Saturday, October 26, 2013

საავიაციაო "ნიუსები" vol.2

РСК "МиГ"–მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი МиГ-29К/КУБ–ის საფრენოსნო გამოცდები დაიწყო
გაერთიანებულმა სააქციონერო საზოგადოება "რუსეთის თვითმფრინავმშენებელმა კორპორაცია МиГ"–მა (ОАО «Российская самолетостроительная корпорация «МиГ») დაიწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი გამანადგურებლის, МиГ-29К/КУБ–ის საფრენოსნო გამოცდები.
როგორც კომპანიის საფრენოსნო სამსახურის ხელმძღვანელი, უფროსი მფრინავ–გამომცდელი, მიხაილ ბელიაევი იუწყება, თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი პირველი МиГ-29КУБ–ის ფრენის დროს ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე გამოცდილი იქნა ყველა სისტემის ფუნქციონალურობა.
მრავალფუნქციუეი გამანადგურებელი МиГ-29К/КУБ წარმოადგენს "4++" თაობის გამანადგურებელს, რომელიც ავიამზიდზე ბაზირდება და მისი დანიშნულება სახომალდო შენაერთების ჰსთ ამოცანების გადაჭრა, საჰაერო ბატონობის მოპოვება, სახმელეთო და საზღვაო მიზნების განადგურება მართვადი და ზეზუსტი შეიარაღების გამოყენებით, დღე–ღამის ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი ამინდის პირობებში.

წყარო:

F-35C–ემ პირველად განახორციელა ავიაბომბის ჩამოგდება
F-35 Lightning II–ის საავიამზიდო, C ვერსიამ, 21 ოქტომბერს პირველად განახორციელა ლაზერით მართვადი ავიაბომბის, 500 ფუნტიანი Paveway II–ის ჩამოგდება. 
ატლანტიკის თავზე განხორციელებული გამოცდის დროს, გამანადგურებელმა ბომბის ინერტული ვერსიის ჩამოგდება, იარაღის შიდა საცავიდან განახორციელა. ამგვარად F-35C გახდა F-35–ების ოჯახობაში ბოლო, რომელმაც შიდა საცავიდან ბომბის ჩამოგდების გამოცდები გაიარა.

წყარო:

Friday, October 25, 2013

Predator/Reaper ორი მილიონი საათი ჰაერში

MQ-1 Predator–მა და MQ-9 Reaper–მა აშშ–ს ავიაციის სამსახურში 2 მილიონი საფრენოსნო საათი შეასრულეს. აღსანიშნავია რომ ამ უპილოტო საფრენმა აპარატებმა, 1995 წლიდან 16 წლის განმავლობაში შეასრულეს ერთი მილიონი საათი, ხოლო მომდევნო მილიონი საათი სულ რაღაცა 2,5 წელიწადში იფრინეს, რაც მათი გამოყენების ინტენსივობაზე მოწმობს და კიდევ ერთხელ ადასტურებს შეიარაღებულ ძალებში მსგავსი აპარატების არსებობის აუცილებლობას. მთლიანობაში უპილოტოებმა 250 000 მისია განახორციელეს, საიდანაც 94 პროცენტი მსხვილი სახმელეთო ოპერაციების მხარდასაჭერად იქნა განხორციელებული.


წყარო:
The AirForce's MQ-1 Predator & MQ-9 Reaper surpassed 2 million flight hours Oct. 22.


დღის ფოტო – ჯეირანი და Т-72

ტანკი Т-72 ჰაერის ბალიშიანი, "ჯეირანი"–ს ტიპის, მცირე სადესანტო ხომალდიდან (ДКВП "Джейран" Проект–12321) დესანტირებისას

სირიელ ამბოხებულთა ტანკების საბრძოლო კომპლექტი

საიკმაოდ საინტერესო ფოტოსურათები, რომლებზეც ჩანს "ჯაბაჰ ან–ნუსრა"–ს დაჯგუფების ჯიჰადისტების მიერ ხელში ჩაგდებული სირიული ტანკი Т-72М და მისი საბრძოლო კომპლექტი.
ტანკის წინ მიწაზე ალაგია 15 ცალი მსხვრევად–ფუგასური, 6 კუმულაციური და 14 ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი. საინტერესოა რომ უძველეს БМ23 "Заколка" გვერდით შედარებით ახალი ორი ცალი БМ44 "Манго" დევს.

ანალოგიური ფოტო გავრცელდა ამა წლის მარტში, სადაც "ტელ–ჰამმიატის" ბლოკ–პოსტზე ნაალაფარი ჭურვებია გამოსახული. ფოტოზე კარგად ჩანს 12 ცალი БМ23 და ოთხი ცალი БМ44.

Wednesday, October 23, 2013

ბუნდესვერმა ქსმ Puma–ზე უარი თქვა

გფრ–ის თავდაცვის მინისტრმა თომას დე მეზერმა (Thomas de Maiziere), 2013 წლის 18 ოქტომბერს ბუნდესვერის მოხსენებაში განაცხადა რომ, პერსპექტიული ქვეითთა საბრძოლო მანქანა Puma გერმანული არმიის შეიარაღებაში მიღებული არ იქნება და როგორც დაგეგმილი იყო მისი გადაცემა არმიაში 2014 წლის შუა პერიოდში არ დაიწყება. ეს დაკავშირებულია ქსმ Puma–ს კონსტრუქციაში არსებულ მნიშვნელოვან ნაკოლვანებებთან, რომლებიც წინასერიული ხუთი მანქანის გამოცდების დროს გამოვლინდა. ამგვარად გერმანიის სახმელეთო ძალების ბოლო ოცწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ქსმ Puma–ს ძირითად ნაკლოვანებებს შორის ნახსენები იყო ელქეტორნული სისტემების სტაბილურად მუშაობის, პროგრამული უზრუნველყოფის, ტექნიკური დოკუმენტაციის პრობლემები და ასევე მანქანის ძალიან გაზრდილი წონა და ეკიპაჟის წევრების ხილვადობის ცუდი პირობები.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბუნდესვერის წარმომადგენლები აკრიტიკებენ ტექნიკურ ნაკლოვანებებს, რომლებიც ხუთი საცდელი პროტოტიპის გამოცდების დროს გამოვლინდა. კერძოდ აღნიშნავენ ღამე ხედვის არადამაკმაყოფილებელ სისტემას, ცეცხლის მართვის სისტემის და მომავლის ჯარისკაცის ეკიპირების, Gladius–ის და ქსმ–ის შორის უკაბელო ინფორმაციის გადაცემი ინტერფეისის პრობლემებს.
სამხედროების განსაკუთრებულ კრიტიკას მძღოლ–მექანიკოსის ცუდი ხილვადობა იწვევს. მძღოლ–მექანიკოსს გააჩნია სამი დღის პერისკოპული ხელსაწყო, აქედან შესაძლებელია ცენტრალურის ხელსაწყოს ღამის ხელსაწყოთი შეცვლა, მძღოლ–მექანიკოსს ასევე გააჩნია უკანა ხედვის კამერის გამოსახულების ეკრანი. მეთაურის ადგილი ხუთი პერიოსკოპული ხელსაწყოთია აღჭურვილი, ასევე ერთი პერიოსკოპული ხელსაწო აქვს მემიზნეს. ცეცხლის მართვის სისტემა დუბლირებულია – მეთაურისთვის და მემიზნესთვის. 
ქსმ Puma–ს კორპუსი შედუღებული ფოლადის ჯავშანფილებისგან შესდგება, რომელზეც დამატებითი ჯავშან მოდულების დაყენებაა შესაძლებელი. საბაზისო დაჯავშნის ვარიანტში მანქანის (ეგრეთ წოდებული ვარიანტი А) წონა 31,45 ტონაა, ხოლო სრულებით დამონტაჟებული დაცვის კომპლექტით (ვარიანტი C) მანქანის საბრძოლო წონა 43 ტონას უტოლდება. ეს ბოლო ციფრი ბუნდესვერის ზოგიერთი სპეციალისტის აზრით გადამეტებულად ითვლება როგორც ოპერატიულ–ტაქტიკური მობილურობისთვის ასევე სავალ ნაწილზე დატვირთვის მხრივ.

წინა სერიული ხუთი მანქანიდან ერთ–ერთი აწყობის მომენტში. კორპუსის პერიმეტრზე კარგად ჩანს დასაკიდი ჯავშან მოდულების ათობით სამაგრი ბოლტი
თომას დე მეზერმა ვერ უპასუხა კითხვას უკავშირდება თუ არა ქსმ Puma–ს პრობლემები სამხედროების მიერ წინასწარ გაწერილ ტაქტიკურ–ტექნიკურ დავალებაში სამეცნიერო–კვლევით საცდელ საკონსტრუქციო სამუშაოს დროს შეტანილ ცვლილებებს. კითხვაზე თუ როდის მიიღებს ბუნდესვერი ახალ ქსმ–ს შეიარაღებაზე, მინისტრმა უპასუხა რომ არ იცის და დაამატა რომ თვის ბოლომდე მანქანის მწარმოებლისგან – Krauss Maffei Wegmann (KMW) და Rheinmetall–ისგან ელის ახსნებს და წინადადებებს. ორივე ეს კომპანია ახორციელებს ქსმ Puma–ს შექმნას და წარმოებას ამ მიზნისთვის მათ მიერ სპეციალურად შექმნილი კონსორციუმი PSM (Project System und Management) GmbH ეგიდით.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ 2009 წლის 6 ივლისს KMW და Rheinmetall გაუფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მწარმოებლებს 3,1 მილიარდი ევროს საფასურად 405 ცალი ახალი მანქანა უნდა აეწყოთ. ამ მანქანის პროგრამის მთლიანი ღირებულება 4,3 მილიარდ ევროს უტოლდება. 2012 წელს გფრ–ის შეიარარებული ძალების მორიგი შემცირების მიზეზით ახალი ქსმ–ის შეკვეთა 350 ცალამდე შემცირდა.



წყარო:

Tuesday, October 22, 2013

დღის ფოტო – Graf Zeppelin

წარმომიდგენია სოფლის მოსახლეობას რა დაემართა, როცა ამხელა მახინამ თავზე გადაუფრინა:

Monday, October 21, 2013

ქართული БМП-2 მოდერნიზაცია

ჩვენი არმიის შეიარაღებაში საკმაო რაოდენობით საბჭოთა წარმოების БМП-1 და 2 დგას. ეს ტექნიკა თავისი შესაძლებლობებით მოძველებულია და უკეთეს შემთხვევაში შეცვლას და უარეს შემთხვევაში მოდერნიზაციას მოითხოვს.
მოდერნიზაციის შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ–ტექნიკური სიტუაცია და ამის მიხედვით განვახორციელოთ ამ ტექნიკის მოდერნიზაცია. ანუ გასაგებად რო ვთქვა – გვინდა იაფი გადაწყვეტილებები, რომლებშიც ჩვენს ხელთ არსებული ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ.
რისი გაკეთება შეგვიძლია:
  • საცეცხლე შესაძლებლობების გაზრდის მიზნით შეგვიძლია საკუთარი კოშკურა დელტას მიერ შემუშავებული დისტანციური, 23მმ–ნი მოდულით შევცვალოთ (ქსმ "ლაზიკას" მოდული).
  • კოშკურის შეცვლის შედეგად მანქანა საგრძნობლად დამსუბუქდება რაც ჯავშანდაცვის გასაძლიერებლად წონის ლიმიტს მეტ–ნაკლებად შეამცირებს.
  • კოშკურის მოხსნის შედეგად კორპუსში დამატებით ადგილი გამონთავისუფლდება – რაც მანქანაში დესანიტს და ეკიპაჟის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესები საშუალებას მოგვცემს.


დელტას 23მმ–ნი მოდულის წონა ჩემთვის უცნობია, მაგრამ მიუხედავად ამისა შესაძლებელია მიახლოებითი წონითი მოგების დათვლა თუ БМП–2–ის კოშკურას ამ დისტანციური მოდულით შევცვლით.
БМП-2–ის კოშკურის სრული წონა 1743 კგ–ს უდრის. აქედან ძირითადი ელემენტების წონა შემდეგია:

  • კოშკურა – 653კგ
  • ქვემეხი 2A42 – 116კგ
  • ქვემეხის სადები (აკვანი) – 109კგ
  • ქვემეხის მჭიდი – 29,1კგ
  • კოშკურის მოტრიალების მექანიზმი – 44,3კგ
  • ქვემეხის ამწევი მექანიზმი – 27,5კგ
  • ПКТ – 11,5კგ
  • ПКТ–ეს მჭიდი – 20,5კგ
ერთი სიტყვით კოშკურის მთელი წონიდან (1743 კგ) ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია მოვაშოროთ თითქმის ყველაფერი და დავიტოვოთ შემდეგი დეტალები:
  • მხოლოდ ПКТ და მისი მჭიდი – 32კგ.
  • ასევე უნდა დავამატოთ ქსმ "ლაზიკა"–ს ავტომატური, 23მმ ქვემეხის წონა – ქვემეხ 2А14–ის წონა მიახლოებით 120კგ.
  • ტყვიების მარაგის წონა (150 ცალი გასროლა ლაზიკას მოდულში) – საშუალოდ 60 კილო.
უხეშად რო დავითვალოთ გამოგვდის 212კგ. ამას დავუმატოთ მოდულის კორპუსი, ცეცხლის მართვის სისტემა და სხვადასხვა დეტალები – მაქსიმუმ 400–500 კილო იყოს მთლიანი მოდულის წონა.
ამგვარად მარტო მოდულის შეცვლით ჩვენ სავარაუდოდ 1200 კილოს მოვიგებთ წონაში. კიდევ სად შეგვიძლია წონაში მოვუგოთ მანქანის კონსტრუქციას?
გავიხსენოთ სსრკ–ს მიერ 80–იან წლებში ავღანეთში მიღებული გამოცდილება და ამ გამოცდილების საფუძველზე შექმნილი БМП-2Д რომელიც დამატებითი ჯავშანფილებით იყო აღჭურვილი და მისი ჯავშანი ნებისმიერი მანძილიდან იცავდა ეკიპაჟსა და დესანტს 12,7მმ ჯავშანგამტანი ტყვიებისგან.
БМП-2Д–ეს ასევე გაძლიერებული ჰქონდა მძღოლ მექანიკოსის, მეთაურის და მემიზე ოპერატორის ადგილებში ფსკერი – რაც ნაღმზე აფეთქების შემთხვევაში ეკიპაჯის გადარჩენადობის ხარისხს ამაღლებდა.

БМП-2Д ავღანეთში
БМП-2Д–ეს გაძლიერებული ფსკერი
БМП-2Д–ეს გაშორიშორებული ჯავშან ეკრანები
მოდერნიზაციის შედეგად მანქანის წონა 500კგ–თი გაიზარდა და 14,5ტ. გახდა, მაგრამ აქ აღსანიშნავია ის ფაქტი რომ მანქანამ ცურვის უნარი დაკარგა და მასზე დემონტირებული იქნა საბორტე ეკრანები, რომლებიც ტივტივას როლს ასრულებდნენ, ტალღების ამრეკლავი ფარი კორპუსის შუბლა ჯავშანზე და მისი ამწევი მექანიზმი. მთლიანობაში მანქანის წონაში საკმარისი მოგება ნახეს, თუმცა ზუსტი ციფრები უცნობია, მაგრამ უბრალოდ 14,5 ტონას (დამატებით ჯავშნიანი მოდიფიკაციის წონა) რომ 1,2ტ გამოვაკლოთ გვექნება 12,3ტ მანქანა, რომელის დაცვაც ბორტებიდან საკმაოდ მაღალ დონეზეა და ცურვის უნარიც გააჩნია.
ამ 1,2 ტონიდან შეგვიძლია მაქსიმალური მოგება ვნახოთ – ეს წონა დაცვაზე გადავანაწილოთ, გავზარდოთ ჯავშან ეკრანების სისქე და საბორტე დაცვა 14,5მმ ტყვიებამდე ავწიოთ. ზუსტი ციფრების არ ქონის გამო დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ცხარუებიანი ეკრანების დაყენების შემთხვევაში მანქანის წონა დიდად არ უნდა გასცდეს 14,5 ტონას და მანქანის სავალ ნაწილს და ძრავა ტრანსმისიას დიდ ზარალს ვერ მიაყენებს (ამ ციფრების დათვლა სულ თავისუფლად შეიძლება ნატრუალური მანქანის შესწავლის შემდეგ). თუ ამ ცხაურებმა ჯავშანფილებთან ერთად მანქანის წონა დასაშვებ ზღვარში დატოვეს მაშინ გვექნება ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომლის დაცვაც არაფრით არ ჩამოუვარდება თანამედროვე ანალოგების დაცვის დონეს (სულ თუ არაფერი, ცხაურები 0,5–0,6 დონეს იძლევიან საბჭოთა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნების ყუმბარების წინააღმდეგ). 
ან თუ მაინც და მაინც წონის პრობლემაა – დავაყენოთ ცხაურები, ჯავშანდაცვა დავტოვოთ 12,7მმ ჯავშანგამტანი ტყვიების აწინააღმდეგო და მანქანის შიგნიდან ნამსხვრევებსაწინააღმდეგო სარჩული გამოვაკრათ. შესაძლებელია ასევე საწვავის ავზების აფეთქება და ხანძარსაწინააღმდეგო შრეებით აღჭურვა (ამის შესახებ Т-72–ის მოდერნიზაციის სტატიაში უკვე ვწერდი).

БМП-2Д–ეს გაშორიშორებული ჯავშან ეკრანები

ამგვარად ჩვენს ხელთ არსებული ტექნოლოგიების გამოყენებით, საკმაოდ იაფად შეგვიძლია ჩვენი მოძველებული БМП-2–ების დაცვისა და გადარჩენადობის გაზრდა და შესაბამისად თანამედროვე ცეცხლის მართვის საშუალებები მის ეფექტურობას დღ–ღამის ნებისმიერ პერიოდში საგრძნობლად აამაღლებს.





Sunday, October 20, 2013

უკრაინული თავადცვითი კომპანია АвтоКрАЗ–ის ახალი КрАЗ-5233БЕ Спецназ 4WD

უკრაინის დედაქალაქში გამართულ მე–10 იარაღისა და უსაფრთხოების სპეციალიზირებულ საერთაშორისე გამოფენაზე უკრაინულმა კომპანია АвтоКрАЗ–მა ახალი КрАЗ-5233БЕ Спецназ 4WD წარადგინა. მანქანის კაბინის სახურავზე იარაღის დასაყენებელი სპეციალური სარქველია განთავსებული. კაბინის კაპოტი და ფრთები მოცურებისსაწინააღმდეგო საფარველითაა დაფარული.
ახალი КрАЗ გამოიყენება სამხედრო მოსამსახურეთა და გაეროს სამშვიდობოების ტრანსპორტირებისთვის, 152მმ კალიბრამდე არტილერიის და მისაბმელების ბუქსირებისთვის ნებისმიერ გზებზე და უგზოობებზე. 
მანქანზე დიზელის ძრავა ЯМЗ-2382 და 9 საფეხურიანი მექანიკური სიჩქარეთა კოლოფი აყენია. ასევე ახალ КрАЗ–ზე საბურავების ცენტრალური გაბერვის სისტემა და 12 ტონა გაწევის მქონდე ჯალამბარი აყენია.

წყარო:

Zumwalt - ახალი ფორმები ზღვაში

გუშინ, 19 ოქტომბერს, დაგეგმილი იყო ამერიკის საზღვაო ძალების შეკვეთით აწყობილი, ახალი თაობის საესკადრო ნაღმოსანის, DDG-1000–ის (მის შესახებ არაერთხელ ვწერდი –USS Zumwalt DDG-1000რაღაცა «Zumwalt»–ისაგან) ნათლობის ოფიციალური ცერემონია. ეს ცერემონია აშშ–ში არსებული საბიუჯეტო კრიზისი მიზეზით გადაიდო. მაგრამ ახალი ხომალდის ფოტოების დასათვალიერებლად ეს ხელს არ გვიშლის.

წყარო US Navy/General Dynamics Bath Iron Works, ფოტოგრაფი  Michael C. Nutter. დამატებით ფოტოები და ხომალდის აწყობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე – Llatest pics of zumwalt.