ხოლო სამუშაო დოკუმენტაცია 1977 წლის მე–4 კვარტალისთვის გამზადდა.
რადიოლოკაციური სამიზნის საცდელი ნიმუშების დამზადება დაევალა ქარხანა «Арсенал»–ს. მაგრამ ქარხანაში არსებული პირობების გამო ამ ნიმუშების მიწოდება ვადებში ვერ მოხერხდა, ამიტომ სსრკ–ს სამხედრო–საწარმოო კომპლექსის სამინისტროს გადაწყვეტილებით კომპლექს «Норов»–ის სახელმწიფო გამოცდებზე გამოყვანა 1981 წლამდე გადაიდო. რადგანაც საცდელი ნიმუშების შექმნა «Арсенал»–ს ქარხანაში არადამაკმაყოფილებლად მიმდინარეობდა, სახელმწიფო გამოცდებზე კომპლექს «Норов»–ის წარდგენის ვადების ხელახალი დარღევვის თავიდან აცილების მიზნით НИИ «Стрела»–მ თავის საცდელ წარმოებაში ორგანიზაცია გაუკეთა სამიზნე აპარატურის წარმოებას და АРПКУО–ს პირველი საცდელი ნიმუში შემკვეთს 1981 წლის პირველ კვარტალში გადასცეს, რის შემდეგაც ის გადაგზავნილი იქნა იურგინის მანქანათმშენებელ ქარხანაში არტკომპლექსის საცდელი ნიმუში მოსამზადებლად. АРПКУО–ს მეორე ნიმუში ასევე აქ, იმავე წლის მე–4 კვარტალში დამზადდა.
ამ დროს კომპლექსის სხვა თანაშემქნმნელ საწარმოებში აღმოჩენილი იქნა მთელი რიგი ხარვეზები. ამიტომ კომპლექს «Норов»–ის გამოცდების დაწყება მხოლოდ 1983 წელს მოხერხდა – გამოცდები 1985 წელს დასრულდა. ამ დროისათვის მთელ რიგ დასავლეთ ქვეყნების შეიარაღებაში მიღებული იქნა ტანკების ახალი ნიმუშები, რომელთა შუბლა ჯავშანი წარმატებით უმკლავდებოდა 100მმ–ნი კალიბრსი არტილერიის ჭურვებს. ამ ტანკებთან საბრძოლველად საჭირო იყო ახალი, უფრო მძლავრი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხების შექმნა. ამიტომ კომპლექსი «Норов» ჩაითვალა არაპერსპექტიულად და სსრკს სამხედრო საწარმოო კომპლექსის სამინისტროს 1985 წლის გადაწყვეტილებით ამ თვითმავალ არტსისტემის პროგრამა დახურული იქნა.

CN–235 WHO-ΙΙ - Gunship თურქულად

1993 წელს თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა სატრანსპორტო თვითმფრინავ CN–235–ების პირველი პარტია მიიღო. დღევანდელი დღის მდგომარეობით თურქეთს სამხედრო ავიაციას ამჟამად 50–მდე ამ კლასის თვითმფრინავი ყავს შეიარაღებაში. სწორედ ამ თვითმფრინავების მოდერნიზაციის და გადაკეთების პროგრამა წამოიწყო თურქეთის ავიაინდუსტრიის ხელმძღვანელობამ.

CN-235 Gunship Conversion Concept


პირველ რიგში გაუმჯობესებას კოკპიტი განიცდის, რომლის ელექტრონული მოწყობილობები Aselsan–ის დახმარებით დააპგრეიდდება – რასაც მოყვება თვითმფრინავების ის პარტია რომელიც, ამერიკული AC-130 Gunship–ის მსგავსად, მოდერნიზაციის შემდეგ იარაღის ტარებას შეძლებს. CN–235–ის ახლო საჰაერო მხარდაჭერის თვითმფრინავად გადაკეთების პროგრამას WHO-ΙΙ ეწოდება და მასში აქტიურად მონაწილეობს Tusas Aerospace Industry (TAI).
თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალებს 50–მდე, საზღვაო ძალებს 9 და სანაპირო დაცვას 3 ცალი CN–235 ყავს შეიარაღებაში. ამა წლის ივლისში სამხედრო საზღვაო ძალებმა ჩაიბარეს საზღვაო–საპატრულო ვარიანტად გადაკეტებული მე–4 CN–235. ამ 491 მილიონი დოლარის ღირებულების მოდერნიზაციის პროგრამის სახელწოდება Meltem II, რომლის თანახმადაც  9 ცალი CN–235 უნდა იქნეს მოდერნიზირებული საზღვაო–საპატრულო ვარიანტად (MSA), აქედან 6 ცალი საზღვაო ძალებისთვის და 3 ცალი სანაპირო დაცვისთვის.
CN–235–ის CAS თვითმფრინავად გადაკეთების პროგრამა WHO-ΙΙ, თავდაპირველად ინდონეზიისა და იორდანიის შეკვეთით დაიწყო. ამ თვითმფრინავებს საერთო ჯამში 4 ტონამდე შეიარაღების ზიდვა შეუძლიათ. ისინი აღჭურვილებია 30მმ–ნი ქვემეხებით და 70მმ–ნი უმართავი რაკეტების ბლოკებით, ასევე არაა გამორიცხული მათზე მართვადი იარაღის განთავსებაც.
CN–235 გადაკეთების კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც თურქეთის ავიაციას აინტერესებს, ეს მისგან ვერტმფრენების საჰაერო ტანკერად გადაკეთების ვარიანტია. ასევე რამოდენიმე ამ კლასის თვითმფრინავი თურქეთის ავიაციის შეკვეთით რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავებად იქნა გადაკეთებული.


Tuesday, November 6, 2012

ვერტმფრენების ახალი პარტია რუსეთის არმიისთვის

5 ნოემბერს ქალაქ დონის როსტოვში (Ростове-на-Дону) დაიწყო რუსეთის საარმიო ავიაციისთვის განკუთვნილი ახლად აწყობილი Ми-28Н–ის საფრენოსნო გამოცდები. ვერტმფრენის სერიული ნომერია 07–02, ის აწყობილია  ОАО "Роствертол"–ის მიერ და საერთო ჯამში წარმოადგენს ამ ტიპის 57–ე მანქანას, ხოლო 2012 წელს ეს უკვე მე–10 მანქანაა.




3 ნოემბერს ასევე დაიწყო ОАО "Роствертол"–ის მიერ რუსეთის საარმიო ავიაციისთვის განკუთვნილი ახლად აწყობილი ზემძიმე სატრანსპორტო ვერტმფრენი Ми-26–ის სტატისტიკური გამოცდები, ვერტმფრენის სერიული ნომერია 32–02. გეგმის თანახმად მანქანა ჰაერში 6 ნოემბრეს უნდა აიწიოს. 2012 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის ეს უკვე ამ ტიპის მეოთხე ვერტმფრენია. ხოლო 2010 წლის კონტრაქტიდან უკვე მერვეა. სულ 2010 წელს შეკვეთილი იყო 18 ასეთი ვერტმფრენი.


Monday, November 5, 2012

Novi Avion და სხვა სერბული პროექტები

ვისაც ახსოვს იუგოსლავიური გამანდაგურებლის ძველი, 80–იანების პროგრამა Novi Avion, მიხვდება რომ სერბებმა არ დაივიწყეს ეს თვითმფრინავი და მისი რეინკარნაცია მოახდინეს გაერთიანებულ არაბეთის ემირატებთან თანამშრომლობის გზით.


ბელგრადის გაზეთი "პოლიტიკის" თანახმად – "ახალი თვითმფრინავი თითქმის მზადაა და უკვე ხდება მისი შეთავაზება უცხოელ მყიდველებზე როგორც პილოტების წინასაბრძოლო მოსამზადებელი თავითმფრინავი (LIFT) ან როგორც მსუბუქი გამანადგურებელი. ამ პროგრამამ ახლო მომავალში შეეძლება ჩაანაცვლოს სასწავლო M-346, რომელმაც ფაქტიურად უკვე დაასრულა თავისი მცირეხნიანი კარიერა ემირატების სამხედრო ავიაციაში.

80–იანების Novi Avion, სახეზეა ფრანგულ Rafale–სთან მსგავსება



როგორც ჩანს სერბები ემირატებს სთავაზობენ ფართომაშტაბიან თანამშრომლობას, მათ შორის პროგრამა «Kovac»–ის დაფინანსებასაც. «Batajnica Air Show 2012»–ის და ავიატექნიკის და აღჭურვილობის გამოფენის მიმდინარეობის დროს, პირველად მოხდა მსუბუქი სასწავლო/საიერიშო თვითმფრინავის სრულმაშტაბიანი მაკეტის დემონსტრაცია.


პროგრამა სერბეთის სამხედრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი UTVA–ს კონტროლის ქვეშაა, რომელიც იარაღის ექსპორტის სახელმწიფო ორგანიზაცია Yugoimport–თან თანამშრომლობს და გეგმავს თვითმფრინავის მიწოდებას როგორც სერბეთის ავიაციაში ასევე ექსპორტზე.
თვითმფრინავის ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც პრეზენტაციის შედეგად გახდა ცნობილი, შემდეგია:
  • მაქსიმალური ასაფრენი წონა – 1 650 კგ.
  • მაქსიმალური სიჩქარე – 270kt (500კმ/სთ) ან 298kt პიკირებაში

ასევე ცნობილი გახდა რომ Kobac შექმნილია სასწავლო Lasta–ს ბაზაზე, მაგრამ მისგან განსხვავებით მას ციფრული კოკპიტი და შეიარაღების უფრო ფართო ნომენკლატურა გააჩნია. თვითმფრინავი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სანავიგაციო სისტემებით, სამიზნე მოწყობილობებით და საკატაპულტაციო სავარძლით. მას გააჩნია იარაღის დაკიდების ხუთი წერტილი და ამას გარდა მას ექნება შეიარაღების სიმულაციის პროგრამა – მაგალითად რადარის სიმულატორი. 
Kobac–ის პირველი ფრენა 2013 წლის ბოლოსაა დაგეგმილი.




Ka-50 ამერიკულად



1994 წელს LTD Bristol Aerospace, ამერიკული ავიაციის კუთვნილი Bell AH-1S Cobra-ს შეცვლის გზით შეეცადა რუსული დამრტყმელი ვერტმფრენი, Ka-50-ის ანალოგი შეექმნა. გადაკეთებები ძირითადად კორპუსზე პოლიმერული ფირფიტების მიმაგრებით შემოიფარგლა - როგორც სურათებიდან ჩანს ამერიკელებს მეტ ნაკლებად გამოუვიდათ.

ეს ვერტმფრენი განკუთვნილი იყო ნი-მექსიკოში, სარაკეტო-საცდელ პოლიგონ White Sands-ზე სითბური სიგნატურის გამოსაკვლევად. ძირითადად მასზე იმ დროს ახალი ამერიკული გადასატანი საზენიტო რაკეტა Stinger Block II იცდებოდა.

გათავაზობთ ტექსტს ორიგინალში:


In 1994 Bristol Aerospace, LTD modified a Bell AH-1S Cobra with facades and extensions to simulate the KA-50 Hokum helicopter. One Hokum X target development helicopter was made for the US Army for trials at the White Sands missile range in New Mexico.

The first Bristol Aerospace Hokum-X, a conversion of former Arizona Army National Guard/1-284th AVN AH-1S 70-16089, during test flying before formal hand-over to the US Army of February 15. This Hokum-X, the first in visual/infra-red target configuration, had made a 20 minute first flight on September 19 last year from Winnipeg International Airport. Particularly apparent is the extension to the boom and rear fuselage area, including splitting of the single exhaust to give two separate exhaust plumes, plus a 1.2m nose extension to more closely represent the external shape of the Kamov Ka-50 Hokum. Three examples are initially being produced to act as visual, infra-red and radar targets for Stinger Block II air-to-air missiles although up to 20 examples may eventually be procured.

Sunday, November 4, 2012

დღის ფოტო

პოლონური Ми-24 ერაყში

ჩინური J-31 (დამატებითი ინფორმაცია)


ჩინურმა ინტერნეტ გაზეთმა "ჟენმინ ჟიბაომ" ყველასგან მოულოდნელად გამოაქვეყნა სტატია ჩინური კომპანია Shenyang Aircraft Corporation-ის  (SAC) სტელს გამანადგურებლის, J-31-ის პირველი ფრენის შესახებ (თუმცა ჯერ გაურკვვეველია რამდენად რაელური იყო ეს ფრენა). ფრენა 2012 წლის 31 ოქტომბერს, შენიანში განხორციელდა. სტატიაში ამ გამანადგურებლის რამდენიმე მახასიათებლიცაა მოყვანილი.

J-31-ის წარმატებული დებიუტი


31 ოქტომბერს წარმატებით განხორციელდა ჩინეთში შექმნილი მეორე სტელს გამანადგურებლის პირველი პროტოტიპის, J-31-ის პირველი ფრენა. ეს იმას ნიშნავს რომ ჩინეთი გახდა მსოფლიოში მეორე ქვეყანა, აშშ-ს შემდეგ, სადაც ერთდროულად ორი მეოთხე თაობის (მეოთხე ჩინური კლასიფიკაციით - დანარჩენი მსოფლიოს კლასიფიკაციით მეხუთე) გამანადგურებელი იქნა აფრენილი.
გაზეთი Global Times-ის ცნობით, 31 ოქტომბერს, AVIC Shenyang Aircraft Corporation-ის მიერ შექმნილი მეოთხე თაობის გამანადგურებელმა J-31-მა, გამანადგურებელ J-11-ის თანხლებით, თვითმფრინავთა საფრენოსნო გამოცდების ცენტრ "შენფეი"-ში პირველი ფრენა განახორციელა. პირველი ჩინური სტელს გამანადგურებლის, J-20-ის წარმატებული საფრენოსნო გამოცდების დაწყების შემდეგ, რომელიც Chengdu Aircraft Company-ს მიერაა შექმნილი, ჩინეთმა კიდევ ერთხელ გაუკეთეს დემონსტრირება თავის შესაძლებლობებს მეწინავე გამანადგურებლების შექმნის სფეროში.



გამანადგურებლის ტექნიკური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
  • ფრთის გაქანი - 10,07 მ.
  • სიგრძე - 15,47მ.
  • სიმაღლე  - 4,57მ.
  • ფრთის ფართობი - 42,7კვ.მ
  • მაქსიმალური ასაფრენი წონა - 27 215კგ.
  • მაქსიმალური საბრძოლო დატვირთვა - 5897კგ.

J-31-ზე ორი ტურბოხრახნული ძრავა WS-13A აყენია, თითოს მაქსიმალური წევა 8300კგ-ს აღწევს. ძრავის წევის გაზრდამ გაზარდა გამანადგურებლის მანევრულობა დაბალ და საშუალო სიმაღლეებზე, ასევე გააუმჯობესა გამანადგურებლის ასაფრენ-დასაფრენი მახასიათებლები. თვითმფრინავს შეუძლია ატაროს ოთხი "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტა PL-15, ამას გარდა თვითმფრინავს შეუძლია ატაროს სხვა შეიარაღება ან დამატებითი საწვავის ავზები და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც გამანადგურებლის ასევე მოიერიშის როლში.
სამხედრო ანალიტიკოსები თვლიან, რომ J-31 ძალიან ჰგავს ამერიკულ გამანადგურებელ F-35 Lightinin-II-ს და J-20-თან ერტად ქმნიან მძიმე და მსუბუქი კლასის გამანადგურებლების კომბინაციას. რადგანაც J-31-ეზე გამოიყენება წინა ორმაგსაბურავიანი საყრდენი, ხოლო პირველი ფრენის დროს დემონსტრირება გაუკეთა მოკლა აფრენ-დაფრენის შესაძლებლობებს, არაა გამორიცხული რომ ეს თვითმფრინავი მომავალში გახდება ჩინური ავიამზიდის ახალი თაობის გამანადგურებელი, რომელიც J-15-ეს ჩაანაცვლებს.


წყარო:
Успешный дебютный полет истребителя «Цзянь-31»




სამხრეთ სამხედრო ოლქში Ми-35М-ების რაოდენობა ოცამდე გაიზრდება



მიახლოებით 20 ერთეული ვერტმფრენი Ми-35М იქნება რუსეთის ფედერაციის სამხრეტ სამხედრო ოქლის შეიარაღებაში 2013 წლის დასაწყისისთვის - განუცხადა ჟურნალისტებს ოლქის პრეს-სამსახურის უფროსმა პოლკოვნიკმა იგორ გორბულმა.
აგვისტოში გორბულმა განაცხადა რომ, სამხრეთ სამხედრო ოლქში წლის ბოლომდე დამატებით 6 ცალ Ми-35М-ს მიიღებდნენ, ამასთან იმ მომენტისთვის ოლქზე უკვე გადაცემული იყო 4 ცალი ანალოგიური ვერტმფრენი. ამრიგად ამ ახალი განცხადებიდან ცნობილი ხდება რომ ვერტფმრენების რაოდენობა კორექტირებული იქნა ოლქში მათი რაოდენობის გაზრდის მხრივ.
"სახელწიფოს თავდაცვითი შესყიდვების პროგრამის ფარგლებში, სამხრეთ-სამხედრო ოლქის როსტოვის ავიაბაზაზე მიწოდებული იქნა რამოდენიმე ვერტმფრენი Ми-35М, წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მანქანის მიწოდება. 2013 წლის დასაწყისისთვის ამ ტიპის ვერტმფრენების რაოდენობა სამხრეტ სამხედრო ოლქში ოცს მიაღწევს" - განაცხადა გორბულმა.

წყარო: