Saturday, November 17, 2012

Leopard-2HEL vs Altay (ნაწილი–II)

  • ჯავშანდაცვა
კონვენციური ბრძოლის საწარმოებლად Leopard-2A6HEL ითვლება ყველაზე მძიმედ და საუკეთესოდ დაცულ ტანკად. ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას რომ მანქანის შუბლა ჯავშნი, ±30 გრადუსის სექტორში და კოშკურის ზედა ნაწილში არის ყველაზე კარგად დაცული. კოშკურის ზედა ნაწილის ჯავშანი უზრუნველყოფს დაცვას Bomblets–ებისგან და და სუბამუნიციისგან, რომელთა ქვემეხების, ნაღმტყორცნებისა და ავიაციის დახმარებით იფანტება ბრძოლის ველზე. სავარაუდოდ ტანკს, საბრძოლო წონის გაზრდა 65 ტონამდე (შეიძლება უფრო მეტიც) დასჭირდა რათა დაცვის ასე მაღალი ხარისხისთვის მიეღწია.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეიქმნა ტანკის დამცავი კომპლექტები, რომლებიშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლევა ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებისგან და თვითნაკეთი ნაღმებისგან ტანკების პერიმეტრულ დაცვას. ასეთი კომპლექტები გამოიყენება ამერიკელებისგან (ტანკი Μ1Α1 TUSK [Tank Urban Survivability Kit – დასახლებულ პუნქტში ტანკის გადასარჩენი კომპლექტი]) და კანადელებისგან (Leopard 2A6M CAN) ერაყში და ავღანეთში. ამ მოდიფიკაციების დამახასიათებელი ნიშნებია გვერდებზე და უკან დამატებითი ჯავშნის დაყენება. გვერდებზე ყენდება კომბინირებული ან დინამიკური დაცვის ფილები, რათა დაიცვას ტანკის გვერდები მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებისაგან, ხოლო უკანა ნაწილში "ცხაურებიანი ეკრანები" (slat armor). ეს ცხაურები იწვევენ ერაყში და ავღანეთში გავრცელებული ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციური ჭურვების ნაადრევ ამოქმედებას. ამ ტიპის ჯავშანი ასევე ცნობილია «bird cage»–ს სახელწოდებით (ჩიტის გალია – რადგანაც მართლაც წააგავს გალიას). სწორედ ამგვარადაა დაცული თურქების მოდერნიზირებული Leopard-2NG – მასზე გვერდებზე და წინა ნაწილში დაყენებულია კომბინირებული ჯავშნის მოდულები, რომლებიც გერმანული IBD-ეს შექმნილია, ხოლო ტანკის უკანა ნაწილი ცხაურებიანი ეკრანებითაა დაფარული. აღსანიშნავია რომ გერმანული IBD მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ჯავშანმწარმოებელია.

სავარაუდოდ თურქულ Leopard-2NG–ზე IBD–ეს ნაღმსაწინააღმდეგო დაცვაცაა დაყენებული. ამგვარი დაცული ფსკერი დაყენებულია 70 ცალ გერმანულ Leopard-2A6-ზე, რომლებიც გერმანიის გარეთ სამოქმედოდ არიან განკუთვნილები. ასევე ამგვარი დაცვითაა აღჭურვილი კანადური Leopard-2–ები, რომლებიც დაჩქარებული ტემპით იქნა შესყიდული, მოდრენიზიზრებული და ავღანეთში სამოქმედოდ გაგზავნილი.


ნაღმსაწინააღმდეგო ფსკერით აღჭურვილი Leopard-2A6


მიზანშეწონილად მიმაჩნია ავღნიშნო რომ ნაღმსაწინააღმდეგო დაცვის მნიშვნელობა და ეფექტურობა კონვენციურ ომში საკმაოდ დაბალია. კონვენციურ ომში ყველა დანაღმული ველი დაცულია ტანკებითა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით. დანაღმული ველის დანიშნულებაა მოწინააღმდეგის გადაადგილების შენელება და მისი წინ წაევის შეჩერება და შემდეგ უკვე მისი განადგურება სხვა საცეცხლე საშუალებების დახმარებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ ტანკს გააჩნია თუ არ გააჩნია ნაღმსაწინააღმდეგო ფსკერი – ნაღმზე გადავლისას ის დაზიანდება და მოძრაობის უნარს დაჰკარგავს, ანუ სავალ ნაწილზე დაზიანებას ვერ ავიცილებთ თავიდან, უბრალოდ შევამცირებთ ეკიპაჟის დაზიანების ალბათობას. მაგრამ უმოძრაო ტანკი კონვენციურ ბრძოლის ველზე რამდენიმე წამში "მკვდარ" ტანკად გადაიქცევა, რადგანაც ადვილ სამიზნეს წარმოადგენს. სწორედ ესაა იმის მიზეზი რომ ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა არ იქნა მასიურად გამოყენებული ისეთი წამყვანი ქვეყნების მიერ როგორებიცაა აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ისრაელი და რუსეთი.

არა კონვენციური ბრძოლისგან განსხვავებით, კონვენციურ ომში რადიკალურად იზრდება ზემოდან შემტევი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების საფრთხე. კასეტური ჭურვები და სუბამუნიცია მსაიურად გამოიყენება ავიაციის და არტილერიის მიერ. ეს სუბამუნიცია ვერტიკალურად ეცემა ტანკს, და კუმულაციური ჭავლით აზიანებს ტანკის ყველაზე დაცუველ ადგილს – სახურავს, მათგან დაცვა სახურავის სპეციალურ ჯავშან დაცვას მოითხოვს – რომელიც როგოც წესი თანამედროვე ტანკებში მოდერნიზაციის შედეგად ჩნდება.

სპეციალისტების აზრით საუკეთესოდ დაცული სახურავი ბერძნების Leopard-2A6HEL–ს გააჩნია. ტანკს სახურავის ძირითადი ჯავშნის და ნამსხვრევებსაწინააღმდეგო სარჩულის  (spall liner) გარდა, გააჩნია მეთაურისა და მემიზნის სპეციალურად შექმნილი სარქველები. სარქველები ორმაგკედლიანი, საკმაოდ მძიმე და მასიურებია. მათი გაღებ–დახურვა სპეციალური ამძრავებით ხორციელდება. სარეზერვო საშუალებად ხელის მექნიკური სახელურები გამოიყენება, რაც დიდ დროს მოითხოვს. აღსანიშნავია რომ Leopard-2A6HEL–ის თითო სარქველის წონა ნახევარ ტონაზე მეტია. ამგვარად დაცული სახურავი არც Leopard–2NG–ზე და არც ALTAY–ზე, სურათებიდან გამომდინარე, არ არსებობს. პირველ ტანკზე მასეთი სარქველების დაყენება შეუძლებელია, რადგანაც ამისათვის სრულიად ახალი, სპეციალური სახურავის დაყენებაა საჭირო, ხოლო მეორე ტანკისთვის თურქებმა ალბათ საჭიროდ არ ჩათვალეს გაძლიერებული სახურავი.

და ბოლოს Leopard–2NG და ALTAY ჯავშნის გაბარიტების შედარებისას ჩნდება ეჭვი რომ ეს პირველი მეორესთან შედარებით უკეთესადაა შეჯავშნული. Leopard–2NG–ის დამატებითი ჯავშანი IBD–ეს მიერაა შექმნილი, რომელიც ასევე მონაწილეობდა Leopard-2A6HEL-ის ჯავშნის შექმნაში. 

Leopard-2A6HEL-ის კოშკურის დამატებითი ჯავშანმოდულების ფოტოდეტალიზაცია



ჯავშნის შექმნისას არ არსებობს ადვილი და ჯადოსნური გადაწყვეტილებები. საჭიროა სპეციალური ცოდნა და ტექნოლოგიები და საწარმოო ხაზი და გამოცდილება. ასეთი შესაძლებლობები მხოლოდ ერთეულ ქვეყნებს გააჩნიათ და მის ექსპორტს ძნელად ახორციელებენ. ჯავშანთან დაკავშირებით თურქებს საკმაოდ არასასიამოვნო გამოცდილება გააჩნიათ. 90–იანების დასაწყისში, ქურთებთან მიმდინარე შეტაკებების დროს, თურქები იყენებდნენ ქსმ YPR-765–ებს, რომლებიც მაშინ ადგილობრივ FNSS–ში იწარმოებოდა. საკმაოდ ხშირ შემთხვევაში, პირადი შემადგენლობის დანაკარგებით, თურქები დარწმუნდნენ რომ ჯავშანმანქანის ბალისტიკური დაცვა არ იყო იმ დონისა რა დონისაც ვითომ წესით უნდა ყოფილიყო. ALTAY–ს შემთხვევაში ჯავშნის შექმნაზე თურქული კომპანია, Roketsan მუშაობს, რომელიც ამ მიზნით სამხრეთ კორეულ ტექნოლოგიებს გამოიყენებს, რომელიც თავის მხრივ არც თუ ისე მეწინავე ქვეყანად ითვლება ამ სფეროში. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ყავის ნალექზე მკითხაობაა და საბოლოო ადგილს ამ ყველაფერს საბრძოლო გამოცდილება მიუჩენს.

 Leopard–2NG–ეს დამატებითი ჯავშანმოდულები

 თურქული Leopard–2NG და Leopard-2A4

Altay–ს კორპუსის კომპიუტერული მოდელი


Altay–ს კორპუსის აწყობის მომენტი

შორსმსროლელობის ახალი სნაიპერული რეკორდი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ოქტომბრის ბოლოს, ავსტრალიის არმიის, კომანდოს მე–2 ბატალიონის სნაიპერმა ავღანეთში, რეალურ საბრძოლო პირობებში დაამყარა შორსმსროლელობის აბოსლიტური რეკორდი. სნაიპერმა სადაზვერვო ოპერაციის დროს,  მსხვილკალიბრიანი შაშხანა Barrett M82A1–ით მოახერხა გაენადგურებინა თალიბანის ჯგუფის ლიდერი 2 815 მეტრში.




ფაქტის მიუხედავად ეს მსროლელი ანონიმურად დარჩა და არა უსაფრთხოების არამედ სხვა, სფეციფიკური მიზეზის გამო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორმა სნაიპერმა ამ დიდი მანძილზე შანსების გაზრდის მიზნით გადაწყვიტეს მიზანზე ერთდროულად განეხორციელებინათ გასროლა. ამიტომაც სასხლეტის დაწევა სინქრონულად მოახდინეს, ერთმა ტყვიამ მიზანს მიაღწია და მიზანი მანძილმზომი ლაზერის თანახმად 2 815 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა. ამგვარად ვერასოდეს ვერ გავიგებთ ვის ეკუთვნოდა მკვლელი ტყვია.


ავსტრალიელი, ამერიკელი და ავღანელი სნაიპერების ერთობლივი წვრთნები


ამ რეკორდმა გააბათილა წინა რეკორდი, რომელიც ბრიტანელ Craig Harrison–ს ეკუთვნოდა, რომელმაც 2009 წლის ნოემბრეში, .338 Lapua Magnum კალიბრის შაშხანა L115A3–ით მოახერხა 2 475 მეტრში მოწინააღმდეგის განადგურება.

P.S. ავსტრალიელის მიერ მიღწეული მანძილი ორმაგია იმასთან შედარებით რასაც მწარმოებელი თავის შაშხანას აძლევს.


წყარო:




Friday, November 16, 2012

Altay–ს მეორე პროტოტიპი (ვიდეო და სურათები)


გუშინ (15 ნოემბერს) გამართულ ოფიციალურ ცერემონიალზე Otokar–ის მიერ ოფიციალურად იქნა წარდგენილი თურქეთის ეროვნული ტანკი Altay-ს ორი პროტოტიპი.

P-1–მა უკვე დაასრულა სავალი ნაწილის პირველი, 5000 კილომეტრიანი ეტაპი, ხოლო მეორე პროტოტიპ, P-2 სავარაუდოდ საცეცხლე გამოპცდებისთვის ქინება გამოყენებული
















P.S. აღსანიშნავია რომ არცერეთი პროტოტიპი არაა აღჭურვილი მუშა კოშკურით და ცეცხლის მართვის სისტემით, ვიდეოში არც კოშკურის მობრუნება ხდება და სიარულისას კარგად ჩანს ქვემეხის ვიბრაცია, რაც იმაზე მოწმობს რომ ის უბრალოდ ყრუდაა დამონტაჟებული და სტაბილიზატორი არ გააჩნია.







F-22–ის კატასტროფა ფლორიდაში

გუშინ, ადგილობრივი დროით 15:30 საათზე, ფლორიდაში, უახლესმა ამერიკულმა გამანადგურებელმა, F–22–მა,  კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი ფლორიდაში მდებარე, Tyndall–ის საჰარო ბაზას ეკუთვნოდა. 


პილოტი გადარჩა, მან აეროდრომზე დაშვებისას განახორციელა კატაპულტირება, როდესა გამანადგურებელი უმართავი გახდა, თვითმფრინავი დასაფრენი ბილიკიდან მიახლოებით ნახევარ კილომეტრში ჩამოვარდა. მფრინავი ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.


სერიული მანქანის ეს რიგით მე–4 კატასტროფაა, მთლიანობაში საცდელ პროტოტიპების ჩათვლით კი მე–5.

წყარო:
F-22 crashes at Florida Air Force base
F22 Fighter Jet Crashes at Florida’s Tyndall Air Force Base



Thursday, November 15, 2012

HK G-11 შიგნიდან

ბევრისთვი ეს სახელი არაა უცნობი – ვინც არ იცის ინფორმაცია შეუძლია აქ წაიკითხოს: Heckler und Koch G11. ამ სტატიის მიზანი არაა ამ ავტომატის შესახებ ისტორიის, მუშაობის პრინციპისა და მონაცემების შესახებ საუბარი. უბრალოდ მინდა წარმოგიდგინოთ ამ გერმანული საინჟინრო გენიის მუშა მექანიზმები:













სავარაუდოდ სწორედ ეს სასწაული სირთულე გახდა ამ ავტომატზე უარის თქმის ერთერთი მიზეზი.

P.S. მესაათეა საჭირო ამის დასაშლელად :D


2008 წლის ომის რუსეთის ავიაციის სტატისტიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა საკმაოდ საინტერესო ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალების 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში მონაწილეობის შესახებ.

ტექსტის თანახმად:
"2008 წლის დასაწყისში რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების შემადგენლობაში შედიოდა: ოპერატიულ–სტრატეგიულიშენაერთი (КСпН – Командования специального назначения/სპეციალური დანიშნულების მეთაურობა), 8 ოპერატიული და 5 ოპერატიულ–ტაქტიკური შენაერთი (ჰაერ საწინააღმდეგო თავდაცვის კორპუსები), 15 შენაერთი და 165 ნაწილი. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების ნაწილებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველო – სამხრეთ ოსეთის კონფლიკტში და საქართველოს მშვიდობისადმი იძულების ოპერაციაში. ჩატარებული ოპერაციის დროს სამხედრო–საჰაერო ძალებმა განახორციელეს – 205 ვერტფმრენ და 605 თვითმფრინავ გაფრენა, მათ შორის საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად განხორციელდა 126 ვერტმფრენ და 427 თვითმფრინავ  გაფრენა.

სამხედრო კონფლიკტმა გამოამჟღავნა გარკვეული უარყოფითი მხარეები რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების საბრძოლო მომზადების ორგანიზაციაში და მართვის სისტემაში და ასევე აშკარა გახდა ავიაპარკის განახლების აუცილებლობა."

წყარო:

Tuesday, November 13, 2012

T-129 (ვიდეო)

როგორც ცნობილია თურქული საიერიშო ვერტმფრენის, T-129 სერიული წარმოება უკვე დაწყებულია. წარმოგიდგენთ ამ ვერტმფრენის სადემონსტრაციო ვიდეოს. 


როგორც ამ ბოლო დროს ხდება ცნობილი ამ ვერტმფრენის 15 მანქანიანი პარტია კინაღამ შეიძინა პაკისტანმა ამ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ფინანუსრი პრობლემები გამო უარი განაცხადა კონტრაქტზე. თუმცა როგორც ცნობილია მოლაპარაკებები ამის თაობაზე ისევ გრძელდება, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც პაკისტანი ამ ვერტმფრენის პირველი მყიდველი გახდება.

Leopard-2HEL vs Altay (ნაწილი–I)


ახალი, ადგილობრივი დაპროექტების თურქული ტანკი ALTAY-ს გამოცდები გრძელდება, მწარმოებელმა ფირმამ, Otokar–მა ამასთან დაკავშირებით ვიდეოც გაავრცელა. ყველაფერი იმაზე მოწმობს რომ ახალი ტანკის პროგრამა გეგმის მიხედვით ხორციელდება და სისრულეში მოყავს თურქეთის ამბიციური ეროვნული მცდელობა, რომელიც ამ ქვეყანამ 15 წლის წინათ დაიწყო. ახალი ტანკის ოპერატიული მოთხოვნა პირველად 1996 წელს დადგა დღის წესრიგში და იგეგმებოდა მსოფლიოს იარაღის ბაზარზე არსებული რომელიმე მე–3 თაობის ტანკის ლიცენზირებული წარმოება. ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა – ძირითადად საზოგადოებრივ–ეკონომიკური პრობლემების გამო. მაგრამ 2004 წელს ამ მოთხოვნამ ისევ წინა პლანზე წამოიწია. SSM–მა სამი თურქული მწარმოებლის – Otokar, BMC და FNSS–ის მონაწილეობით ჩაატარა ადგილობრივი დაპროექტების ტანკის შექმნის კვლევა.
Otokar ბოლო 25 წლის განმავლობაში წარმოადგენს თურქეთის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი სამხედრო მანქანების ძირითად მწარმოებელს. BMC წარმოადგენს ერთადერთ თურქულ ფირმას, რომელიც აწარმოებს სამოქალაქო და სატვირთო ავტომანქანებს და უკვე 50 წელია ქვეყნის ბაზრის მოთხოვნის უმეტეს ნაწილს აკმაყოფილებს და ბოლოს FNSS არის კომპანია, რომელიც თურქეთის არმიისთვის ბოლო 20 წელია ახორციელებს ქსმ–ებისა და ჯტრ–ების წარმოებას, რომლებიც ძირითადად ამერიკული ყოფილი United Defense–ს, ამჟამად BAE Systems–ის მუხლუხოვან YPR-765–ეს ეფუძნება.
2005 წელს ამ სამმა კომპანიამ წარმოადგინა ახალი ტანკის შექმნა–წარმოების თავ–თავისი გეგმა, რომლებიც ითვალისწინებდა უცხოელი მწარმოებლისგან ტექნიკურ დახმარებას (ანუ საუბარია არა მზა ნაწარმის ასაწყობი ხაზის მოწყობაზე, არამედ მხოლოდ ტექნოლოგიურ დახმარებაზე). 2007 წელს, წარმოდგენილი პროექტების განხილვის შემდეგ, SSM–მა საბოლოოდ Otokar–ის პროექტი აირჩია, რის შემდეგაც დაიწყო წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები. Otokar-ის წინადადება ითვალისწინებდა ტექნოლოგიების გადმოქაჩვას სამხრეთ კორეიდან, ისევე როგორც თვითმავალი საარტილერიო დანადგარი FIRTINA–ს შემთხვევაში და ასევე ისეთ თურქულ კომპანიებთან თანამშრომლობას, როგოებიცაა ASELSAN, STM, MKEK და ROKETSAN. კონკრეტულად: ASELSAN–ს სახელმწიფო  ფირმა STM–თან ერთად უნდა შეექმნა – პირველს ტანკის ცეცხლის მართვის და კავშირგაბმულობის სისტემები და მართვისა და კონტროლის სისტემა მეორეს. ასევე სახელმწიფო ფირმა ΜΚΕΚ–ს, კორეული ტექნოლოგიების გამოყენებით, 120მმ–ნი ქვემეხის შექმნა დაევალა.
SSM–სა და OTOKAR–ს შორის კონტრაქტს ხელი 2008 წლის 29 ივლისს მოეწერა,  Otokar–ის საწარმოო ბაზა Sakary–ში. ხელმოწერის ცერემონიალს თურქეთის პრემიერმინისტრი. რ.ტ. ერდოგანი და თავდაცვის მინისტრი ნოტიას კორეასი დაესწრნენ. ხელშეკრულების ღირებულება 500 მილიონი დოლარს გაუტოლდა, საიდანაც 400 მილიონი სამხრეთ კორეიდან ტექნოლოგიების გადმოქაჩვაზე დაიხარჯა. კორეაში ამ ტექნოლოგიების საავტორო უფლებებს თავდაცვითი განვითარების სახელმწიფო ორგანიზაცია ფლობს – სწორედ ეს ორგანიზაცია აფინანსებს ახალი კორეული ტანკის, XK–2–ის პროგრამას. თურქული ტანკის შექმნის შემდეგ Otokar–ს სრული უფლება აქვს გაყიდოს ის მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში – ჩინეთის, იაპონიის და ჩრდილოეთ კორეის გარდა.
ტანკის შექმნის კონტრაქტი მოიცავს – დაგეგმვას, შემუშავებას, კონკრეტული სისტემების ინტეგრირებას, პროტოტიპების აწყობას, მისაღები გამოცდების ჩატარებას და საბოლოო ნაწარმის ლიცენზირებას. ახალი ტანკის შექმნის პროგრამის სახელწოდება MITUP–ია (Milli Tank Uretimi Projesi – ეროვნული ტანკის წარმოების პროგრამა). ტანკის შექმნის პირველი საფეხური, რომელიც 15 თვის ხანგრძლივობისაა, ოფიციალურად 2009 წლის ტებერვალში დაიწყო და მოიცავდა ტაქტიკურ–ტექნიკური დავალებების შემუშავებას და პროტოტიპის დაგეგმარებას. მეორე საფეხური, რომელიც სამი წელი გაგრძელდა, მოიცავდა პროტოტიპის დაგეგმარების და ლიცენზირების დასრულებას და ტანკის სხვადასხვა დეტალების და სისტემების კარგი მუშაობის უზრუნველყოფას. და ბოლოს, მესამე საფეხური მოიცავს ხუთი პროტოტიპის აწყობას, რათა განხორციელდეს მათი ყოველმხრივი გამოცდები და ბოლოს მისაღები გამოცდების ჩატარება. შექმნის საერთო ვადა 78,5 თვეა. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს პირველი, 250 მანქანიანი პარტიის წარმოება. მთლიანობაში დაგეგმილია ოთხი პარტიის გამოშვება, რომელთა საერთო რაოდენობა 1000  ერთეულ ALTAY–ს  უდრის.
ახალი ტანკის მაკეტი პირველად თავდაცვითი შეიარაღების და აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა IDEF–2011–ზე იქნა ნაჩვენები, რომელიც სტამბულში 2011 წლის 10–13 მაისს გაიმართა. გამოფენის შემდეგ ამ ტანკის მეტ–ნაკლებად სწორი შეფასების გაკეთება გახდა შესაძლებელი. შეგახსენებთ რომ იმავე გამოფენაზე თურქებმა მოდერნიზირებული Leopard–2A4–იც გამოიტანეს, სახელწოდებით Leopard–2NG (New Generation). ამ ტანკმა მისი დასრულებულ სტადიაში ყოფნით და საკმაოდ ძლიერი მოდერნიზაციის გამო ექსპერტების გაოცება გამოიწვია.

ALTAY და Leopard-2NG  IDEF–2011–ზე


თურქეთმა 2005 წელს 298 ერთეული Leopard–2A4 (და ცოტა ხანში დამატებით 41 მანქანა) შეიძინა, რათა საბერძნეთის მიერ ნაყიდი 170 ერთეული Leopard–2A6HEL და 183   ერთეული Leopard–2A4 დაებალანსებინა. ყოველ შემთხვევაში Leopard–2NG–ის გამოფენა IDEF–2011–ზე შიგნიდან ნახვა არ შეიძლებოდა და ამიტომ შეუძლებელი იყო მისი მოდერნიზაციის სრული შეფასება. რამაც ამ ტანკის მხრიდან შთაბეჭდილება მოახდინა, ეს იყო მის კოშკურაზე განთავსებული ცეცხლის მართვის სისტემის ელემენტები, რომლებიც ანალოგიური იყო ALTAY–ს ცეცხლის მართვის სისტემისა.  აქედან გამომდინარე სახეზეა ამ ორი ტანკის უნიფიკაცია ამ სფეროში. ქვემოთ შევეცდებით ამ ორი თურქული ტანკის ანალიზი მოვახინოთ და მათ შორის სხვაობა/უნიფიკაციის განხილვას და ასევე მათ შედარებას ბერძნულ  Leopard–2A6HEL –თან.


Leopard-2A6HEL


ALTAY – Leopard 2NG – Leopard–2A6HEL 
(შედარება)

Leopard–2NG და ALTAY–ს შესახებ ზუსტი ინფორმაციის არ არსებობის გამო იძულებულები ვიქნებით მათი შედარებისას იმ ძირითადი მონაცემებით  შემოვიფარგლოთ, რომლებიც ტანკის ეფექტურობა განისაზრვრება. ეს მახასიათებლებია – საცეცხლე ძალა (lethality), მობილურობა (mobility) და დაცვის ხარისხი (protection). სწორედ ამ მახასიათებლების წარმატებული და დაბალანსირებული შეთანწყობა წყვიტავდა ისტორიულად ამა თუ იმ ობიექტის წარმატებას თუ წარუმატებლობას.

  • ცეცხლის მართვის სისტემა
გამოფენა  IDEF–2011–ის განმავლობაში გახმაურებული ინფორმაციის თანახმად როგორც ტანკ Leopard–2NG–ზე ასევე ტანკ ALTAY–ზე დაყენებული იქნება ორი დამოუკიდებელი პერისკოპული სამიზნე მოწყობილობა – მეთაურის და მემიზნის. მეთაურის პერისკოპი აღჭურვილი იქნება სამი ოპტიკური არხით – დღის TV კამერა (Charge Coupled Device), სითბოვიზორული კამერა და ლაზერული მანძილმზომი. მემიზნის პერისკოპი კი ოთხ არხიანი იქნება – დღის ოპტიკურ–მექანიკური არხი, დღის TV კამერა (Charge Coupled Device), სითბოვიზორული კამერა და ლაზერული მანძილმზომი. ამ არხებიდან მემიზნის დღის მექანიკური და TV არხებს და მეთაურის TV არხს ფართო ხედვის არეში 3X ხოლო ვიწრო ხედვის არეში 12X გადიდებადობა გააჩნია. მეთაურის დამოუკიდებელი პერისკოპი კაბელებით არის შეერთებული დანარჩენ ცეცხლის მართვის სისტემასთან. ამის საპირისპიროდ ბერძნულ Leopard–2A6HEL–ის მეთაურის პანორამული სამიზის შეერთება დანარჩენ სისტემასთან ელექტრო–მექანიკური ხერხით ხორციელდება, რაც თავის მხრივ განსაზრვრავს მისი განთავსების ადგილს – მეთაურის სარქველის გვერდზე და უკან. თურქულ ცეცხლის მართვის სისტემაში ორი მანძილმზომი ლაზერია – თითო ყოველ პერისკოპზე. ამისგან განსხვავებით Leopard–2A6HEL–ს მხოლოდ ერთი მანძილმზომი გააჩნია – მემიზნის პერისკოპში. თურქულ ცეცხლის მართვის სისტემაში ორი ლაზერული მანძილმზომის არსებობა პატარა პლიუსია თურქული ტანკებისთვის – რომელიც ბრძოლის ველზე შეიძლება გადამწყვეტი გახდეს მეთაურის მიერ სწრაფი ცეცხლის წარმოების გზით.
ასევე პლიუსია თურქულ სისტემაში მემიზნის TV არხის  (Charge Coupled Device) არსებობა, მისგან განსხვავებით ბერძნულ Leopard–2A6HEL–ს მხოლოდ ოპტიკურ–მექანიკური და სითბოვიზორული არხები გააჩნია. ეს თურქული სამ არხიანი პერისკოპი დღის განმავლობაში სამი სხვადასხვა ხერხით აწარმოებს დაკვირვებას, თუმცა სპეციალისტების აზრით ეს პლიუსი არც თუ ისე მნიშვნელოვანია. ამის დამადასტურებლად ისიც გამოდგება რომ ტანკისტები როგორც წესი მეტ არხებს კი არ ითხოვენ, არამედ თანამედროვე, დიდი ზუმირების მქონე სითბურ არხს – რომელიც მათ სამუშაოს გააადვილებს. ოფიციალური მონაცემები ამორჩეული სითბური კამერის შესახებ ტურქებს ჯერ არ გაუხმაურებიათ, თუმცა არსებობს ვარაუდი რომ ეს ASELSAN–ის წარმოებული იგივე კამერაა რაც დაყენებული იქნა ცოტა ხნის წინათ 162 ცალ (სხვა წყაროებით 171 ცალი) Leopard–1A1–ზე, რომლებიც Leopard–1T VOLKAN დონემდე იქნა მოდერნიზირებული. ამ ბოლოებზე მემიზნის პერისკოპულ სამიზნეებში დაყენებული იქნა მეორე თაობის, 288×4 ტიპის სითბური კამერები, რომლებიც ანალოგიურია ბერძნული Leopard–2A6HEL–სზე დაყენებული OPHELIOS–ის კამერებისა. მსოფლიო ბაზარზე უკვე ბოლო რამდენიმე წელია ხელმისაწვდომი გახდა მესამე თაობის თერმული კამერები, რომლებსაც გაცილებით უკეთესი მონაცემები გააჩნიათ. გერმანელებმა უკვე დაიწყეს  Leopard 2A6–ებზე დაყენებული პირველი თაობის სითბოვიზორების (WBG–ს ტიპისა, ზუსტად ასეთები აყენია ბერძნულ და თურქულ Leopard–2A4–ებზე და ასევე ბერძნულ Leopard–1A5–ებზე) თანმიმდევრობითი შეცვლა მესამე თაობის სითბური კამერა SAPHIR–ებით, რომლებიც ტანკებზე ყოველგვარი ტექნიკური ჩარევისა და გადაკეთების გარეშე ყენდება («plug and play»).


Leopard-2NG და ALTAY–ის ცეცხლის მართვის სისტემის კომპონენტები


თურქული ცეცხლის მართვის სისტემას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლიუსი გააჩნიდა – მას ორივე პერისკოპში მიზნის ავტომატურად მიყოლის სისტემა გააჩნია – რაც მემიზნისა და მეთაურის საქმეს გაცილებით აადვილებს. ბერძნული Leopard–2A6HEL თავის მხრივ თურქულ  ALTAY–ს და Leopard 2NG –ს სამიზნეების ზუმირებაში ჯობია – მას ტურქული 12X ნაცლად 16X გადიდება გააჩნია. ეს პლიუსი საკმაოდ საგრძნობია, რადგანაც უზრუნველყოფს მიზნის აღმოჩენა–ამოცნობას უფრო დიდ მანძილზე, ამას ემატება ბალისტიკური გამომთვლელის შესაძლებლობა 6000 მეტრამდე გამოთვალოს საცეცხლე დავალება, რომლისგან განსხვავებითაც თურქული ბალისტიკური გამომთვლელი 4000 მეტრამდე სროლის საშუალებას იძლევა.
დამიზნების გაზრდილი მანძილი წარმოადგენდა ბერძნული მხარის დაჟინებულ მოთხოვნას და ამ შესაძლებლობას მხოლოდ ბერძნული Leopard–2A6HEL ფლობს, ხოლო მსოფლიოში არსებულ სხვა დანარჩენ Leopard–2–ებს (A4, A5 და Α6) მხოლოდ 4000 მეტრამდე შეუძლიათ საცეცხლე ამოცანის გადაწყვეტა.

– მეთაურის დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული: მსოფლიოში ასეთ მოდულებს OWS–ს (Overhead Weapon Station) უწოდებენ. მათი შექმნის მიზანი ტანკის მეთაურისთვის საზენიტო ტყვიამფრქვევიდან უსაფრთხოდ ცეცხლის წარმოების შაშუალების მიცემა იყო. თუმცა მათი მასიური გავრცელება მაინც არ მომხდარა – სპეციალისტების აზრით დისტანციური მოდულის არსებობა გამართლებულია არაკონვენციური ომის დროს, ხოლო მაშტაბური ომის დროს, როდესაც სატანკო ქვედანაყოფების ბრძოლები ხდება მათი მნიშვნელობა საგრძნობლად მცირდება, მაგრამ მიუხედავად ამისა ებრაელებიც კი არ აყენებენ დისტანციურ მოდულს თავის Merkava-4-ზე. 
2006 წელს სახმელეთო შეიარაღების საერთაშორიოს გამოფენა Eurosatory–ზე, პირველად იქნა წარდგენილი Leopard–2A6–ის ახალი მოდიფიკაცია Leopard–2PSO (Peace Support Operations – მშვიდობის მხარდამჭერი მისიები), რომელიც მოდიფიცირებული იყო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მისაღებად – დამტენის სარქველთან OWS კოშკურა ეყენა, ეს თავის მხრივ კიდევ ერთხელ მოწმობს ამ კოშკურის ფაქტიურად მხოლოდ ასეთი ოპერაციებისთვის გამოყენების მიზანშეწონილობას.


Leopard-2A4–ის ღიად განთავსებული ტყვიამფრქვევი (Leopard-2A6HEL–ზე ანალოგიურადაა)
თურქების განცხადებით ALTAY–ზე და Leopard-2N–ზე განთავსებული OWS კოშკურა უზრუნველყოფს ოპტიკურ და თერმულ გამოსახულებას და სრულიად ინტეგრირებულია ტანკის დანარჩენ ცეცხლის მართვის სისტემაში. მაგრამ აქ ერთი პრობლემა წარმოიშვება – ტანკის მეთაურმა თვალყური უნდა ადევნოს 7 სხვადასხვა წყაროდან მოწოდებულ ინფორმაციას:

  • საკუთარი დამოუკიდებელი პანორამული სამიზნის დღის ვიდეო და ღამის სითბური არხებიდან.
  • მემიზნის დღის მექანიკური, დღის ვიდეო და ღამი სითბური არხებიდან.
  • OWC კოშკურის დღის და ღამის არხებიდან.
  • და ბოლოს ბრძოლის ველის მართვისა და კონტროლის სისტემის ინფრომაცია.


Leopard-2NG და ALTAY–ის დისტანციურად მართვადი მოდულები


ლოგიკურად მეთაურს სამი ეკრანი ესაჭიროება – ერთი საკუთარი სამიზნიდან სურათის გამოსატანად, რომელიც ასევე მისცემს მემიზნის სამიზნიდან მიღებული გამოსახულების დანახვის საშუალებასაც (ამოარჩევს რომელი აკონტროლოს), მეორე OCW კოშკურის სამიზნედან მიღებული გამოსახულების გასაკონტროლებლად და მესამე ეკრანი ბრძოლის ველის მართვისა და კონტროლის სისტემისათვის.
ადვილად მისახვედრია რომ ტანკის მეთაურის სამუშაო ადგილი საკმაოდ გადატვირთულია ეკრანებით. აქედან გამომდინარე მისი ერგონომიულობის ხარისხიც დაბლა იწევს რითაც მეთაურზე დატვირთვა იზრდება.  იმ შემთხვევაშიც კი თუ მოხდება ამ ინფორმაციის ორ ეკრანზე, ან თუნდაც ერთ ეკრანზე  გაერთიანება მაინც რჩება ერგონომიული პრობლემები და გაურკვეველი სიტუაცია თუ რომელი წყაროს ინფორმაციის გამოსახვაა საჭირო და რომელის არა ეკრანზე როცა ბრძოლის ველზე უამრავი სხვადასხვა საფრთხეა აღმოჩენილი.
აღსანიშნავია რომ დღეს არსებული ტექნოლოგიები ვერ უზრუნველყოფენ ისეთი ეკრანის შექმნას, რომელიც ერთნაირად ხარისხიანად გამოსახავს ინფორმაციას როგორც  ოპტიკური არხებიდან ასევე ბრძოლის ველის მართვისა და კონტროლის სისტემის რუქებს. ეს ყველაფერი უნდა გამოისახოს პატარა ეკრანზე, რომელიც ტანკის მცირე შიდა სივრცის გამო სავალდებულოდ მეთაურის თვალებთან ახლოს უნდა იყოს განლაგებული.

ALTAY-ს მეთაურის, მემიზნისა და დისტანციურად მართვადი მოდულის ოპტიკური არხები

თურქული ტანკისგან განსხვავებით Leopard-2A6HEL-ის მეთაურს ორი ეკრანი გააჩნია – ერთი ბრძოლის ველის მართვისა და კონტროლის სისტემისთვის ხოლო მეორე დამოუკიდებელი პერისკოპული სამიზნისათვის (დღის და ღამის არხებით). მეორე ეკრანზე ასევე შესაძლებელია მემიზნის სამიზნე არხებიდან გამოსახულების გამოტანა. სხვანაირად რომ ვთქვათ Leopard-2A6HEL-ის მეთაური ოთხი სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციას აკონტროლებს და ამუშავებს ერთი ეკრანის დახმარებით, ხოლო მეორე ეკრანით ახორციელებს ტაქტიკური ინფორმაციის კონტროლს. ერგონომიული დატვირთვა ამ შემთხვევაშიც კი უკვე მაღალია – მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკით ეს დატვირთვა მიღებულია.

Leopar-2A6HEL–ში არსებული ბრძოლის ველის მართვისა და კონტროლის სისტემა INIXOS

Leopar-2A6HEL–ის მეთაურის სამუშაო ადგილი

Monday, November 12, 2012

Zhuhai Air Show-2012–ის მორიგი სიურპრიზი

ახალი თვითმავალი საზენიტო სარაკეტო–საარტილერიო კომპლექსის შემდეგ ცინურმა სამხედრო წარმოებამ შემდეგი სიახლე შემოგვთავაზა – ჩინური speedchopper–ის კონცეფცია. 
როგორც ჩანს ჩინეთი თავისი "Avant-Courier"–ით აპირებს კონკურენციაში შევიდეს ისეთ ვერტმფრენებთან, როგოებიცაა ამერიკული Sikorsky X2 triplex და ევროპული Eurocopter's X3. 

It seems that the Chinese is also entering the speedchopper fray with its own "Avant-Courier" concept after Sikorsky X2 triplex and Eurocopter's X3.

"Avant-Courier"–ის კოცეფცია




Sikorsky X2 triplex

 Eurocopter's X3

P.S.იმის გათვალისწინებით თუ როგორი სისწრაფი შტამპავენ ჩინელები სამხედრო ტექნიკის ახალ–ახალ მოდელებს არაა გამორიცხული რომ უახლოეს 1–2 წელიწადში ამ კოცეპტის მფრინავი პროტოტიპი ვიხილოთ.