Saturday, February 23, 2013

ისევ სამხრეთ სამხედრო ოლქი

უკვე საიდუმლო აღარაა რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი თავის სამხრეთ სამხედრო ოლქს ინტენსიურად ამარაგებს ახალი და მოდერნიზირებული ტექნიკით – ამჯერად ჩვენს ჩრდილო საზღვართან რამოდენიმე სიახლეა:

ალიგატორები კორენევსკში

სამხრეთ სამხედრო ოლქში, კრასნოდარის მხარეში დისლოცირებულმა ავიაბაზამ 22 თებერვალს საბრძოლო ვერტმფრენების, Ка-52–ების პირველი პარტია მიიღო. ავიაბაზის მფრინავების მოსამზადებელი ფრენებს ეს ვერტმფრენები 2013 წლის მარტის დასაწყიში შეუდგებიან.








წყარო:


Су-25СМ3 კრასნოდარის მხარეში

როგორც სამხრეთ სამხედრო ოლქის წარმომადგენელი იუწყება – კრასნოდარის მხარეში მდებარე ავიაბაზამ 15 თებერვალს ათამდე Су-25СМ3 მიიღო შეიარაღებაში.
"სახელმწიფო თავდაცვითი შეკვეთის ფარგლებში სამხრეთ სამხედრო ოლქის ავიაბაზამ, რომელიც კრასნოდარის მხარეში მდებარეობს, შეიარაღებაში მიიღო ათამდე მოდერნიზირებული Су-25СМ3" – განაცხადა ოფიცერმა.
მისივე განცხადებით ტექნიკის გადაიარაღებასთან ერთად მიმდინარეობს საფრენოსნო პირადი შემადგენლობის გადამზადებაც, რაც ლიპეცკის სასწავლო ცენტრში ხორციელდება.
როგორც ცნობილია Су-25СМ3 აღჭურვილია თანამგზავრული ნავიგაციის სისტემებით – ГЛОНАСС (GPS), რომელსაც ციფრულ რუქაზე დანიშნულების წერტილის 10 მეტრიანი სიზუსტით პროგრამირების შესაძლებლობა გააჩნია, რაც პილოტს ნებისმიერ ამინდში და დღე–ღამის ნებისმიერ დროს ავტონომიურად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს. 










წყარო:










Friday, February 22, 2013

ფოტომასალა IDEX-2013-იდან (ნაწილი მე–2)

ორი დღის წინ, 20 თებერვალს წარმოგიდგნიეთ IDEX-2013–ზე გამოყვანილი სახმელეთო ტექნიკის ფოტომასალა, ამჯერად იმავე გამოფენაზე გამოტანილ ცეცხლსასროლი იარაღისა და ოპტიკური ხელსაწყოების ფოტოებს გთავაზობთ:

შვეიცარიული კომპანია Brugger & Thomet–ის სნაიპერული შაშხანა APR 338

Brugger + Thomet AG Advanced Police Carbine

Brugger + Thomet AG MP-9

KRISS Vector-ის სხვადასხვა ვარიანტები – SDP, SBR, CRB, SMG.


KRISS Vector CRB


 Aimpoint–ის ნაწარმი, ზემოდან ქვემოთ – Micro T-1, CompM4s + CEU, CompM4, CompM3, CompC3 + 3XMag, Micro T-1 + 3XMag + LPI & Micro T-1


  Steyr HS 50 M1

 SAKO-ს სნაიპერული შაშხანები, ზემოდან ქვემოთ – TRG M10, TRG 42 & TRG 22

კომპანია Vectronix–ის ნაწარმი – სამფეხაზე ლაზერული მანძილმზომი VECTOR–21, ქვედა რიგში მცირე გაბარიტული ლაზერული მანძილმზომები, მარცხნიდან მარჯვნივ – PLRF–25C, TERRAPIN, PLRF15C with Integrated Digital Magnetic Compass

კომპანია Vectronix–ის  ნაწარმი – დღის–ღამის მანძილმზომი–სათვალთვალო კომპლექსი MOSKITO (მარცხნივ და შუაში) და ღამის ხედვის სათვალეები BIG-35

სისტემა STERNA, რომლის შემადგენლობაშიც შედის სათვალთვალო კომპლექსი MOSKITO

არტილერიის დღის–ღამის სადაზვერვო კომპლექსი GonioLight G-TI, რომლის შემადგენლობაშიც შედის – LRTV (Long Range Thermal Video Imaging System) მარჯვნივ და ლაზერული მანძილმზომი VECTOR 23 მარცხნივ

Thursday, February 21, 2013

სიახლეები F-22–ის შესახებ


რამოდენიმე სიახლე ამერიკული მე–5 თაობის გამანადგურებლის, F–22 შესახებ:

სხვადასხვა თაობის გამანადგურებლებს ერთმანეთის გაგებას ასწავლიან


Flightglobal–ი პენტაგონზე დაყრდნობით იუწყება რომ – აშშ–ს სამხედრო საჰაერო ძალებმა მე–4 და მე–5 თაობის გამანადგურებლებს შორის მონაცემთა გაცვლის ციფრული სისტემის შექმნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია მოითხოვეს.
გამომცემლობის თანახმად, აშშ–ს საჰაერო ძალებს ესაჭიროებათ სისტემა, რომელსაც შეეძლება რეალურ დროში სხვადასხვა თაობის გამანადგურებლებს შორის ტაქტიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა.
სისტემის გამოყენება გათვალისწინებულია ორ გამანადგურებელზე – F-22 Raptor–ზე და F-35 Lightning II–ზე.

წყარო:
USAF seeks information on connecting 4th and 5th gen fighters



F–22 ჩაფხუთი მიზანჩვენების სისტემას მიიღებს

აშშ–ს საჰაერო ძალების მეთაურობა F–22–ის ახალი ჩაფხუტით მიზანჩვენების სისტემით აღჭურვას გეგმავს, რომელიც გამანადგურებელს საშუალებას მისცემს სრულებით გამოიყენოს ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტა AIM-9X Sidewinder Block II–ის პოტენციალი. ამ რაკეტების გამოყენებას გამანადგურებელი 2017 წლიდან შესძლებს, როდესაც მოდერნიზაციის მომდევნო ეტაპი დასრულდება. ახალი სისტემის წყალობით F–22–ის პილოტები შესძლებენ რაკეტის დამიზნება თავის მობრუნებით განახორციელონ.
აშშ–ს სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელობა ორი ჩაფხუტის გამოყენების ვერსიას განიხილავს – პირველია აშშ–ს ეროვნული გვარდიის კუთვნილ F-16 Fighting Falcon–ებზე არსებული, კომპანია Gentex–ის ჩაფხუტი Scorpion HMCS, ხოლო მეორეა F-35 Lightning II–ის ჩაფხუტი JHMCS II, რომელსაც კომპანია VSI უშვებს. აღსანიშნავია რომ ამ ბოლოს უფრო ფართო შესაძლებლობები გააჩნია პირველთან შედარებით.

წყარო:
F-22 Raptors need helmet-mounted cueing system to take full advantage of AIM-9X



Lockheed Martin-ი 7 მილიარდ დოლარად F–22 მოდერნიზაციას ჩაატარებს

აშშ–ს საჰაერო ძალების მეთაურობამ კომპანია Lockheed Martin–თან 6,9 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებში კომპანიუა ვალდებულია განახორციელოს F–22–ის მოდერნიზაცია Increment 3.1 დონემდე, ხოლო მოგვიანებით Increment 3.2A და Increment 3.2B დონემდე. კონტრაქტის თანახმად სამუშაოები 2023 წელს უნდა დასრულდეს.
F-22–ის Increment 3.1 დონემდე მოდერნიზაციის შედეგად, რომელიც ამჟამად ხორციელდება, გამანადგურებელი მიიღებს სინთეზირებული აპერტურით აღჭურვილ რადარს, რაც მას საშუალებას მისცემს მოახდინოს ადგილმდებარეობის კარტოგრაფირება, მიზნების დამოუკიდებლად აღმოჩენა და მათზე იარაღის დამიზნება. ამას გარდა გამანადგურებლის შეიარაღება შეივსება 250 ფუნტიანი (113 კილო) 8 ცალი ბომბა SDB–ეთი.


2014 წელს დაიწყება გამანადგურებლის მოდერნიზაცია Increment 3.2A დონემდე. თვითმფრინავზე იგეგმება რადიოელექტრონული ბრძოლის და მიზნის ამოცნობის ახალი სისტემების დაყენება. ამას გარდა გამანადგურებელი შესძლებს Link 16–ის სტანდარტით მიღებული (F-22 ამჯერად მხოლოდ ინფორმაციის მიღებაზე მუშაობს) და საკუთარი მონაცემთა ბაზის ინფორმაციის შეთავსებას, ამას გარდა შესძლებს ეს ინფორმაცია საკუთარი სენსორებით მოპოვებულ ინფორმაციასთან შეაჯეროს.2017 წლიდან დაწყებული F–22 დაიწყებს Increment 3.2B დონის მოდერნიზაციას. ეს ითვალისწინებს გამანადგურებლის განახლებული რადიოელექტრონული ბრძოლისა და სანავიგაციო სისტემებით აღჭურვას. ამას გარდა მოხდება პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, რის წყალობითაც F-22 შესძლებს გამოიყენოს ისეთი რაკეტები, როგორებიცაა AIM-120D AMRAAM და AIM-9X Sidewinder.


წყარო:


P.S. არც ჩაფხუტი აქვს დასამიზნებელი, ვერც მე–4 თაობის გამანადგურებლებთანაა ერთ ქსელში ჩართული, ვერც AIM-120D AMRAAM–სსა და AIM-9X Sidewinder–ს ვერ ისვრის და ვერც ჰაერი–მიწა კლასის იარაღს ვერ იყენებს – გასაგებია რატომაც ყავთ სერვანდში და ბრძოლის ველზე არ გამოყჰავთ – ჯერ ისევ პამპერსებს წმინდავენ.

საემირატოს ფრანგული VBCI + რუსული БМП-3–ის კოშკურიანი მანქანა უნდა

გამოფენა IDEX-2013–ის განმავლობაში, რომელიც აბუ–დაბიში (გაერთიანებულ არაბულ საემირატოები) მიმდინარეობს, შესაძლებელია რომ ემირატების არმიასა და ფრანგულს–რუსულ მხარებს შორის გაფორმდეს ხელშეკრულება, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს საემირატოს არმიის 8х8 თვლიანი ფორმულის მქონე 700 მანქანის მოთხოვნა. სწორედ ფრანგული Nexter-ის ჯავშანმანქანა VBCI–სა აქვს ამ ხელშეკრულების განაღდების ყველაზე დიდი შანსი.

VBCI გამოფენა IDEX-2013

ჯავშანტრანსპორტიორი VBCI უკვე გამოიცადა ავღანეთის, ლიბანისა და მალის საბრძოლო მოქმედებებში, სადაც მან თავი უმწიკვლოდ წარმოაჩინა როგორც დაცვის ასევე ამძრაობისა და ამტანობის მხრივ (დაკარიდან მალის ჩრდილოეთით გადასვლა სარეკორდოდ მოკლე დროში განხორციელდა). მაგრამ მიუხედავად ამისა გაერთიანებული საემირატოს არმიამ ფრანგულ მხარეს მთელი რიგი მოთხოვნები წაუყენა – VBCI რუსული БМП-3–ის საბრძოლო მოდულით უნდა იყოს აღჭურვილი, რომელმაც ასევე დადებითად წარმოაჩინა თავი საემირატოს არმიაში.

VBCI მალიში

რადგანაც БМП-3–ის კოშკურა გაცილებით მძიმეა ვიდრე ორიგინალური ფრანგული მოდულები, საჭირო გახდა მანაქნის რუსული შეიარაღების კომპლექსთან ადაპტაცია. VBCI–ს კორპუსმა შესაბამისი გაძლიერება მიიღო. Nexter–ის წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ მთლიანობაში დარწმუნებულები არიან ამ პროექტის რეალიზაციის შესაძლებლობაში და წარმოადგინეს ახალი კოშკურით აღჭურვილი მოდრენიზირებული მანქანის მოდელი.

რუსული კოშკურით აღჭურვილი VBCI–ს მოდელი

ამ პროგრამაში  VBCI–ს ერთად ერთი რეალური მოწინააღმდეგეს ფინური Patria AMV წარმოადგენს. მაგრამ Nexter–მა მოახერხა და მყიდველს უფრო კონკურენტუნარიანი წინადადებით მიმართა – მათგან განსხვავებით ფინელები თავიანთი მანქანის გასაყიდად არც თუ ძალიან აქტიურობენ.
იმ შემთხვევაში თუ ემირატები ფრანგულ Nexter–თან ხელშეკრულებას გააფორმებენ, მაშინ აქედან მოგებას რუსული საწარმოებიც მიიღებენ. ამასთან არსებობს თანამშრომლობის ორი გზა – პირველი ფრანგული მხარე ყიდულობს რუსული საბრძოლო მოდულის წარმოების ლიცენზიას და ამგვარად ახორციელებს თავისი მანქანების აღჭურვას, თუმცა ამ გზას სავარაუდოდ რუსული მწარმოებლები არ დასთანხმდებიან, ხოლო მეორე გზა უკვე რუსეთში აწყობილი მოდულების გამოყენებას მოიცავს, რომელიც შემდეგში ფრანგულ მანქანებზე განთავსდება.

რუსული კოშკურით აღჭურვილი VBCI–ს მოდელი

წყარო:

Wednesday, February 20, 2013

დღის ფოტო – ეპოქა

ფოტოსურათი რომელზეც მთელი ეპოქა იგრძნობა

საბჭოთა T– 62 და ამერიკული A– 10


ფოტომასალა IDEX-2013–იდან

წარმოგიდგენთ რამოდენიმე დღის წინ დაპირებულ ექსკლუზიურ ფოტომასალას აბუ–დაბიში მიმდინარე გამოფენა IDEX-2013-იდან. წელს გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 59 ქვეყნის 1112 პროფილური კომპანია.

სასტუმრო Hyatt Capital Gate Abu Dhabi

M1A2S Abrams


 М1А1SA

 AM General–ის პავილიონი – სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების HMMWV–ები
  
შეჯავშნული Toyota Land Cruiser


Leopard-2HEL


ჯავშანტრანსპორტიორი БТР-4МВ, მანქანის წინ ძრავა 6ТД-3, უკანა პლანზე Т-84 Оплот-М, შუაში საბრძოლო მოდული Ингул

CMI Defence–ს საბრძოლო მოდული Cockerill CSE 90LP–ით აღჭურვილი БТР-7

სადაზვერვო მანქანა Panhard CRAB


საინჟინრო–გზამქმენდი მანქანა Leopard 2 AEBV Kodiak (Pionierpanzer 3 Kodiak)
 
 FNSS Pars 6x6

სამეთაურო–საშტაბო მანქანა Führungsfahrzeug Boxer

სამეთაურო–საშტაბო მანქანა Führungsfahrzeug Boxer–ის ბრიფინგის ადგილი

 Panhard VBL Mk2

Leclerc

 Nexter VBCI

БМПТ Терминатор


Renault Sherpa-ს ბაზაზე აწყობილი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი Caesar

თურქული ROKETSAN–ისა და ემირატების Jobaria Defense Systems–ის (JDS) 122მმ–ნი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Multiple Cradle Launchers (MCLs)