As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Saturday, July 20, 2013
Thursday, July 18, 2013
Miss "პოლონეთის შეიარაღებული ძალები"
პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში, 27–28 ივლისს გამართულ ღონისძიებათა სიაში კონკურსი "Miss პოლონეთის შეიარაღებული ძალები"–ც შედის, რომელზეც ქვეყნის შეიარაღებული ძალების წლის ლამაზმანის ვინაობა გაირკვევა. კონკურსის მონაწილეებმა გამარჯვებისთვის სილამაზის გარდა სხვა შესაძლებლობებიც უნდა გამოავლინონ – ტაქტიკური ცოდნა, ცეცხლსასროლ იარაღთან მოპყრობა და სხვა სამხედრო უნარ–ჩვევები.
სილამაზის კონკურსის გარდა ასევე გაიმართება სიმღერის კონკურსი, სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლების ჩვენებები და ორთაბრძოლები, საჩვენებელი საპარაშუტო ხტომები, კონცერტი და სხვა გასართობი ღონისძიებები.
Wednesday, July 17, 2013
Крымск - პერსპექტიული ჯავშანტექნიკის ჰიბრიდული ძალური დანადგარი და ელექტროტრანსმისია
სამეცნიერ–კვლევითი სამუშაო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დავალებით და დაფინანსებით განხორციელდა. კვლევითი გამოცდების შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია. პროტოტიპთან შედარებით (საცდელ ბაზად БТР-90–ის კორპუსი და შასი იქნა აღებული) მანქანაზე 1,5–ჯერ სუსტი ძრავა ეყენა, მაგრამ ამის მიუხედავად მანქანამ უკეთესი შედეგები აჩვენა.
კუბინსკის ასაფრენ ბილიკზე სამაკეტო მანქანის 22 ტონიანმა ნიმუშმა 80კმ/სთ 33 წამში განავითარა. ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 97კმ/სთ–ს გაუტოლდა. მანქანამ ასევე წარმატებით დასძლია 30° აღმართი, გადალახა 2 მეტრა სიგანის თხრილი და 50 სანტიმეტრი სიმაღლის ვერტიკალური კედელი.
შემდეგში "Крымск"–მა ჩამბული БТР-80–ით 15 გრადუსიანი აღმართი დაძლია, ხოლო გრუნტიან გზაზე ამ მისაბმელით 48კმ/სთ განავითარა.
ყველაფერ ამასთან მანქანის სვლის მარაგი 940 კილომეტრამდე გაიზარდა (40კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებისას), რაც ერთნახევარჯერ მეტია იმავე რაოდენობის საწვავით პროტოტიპის მიერ გავლილ მანძილთან შედარებით.
მაკეტის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია:
- კორპუსი და სავალი ნაწილი
- მოძრაობის მართვის სისტემა
- ჰიბრიდული ენერგოდანადგარი
- ელექტროტრანსმისია
ვიდეოსიუჟეტის სანახავად გადადით შემდეგ ბმულებზე:
- Колесная машина «Крымск» с гибридной энергоустановкой.
- Колесная машина «Крымск» с гибридной энергоустановкой разворачивается на сухом бетоне.
დაწვრილებით მანქანის შესახებ:
P.S. საკმაოდ საინტერესო ნამუშევარია, ამ თემაზე დასავლეთში უკვე დიდი ხანია მუშაობს (კერძოდ ამერიკის პერსპექტიული ჯავშანტექნიკის პროგრამები), მაგრამ ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვები – როგორია ამ ნო–ჰაუს საიმედოობა, რესურსი და რემონტვარგისიანობა და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი როგორია მისი "ფასი"?
ელექტროტრანსმისიით აღჭურვილი ამერიკული FCS-T და FCS-W
Tuesday, July 16, 2013
დღის ფოტო – დაარქვით სახელი
რას დაარქმევდით?
P.S. რო არავის არაფერი ეგონოს, ფოტო ეგლინის ავიაბაზაზე განხორციელებული სახანძრო და სამაშველო სწავლების დროსაა გადაღებული – Eglin AFB.
Monday, July 15, 2013
ჯავშანმანქანა ВПК-3924 СПМ-3 "Медведь"–ის ჯავშანმდგრადობის გამოცდები
ფორუმ otvaga2004–ზე გამოქვეყნდა რუსული MRAP–ის კლასის ჯავშანმანქანა ВПК-3924 СПМ-3 "Медведь"–ის ჯავშანმდგრადობის გამოცდების ფოტოები. ფოტოსურათებზე გამოსახული 7,62x54R ტყვიებით დაცხრილული მანქანის ჯავშანი:
როგორც ფოტოდან ჩანს გამოცდებისას სუსტი ადგილები იქნა შემოწმებული, კერძოდ კი შედუღების და კარების კორპუსთან შეხების ადგილები
ექსპერტები გამოცდების შედეგებს სწავლობენ :)
დაწვრილებით მანქანის შესახებ – СПМ-3 «Медведь» (ВПК-3924) - специальная полицейская машина