Friday, May 3, 2013

CV-90 Armadillo

დანიის არმიამ CV-90 Armadillo–ს გამოცდები დაიწყო. Armadillo (ჯავშნოსანი) - ეს  CV–90–ის უკოშკურო ვერსიაა, რომლის ბალისტიკური და ნაღმსაწინააღმდეგო დაცვაც Stanag 4а/b–ეს აჭარბებს (14,5მმ ტყვიებისგან დაცვა 200 მეტრიდან და 10კგ ტროტილის ექვივალენტი ნაღმდგრადობა). დანიის არმიამ გამოსაცდელად ამ ტიპის ხუთი მანქანა მიიღო. 
მოცემული მანქანა CV–90–ზე ბაზირდება, რომლის ჯავშანტრანსპორტიორად გადაკონფიგურირება BAE Systems–ის შვედურ განყოფილებაში განხორციელდა. დანიის არმია სხვა სავარაუდო კანდიდატებად GDLS Europe–ს Piranha V–ეს და М-113–ის მოდერნიზირებულ ვარიანტ G–5–ს განიხილავს (რომელიც კომპანია FFG–ის მიერაა შექმნილი). ჯავშანტრანსპორტიორის არჩევა სავარაუდოდ 10 თვეში დასრულდება, ანუ 2014 წელს, რის შემდეგაც 2015 წელს მისი სერიუოი წარმოება უნდა დაიწყოს.






ახალი თურქული ჯავშანმანქანები

თურქეთმა სამი ახალი ჯავშანმანქანა წარმოადგინა:

30 ტონიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანა TULPAR

Otokar Cobar-II

 Otokar Ural

Thursday, May 2, 2013

ხრიდოლი ქართულ არმიაში


საქართვლოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელშიც მეოთხე ბრიგადის დაზვერვის ასეულმა და ხრიდოლის მებრძოლებმა ერთბლივი საჩვენებელი ნომერი წარმოადგინეს. თვეზე მეტია, მეოთხე ბრიგადის ხელმძღვანლობის ინიციატივით, ბრიგადის დაზვერვის ასეულის მებრძოლებს ხელჩართული ბრძოლის ქართული სიტემის - ხრიდოლის მიხედვით წვრთნიან ხრიდოლის ინსტრუქტორები გიორგი ავსაჯანიშვილი და პაპუნა კალანდია. მიუხედავად იმისა, რომ ასეულს მოსამზადებლად ძალზე ცოტა დრო ჰქონდა, მათ მაინც ბრწყინვალედ გაართვეს თავი დაკისრებულ ვალდებულებას. უახლოეს დროში მეოთხე ბრიგადის ხელმძღვანელობას დაგეგმილი აქვს მთლიან ბრიგადაში დანერგოს ხელჩართული ბრძოლის ქართული სისტემა. ხრიდოლის საბრძოლო სისტემის ქართულ ჯარში დანერგვა, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ინიციატივით, 2009 წლიდან დაიწყო. იმავე წლიდან ხრიდოლის წესებით ტარდება შეიარაღებული ძალების პირველობა ხელჩართულ ბრძოლაში. 2012 წელს, თავდაცვის სამინისტროს სპორტის სამსახურის ინიციატივით, ხრიდოლის ინსტრუქტორების მიერ გადამზადდა 40 სამხედრო მოსამსახურე, რომლებმაც ხელჩართული ბრძოლის ქართული სისტემა უნდა დანერგონ ჯარში. სულ თავდაცვის სამინისტროს დაგეგმილი აქვს 200 სამხედრო მოსამსახურის გადამზადება ხრიდოლის ინსტრუქტორად.



წყარო:

ბლოგი Dead District

ბლოგ Dead District–ს 28 აპრილს ერთი წელი შეუსრულდა. ამ ერთი წლის მოკლე სტატისტიკა:
  • ერთი წლის განმავლობაში ბლოგზე გამოქვეყნდა 739 სტატია.
  • მთლიანობაში ბლოგს 110 315 მონახულება აქვს.
  • დღეში საშუალოდ 301 მონახულება.
  • ყველაზე მეტი მონახულება ერთ საათში – 2013 წლის 19 მარტი, 21:00 სთ - 140 ვიზიტი.
  • ყველზე მეტი მონახულება ერთ დღე–ღამეში – 2013 წლის 18 თებერვალი - 979 ვიზიტი.

სტატიების რეიტინგი მონახულების მიხედვით:

ასევე ამ ერთი წლის განმავლობაში ბლოგის მასალები შემდეგ ვებ–გვერდებზე და ფორუმებზე იქნა გამოყენებული:
ბლოგმა მთელი წლის განმავლობაში 20 მუდმივი მკითხველი შეიძინა (სავარაუდოდ უფრო მეტი, მაგრამ დაფიქსირებული მხოლოდ ოცია) – მინდა მადლობა მოვუხადო ყველა ერთგულ მკითხველს. ასევე ყველას მივმართავ თხოვნით – დამეხმაროს ბლოგის გავრცელებაში.
ბლოგის იუბილესთან დაკავშირებით ვდებ ახალ გამოკითხვას – რომელიც ბლოგის ხარისხის გამოვლენაში დამეხმარება.

Tuesday, April 30, 2013

ქართული არმიის დღე საჩვენებელი სწავლებით აღინიშნა

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით ვაზიანში დღეს საჩვენებელი სწავლება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრნენ. მათთან ერთად ქართველი სამხედროებისთვის პროფესიული დღესასწაულის მისალოცად ვაზიანში მინისტრთა კაბინეტის წევრებიც იმყოფებოდნენ. 
სპეციალურად მისული სტუმრებისთვის ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საჩვენებელი საველე-ტაქტიკური სწავლება „ისარი - 013“ გაიმართა. სპეციალური ოპერაციების ძალების პირადმა შემადგენლობამ წვრთნაში საკუთარ შეიარაღებაში არსებული საბრძოლო ტექნიკითა და საქართველოში წარმოებული სამხედრო მანქანებით მიიღო მონაწილეობა. სამხედროებმა ჩასაფრების, ძებნა-გადარჩენის, საცეცხლე მომზადებისა და ძალთა გამოყვანის ამოცანები განახორციელეს. 
„ისარი - 013“-ში საჰაერო ბრიგადის ესკადრილიაც იყო ჩართული, რომელმაც ოპერაციის რაიონში ახლო საჰაერო მხარდაჭერა და სპეცდანიშნულების ჯგუფების საჰაერო ინფილტრაცია განახორციელა. 
საჩვენებელ სწავლებაში I საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული საარტილერიო ბატარეაც მონაწილეობდა, რომელიც პირობითი მოწინააღმდეგის შეყოვნებისთვის სამიზნეებზე არაპირდაპირ ცეცხლს აწარმოებდა. 
საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლებმა შეიარაღებული ძალების დღე ქართველ სამხედროებს პირადად მიულოცეს. ბიძინა ივანიშვილმა მათ საჩვენებელი სწავლებისთვის მადობა გადაუხადა და პროფესიული წარმატებები უსურვა.



Solemn events held for Georgian military
In celebration of Georgian Armed Forces Day, solemn events were organized on the military bases throughout the Georgian territory. The concert in Vaziani military base went on in presence of Defence Minister. Irakli Alasania addressed the Georgian military and congratulated them on the professional day: “I would like to congratulate all of you on this happy day. Today, it is the birthday of the Georgian army. We celebrate our 22nd anniversary. I cannot remember all those Georgian warriors who scarified their lives to the defence of the homeland. I would like to reaffirm our loyalty to their families and beloved ones. Each of us will follow the way of our ancestors with dignity in order to create a powerful state with a strong army. When I see so many males and females in this Brigade whose patriotic morale is too high, I believe that we will achieve our mission through joint efforts. Strength of the country depends on you. I, as Minister of Defence, will stand side by side with you as a private soldier.” The military servicemen of IV Infantry Brigade performed the dance “Khorumi” and Khridol show. Georgian star singers also sang for the servicemen in Vaziani. Concerts and solemn events were organized in Telavi, Mukhrovani, Krtsanisi, Gori, Akhaltsikhe, Kutaisi, Senaki, Khoni and Batumi military bases. The Georgian singers and folk song and dance ensembles congratulated Armed Forces Day to the soldiers. Today, Open Days were organized at all the military bases. The Georgian military were congratulated by their family members too. They got familiar with a working environment of soldiers. Following the concert, a solemn dinner was held for them.







წყარო:
შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი

რუსული იარაღწარმოების სიახლეები

2013 წლის 29 აპრილს "Ижмаш"–ის საკონსტრუქციუო–ტექნოლოგიური ცენტრის (Конструкторского-технологического центр – КТЦ) 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო დღესასწაულზე, საწარმოოს მთავარმა კონსტრუქტორმა ვლადიმირ ზლობინმა ცენტრის პერსპექტიული გგანვითარების შესახებ ისაუბრა და წარმოადგინა კომპანიის მიერ სამოქალაქო და სამხედრო თემატიკით შექმნილი იარაღის ბოლო ნიმუშები.
ვიტალი ზლობინის განცხადებით სახელმწიფოს მხრიდან შეკვეთების დიდი მოცულობის გამო საკონსტრუქციო ცენტრი კვირაში ექვსი დღე მუშაობს. კერძოდ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დავალებით ცენტრის სპეციალისტები საცდელ–საკონსტრუქციო სამუშაო "Вояка-А12"–ის ფარგლებში ორი ახალი ავტომატის შექმნაზე მუშაობენ. ამას გარდა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისთვის АК-12-ის ბაზაზე იქმნება ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მთელი რიგი, რომელიც 7,62х39მმ ტყვიებს მოიხმარს და მომავალში АК-103, АК-104 და АКСУ-74 ჩაანაცვლებს.
ასევე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებში "Ижмаш"–ის კონსტრუქტორები ქმნიან ახალ ავტომატს, სახელწოდებით АК-12СН, რომელსაც მოდულური კონსტრუქცია ექნება. ამ მოდელის გამოცდები სავარაუდოდ 2014 წელს დაიწყება. 
"Ижмаш" ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დავალებით მუშაობს მეასე სერიის АК-ას და АК-74–ის მოდერნიზაციაზე და ამას გარდა საცდელ–საკონსტრუქციო სამუშაო "Ратник"–ის (ამ პროგრამის შესახებ ბლოგში არა ერთხელ ვწერდი – დაიწყო სისტემა "Ратник"-ის საბრძოლო გამოცდებიავტომატი რუსულ არმიაშირუსეთში მოდერნიზირებული АК-ას გამოცდები გრძელდება)ფარგლებში საერთო საჯარისო ავტომატის შექმნის სამუშაოებსაც ახორციელებს, რომელიც АК-12–ის პლატფორმაზე იქნება შემუშავებული, ამ ავტომატის სახელმწიფო გამოცდები 2013 წლის ივნისშია დაგეგმილი.
ამას გარდა "Ижмаш"–ის მთავარი კონსტრუქტორმა განაცხადების თანახმად АК-12–ისთვის შექმნილია ახალი კალიბრის ტყვია და რომ უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნება სამი ახალი ტყვია – ერთი პისტოლეტის და ორი ავტომატის.
ახალი სნაიპერული შაშხანა ВС-121


წარმოდგენილი არაღების სხვადასხვა ნიმუშები

P.S. როგორ ფოტოებიდან ჩანს АК-12-ის კონსტრუქციაში მთელი რიგი ცვლილებებია შეტანილი – დაყენებული წინა სახელური, ზედა პიკატინის მიმმართველი მთლიან სიგრძეზე ერთიანად აყენია, ლულის კოლოფის თავსახური და ლულის ზედსადები გაერთიანდა და მათი შემაერთებელი სახსარი გაუქმებულია.

Sunday, April 28, 2013

რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს ქმნის


რუსული სპეციალური ოპერაციების ძალების საკმაოდ საინტერესო ვიდეო:

რამოდენიმე საინტერესო მომენტი ვიდეორეპორტაჟიდან:
  1. 2:15 წუთზე წამყვანის სიტყვები – "სპეციალისტები დაშვების მერე ფორმას იცვლიან და იმ ქვეყნის ფორმას იცვლიან სადაც იმყოფებიან" და ამ დროს ტიპი მულტიკამს იცვამს. ნეტა რომელი ქვეყნის იმიტაცია ჰქონდათ სწავლებაზე?
  2. აღჭურვილობის საკმაოდ დიდი წილი არარუსულია – მაგალითად სამიზნე მოწყობილობები, სახტომი შლემები (სავარაუდოდ Ops-Core FAST Base Jump), სნაიპერული შაშხანები.
  3. ასევე საინტერესოა 3:31 წუთზე კალაშნიკოვის გამჭვირვალე მჭიდი.
მოკლედ დაკვირვებული თვალი ბევრ საინტერესო რამეს დაინახავს ვიდეოში და რამდენიმე ირიბ მინიშნებასაც ადვილად ამოიცნობს.