As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Saturday, March 23, 2013
დღის ფოტო
სანგინის რაიონის გუბერნატორი Mohammad Sherrif პატივს მიაგებს ამერიკელი საზღვაო ქვეითის საარტილერიო ქვედანაყოფის სერჟანტის, Ralph E. Pate–ს საველე ჯვარს. სერჟანტი 2011 წლის 26 ივნისს რაიონში საბრძოლო ამოცანის დროს დაიღუპა.
Mohammad Sherrif, District Governor for Sangin, salutes the battlefield cross for U.S. Marine Corps Gunnery Sgt. Ralph E. Pate Jr., an Explosive Ordnance Disposal Technician with 8th Engineer Support Battalion in support of 1st Battalion, 5th Marines, Regimental Combat Team 8, during a memorial ceremony held at Forward Operating Base (FOB) Jackson, Sangin, Afghanistan July 11, 2011. Pate was killed in action while conducting combat operations in the district on June 26, 2011. (U.S. Marine Corps photo by Corporal Logan W. Pierce)
Friday, March 22, 2013
მწყობრიდან გამოსული ობამას ლიმუზინი
როგორ ცნობილი გახდა ისრაელში ვიზიტისას აშშ–ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, Cadillac–ის მარკის ლიმუზინი მწყობრიდან გამოვიდა. განცხადების თანახმად მომსახურე პერსონალმა ავზში ბენზინის ნაცვლად დიზელის საწვავი ჩაასხა. ლიმუზინი 20 მარტს, ბენ–გურიონის აროპორტში გამოვიდა მწყობრიდან.
მანქანის შემცვლელი ამერიკელებმა სასწრაფოდ გამოაგზავნეს ისრაელთან მოსაზღვრე იორდანიიდან, სადაც ის საწყობში ინახებოდა.
მწყობრიდან გამოსული საპრეზიდენტო ლიმუზინის ევაკუირება
ობამას Cadillac, რომელსაც ზედმეტსახელა "ნადირი" (The Beast) შეარქვეს, General Motors–ის მიერ სპეციალურად აშშ–ს პრეზიდენტისთვისაა დამზადებული. მანქანა სატვირთო პირკაპი GMC TopKick–ის ბაზაზეა აწყობილი, მისი სიგრძე 5,5 მეტრაა, დაახლოებით 9 ტონას იწონის, 100კმ–ზე 35 ლიტრა საწვავს ხარჯავს და მილიონ დოლარზე მეტი ღირს.
ლიმუზინის ჯავშანი პერიმეტრზე 12–იდან 20 სანტიმეტრამდე მერყეობს (გაძლიერებული ჯავშანი კარებისა და კორპუსის შეერთების და სხვა სუსტ ადგილებშია). მანქანის ჯავშანს შეუძლია მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის ტყვიების შეჩერება. ხოლო ქვევიდან ქვეით საწინააღმდეგო ნაღმს უძლებს.
საკმაოდ საინტერესო ფოტო–სურათი, კარგად ჩანს ჯავშანკარების სისქე
თურქულ–შვედური გამანადგურებლის ერთობლივი პროექტი
თურქეთის "ეროვნული გამანადგურებლის" შექმნის პროგრამის ფარგლებში თრუქულმა ΤΑΙ–მ და შვედურმა SAAB–მა ხელი მოაწერეს ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელშიც ტურქული მხარე წამყვან მოთამაშედ მონაწილეობს. აღსანიშნავია ისიც რომ თურქეთის შესყიდვების სამინისტრომ ამ პროგრამაზე მუშაობის დაწყება თურქულ კომპანიებს 2011 წელს დაავალა.
თურქეთსა და შვედეთს შორის (ისევე როგორს თურქეთსა და KAI–ის შორის) ფლირტი გამანადგურებლის პროგრამის შესახებ გასული ათწლეულის მეორე ნახევარში დაიწყო. გეგმების მიხედვით თურქეთმა ახალი გამანადგურებელი 2023 წელს უნდა ჩაუშვას სერიაში.
წყარო:
TAI and Saab to design Turkey’s indigenous fighter
წყარო:
TAI and Saab to design Turkey’s indigenous fighter
Thursday, March 21, 2013
ახალი რუსული სატანკო ჭურვები "Свинец", "Грифель" და სხვები
გასული წლის ზაფხულში ვწერდით რუსეთის ჯავშანტექნიკის საგამოცდო ცენტრში გადაღებული უცნობი ჭურვის წამყვან მოწყობილობაზე – დასავლეთის სატანკო ჭურვები რუსების ხელში. მაშინ ჯერ გაურკვეველი იყო თუ რა ჭურვის დეტალებთან გვქონდა საქმე, ამჯერად ეს ამოცანა ამოხსნილია – ინტერნეტ–ფორუმ СИЛА РОССИИ–ზე გამოქვეყნდა ახალი რუსული 125მმ–ნი სატანკო ჭურვების ფოტოსურათები, რომელთა დახმარებითაც არაა ძნელი იმის გარკვევა თუ რომელი ჭურვის დეტალების ფოტოები გავრცელდა შარშან:
ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი "Грифель–1&2" და მსხვრევად ფუგასური "Грифель–3"
ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი "Ссвинец–1&2"
როგორც ცნობილია დღეს–დღეობით რუსული არმიის ყველაზე თანამედროვე მასიურ ქვეკალიბრული ჭურვს 3ВБМ-17 Манго წარმოადგენს, რომელიც სერიაში 1986 წელს იქნა ჩაშვებული და მისი ჯავშანგამტანობა 60 გრადუსიანი კუთხით სავარაუდოდ 430მმ–ს უტოლდება.
ზემოთ მოყვანილ ფოტოებზე გამოსახულია ამ სფეროში რუსეთის სამხედრო საწარმოო კომპლექსის უკანასკნელი მიღწევები – "Ссвинец–1&2", "Грифель–1&2". ამ ჭურვების ჯავშანგამტანობა უცნობია, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტის დაანგარიშებით "Ссвинец–2"–ს შემეგი გამტანობა გააჩნია:
2km V=1580, P(60)=730, P(0)=624
2km V=1490, P(60)=700, P(0)=600
ორი ვარიანტის არსებობა ჭურვის საწყისი სიჩქარის ზუსტი მონაცემების არქონამ გამოიწვია. როგორც დაანგარიშებიდან ჩანს "Ссвинец–2"–ს 60 გრადუსიანი კუთხით 700–730მმ ჰომოგენური ჯავშნის გახვრეტა შეუძლია, ხოლო 0 გრადუსზე ეს მონაცემები 600–624მმ–ს ტოლია. ეს გამტანობა 90–იანი წლების დასავლური ჭურვების (მაგალითად გერმანული DM-53 და ამერიკული M-829A2) ანალოგიურია. მაგრამ აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც რომ "Грифель–1&2"–ს უფრო მეტი სიგრძე აქვს და მისი გამტანობაც გაცილებით მეტი უნდა იყოს.
ასევე უცნობია რამდენად სერიულებია ეს ჭურვები, ჟურნალ "ТиВ"–ის 2009 წლის მე–10 ნომრის სტატიის მიხედვით იმ დროს შემდეგი მონაცემები არსებობდა:
"რუსული ტანკების საცეცხლე ძალის გაზრდა გათვალისწინებულია საბრძოლო კომპლექტში ახალი, ეგრეთ წოდებული "გრძელი" (L=740 მმ) ჭურვების შეყვანით. ქვეკალიბრულ 3БМ42 "Манго"–თი აღჭურვილი გასროლა 3ВБМ17–ის ნაცვლად მიღებული იქნება გაზრდილი სიმძლავრის მქონე 3БМ59 "Свинец-1"–ით აღჭურვილი გასროლა 3ВБМ22 და 3БМ60 "Свинец-2"–ით აღჭურვილი გასროლა 3ВБМ23. ამ ჭურვების გამოყენება გამტანობასთან ერთად ეფექტური სროლის მანძილსაც ზრდის".
P.S. ახალი რუსული ჭურვები Т-90А-ს ტექნიკური აღწერილობის თანახმად მუხტ 4Ж96–ს მოიხმარენ.
ამგვარად არაა გამორიცხული რომ ახალი გასროლები უკვე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე შემოზიდული იყოს.
რაც შეეხება თვითონ შარშანდელ ფოტოებს – ყველაზე სავარაუდოდ მასზე ერთ–ერთი "Грифель"–ია გამოსახული.
Свинец–1 (ან 2) ასევე გამოჩნდა რუსეთი ფედერაციის "მანქანათმშენებლობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის" (Научно-исследовательский машиностроительный институт) 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში:
სავარაუდოდ "Свинец"–ის აწყობის პროცესი (კადრები ინსტიტუტისადმი მიძღვნილი ვიდეოდან. ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე – К 80-летнему юбилею НИМИ)
თვითონ "Свинец"–ისა და "Грифель"–ის ფოტოები "მანქანათმშენებლობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის" 80 წლის იუბილესამი მიძღვნილი წიგნიდანაა. წიგნში ასევე შესულია შემდეგი საინტერესო სატანკო ჭურვები:
პირდაპირი ჭავლის რეაქტიულ ძრავიანი სატანკო 125მმ–ნი ქვეკალიბრული ჭურვები
ქვეკალიბრული ჭურვი 3ВБМ-11 "Надежда"
ქვეკალიბრულ–ჯავშანგამტანი ჭურვ "Заступ"–ით აღჭურვილი 115მმ–ნი გასროლა
ქვეკალიბრულ–ჯავშანგამტანი ჭურვ 3БМ20 "Изомер"–ით აღჭურვილი 100მმ–ნი გასროლა 3УБМ8
ქვემეხ М-62Т2С–ისთვის განკუთვნილი 122მმ–ნი ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი ჭურვი
КрАЗ-ები საქართველოსთვის
ჟურნალი "Defense Express"–ი, КрАЗ–ის ქარხნის პრეს–მდივნის, დინა სტეგანცოვას ინფორმაციაზე დაყრდნობით, ქარხნის მიერ 2012 წელს შესრულებული სამუშაოების და 2013 წლის გეგმების შესახებ წერს. ჟურნალის თანახმად 2012 წელს ქარხანამ სულ 899 ცალი მანქანა გამოუშვა, საერთო რაოდენობიდან 66% დსთ–ს ქვეყნებში იქნა მიწოდებული, 11% თვითონ უკრაინის შიგნით გაიყიდა, დანარჩენი 23% სხვა ქვეყნებში იქნა ექსპორტირებული. მანქანების ყველაზე დიდი რაოდენობა – 548 ერთეული რუსეთმა შეისყიდა, 57 მანქანა თურქმენეთმა, 38 ყაზახეთმა, ასევე აღსდგა მანქანების მიწოდება საქართველოში – ქართულმა მხარემ გასულ წელს 18 მანქანა შეიძინა.
P.S. ძალიან საინტერესოა რომელ ბაზარს მიეწოდა ეს მანქანები – სამხედროს თუ სამოქალაქოს.
Wednesday, March 20, 2013
საცეცხლე მომზადება „Agile Spirit 2013“-ის ფარგლებში
ვაზიანში სამხედრო პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლება „Agile Spirit 2013“ -ის ფარგლებში საცეცხლე მომზადება მიმდინარეობს.
ერთობლივ წვრთნებში აშშ საზღვაო ქვეითთა კორპუსის შავი ზღვის როტაციული ძალების 350 სამხედრო და მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი მონაწილეობს.
საცეცხლე მომზადება ორ დღეს გაგრძელდება და ქართველი და ამერიკელი სამხედროები სხვადასხვა ტიპის და კალიბრის იარაღებიდან სროლის ტექნიკას დაეუფლებიან.
პრაქტიკული სავარჯიშოები მიმდინარეობს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებიდან, ტყვიამფრქვევებიდან, დაზგის ავტომატური ყუმბარმტყორცნებიდან და ნაღმმტყორცნებიდან.
სხვადასხვა მანძილზე მდებარე სამიზნეების დაზიანების ხარისხის მიხედვით, სამხედროები შესაბამის ქულებს იღებენ, რაც ჯარისკაცების შეფასებაში აისახება.
საცეცხლე მომზადების შემდეგ იგეგმება ტაქტიკური სწავლებები, რომელიც ერთობლივი ქართულ-ამერიკული შემაჯამებელი წვრთნით დასრულდება. ტაქტიკური სწავლებების დროს სამხედროები ისეთ ოპერაციებს განავითარებენ, რომელსაც ISAF-ის ეგიდით სამხედროები ავღანეთში ასრულებენ.
Georgian and American military servicemen are undergoing fire preparations within the framework of the joint exercise “Agile Spirit 2013”. The training organized by Georgian MoD and the USA Defence Department, is taking place at the drill ground of IV Infantry Brigade in Vaziani.
350 military servicemen of the U.S. Marine Corps Black Sea Rotational Forces and 23rd Battalion of II Infantry Brigade of GAF participate in the exercise.
Fire preparations last for two days. Georgian and American soldiers will master in shooting techniques from various kinds of types and calibers weapons. Practical exercises are undergoing from automatic firearms, anti-tank grenade launchers, firing-machines, automatic grenade launchers and mortars.
According to the damage quality of the targets locating in different distances, military servicemen get the relevant scores that are depicted in their estimations.
Following the fire preparation, tactical trainings are scheduled to be held. The combined Georgian-American exercise will be concluded with the final training. During the tactical preparations soldiers will undergo maximally close operations to ISAF mission in Afghanistan.
წყარო:
ინდოეთი სავარაუდოდ Arjun–Mk2–ის წარმოებას დაიწყებს
დღეს Arjun Mk2–სთვის მნიშვნელოვანი დღეა – ინდოეთის თავდაცვის მინისტმა ებრაულ კომპანია Elbit Systems Electro-optics Elop Ltd (Elop) 116 ცალი Arjun Mk2–სთვის 80 მილიონი დოლარის ღირებულების vectronics–ის კომპლექტი შეუკვეთა.
Order Placed For Arjun Mk1A MBT's Vectronics Suite
The Arjun Mk1A MBT programme crossed a significant milestone today after India’s Ministry of Defence (MoD) inked a US$80 million contract with Elbit Systems Electro-optics Elop Ltd (Elop) for the procurement of vectronics suites over the next two years for 116 Arjun Mk2s.
წყარო:
Rafale–ს ავარიული შემთხვევა მალის თავზე
დააკვირდით ბოლო სურათს – რომელზეც ფრანგული გამანადგურებელი მოულოდნელ ბრეიკს აკეთებს. მიუხედავად იმისა რომ ფოტო არაა კარგი ხარისხისა, მაინც ჩანს რომ საწვავგასამართი შტანგის წვერი მოტეხილია, ხოლო საჰაერო ტანკერის საწვავის შალნგის ძაბრიდან საწვავი იფრქვევა.
ფოტოსურათები 17 მარტს, მალის თავზეა გადაღებული ამერიკის ავიაციის კუთვნილი საჰაერო ტანკერ KC-135R–იდან, რომელიც ოპერაციაში მიზიდული იყო რათა Rafale–B–ეს საწვავით უზრუნველყოფა განეხორციელებინა. თავის მხრივ GBU-12–ებით აღჭურვილი Rafale–B მალის თავზე საჰაერო მხარდაჭერის მისიას ასრულებდა.
P.S. თვითონ გამანადგურებლის პროგრამის განვითარების კუთხით დავამატებდი რომ ჟურნალ Air Cοsmos–ის თანახმად F3 სერიის Rafale–ს შესაძლ;ებლობა ექნება მძიმე აღჭურვილობის კონფიგურაციაში (რომელიც ყველაფერთან ერთად 3 გარე დასაკიდ ავზზსაც მოიცავს) უკანა ორ, მე–6 და მე–10 პილონებზე, ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტები MICA ატაროს.