As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Saturday, March 16, 2013
ქუთაისის ავტოქარხანა და მისი ისტორია (ნაწილი–III)
ქუთაისში აწყობილი სამხედრო დანიშნულების ტექნიკის ისტორია:
"Объект 1040/1045"
მე–20 საუკუნის 60–იან წლებში მთელ რიგ სახელმწიფოებში დაბალ სიმაღლეზე მფრინავ საჰაერო ობიექტებთან საბრძოლველად ახალი თაობის საზენიტო სარაკეტო საშუალებებზე დაიწყეს მუშაობა. ამ სახეობის ტექნიკის მიმართ წაყენებული იყო მტელი რიგირ მოთხოვნები, რომელთა შორისაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო – მობილურობა რომელიც დასაცავი ქვედანაყოფების მობილურობის შესაბამისი უნდა ყოფილიყოპ, ავტონომიურობის მაღალი ხარისხი, ბრძოლის წარმოების ავტომატიზაცია და კომპლექსის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანის მცირე დრო. სახელმწიფო კუთვნილების მიუხედავად ეს მოთხოვნები ამა თუ იმ ფორმულირებით ყველა საზენიტო სარაკეტო კომპლექსის საფუძველში იყო ჩადებული. ითვლება რომ საბჩოთა კომპლექსი "Оса" ამ კლასის ყველაზე წარმატებული მოდელი იყო.
ამ კომპლექსზე მუშაობა 1960 წლის 27 ოქტომბერს სსრკ–ს მინისტრთა საბჭოს დადგენილება №1157-487–ის საფუძველზე დაიწყო. მთლი რიგი ტექნიკური პირობებთან ერთად გათვალისწინებული იყო ისიც რომ საბრძოლო მანქანას ცურვა უნდა შესძლებოდა, უნდა ეწარმოებინა საჰაერო სამიზნეების დაზვერვა მოძრაობაში და მათი ჩამოგდება მოკლე გაჩერებების დროს. პირველად ისმებოდა ავტონომიური კომპლექსის შექმნის ამოცანა რომელზეც ერთ ტრანსპორტზე (საბრძოლო მანქანაზე) განთავსებული იქნებოდა როგორც ყველა საბრძოლო საშუალება, მათ შორის რადიოლოკაციური სადგური და რაკეტების გამშვები რაკეტებით, ასევე კავშირგაბმულობის საშუალებები, სანავიგაციო და ტოიპოგრაფიული, კონტროლისა და ასევე ენერგო კვების მოწყობილობები. თემა "Эллипсоид"–ის (ახალ საზენიტო სარაკეტო კომპლექსზე მუშაობის თემა) შექმნაზე დიდი გავლენა იქონია ამერიკული კომპლექსი Muller–ის კონცეფციამ.
კომპლექსი "Оса"–ს შესაქმნელად პროგრამაში ქვეყნის სხვადასხვა საწარმოები იქნა ჩართული. კომპლექსის მომავალი შასის როლში რამოდენიმე მცურავი ჯავშანტრანსპორტიორი განიხილებოდა, რომლებიც 50–ანების ბოლოს 60–ინების დასაწყისში ისეთ საკონსტრუქციო ბიუროებში იქმნებოდა, როგორებიცაა – ЗИЛ, ГАЗ, КАЗ და სხვები. თუმცაღა აქედან ყველა ვერ აკმაყოფილებდა დასმულ მოთხოვნებს – 1961 წლის იანვარში ЗИЛ–ის საკონსტრუქციო ბიურომ უარი განაცხადა საზენიტო–სარაკეტო კომპლექს "Оса"–ს პროგრამაში მონაწილეობაზე, რადგანაც მის მიერ შემუშავებული სამხიდიანი ჯავშანტრანსპორტიორი ЗиЛ–153 (1,8 ტონა) სრულიად უვარგისი იყო მასზე მძიმე რადარის, რაკეტების და კომპლექსის სხვა კომპონენტების განსათავსებლად.
ამავე მიზეზით სერიოზულად არ განიხილებოდა ГАЗ–ის ბიუროში შექმნილი БТР-60П (ГАЗ-49). ამგვარად, რამდენიმე წლის განმავლობაში საზენიტო სარაკეტო კომპლექს "Оса"–ზე მუშაობა ქუთაისის "Объект–1040"–თან მიმბულად მიმდინარეობდა, რომელიც თავის მხრივ ასევე ქუთაისუსური "Объект 1015"–ის ბაზაზე იყო შექმნილი. "Объект–1040"–ზე ქართველი სპეციალისტები მოსკოვის ჯავშანსატანკო სამხედრო აკადემიის სპეციალისტებთან ერთად მუშაობდნენ.
აღსანიშნავცია რომ ალტერნატიულ ვარიანტად მიტიშინსკის ავტო ქარხნის საბურავებიანი შასი ММЗ-560 განიხილებოდა, მაგრამ მისი გამოყენება მიუღებელი იყო კომპლექსის წონის გაზრდის გამო (იმ დროისთვის), რომელიც 19 ტონას აღწევდა, რაც ზღუდავდა მის ავიატრანსპორტაბელურობას. ამას გარდა 60–იანების შუა პერიოდში შასის როლში МТ-ЛБ–ეც განიხილებოდა, მაგრამ რიგი ტექნიკური მიზეზების გამო ამ პროექტზე უარი განაცხადეს.
Объект 1040–ის კონკურენტები
БТР-60П (ГАЗ-49)
Объект 560
Объект 560У
ЗИЛ-153
გამოცდებისთვის საზენიტო კომპლექსის წონის შესაბამისი ბალასტით აღჭურვილი Объект-1040
რადგანაც ქუთაისური ჯავშანტრანსპორტიორის ტვირთამწეობა 3,5 ტონას შეადგენდა, მასზე 4,3 ტონა წონის მქონე საბრძოლო კომპლექსის განსათავსებლად უარი ითქვა სატყვიამფრქვევო დანადგარზე, ასევე შეცვლილი იქნა ძრავაც – წინა 220 ცხენისძალიანი ძრავის ნაცვლად ახალი 180 ცხენისძალიანი უფრო მსუბუქი დიზელის ძრავა დაყენდა.
კომპლექს "Оса"–ს შექმნა საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდა. 1967 წლის მეორე ნახევარში ემბინკის პოლიგონზე დაწყებული გამოცდები როგორც სარაკეტო ასევე სავალ ნაწილში არსებული პრობლემების გამო 1968 წლის ივლისში შეაჩერეს. "Объект-1040"–ის შასი საკმაოდ დამძიმებული იყო, რაც ხელს უშლიდა საჭირო სვლის მარაგისა და სისწრაფის უზრუნველყოფას. ქუთაისი ქარხანამ ტექნიკურ პროექტში წარდგენილ მაქნანის წონას (9 ტონა) 350 კილოთი გადააჭარბა, რაც საბრძოლო კომპლექსის წონასთან ერთად ხელს უშლიდა მანქანის თვითმფრინავ Ан-12–ით ტრანსპორტირებაში.. ამას გარდა გადამძიმებულმა საბრძოლო მანქანამ არადამაკმაყოფილებელი ცურვადობა უჩვენა. ამასთან მზა კონსტრუქციის წონის შემცირების რესურსი უკვე ამოწურული იყო – მის შესამსუბუქებლად თითქმის მთელი ჯავშანი მოხსნეს, დატოვეს მხოლოდ ოპერატორების ბალისტიკური დაცვა.
საზენიტო სარაკეტო კომპლექსი "Объект-1040"–ის შასიზე (თემა "Эллипсоид")
საზენიტო მართვადი რაკეტა 9М33–ის პირველი გაშვება – 1965 წლის 27 მარტი
გამშვებ 9П33–ზე დაყენებული საზენიტო რაკეტა 9М33 – შასი Объект-1040
კომპლექსის გამოცდებისას მთელი რიგი წარუმატებლობების შემდეგ, სსრკ–ს მინისტრთა საბჭოს განკარგულებით დადგინა საზენიტო სარაკეტო კომპლექსის დამუშავებული ვარიანტის გამოცდებზე წარდგენის ახალი ვადა – 1970 წლის მე–2 კვარტალი. შეცვლილი იქნენ პროგრამის ხელმძღვანელები და სხვა მუშაკები, ახალ გადაწყვეტილებაში "Оса"–ს შასისაც შეეხნენ – სსრკ–ს მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის კომისიის გადაწყვეტილებით გადაწყდა რომ საზენიტო კომპლექსი ბრიანსკის საავტომობილო ქარხნის შასიზე განთავსდებოდა. საცდელმა შასიმ ინდექსი "937" მიიღო (სერიული მანქანის ინდექსი – "5937" გახდა). თავის მხრივ ეს მანქანა ЗИЛ-135ЛМ–ის კვანძებზე და ნაწილებზე იყო აწყობილი. ამგვარად ქუთაისი ავტოქარხნის სამხედრო სფეროში დამკვიდრების მეორე მცდელობაც წარუმატებელი გამოდგა.
Объект 1040 ცურვითი გამოცდების დროს
Объект-1040–ის გამოცდები უგზოობაზე
Объект-1040–ის გამოცდები თოვლში
* * *
ამას გარდა 60–იან წლებში ჯავშანტრანსპორტიორის ტრანსმისიის და საკიდარის გამოყენებით ქუთაისი ავტოქარხანამ სამხედრო დანიშნულების სატვირთო მანქანა КАЗ-604Б შექმნა. მანქანა 8х8 სავალი ფორმული მქონე, უკაპოტო (კაბინა КАЗ-606А–სგან იყო აღებული) მანქანას წარმოადგენდა, რომელიც ЗИЛ-130–ის 150 ცხენისძალიანი V8 ძრავით იყო აღჭურვილი. თუმცა ეს პროექტიც წარმუატებელი აღმოცნდა – ქუთაისი ქარხნის მცირე საწარმოო სიმძავრეების გამო მისი სერიაში ჩაშვების საკითხი არც კი დამდგარა.
ქუთაისის ავტოქარხნის მიერ შექმნილი ჯავშანტრანსპორტიორების ვიდეო აღწერილობა
წყაროები:
პირველი ორი ნაწილი:
საბაზისო ზამთრის კურსის გამოშვება
როგორც თავდაცვის სამინისტროს საინფორმაცო ვებ გვერდზე დაყრდნობით ვიუყეებოდით ბაკურიანში 25 თებერვალს სამთო კურსი დაიწყო, რომლშიც ნატოს და სხვა პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მწარმომადგენლებიც ღებულობდნენ მონაწილეობას. კურსი გუშინ, 15 მარტს დასრულდა:
საბაზისო ზამთრის მომზადების კურსი, დღეს ოფიციალურად დასრულდა. სწავლების დახურვის საზეიმო ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი, ასევე, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები დაესწრნენ. სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 21-მა სამხედრო მოსამსახურემ კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები მიიღო. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კურსები საქართველოში ტარდება. ეს საშუალებას გვაძლევს, წვლილი შევიტანოთ მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ჩვენი წვრთნებისა და განათლების სისტემა ავიმაღლოთ. როგორც მინისტრის ხედვაშია აღნიშნული, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სამხედრო განათლებისა და წვრთნების განვითარებაა” - განაცხადა თამარ ქაროსანიძემ. PFP პროგრამის ფარგლებში საბაზისო ზამთრის კურსი დაბა ბაკურიანში 25 თებერვალს დაიწყო. მასში მონაწილეობა ლიტვის, ესტონეთის, გერმანიის, ნორვეგიის, უკრაინის, იორდანიისა და სომხეთის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს. კურსის წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები სამთო მომზადების სკოლაში ზამთრის და ზაფხულის შემდგომ კურსებს გაივლიან.
წყარო: