Saturday, August 10, 2013

Ми-28УБ-ეს პირველი ფრენა

როგორც გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოება "Вертолеты России" თავის პრეს–რელიზში იუწყება – 2013 წლის 9 აგვისტოს დონის როსტოვში ვერტმფრენ Ми-28УБ–ეს (учебно-боевого) პირველი საცდელი პროტოტიპის სადემონსტრაციო ფრენა განხორციელდა. Ми-28УБ–ეს პროტოტიპი გაერთიანებულმა სააქციონერო საზოგადოება "Роствертол"–მა 2007 წელს აწყობილი Ми-28Н–ის (სერიული ნომერი 02-01, ქარხნული ნომერი 34012840201, საბორტე ნომერი "ყვითელი 37") გადაკეთებით შექმნა. მანქანის გადაკეთება 2012 წლის აპრილში დაიწყო, გადაკეთების შემდეგ ვერტმფრენმა ძველი საბორტე ნომერი შეინარჩუნა.
Ми-28УБ - მართვის ორმაგი კომპლექტით აღჭურვილი სპეციალურ ვერტმფრენს წარმოადგენს, რომელიც  Ми-28Н–ის პილოტების მოსამზადებლად უნდა იქნეს გამოყენებული, ამასთან მანქანა დამრტყმელი ვერტმფრენის ყველა ტვისებას ინარჩუნებს. Ми-28УБ–ეს წინამორბედი Ми-28Н–ისგან ორმაგი ჰიდრომექანიკური მართვის სისტემის არსებობა განასხვავებს, რომელიც ვერტმფრენის მართვის საშუალებას პილოტის გარდა მფრინავ ოპერატორსაც აძლევს, რომელიც ინსტრუქტორის როლს ასრულებს. ახალ ვერტმფრენში ინსტრუქტორის კაბინა გაზრდილია, გაფართოებულია მფრინავის კაბინის ფანარის ზედა ნაწილი, შეცვლილია ენერგომშთანთქავი სავარძლების კონფიგურაცია.

P.S. საკმაოდ საინტერესო მოვლენაა ეს სვერტმფრენი. ერთადერთია მსოფლიოში რომელსაც ცალკე სასწავლო ვერსია ესაჭიროება. როგორც იტყვიან ჯერ პრობლემებს ქმნიან და შემდეგ ცდილობენ მათ გადაჭრას.

წყარო:

Thursday, August 8, 2013

F/A-18E/F + CFT

ოფიციალურიობისა და ზედმეტი განცხადებების გარეშე კომპანია Boeing ახორციელებს საწვავის ზედსადები ავზებით (CFT – Conformal Fuel Tank) აღჭურვილი ერთი F/A-18F–ის გამოცდებს (ამ გამანადგურებლის შესახებ უკვე ვწერდი – გასტელსებული F/A-18 Super Hornet aka F-18 Super Hornet Block II). როგორც მანამდე კომპანია იუწყებოდა, ზედსადები ავზები გამანადგურებელის აეროდინამიკისა და რადარის შემჩნევადობის გაუუარესების გარეშე დამატებით 3000–3500 ფუნტი საწვავის ზიდვის საშუალებას მისცემს
როგორც ცნობილია ეს პროგრამა დაბალი შემჩნევადობის მქონე, F-15 "Silent Eagle"–ს მსგავსი, F/A-18E/F–ის შესაქმნელად ხორციელდება, პროგრამის თანახმად ახალი გამანადგურებელი დასაკიდ შიდა იარაღის საცავსაც შეიძენს. არაოფიციალურად პროგრამას "Silent Hornet" ეწოდება და სავარაუდოდ F-35C–ზე გადამსვლელად ან მისი შემავსებელად იქნება გამოყენებული. 


წყარო:

Wednesday, August 7, 2013

დღის ფოტო – გემბანზე თბილა

ზღვის ლომი წყალქვეშა ანავს ესტუმრა – თბილა და რა ქნას :D

რა დაიჭირა ჩინელმა მეთევზემ?

 მე ყოველ შემთხვევაში რუსულ რაკეტა 3M-54 Klub–ს (ან მის ჩინურ კლონს) მაგონებს. აღსანიშნავია რომ ჩინეთს ეს რაკეტა შეიარაღებაში არ აქვს

Tuesday, August 6, 2013

Tiger ARH + Hellfire

ავსტრალიის არმიის Tiger ARH (Armed Reconnaissance Helicopter) ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა Hellire–ს სროლის მომენტში. რაკეტით სროლები სწავლება Talisman Saber 13–ის ბოლო ფაზაჟი განხორციელდა. სწავლება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ხორციელდება და მასში ავსტრალიელებთან ერთად ამერიკელებიც ღებულობენ მონაწილეობას.

Monday, August 5, 2013

ამერიკული РПГ-7–ები პერუს არმიაში

პოლონურმა ვებ–რესურს www.altair.com.pl–ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პერუს სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებს საბჭოთა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის, РПГ-7–ის ამერიკული კლონი, RPG-7 (USA) აქვთ შეიარაღებაში. აღნიშნულ ყუმბარმტყორცნებს ამერიკული კომპანია, Airtronic USA Inc. აწარმოებს. პერუ ამ იარაღის პირველი უცხოელი მომხმარებელია. მწარმოებელი კომპანიის საიტი: Airtronic USA, Inc.


წყარო:


P.S. საკმაოდ საინტერესო სიტუაციაა, შორეულ 60–იანებში ამერიკის და NATO–ს წინააღმდეგ შექმნილი საბჭოთა РПГ-7 დღეს–დღეობით იმდენად ეფექტური და პოპულარულია რომ მის კლონებს თვით აშშ–ც კი ამზადებს და გარე ბაზარზე ჰყიდის.