As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Saturday, February 16, 2013
Friday, February 15, 2013
ქუთაისის ავტოქარხანა და მისი ისტორია (ნაწილი–II)
"Объект 1015" და "Объект 1015Б"
1954-1957 წლებში ჯავშანსატანკო სამხედრო აკადემიაში, გ.ვ. ზიმელევას ხელმძღვანელობით, აკადემიის ერთ–ერთი სამეცნიერო–კვლევით განყოფილების თანამშრომლებმა დაიწყეს კიჩოში განთავსებული ძრავით, 8х8 სავალი ფორმულით, მცურავი, Н–ის მაგვარი მექანიკური ტრანსმისიით და ყველა თვალზე დამოუკიდებელი საკიდარით აღჭურვილი ჯავშანტრანსპორტიორის საესკიზო დამუშავება. 1958 წლის ბოლოს, სსრკ–ს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით ეს სამუშაო ქუთაისის ქარხნის სპეციალურ საკონსტრუქციო ბიუროსთან ერთად იქნა გაგრძელებული, რომელსაც ამ სამუშაოების განმავლობაში მორიგეობით ხელმძღვანელობდნენ – მ.ა. რიჟიკი, დ.ლ. ქართველიშვილი და ს.მ. ბათიაშვილი.
Объект–1015
ამ ექსპერიმენტალური მცურავი ჯავშანტრანსპორტიორი «Объект–1015»–ის ნიმუშის კონსტრუქციის სქემის თავისებურებები შემდეგში მდგომარეობდა: ფილტრო–სავენტილიაციო მოწყობილობით აღჭურვილი, მზიდი, სრულიად დახურილი, წყალწვის მქონე, ტყვიების საწინააღმდეგო ჯავშნით აღჭურვილი კორპუსი, კიჩოში განთავსებული 132,5 კვტ სიმძლავრის მქონე კარბურატორიანი V-8 ძრავა, დიფერენციალის სიმეტრიულად იძულების ბლოკირებადი გამანაწილებელი კოლოფისა და ხუთსიჩქარიანი სიჩქარეთა კოლოფის საშუალებით სიმძლავრის Н–ის მაგვარი საბორტე გამანაწილებელიანი მექანიკური სიჩქარეთა კოლოფი, საბორტე და საბურავების რედუქტორები, კორპუსის შიგნით საბორტე რედუქტორებზე განთავსებული სამუხრუჭე მექანიზმები, ყველა საბურავის დამოუკიდებელი საკიდარი. წინა ორი ხიდის საკიდარის დრეკად ელემენტებს წარმოადგენდა სპირალური ზამბარები, რომელთა შინგითაც ამორტიზატორები იყო მოთავსებული, ხოლო ორი უკანა ხიდის დრეკად ელემენტი მოკლე მჭირხნავი ღერძებისა და სპირალური ზამბარების კომბინაცია იყო, რომლებიც კორპუსის შიგნით იყო განთავსებული.
სიმძლავრის საბორტე გამანაწაილებელი და დესანტის ბორტის გასწვრივ განლაგებული სავარძლები 400-450მმ კლირენსის მქონე ჯავშანტრანსპორტიორის კორპუსის გაბარიტული სიმაღლის მკვეთრად შემცირების საშუალებას იძლეოდა და ამასთან ერთად მასში მძღოლ–მექანიკოსის გარდა 20 მედესანტის განთავსებაც შეიძლებოდა.
კორპუსის ბორტების უკანა ნაწილზე განთავსებული იყო მუშა თვლებით აღჭურვილი ორი წყალმტყორცნი, რომლებიც ПТ-76–ისგან იყო ნასესხები. წყალმტყორცნის ამძრავი სიჩქარეთა კოლოფის მეორადი ღერძისგან დამოუკიდებელი იყო, რაც წყალმტყორცნის გადაცემათა გადართვის გარეშე სიჩქარეთა კოლოფის ნებისმიერ გადამცემზე დაყენების საშუალებას იძლეოდა. წყალმტყორცნები აღჭურვილი იყო ეჟექციური სისტემით, რომლებიც წყალმტყორცნების მილებში გაუხშოების ხარჯზე კორპუსის სხვადასხვა ადგილზე დაგროვილი წყალის ამოქაჩვის საშუალებას იძლეოდა. ამას გარდა კორპუსში განთავსებული იყო აკუმულატორების მეშვეობით მომუშავე ელექტროამძრავიანი ცენტრიდანული ტუმბობები, რომლებიც ძრავის გაჩერებში შემთხვევაში კორპუსიდან წყლის ამოსატუმბვად გამოიყენებოდნენ. წყალმტყორცნიანი მაძრავის წარმატებულმა კონსტრუქციამ მანქანას ტანკ ПТ-76–თან შედარებით მუშა საბურავების 400–500 ბრუნი/წუთით ნაკლებ ბრუნებზე, მისაბმელზე 11,6-11,8 კილონიუტონი სიმძლავრის მიღების შესაძლებლობა მისცა.
ქარხნული გამოცდებისას მიღებულმა მონაცემებმა კონსტრუქტორებს საშუალება მისცეს ჯავშანტრანსპორტიორში საგრძნობი ცვლილებები შეეტანათ, რის შემდეგაც მანქანის ინდექსი შეიცვალა და მას «1015-Б» ეწოდებოდა. ყველა ხიდის დრეკად ელემენტად გამოყენებული იქნა აირჰიდრავლიკური რესორები, რომლებშიც მუშა სხეულად აირი (აზოტი) და ზეთი (АМГ-10) გამოიყენებოდა, რაც უზრუნველყოფდა სვლის მაღალ სიმდოვრეს და რესორების დიდ ენერგომოცულობას, რაც თავის მხრივ გამორიცხავს საბურავის სვლის ზედა შემზღუდავის გარღვევას. ამას გარდა აირჰიდრავლიკურმა რესორები საშუალებას იძლეოდა დარეგულირებული კლირენსი, რაც აუმჯობესებდა მანქანის გამავლობას და ცურვადობას. გაუმჯობესდა კორპუსის ფორმები და ზომები, მოღუნული ფილების გამოყენებამ გაზარდა მისი ტყვიამდგრადობა და ტექნოლოგიურობა. კორპუსის ზედა სარტყლის ბევრ ფილას ჯავშანმდგრადობის გასაუმჯობესებლად დახრის დიდი კუთხე გააჩნდა. შიცვალა სახურავის სარქველების ზომები და ადგილმდებარეობა მცირე კოშკურასთან მიმართებაში, რომელიც შემდეგში უფრო დიდი და სხვა შეიარაღების მქონე კოშკურით უნდა შეცვლილიყო.. ოთხი დიდი სადესანტო სარქველი, რომლების კორპუსის სახურავზე იყო განლაგებული, საჭიროების შემთხვევაში იხდებოდა ბორტის ზედა ფილაზე იკეცებოდა. ამგვარად იზრდებოდა ბორტის ზედა ზონის ჯავშანმდგრადობა. ამას გარდა, კონკრეტულ საბრძოლო პირობებში ზედა სარქველების სახურავები ვერტიკალურად ფიქსირდებოდა, რაც დესანტის ზოგიერთ წევრს საშუალებას აძლევდა ფეხზე დამდგარს ეწარმოებინა ცეცხლი სარქველში დატანებული ხვრელებიდან.
1960 წელს ორმა საცდელმა «Oбъект 1015-Б»–ემ საქარხნო და საველე გამოცდები გაიარეს, რომლებმაც გამოავლინეს ის ხარვეზები რომლების ამოფხვრაც მანქანის საიმედოობას და მუშაობისუნარიანობას გააუმჯობესებდა. გამოცდების დოს «Oбъект 1015-Б»–ემ ვაკე და მთიან პირობებში გადაადგილებისას მაღალი გამავლობა, მართვადობა და სვლის სიმდოვრე აჩვენა. გზატკეცილზე მანქანის სიჩქარემ 95კმ/სთ შეადგინა, საშუალო სიჩქარემ 47–50კმ/სთ. ასევე დაფიქსირდა წყალმავლობის მაღალი მახასიათებლები. წყალზე ცურვის სიჩქარე 10კმ/სთ უდრიდა რაც მაღალ მანევრულობას ერწყმოდა. საკურსო მდგრადობა წინა ორი ხიდის საბურავების მოტრიალობით მიიხწეოდა, ხოლო მცირე რადიუსზე (5–7 მეტრი) მოსაბრუნებლად მანქანის ერთერთი წყალმტყორცნის გამომავალი ჭრილი იკეტებოდა, რითაც ის უკუღმა იწყებდა მუშაობას და სწრაფ მობრუნებას უწყობდა ხელს.
გამოშვებული იქნა მანქანის სამი მოდიფიკაცია:
«Oбъект 1015-Б»–ეს წყალმტყორცნის სქემა
ქარხნული გამოცდებისას მიღებულმა მონაცემებმა კონსტრუქტორებს საშუალება მისცეს ჯავშანტრანსპორტიორში საგრძნობი ცვლილებები შეეტანათ, რის შემდეგაც მანქანის ინდექსი შეიცვალა და მას «1015-Б» ეწოდებოდა. ყველა ხიდის დრეკად ელემენტად გამოყენებული იქნა აირჰიდრავლიკური რესორები, რომლებშიც მუშა სხეულად აირი (აზოტი) და ზეთი (АМГ-10) გამოიყენებოდა, რაც უზრუნველყოფდა სვლის მაღალ სიმდოვრეს და რესორების დიდ ენერგომოცულობას, რაც თავის მხრივ გამორიცხავს საბურავის სვლის ზედა შემზღუდავის გარღვევას. ამას გარდა აირჰიდრავლიკურმა რესორები საშუალებას იძლეოდა დარეგულირებული კლირენსი, რაც აუმჯობესებდა მანქანის გამავლობას და ცურვადობას. გაუმჯობესდა კორპუსის ფორმები და ზომები, მოღუნული ფილების გამოყენებამ გაზარდა მისი ტყვიამდგრადობა და ტექნოლოგიურობა. კორპუსის ზედა სარტყლის ბევრ ფილას ჯავშანმდგრადობის გასაუმჯობესებლად დახრის დიდი კუთხე გააჩნდა. შიცვალა სახურავის სარქველების ზომები და ადგილმდებარეობა მცირე კოშკურასთან მიმართებაში, რომელიც შემდეგში უფრო დიდი და სხვა შეიარაღების მქონე კოშკურით უნდა შეცვლილიყო.. ოთხი დიდი სადესანტო სარქველი, რომლების კორპუსის სახურავზე იყო განლაგებული, საჭიროების შემთხვევაში იხდებოდა ბორტის ზედა ფილაზე იკეცებოდა. ამგვარად იზრდებოდა ბორტის ზედა ზონის ჯავშანმდგრადობა. ამას გარდა, კონკრეტულ საბრძოლო პირობებში ზედა სარქველების სახურავები ვერტიკალურად ფიქსირდებოდა, რაც დესანტის ზოგიერთ წევრს საშუალებას აძლევდა ფეხზე დამდგარს ეწარმოებინა ცეცხლი სარქველში დატანებული ხვრელებიდან.
Oбъект 1015-Б
1960 წელს ორმა საცდელმა «Oбъект 1015-Б»–ემ საქარხნო და საველე გამოცდები გაიარეს, რომლებმაც გამოავლინეს ის ხარვეზები რომლების ამოფხვრაც მანქანის საიმედოობას და მუშაობისუნარიანობას გააუმჯობესებდა. გამოცდების დოს «Oбъект 1015-Б»–ემ ვაკე და მთიან პირობებში გადაადგილებისას მაღალი გამავლობა, მართვადობა და სვლის სიმდოვრე აჩვენა. გზატკეცილზე მანქანის სიჩქარემ 95კმ/სთ შეადგინა, საშუალო სიჩქარემ 47–50კმ/სთ. ასევე დაფიქსირდა წყალმავლობის მაღალი მახასიათებლები. წყალზე ცურვის სიჩქარე 10კმ/სთ უდრიდა რაც მაღალ მანევრულობას ერწყმოდა. საკურსო მდგრადობა წინა ორი ხიდის საბურავების მოტრიალობით მიიხწეოდა, ხოლო მცირე რადიუსზე (5–7 მეტრი) მოსაბრუნებლად მანქანის ერთერთი წყალმტყორცნის გამომავალი ჭრილი იკეტებოდა, რითაც ის უკუღმა იწყებდა მუშაობას და სწრაფ მობრუნებას უწყობდა ხელს.
ორი ცალი «Oбъект 1015-Б» გამოცდებზე
მანქანა აღჭურვილი იყო 7,62მმ–ნი ტყვიამფრქვევი ПКТ–ეთი, შემდეგში იგეგმებოდა უფრო მძლავრი შეიარაღების დაყენება.
გამოშვებული იქნა მანქანის სამი მოდიფიკაცია:
- Объект 1015 — ძირითადი ვარიანტი.
- Объект 1015Б — მოდიფიცირებული ვარიანტი, რომელიც გამოცდებს გადიოდა.
- Объект 1020 — მოდიფიცირებული ვარიანტი, რომელიც სავარაუდო ესკიზებს ვერ გასცდა.
იმ დროს საბჭოთა კავშირში ჯავშანტრანსპორტიორზე მუშაობა სხვა საკონსტრუქციო ბიუროებშიც მიმდინარეობდა – ქუთაისი მანქანამ საკონკურსო საფუძველზე წააგო გორკის საავტომობილო ქარხნის БТР-60П–ესთან, რის გამოც შეიარარებაში არ იქნა მიღებული და სერიაში ვერ წავიდა.
Объект-1015
ამძრაობა:
Объект-1015
- ეკიპაჟი – 2
- დესანტი – 20
- გამოშვების წელი – 1958
- გამოშვებული რაოდენობა – 2 ცალი
- კლირენსი – 400–450მმ
- შეიარაღება – 1х–7,62მმ ПКТ
ამძრაობა:
- ძრავის ტიპი – ЗИЛ-375
- ძრავის სიმძლავრე – 180ც/ძ
- სიშქარე გზატკეცილზე – 90კმ/სთ
- სიჩქარე უგზოობაზე – 47–50კმ/სთ
- ცურვის სიჩქარე – 10,6კმ/სთ
- სავალი ნაწილის ფორმულა – 8х8
- საკიდარის ტიპი – დამოუკიდებელი
Объект 1015Б
БТР-60П (ГАЗ-49), რომელთანაც ქუთაისის მანქანამ კონკურსი წააგო
IDEX-2013-ზე ურალის ვაგონმშენებელი ქარხანა მოდერნიზირებულ Т-90С წარადგენს
მეცნიერულ–საწარმოო კორპორაცია «Уралвагонзавод»–ის სამხედრო ტექნიკა უკვე ჩაყვანილია არაბეთის გაერთიანებულ საემირატოში, სადაც მონაწილეობას მიიღებს გამოფენა IDEX–2013–ში. 17–დან 21 თებერვლამდე აბუ–დაბიში ახალ ფერებში შეღებილი საცეცხლე მხარდაჭერის საბრძოლო მანქანა «Терминатор» და მოდერნიზირებული Т-90С და ასევე სხვა ტექნიკის ნამდვილი თუ სამაკეტო მოდელები იქნება გამოფენილი.
Т-90С არა ერთხელ გამოსულა საერთაშორისო გამოფენებზე, თუმცა ამჯერად ის პირველად მოახდენს თავისი სავალი და საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებას.
გამოფენაზე ურალის ვაგონმშენებელი ქარხნის დივიზიონში შემავალი შემდეგი კომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას – ОАО «Завод №9», (ქ. ეკატერინბუირგი), ОАО «Уралтрансмаш», (ქ. ეკატერინბუირგი), ООО «ЧТЗ-Уралтрак», (ქ. ჩელიაბინსკი), ОАО «Электромашина», (ქ. ჩელიაბინსკი), ОАО «КБТМ» (ქ. ომსკი), ОАО «Спецмаш» (ქ. სანკტ–პეტერბურგი).
ასევე აღსანიშნავია ОАО «ЦНИИ «Буревестник»–ის მიერ გამოტანილი სპეც ტექნიკაც. როგორც ცნობილია აღნიშნული კომპანია ერთად–ერთია ურალის ვაგონმშენებელი კორპორაციის შემადგენლობაში, რომელიც სააზღვაო თემატიკითაა დაკავებული. გამოფენაზე კომპანია წარადგენს – 100მმ–იან სახომალდო საასრტილერიო დანადგარ А–190–ის და 57მმ–იან სახომალდო ქვემეს А-220М–ის 1:15 მაშტაბის მოდელებს.
წყარო:
РПГ-7 როგორც ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა
ჯერ უფრო ძველით დავიწყებ – ქვემოთ მოყვანილია 80–იან წლებში ირან–ერაყის ომის დროინდელი, 12 ცალი РПГ-7–სგან შეკრული სალპური ცეცხლის სისტემა, რომელსაც ოპერატორი დისტანციურად მართავს. როგორც ჩანს სისტემა საცდელ პოლიგონს ვერ გასცდა.
მეორე შემთხვევა სულ ახალია და მისი შექმნის მიზეზი და მიზანი ცოტა არ იყოს გაურკვეველია – კონკრეტული სისტემა სომხება 2007 წელს გამოაგორეს აღლუმზე. ამ სისტემის შექმნის ყველაზე რეალური მიზეზი შეიძლება ის იყოს რომ სომხეთი თვითონ აწარმოებს РПГ-7–ის თერმობარულ გასროლებს და მათმა სიიაფემ და სიმრავლემ შესაძლოა სომხურ გენიას ამ საოცრების შექმნისკენ უბიძგა.
არსებობს სისტემის თვითმავალი ვარიანტი – რომელიც ГАЗ "Садко"–ზეა დამონტაჟებული
და არსებობს ასევე მისი საბუქსირე ვერსიაც
Thursday, February 14, 2013
Georgian Troops in Astan (VIDEO)
You better get up out the way,
Tomorrow we'll rise so lets fight today,
Ya no, I don't give a fuck what you think and say,
'Cause we gonna rock this whole place anyway.
ახალი ამერიკული არასაბრძოლო–საბრძოლო მედალი
ამერიკელებმა ახალი მედალი შემოიღეს – რომლითაც გამორჩეული მიღწევებისთვის (რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ საბრძოლო მოქმედებების მსვლელობაზე) დააჯლიდოვებენ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც უშუალოდ არ აგდებენ თავიანთ სიცოცხლეს საფრთხეში და მისიის შესრულებისას ბრძოლის ველიდან მოშორებით ან სხვა კონტინენტზეც კი შეიძლება რომ იმყოფებოდნენ. უბრალოდ რო ვთქვათ მედლის აღება შეუძლიათ – უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებს, სამხედრო პროგრამისტებს, რომლებიც ჰაკერების შეტევებს იგერიებენ, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის სპეციალისტებს და სხვა ამგვარი სპეციალობის მქონე სამხედრო მოსამსახურეებს.
წყარო:
Panetta Announces Distinguished Warfare Medal
Iran Electronics Industries
ჩემი არქივების ქექვისას გადავაწყდი ერთ ბროშურას – რომელიც საბერძნეთში გამართლი სამხედრო ტექნიკის გამოფენა Defendori-2006–იდან მქონდა წამოღებული. ბროშურაზე საკმაოდ თანამედროვე ელექტრონული და ოპტიკო–ელექტრონული სისტემებია გამოსახული და ზედ აწერია "Iran Electronics Industries".
ცოტა არ იყოს გამაკვირვა ასეთი აპარატურის ირანში წარმოების ფაქტმა, თან ვიზუალურად ეს ყველაფერი ძალიან წაჰგავს დასავლეთის აპარატურას – არა და ირანის და დასავლეთის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში წარმოუდგენელია. როგორც აღმოჩნდა ეს ყველაფერი ირანში იწარმოება. დაწვრილებით ინფორმაცია ამ აპარატურის შესახებ შეგიძლიათ მწარმოებლის ვებ გვერდზე იხილოთ:
Iran Electronics Industries
P.S. საკმაოდ საინტერესო სისტემების ნახვა შეიძლება საიტზე, მაგალითად ეს:
P.S. საკმაოდ საინტერესო სისტემების ნახვა შეიძლება საიტზე, მაგალითად ეს:
Electro-optical Gyro stablized Surveillance System
კომპლექსის გამოყენება შესაძლებელია ვერტმფრენებზე და უპილოტო თვითმფრინავებზე – სურვილის მიხედვით მისი აღჭურვა შეიძლება შემდეგი სისტემებით:
- ლაზერული მანძილმზომით.
- ციფრული ვიდეოს ჩამწერით.
- გაუგრილებადი სითბური კამერით.
- ინფორმაციის მიმღებ–გადამცემით.
- სახმელეთო სადგურზე გამოსახულების ცოცხალ დროში გადაცემის სისტემით.
- მიზნის ავტომატური მიმყოლით.
- კმიზნის ადგილმდებარეობის დამდგენი სისტემით.
- ციფრული რუქით.
ბროშურა:
Wednesday, February 13, 2013
CMN–ი გამოფენა IDEX / NAVDEX–2013–ზე ახალ ტრიმარანს წარადგენს
CMN–ი აგრძელებს ინოვაციურ პროექტებზე მუშაობას რათა შეესაბამებოდეს მსოფლიოს წამყვანი საზღვაო სახელმწიფოების მოთხოვნებს. 2012 წელს კომპანიამ ორი ახალი, სტელს ტექნოლოგიებით აგებული ხომალდი წარადგინა – COMBATTANTE SWAO 53 და COMBATTANTE FS 56. წელს კომპანია გეგმავს აბუ–დაბიში გამართულ IDEX / NAVDEX–2013–ზე გამოიტანოს თავისი ახალი ხომალდი, OCEAN EAGLE 40, რომელიც სტელს ტექნოლოგიებით აგებულ ტრიმარანს წარმოადგენს.
OCEAN EAGLE 40 წარმოადგენს კომპაქტურ, მრავალფუნქციურ ხომალდს, რომელსაც შეუძლია ისეთი მისიების შესრულება როგორებიცაა – სანაპირო ზონის ან სტრატეგიული ობიექტების დაცვა, ასევე მისი გამოყენება შეიძლება რადიოელექტრონულ ოპერაციებში (რადიოელექტრონული დაზვერვა, ჩახშობა) და სადაზვერვო ოპერაციებში, რომელშიც უპილოტო საფრენი პარატების გამოყენება შეუძლია.
OCEAN EAGLE 40–ის შექმნისას მწარმოებლის მიზანი იყო დაეკმაყოფილებინა მეწინავე ქვეყნების სამხედროების მოთხოვნები და შეექმნა სწრაფი და დიდი რესურსის მქონე საპატრულო ხომალდი, რომელსაც გაფართოებული სადაზვერვო შესაძლებლობები ექნებოდა. ასევე ხომალდს უნდა შესძლებოდა ასიმეტრულ საფრთხეებთან გამკლავება, ისეთებთან როგორებიცაა – მეკობრეობა, ტერორიზმი და ნარკოტრაფიკი. ამას გარდა შესაძლებელია ხომალდის სამძებრო–სამაშველო ოპერაციებში გამოყენებაც.
ხომალდს შეუძია 30 კვანძი სიჩქარის განვითარება, რაც მას შესაძლებლობას აძლევს სწრაფად მოახდინოს რეაგირება და ამოცანის რაიონში გასვლა. მისი მაქსიმალური ცურვის მანძილი, კრეისერულ სიჩქარეზე, 5000 (9260კმ) საზღვაო მილს აღწევს. ეკიპაჟი მაქსიმალურადაა შემცირებული და ის 7 ოფიცრისგან შესდგება – ამას გარდა ხომალდს დამატებით 8 მგზავრის გადაყვანა შეუძლია (მაგალითად სპეც დანიშნულების ჯგუფი). OCEAN EAGLE 40–ს თავის ბორტზე შეუძლია 300კგ წონის უპილოტო საფრენი აპარატის მიღება. თავდაცვის მიზნით ხომალდი აღჭურვილია 20 ან 30მმ–ნი დისტანიცურად მართვადი ქვემეხით და 12,7მმ–ნი ტყვიამფრქვევით.
სადაზვერვო მისიებში ხომალდს შეუძლია გამოიყენოს C-ESM ფუნქციები, ელექტრო–ოპტიკური და რადიოლოკაციური დაკვირვების საშუალებები. ამას გარდა ხომალდი აღჭურვილი იქნება ინფორმაციის ცოცხალ დროში გაცვილს კომპლექსით, რომლის დახმარებითაც მას შეეძლება გასაცეს და მიიღო ვიდეო და ფოტო გამოსახულებები – მთელი ეს აპარატურა ინტეგრირებული იქნება "Combat Management" და სანავიგაციო კომპლექსურ სისტემებში.
წყარო:
Tuesday, February 12, 2013
მინისტრის ხედვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი სახელმძღვანელო დოკუმენტი აქვს. დღეს, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 2013-2014 წლისათვის „მინისტრის ხედვა” სამოქალაქო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას წარუდგინა.
დოკუმენტში თავდაცვის უწყების პრიორიტეტები და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებებია გაწერილი. „მინისტრის ხედვა“ გასული წლების გამოცდილებას, არსებული საფრთხეებისა და საჭიროებების ანალიზს ეყრდნობა.
დოკუმენტის თანახმად, 2013-2014 წლებში თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები იქნება: გამჭვირვალობის გაზრდა და სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება; თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება; ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების სისტემების განმტკიცება; ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება და ნატოსთან თავსებადობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
მომავალი ორი წლის განმავლობაში ეფექტიანი, მობილური, თანამედროვე და ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალები უნდა შეიქმნას. დოკუმენტში ჩამოყალიბებულია შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესების ხედვა, რათა ისინი მზად იყვნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. „მინისტრის ხედვა“-ში ასევე, დიდი ყურადღება ეთმობა სამხედრო მოსამსახურეთა განათლებას, წვრთნას, კარიერის მართვასა და სოციალურ დაცვას.
„ჩვენს სისტემაში დანერგილი იქნება გამჭვირვალობა, რათა საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით, სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე უფრო ეფექტური იყოს. უკვე გავზარდეთ ხელფასები სამხედრო მოსამსახურეებზე ავღანეთში. ასევე, 1 თებერვლიდან ხელფასები 25%-ით გაეზარდათ საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების 89%-ს. არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეიქმნა რამდენიმე სამუშაო ჯგუფი, რათა თავდაცვის რეფორმირების პროცესში ეფექტურად ჩავრთოთ საზოგადოება. ის სისტემა, რომელიც ჩვენ დავნერგეთ, უზრუნველყოფს ეტაპობრივად სრულად გადასვლას პროფესიულ ჯარზე. ეს იქნება ძალიან დიდი წინსვლა თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაში და ჩვენი ნატოსთან თავსებადობის კუთხით. ვისაუბრეთ, ასევე, ჩვენს ევრო-ატლანტიკურ სწრაფვაზე, პრემიერ-მინისტრის და მთელი მთავრობის დეკლარირებულ ხედვაზე. ჩვენი ადგილი არის ევროპაში, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში და თავდაცვის სამინისტრო თავის წვლილს შეიტანს ამ პროცესის კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით და დინამიკით წინსვლაში“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
წყარო: