Saturday, October 5, 2013

JMR–ის პროგრამაში მონაწილე 4 კომპანია

Bell Helicopter–სის კონცეპტი
ამერიკის არმიამ, როგორც პროგრამა JMR–ის (Joint Multi-Role) ხელმძრვანელმა, საწყისი ხელშეკრულება ოთხ კომოპანიასთან გააფორმა, ესენია – AVX Aircraft Company, Bell Helicopter, Karem Aircraft და Sikorsky Aircraft.

Karem–ის კონცეპტი
JMR–ის პროგრამა ამერიკის არმიის პერსპექტიულ ხრახნიან საფრენ აპარატს ეხება და მას უნდა ჰქონდეს როგორც თვითმფრინავის ასევე ვერტმფრენის მახასიათებლები (პროგრამის შესახებ უკვე ვწერდი – საერთო მრავალფუნქციური ვერტმფრენი აშშ–ს ავიაციისთვის).
პროგრამის მომდევნო ფაზაში მონაწილეებმა უკვე პროტოტიპები უნდა ააწყიონ, რომელთა მეშვეობითაც იმ ტექნოლოგიის დემონსტრირებას მოახდენენ, რომლებითაც ძირითად პროგრამაში, FVL–ში (Future Vertical Lift) მიიღებენ მონაწილეობას.

AVX–ის კონცეპტი
  Sikorsky–ის კონცეპტი



"Black Hawk Down" - ბრძოლის რალური ვიდეო კადრები

კინო ფილმი "Black Hawk Down"–ის წყალობით ბევრმა იცის თუ რა მოხდა სომალიში, როდესაც ამერიკის შეიარაღებული ძალები ალ ქაიდასთან პირველ ბრძოლაში ჩაება. ამჟამად ჟურნალისტმა Lara Logan–მა ამ ბრძოლის აქამდე უცნობი ვიდეო მასალა გაავრცელა. 

Thursday, October 3, 2013

დღის ფოტო – ირანული "ტომი"

ირანული F-14 Tomcat-ი რუსული ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტა Р-27Р–ით

Monday, September 30, 2013

ტელეპროგრამა "ქართული ჯარი"


ხუთშაბათს, პირველ არხზე, 19:00 საათზე ეთერში გავა სამხედრო თემატიკის გადაცემა სახელწოდებით "ქართული ჯარი". გადაცემის ვიდეო რგოლი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

წარმატებას ახალ პროექტს და სასიამოვნო ყურება თქვენ სამხედრო საქმის მოყვარულებო!!!

Sunday, September 29, 2013

დღის ფოტო – საბრძოლო მარაგი

აბა რისი საბრძოლო მარაგია და სადაა გადაღებული?

7,8 მილიარდ დოლარად 71ცალი F-35

გასულ პარასკევს პენტაგონმა Lockheed Martin–თან 71 ცალი F-35–ის ყიდვის ორი ხელშეკრულების შესახებ განაცხადა, რომლებიც შესაბამისად LRIP 6 და 7 პარტიებს განეკუთვნებიან.
კონკრეტულად 4,4 მილიარდი დოლარის საფასურად პენტაგონი 36 ცალ LRIP 6 პარტიის F-35–ს შეიძენს, რაც LRIP 5 პარტიასთან შედარებით 2,5% იაფია, ხოლო 3,4 მილიარდ დოლარად კი LRIP 7 პარტიის 35 გამანადგურებელს, რაც შესაბამისად მე–5 პარტიასთან შედარებით 6% იაფია.

ლიბიამ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს "Хризантема-С"–ის მორიგი პარტია მიიღო

რუსულმა მხარემ ლიბიას ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს "Хризантема-С"–ის მორიგი პარტია გადასცა. შემკვეთს ადრე გადაცემულ 4 მანქანასთან დამატებით კიდევ 10 მანქანა გადაეცა. პირველი მანქანები ლიბიაში ჯერ კიდევ მუამარ კადაფის რეჟიმის დროს, 2010 წელს იქნა გაგზავნილი (სხვათა შორის სამოქალაქო ომის დროს ამ მანქანებს ამბოხებულები სამთავრობო ძალების წინააღმდეგ იყენებდნენ – თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი «Хризантема-С–ის ლიბიაში გამოყენების ვიდეო).
გადაცემის ცერემონიალი 24 სექტემბერს, ბაზა Mitiga Air–ზე გაიმართა. ცერემონიალს შტაბის ხელმძღვანელი, გენერალი ააბდელ–სალამ ჯადალლა ობეიდი და ლიბიის სახმელეთო ჯარების შტაბის მეთაური, გერეალ უსეფ აბუ–ჰაჯარი ესწრებოდნენ, ცერემონიალს ასევე დაესწრნენ რუსეთის ელჩი ლიბიაში, ივან მოლოტკოვი და რუსული დელეგაციის წარმომადგენლები.


წყარო: