As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Wednesday, July 31, 2013
Tuesday, July 30, 2013
"კონტრასტიანი" T-84 Оплот-M
ინტერნეტში გავრცელდა უკრაინული ტანკის, T-84 Оплот-M-ის საინტერესო ფოტოსურათი. ფოტოზე ტანკი შემნიღბავი ბადე "კონტრასტი"–თაა (Контраст) აღჭურვილი. პიქსელური შეფერილობიდან გამომდინარე ტანკი ტაილანდისთვისაა განკუთვნილი.
მრავალსპექტრალური შესანიღბავი ბადე ამცირებს ტანკის შემჩნევადობას რადიო და ინფრაწითელ დიაპაზონებში და ასევე ნიღბავს მას ვიზუალურად.
ანალოგიური შესანიღბი საშუალებები საბჭოთა კავშირში 70–იან წლებში შეიქმნა, სახელწოდებით "ნაკიდკა" (накидка), თუმცა ფართო გავცელება ვერ ჰპოვა. უფრო თანამედროვე რუსული შესანიღბავი ბადე ეს "ტერნოვიკ"–ია (Терновник), რომელიც უკრაინული ბადის ანალოგიურია.
"ტერნოვიკ"–თ აღჭურვილი T-90
ჯავშანმანქანა "Тайфун-К"–ს საცდელი ნიმუშები КАМАЗ–ისგან
გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოება "КАМАЗ"–მა 29 ივლისს, თათარსტანის პრეზიდენტის, რუსტამ მინიჰანოვის მიერ საწარმოო სიმძლავრეების მონახულებასთან დაკავშირებულ პრეს–რელიზში ორი ახალი ჯავშანმანქანის, კორპუსიანი КамАЗ-63969–ის და რამიანი КамАЗ-63968–ის ფოტოსურათი გამოაქვეყნა. ეს მანქანები საცდელ–საკონსტრუქციო სამუშაო "Тайфун"–ის ფარგლებში იქმნება და წარმოადგენენ 6х6 სავალი ფორმულის მქონე და 4 ტონა ტვირთამწეობის ჯავშანმანქანებს.
КамАЗ-63968–ის საცდელი ეგზეპლიარი 2013 წლის დასაწყისში იქნა დამზადებული, ხოლო КамАЗ-63969–ის აწყობა სავარაუდოდ ივნისში დასრულდა. КамАЗ-63969–ის საცდელი ეგზემპლიარი გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოება "Электромашина"–ს მიერ დამზადებული დისტანციურად მართვადი სატყვიამფრქვევო მოდულითაა აღჭურვილი.
წყარო:
Sunday, July 28, 2013
ქართველები USMC–ის თვის საუკეთესო ფოტოებში
ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის თვის საუკეთესო ფოტოებში ქართველებიც მოხვდნენ:
ფოტოზე ასახულია ოპერაცია "ჩრდილოეთის ლომი–II"–ში მონაწილე ქართული 33–ე ბატალიონისა და ამერიკელ საზღვაო ქვეითთა GLT-9–ის ჯარისკაცები / U.S. Marines assigned to Georgian Liaison Team-9 and Georgian Army soldiers assigned to the 33rd Light Infantry Battalion make their way to the extraction point during Operation Northern Lion II in Helmand province, Afghanistan, July 3, 2013. Northern Lion II was a Georgian-led operation conducted to deter insurgents, establish a presence, and gather human intelligence in the area.
წყარო:
100th F-35
მე–100 F-35 Joint Strike Fighter–ი საბოლოო აწყობის ფაზაში შევიდა. Lockheed Martin–ის განცხადების თანახმად, აშშ–ს ავიაციისთვის განკუთვნილი AF-41 აწყობის შემდეგ არიზონაში მდებარე Luke AFB–ის უნდა გადაეცეს. სადაც ეს ბორტი გამოყენებული იქნება აშშ–ს და სხვა პროგრამაში მონაწილე ქვეყნების პილოტების მოსამზადებლად.