As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Saturday, November 2, 2013
SR-72 – ჰიპერბგერითი სადაზვერვო თვითმფრინავის პროექტი
ჟურნალმა "Aviation Week & Space Technology"–მ 2013 წლის 1 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში Guy Norris "Exclusive: Skunk Works Reveals SR-71 Successor Plan" წარმოადგინა მისთვის, კომპანია Lockheed Martin–ის მიერ მიწოდებული ექსკლუზიური ინფომრაცია ამ კორპორაციაში შემავალი, საკმაოდ ცნობილი პერსპექტიული სამუშაოების ქვედანაყოფის, Skunk Works–ის მიერ შემუშავების სტადიაში მყოფი პერსპექტიული ჰიპერბგერითი სადაზვერვო–დამრტყმელი თვითმფრინავის, SR-72–ის პროექტის შესახებ, რომელიც ცნობილი Lockheed SR-71–ის მემკვიდრე უნდა გახდეს.
SR-72-სა და SR-71–ის შედარებითი გამოსახულება
თვითმფრინავი SR-72 Lockheed Martin–ის (Skunk Works) საინიციატივო პროგრამაა, რომელიც აშშ–ს საჰაერო ძალებისს და DARPA–ს მიერ, "სწრაფი დარტყმის" პლატფორმის შესაქმნელად წამოყენებული მოთხოვნების მიხედვით იქმნება. SR-72–ის ძირითად ამოცანად დაზვერვა სახელდება, მაგრამ მას ასევე შეეძლება დამრტყმელი ამოცანების შესრულება. ორძრავიანი თვითმფრინავი SR-72–ის სიგრძე 100 ფუნტზე მეტი, ხოლო მისი კრეისერული სიჩქარე 6М იქნება.
პროექტის წარმატების საფუძვლად ითვლება პროგრესი, რომელიც Skunk Works–მა და Aerojet Rocketdyne–მ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, კომბინირებული ძალური დანადგარის შესაქმნელად ერთობლივი მუშაობით მიაღწიეს. ძალური დანადგარი წარმოადგენს ტურბორეაქტიული ძრავისა და ჰიპერბგერითი პირდაპირი დინების საჰაერო–რეაქტიული ძრავის ნაზავს – ამგვარი სქემა ამერიკაში Тurbine-based Сombined Сycle (TBCC) იწოდება. ტურბორეაქტიული ძრავა ასაფრენ–დასაფრენი რეჟიმების დროს იმუშავებს და ასევე უზრუნველყოფს 3M სიჩქარემდე აჩქარებას, რაც საკმარისია პირდაპირი დინების რეაქტიული ძრავის უპრობლემო მუშაობისთვის. თავის მხრივ პირდაპირი დინების საჰაერო–რეაქტიული ძრავა თვითმფრინავს 6M–მდე ააჩქარებს.
ამასთან მთავარ "know how" წარმოადგენს პირდაპირი დინების რეაქტიული ძრავის მყარი მუშაობა "წევის ჩავარდნის" (thrust chasm) დიაპაზონში, რომელიც ტურბორეაქტიული ძრავის მაქსიმალური სიჩქარისა (3M-მდე) და პირდაპირი დინების რეაქტიული ძრავის მყარი მუშაობის მინიმალურ (მიახლოებით 4M) ზღვრებს შორის მდებარეობს. როგორც ჩანს შემქმნელებმა პირდაპირი დინების რეაქტიული ძრავის მუშაობის მინიმალური ზღვარის დაწევა მოახერხეს, თუმცაღა Skunk Works არ ამხელს თუ როგორ მიაღწია ამ შედეგს.
SR-72–სთვის შემუშავებული ძრავაის კონცეფცია (Тurbine-based Сombined Сycle (TBCC))
ძალური დანადგარის ამგვარი კონცეფცია პირველად წარმოდგენილი იქნა DARPA ეგიდით წარმოებულ Skunk Works, Вoeing, Pratt & Whitney და АТК მიერ ერთობლივი ექსპერიმენტალური ჰიპერბგერითი საფრენი აპარატის, HTV-3X Blackswift–ის პროექტში. ეს პროგრამა 2009 წელს იქნა ანულირებული. როგორც მწარმოებელი იუწყება SR-72–ზე, "ტურბო–რეაქტიული საფეხურად" გამოყენებული იქნება "გამანადგურებლის მოდერნიზირებული ძრავა" (სავარაუდოდ Pratt & Whitney ნაწარმი).
ამჟამად Skunk Work–ი ძრავა ТВСС–ის დაბალი სიმძლავრის დემონსტრატორის სახმელეთო გამოცდებს ანხორციელებს. როგორც Skunk Works იუწყება, უახლოეს რამდენიმე წელიწადში შემოთავაზებული ძრავის, TBCC–ის ტექნოლოგია გამოცდილი იქნება გამანადგურებელ F-22–ის ზომის საცდელ "თვითმფრინავ–დემონსტრატორზე", რომელსაც "შეეძლება რამდენიმე წუთის განავლობაში 6М სიჩქარით ფრენა".
შემდეგ 2018 წელს უნდა დაიწყოს "ოფციონალურად–პილოტირებადი" შემცირებული ზომის დემონსტრატორის, FRV–ეს (Flight Research Vehicle) საფრენოსნო გამოცდები. ამ დემონსტრატორის ფიუზელაჟის სიგრძე 60 ფუნტი იქნება და აღჭურვილი იქნება სრული ზომის ძრავით. სრულმაშტაბიანი სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ფინანსების მიღების შემთხვევაში თვითმფრინავ SR-72–ის შეიარაღებაზე მიღება სავარაუდოდ 2030 წლისთვის მოხდება.
SR-72
წყარო:
Wednesday, October 30, 2013
რუსული ССО–ს ეკიპირება
რუსეთის ССО–ს შესახებ რამდენჯერმე უკვე ვწერდი – რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს ქმნის, რუსეთის ССО (Силы Специальных Операций).
ამჯერად წარმოგიდგენთ ამ ქვედანაყოფის აღჭურვილობას – ასეთ იერზე იქნებიან მისი მებრძოლები ამ წლის ბოლოსთვის
წყარო:
საკონტეინერო Тор-М2КМ საცეცხლე გამოცდებზე
საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი Тор–ის ახალი მოდიფიკაცია, Тор-М2КМ კაპუსტინ–იარის პოლიგონზე საცეცხლე გამოცდებზე იქნა გამოყვანილი. მანქანის დანიშნულებაა მნიშვნელოვანი ობიექტების საჰაერო თავდასხმებისგან დაცვა. კომპლექსის წონა 15 ტონას აღწევს და მისი დამონტაჟება ნებისმიერ შესაფერის სატვირთოზეა შესაძლებელია. ასევე მისი განთავსება სტაციონარულად შესაძლებელია სახურავებზე და თვით ხომალდის გემბანზეც კი.
მანქანა ინდური ტენდერისთვისაა განკუთვნილი და ამიტომაც მისი ტრანსპორტირებისთვის ინდური სატვირთო, Tata გამოიყენება.
საზენიტო რაკეტა 9М331 გაშვება საბრძოლო საკონტეინერო მოდული 9А331МК-1–იდან
საბრძოლო მოდული 9А331МК-1–ის დატენვა ოთხი ცალი 9М331 რაკეთით აღჭურვილი სარაკეტო მოდული 9М334–ით
სატრანსპორტო–დამტენი მანქანა 9Т244
ვიდეოსიუჟეტი:
წყარო:
Monday, October 28, 2013
სახელმძღვანელო – "ჯარისკაცის სამახსოვრო"
სახელმძღვანელო (ქართულად), სახელწოდებით "ჯარისკაცის სამახსოვრო", რომელშიც ის ძირითადი მცნებებია აღწერილი (ნავიგაცია, პირველადი დახმარება, საცეცხლე მომზადება), რომლებიც ჯარისკაცს ყველგან და ყოველთვის ესაჭიროება და ადგება.
Т-50 ПАК-ФА მე–5 პროტოტიპმა პირველი ფრენა განახორციელა
როგორც კომპანია "სუხოის" (ОАО "Компания "Сухой") წარმომადგენელი იუწყება – 2013 წლის 27 ოქტომბერს კომპანიის ქარხნის აეროდრომზე პირველი ფრენა განახორციელა Т-50 ПАК ФА–ს მე–5 პროტოტიპმა.
ფოტოების წყარო – Sergey Chepurnykh
წყარო – Пятый опытный образец перспективного истребителя Т-50 ПАК-ФА 27 октября 2013 года поднялся в воздух