Saturday, February 9, 2013

რუსეთის ავიაციის Су-30СМ

შარშან უკვე ვწერდით რუსეთის ავიაციისთვის გადაცემული ორი ცალი Су-30СМ–ის შესახებ, ამის თაობაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: კორპორაცია "Иркут"–მა რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალებს პირველი ორი Су-30СМ გადასცა.
ამჯერად წარმოგიდგენთ ამ თვითმფრინავების ფოტომასალას, რომელიც Марина Лысцева–მ თავის ბლოგში  გამოაქვეყნა.





 










 

 





   





EF-2000 მზადაა ზედსადები ავზების გამოსაყენებლად

ქვემოთ მოყვანილია EF-2000–ის, საქარხნო ნომერი BS116, აწყობის ფოტოსურათები – BS116 წარმოადგენს Tranche-3 სერიის პირველ EF-2000. ეს თვითმფრინავი ასევე პირველია რომელსაც შეეძლება ზედსადები საწვავის ავზების გამოყენება


 

ფოტოსურათების წყარო:

P.S. ზედსადები საწვავის ავზებზე მუშაობა ევროკონსორციუმმა 90–იანებში დაიწყო, განიხილებოდა რამდენიმე ვერსია:






Friday, February 8, 2013

"კრაზანა" რომელიც მწარედ იკბინება

მოკლედ ვინც მის გვერდში გაიარა ყველამ ცუდად დაამთავრა - თვით F-22–მაც კი




ბოროტი კრაზანა–სმაილიკი


ირანმა ამერიკული Scan Eagle სერიაში ჩაუშვა

ალბათ გახსოვთ ამერიკული UAV Scan Eagle, რომელიც ამ რამდენიმე თვის წინათ ირანელებს ჩაუვარდათ ხელში.

ქვემოთ მოყვანილია ირანში არსებული ამ უპილოტო თვითმფრინავის სერიული საწარმოო ხაზის სურათები




Thursday, February 7, 2013

ფრანგული Rafale–ს ბრიტანელი და ბრიტანული Typhoon–ის ფრანგი პილოტები

გუშინ ჩემს ფეისბუკის გვერდზე გამოვაქვეყნე ბრიტანელი პილოტის, ლეიტენანტ ჯონსტონის (Johnstone) ფოტოსურათი, რომელიც საფრანგეთში გაცვლითი პროგრამის შედეგად მოხვდა და იქ ფრანგული Rafale–ს ფრენას და საბრძოლო გამოყენებას სწავლობს:


ამასთან დამატებით წარმოგიდგენთ იმავე პროგრამის ფარგლებში, ბრიტანეთში მივლენილ ფრანგ პილოტს – უმცროს ლეიტენატნ მარკ–ანტონიო გერარდს (Marc-Antoine Gérard), რომელიც ბრიტანეთში სამეფო საჰაერო ძალების შეიარაღებაში მყოფი  EF-2000 Typhoon-ის ფრენას და საბრძოლო გამოყენებას სწავლობს. პილოტმა ამ გამანადგურებლით პირველი დამოუკიდებელი ფრენა 11 იანვარს განახორციელა.


რუსულ–ინდური ერთობლივი მე–5 თაობის გამანადგურებელი FGFA


როგორც უკვე ვწერდი, გუშინ ინდოეთში ავიაკოსმოსრუი და თავდაცვითი ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა Aero India–2013  გაიხსნა. გამოფენაზე როგორც წესი რუსული სამხედრო წარმოება საკმაოდ ფართო ნომენკლატურითაა წარმოდგენილი – საიდუმლო არავისთვის არაა რომ ინოდეთი რუსული იარაღის ყველაზე მსხვილი შემსყიდველია მთელს მსოფლიოში.
ამჯერად გამოფენის ერთ–ერთ მთავარ ფიგურად რუსულ–ინდური ერთობლივი სტელს გამანადგურებლის, FGFA–ს (Fifth Generation Fighter Aircraft – მეხუთე თაობის გამანადგურებელი) მოდელი გახდა.



ორ ქვეყანას შორის, მე–5 თაობის გამანადგურებელზე ერთობლივი მუშაობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2007 წლის 18 ოქტომბერს მოეწერა. რუსული მხრიდან ამ პროგრამაში გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოება «Сухой», ხოლო ინდური მხრიდან HAL (Hindustan Aeronautics Limited) მონაწილეობენ.










როგორც მოდელის ფოტოებიდან ჩანს – ის რუსული ПАК-ФА T-50–ის სრული ასლია. შედარებისთვის ქვემოთ რუსული გამანადგურებლის ფოტოებია მოყვანილი:



თუმცა ეს არცაა გასაკვირი – როგორც 6 თებერვალს, ბანგალორში, რუსეთის გაერთიანებული ავიამშენებელი კორპორაციის პრეზიდენტმა, მიხალი პოგოსიანმა განაცხადა: "მრავალფუნქციურ პერსპექტიულ თვითმფრინავს (перспективный многофункциональный истребитель – ПМИ) რუსულ ПАК-ФА T-50–თან არა მხოლოდ პლანერი, არამედ საბორტე ელექტრო მოწყობილობებიც საერთო ექნება".