მომავალ წელს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების შესყიდვები 1,3 ტრილიონ რუბლს გაუტოლდება (41 მილიარდი დოლარი), რაც მიახლოებით ერთნახევარჯერ მეტია წელს ამ მიზნით გამოყოფილ თანხაზე. კერძოდ შეიარაღებული ძალები 40 საბრძოლო თვითმფრინავს და ასზე მეტ ვერტმფრენს შეიძენს.
"2013 წელს სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვებით დასახული ამოცანების შესასრულებლად 1,3 ტრილიონ რუბლზე მეტია გამოყოფილი, რაც 2012 წელს ამ მიზნით გამოყოფილ თანხაზე ერთნახევარჯერ მეტია" – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოდაგილემ, იური ბორისოვმა. შეგახსენებთ რომ 2012 წლის შესყიდვებისთვის 900 მილიარდი რუბლი იყო გამოყოფილი.
ბორისვომა ასევე დასძინა რომ 2012 წლის სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვები წარმატებულად შესრულდა: "სტრატეგიული ბირთვული ძალების მხრივ შესრულებამ პრაქტიკულად 100% მიაღწია. ასევე არ გაგვიცრუეს იმედები ავია და ხომალდმშენებლებმა. ბოლო ორი წელია სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვების პროგრამის გადაჭარბებითაც კი სრულდება ვიატექნიკის მოწოდება". მინისტრის მოადგილემ აღნიშნა რომ გარკვეული ჩამორჩენები აქვთ ხომალდმშენებლებს, მაგრამ გამოთქვა იმედი რომ მომდევნო სამ წელიწადში ეს ეს ჩამორჩენა ლიკვიდირებული იქნება. ამას გარდა, მისივე სიტყვების თანახმად, ჯავშანტექნიკაში არსებობს ჩამორჩენა და გეგმის შეუსრულებლობა. კერძოდ ეს დაკავშირებულია სამხედრო–საწარმოო კომპანიასთან, რომელიც ახორციელებს რუსეთის არმიისთვის ტექნიკის მიწოდებას.
სახელმწიფო–თავდაცვითი პროგრამის შესრულების კონკრეტულ მიმართულებებზე საუბრისას, ბორისვომა აღნიშნა, რომ რუსეთის არმიამ 2012 წელს მრეწველობისგან მიიღებს 40 საბრძოლო თვითმფრინავს (Су, МиГ, Як-130) და 127 ვერტმფრენს (Ми-28Н, Ка-52, Ми-35, Ми–26 და სხვები). "სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვების 2012 წლის პროგრამის ფარგლებში უკვე მიღებული გვაქვს 32 თვითმფრინავი, წლის ბოლომდე კიდევ რვას მივიღებთ" – დასძინა ბორისოვმა. მისივე თქმით, ამას გარდა ჰოლდინგმა "Вертолеты России", 2012 წელს არმიას 127 სხვადასხვა დანიშნულების ვერტმფრენი მიაწოდა.
იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის შესყიდვების მექანიზმები და პრინციპები
ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ტექნიკის მხრივ რუსეთის არმიამ 2012 წელს მიიღო 34 ცალი რადიოლოკაციური სადგური. ასევე შესრულდა "КамАЗ"–ისა და "Урал"–ის მარკის ავტომანქანების მიწოდების პროგრამაც. მრეწველობამ შეასრულა ტანკ Т-72–ის მოდრენიზაციისა და ოპერატიულ–ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის, "Искандер"–ის მიწოდების მოვალეობები.
"ასევე შესრულებულია ტულას საკონსტრუქციო ბიუროს მიერ კომპლექს "Панцирь-С"–ის მიწოდების ყველა ვალდებულება. მიწოდებულია ოთხი კომპლექსი" – განაცხადა ბორისოვმა. მან ასევე აღნიშნა რომ უწყება 2014 წლიდან გეგმავს ახალი თაობის ტანკის, "Армата"–ს შესყიდვებს". "2014 წლიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს განათავსოს შეკვეთა მრავალფუნქციური, სახეობათაშორისი მძიმე მუხლუხოვანი პლატფორმის, "Армата"–ს ბაზაზე შექმნილი ახალი თასობის ტანკის 16 ერთეულიან საცდელ–საწარმოო პარტიის მიწოდებაზე". მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა რომ ტანკების პირველი პარტია განკუთვნილი იქნება საჯარისო საკონტროლო გამოცდების ჩასატარებლად.
ამ ყველაფერთან ერთად სამხედრო–სამრეწველო კომპლექსმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2012 წელს შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის საგრძნობი რაოდენობა ვერ მიაწოდა. "მთლიანობაში 2012 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფ–თავდაცვითი შესყიდვების ფარგლებში 14,5 მილიარდი რუბლის ღირებულების ტექნიკის ხარისხზე განაცხადა პრეტენზია და უკან დაუბრუნა მწარმოებელს".
მინისტრის მოადგილის სიტყვების თანახმად რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მევალეები არიან: ОАО "Оборонсервис" და მისი შვილობილი კომპანიები – ОАО "Спецремонт" და ОАО "Авиаремонт", ასევე ამ სიაში შედიან სამხედრო–საწარმოო კომპანია, ОАО "Туполев", ОАО "Амурский судостроительный завод", "Прибалтийский судостроительный завод "Янтарь" და ОАО "ПО "Севмаш".
კითხვაზე – მიღებულია თუ არა გადაწყვეტილება კიდევ ორი სადესანტო ხომალდის, "Мистраль"–ის მშენებლობის შესახებ, ბორისოვმა უპასუხა, რომ თავდაცვის სამინისტრო გეგმავს "აიღოს პაუზა", რათა შეაფასოს მათი მშენებლობის მიზანშეწონილობა. "იმედი გვაქვს, რომ 2014–215 წლებში პირველი ორი "Мистраль" გადაცემული იქნება სამხედრო–საზღვაო ძალებზე. და პაუზის აღება სწორედ აქ იქნება სწორი, რათა მოხდეს "Мистраль"–ის საქმეში შემოწმება, რამდენად შეესაბამება ის სტრატეგიას და მოხდეს მისი საექსპულატაციო გამოცდა" – დაამატა ბორისოვმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ 2013 წლის სახელმწიფო–თავდაცვითი შესყიდვების გეგმაში გათვალისწინებულია მოდერნიზირებული БМД-4М–ის საცდელ–საწარმოო პარტიის შესასყიდი თანხა.
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფ–თავდაცვითი შესყიდვების გეგმები 2020 წლამდე
წყარო: