Saturday, January 11, 2014

ერაყში რადიკალებმა პირველი Abrams გაანადგურეს

ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო მასალა (10 იანვრით თარიღდება), რომელზეც გამოსახულია ერაყის არმიის კუთვნილი განადგურებული ტანკი Abrams გამოსახული

P.S. ვიდეოში გამოსახული ფაქტის ავთენტურობა ჯერ დაუზუსტებელია, დაველოდოთ განადგურებული ტანკის ფოტოებს, ან მეორე მხარის მიერ მოყვანილ ფაქტებს.

დიზელის ძრავიანი Abrams-ები

GDLS–მა უკვე დაიწყო ტანკ Abrams–ის დიზელის ძრავაზე გადაყვანის პროგრამა. აშშ–ს არმიამ უკვე მიიღო დიზელისძრავიანი Abrams–ის ერთი ეგზემპლიარი, რომელზეც ექსპულატაციის  ხარჯების შესწავლა მოხდება. თუ ტანკმა გამოცდები წარმატებით დაასრულა, მაშინ ის სავარაუდოდ ECP პროგრამაში იქნება ჩართული.


ტანკ Abrams-ი აირტურბინული AGT-1500 ნაცვლად, გერმანული წარმოების, დიზელის, 1630ც/ძ–ან ძრავა MB–883 მიიღებს. რომელიც უფრო კომპაქტური, უფრო ეკონომიური (50% ნაკლები წვა) და უფრო მძლავრია (AGT–1500–სს 1500ც/ძ აქვს). ამას გარდა ძრავა უფრო ნაკლებ სითბიურ კვალსა და გამონაბოლქვს გამოჰყოფს.

P.S. ზოგიერთი ცნობა სატანკო ძრავების საწვავის ხარჯვის შესახებ:
საბერძნეთის ტენდერში გამოვლენილი სვლის მარაგი:

  • Abrams - 365კმ (ავიანავთი – 1909,2ლტ)
  • Leopard-2A5 - 375კმ (დიზელი – 1160ლტ)

შვედეთის ტენდერში გამოვლენილი საწვავის ხარჯი:
Abrams M1A2 (აირტურბინული AGT-1500)

  1. გამოცდებისას გაიარა – 3800კმ
  2. დახარჯა – 56488 ლტ. საწვავი


Leopard-2A5 (დიზელი MB–873)

  1. გამოცდებისას გაიარა – 3730კმ
  2. დახარჯა – 26874 ლტ. საწვავი


Leclerc (ჰიბრიდული V8X 1500)

  1. გამოცდებისას გაიარა – 3000კმ
  2. დახარჯა – 41400 ლტ. საწვავი
წყარო – Project "Stridsvagn Ny"


როგორც ზემოთ მოყვანილი ციფრებიდან ჩანს:
  • ბერძნულ კონკურსში Leopard-2A5–მა 40% ნაკლები საწვავით 10 კილომეტრით მეტი გაიარა ვიდრე აბრამსმა. კილომეტრზე ამერიკულმა ტანკმა 5,23ლტ ხოლო გერმანულმა 3,1ლტ წვა აჩვენეს (გარბენა ცენტრალურ მაგისტრალზე, მოასფალტებულ გზაზე განხორციელდა).
  • შვედეთის კონკურსში – Abrams M1A2–მა კილომეტრზე 14,86ლტ/კმ წვა აჩვენა, Leopard-2A5–ის ხარჯვა 7,2ლტ/კმ იყო, ხოლო ჰიბრიდულმა Leclerc–მა კილომეტრზე 13,8ლტ დაწვა საშუალოდ (გარბენა უგზოობაზე განხორციელდა).

როგორც ზემოთ მოყვანილი ციფრებიდან ჩანს ამერიკული აირტურბინული ძრავა გერმანული დიზელის ძრავასთან შედარებით საშუალოდ 40–45% მეტ საწვავს წვავს, რაც თავისთავად ლოჯისტიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული.
ამ პრობლემება თავი ნათლად იჩინა 2003 წელს, როცა ამერიკის ჯავშანსატანკო ჯარები ერაყში შეიჭრნენ და ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც საწვავ გამმართველი მანქანები ვერ ასწრებდნენ ტანკებისთვის საწვავის მიტანას და მის გამო სატანკო ჯარებს ლოდინი და შეტევის შეჩერება ან შენელება უწევდათ. ხშირად საწვავით გამართვას უშუალოდ ბრძოლის ველზე ახდენდნენ, რათა დრო დაეზოგათ.


გერმანული ძრავა ასევე დიდ მოგებას იძლევა ზომებში. ქვემოთ მოყვანილ ფოტოსურათზე ჩანს Abrams–ის ძრავა–ტრანსმისიის განყოფილება, რომელზეც გერმანული ძრავა, MB–883 არის მიხატული. ჩანს რომ გერმანული ძრავა თითქმის ერთი მეტრით მოკლეა.


არანაკლებ მნიშვნელოვანია სითბური კვალიც – ვიდეოში Abrams–ის სითბური გამოსახულებაა ნაჩვენები. ჩანს თუ როგორ ტოვებს გავარვარებულ კუდს ტანკი ქვიშაში გავლისას (გამონაბოლქვი ჰაერში აწეულ ქვიშას აცხელებს და ტანკი მეტეორივით კუდს იკეთებს).

Wednesday, January 8, 2014

ბრძოლები ფალუჯასთვის

2014 წლის 5 იანვარს გადაღებული ერაყის ახალი არმიის მე–9 ჯავშანსატანკო დივიზიის ტანკების, M1A1M Abrams–ების, ქალაქ ელ–ფალუჯასთან თავშეყრის ფოტოსურათი. როგორც ცნობილია ერაყის ქალაქები ელ–ფალუჯა და რამადი 2014 წლის პირველ ღამეებში რადიკალური სუნიტური დაჯგუფების "ლევანატისა და ერყაის ილსამური სახელმწიფო"–ს (დავალტ ალ–ისლამ ირაკ ვა შამ) კოტროლის ქვეშ მოექცა. დაჯგუფებამ ეს ქალაქები "ისლამურ საემირატოებად" გამოაცხადა. 7 იანვარს ღამით, ერაყის არმიის მიერ განხორციელებული ქალაქის განთავისუფლების ოპერაცია ბანდ–ფორმირებებმა წარმატებით უკუაქციეს. ამ მომენტში ქალაქ ელ–ფალკუჯასა და რამადის გარშემო ერაყის პოლიციისა და არმიის მსხვილი ქვედანაყოფები იყრიან თავს, თუმცაღა ერაყის მთავრობა ამ ქალაქებში მსხვილმაშტაბიანი ოპერაციების განხორციელებას თავს არიდებს.

P.S. აშშ–მ ერაყის ახალ არმიას 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის თებერვლამდე 140 ცალი М1А1М (დაკონსერვებაზე მყოფი М1А1–ის მოდერნიზირებული ვარიანტი). ტანკები ერაყის არმიას 2008 წელს 2,16 მილიარდ დოლარიანი კონტრაქტის ფარგლებში მიეწოდა. 2013 წელს აშშ–მ ერაყს დამატებით კიდევ 6 ცალი М1А1М მიაწოდა. М1А1М ტანკებით აღჭურვილია მე–9 ჯავშანსატანკო დივიზიის ოთხი სატანკო პოლკი – დივიზია ერაყის ახალი არმიის ყველაზე მძიმე ქვედანაყოფია, დივიზიის კიდევ სამ პოლკს შეიარაღებაზე Т-72М1 ყავს. პოლკის საშტატო შემადგენლობაში 35 ტანკი შედის –  11 ტანკი სამ სატანკო ასეულში და ორი პოლკის მმართველობაში.

საახალწო ღამეს ალ–ფალუჯაში რადიკალი ისლამისტების მიერ განადგურებული ერაყის არმიის ექვსი ცალი ჯავშანმანქანა HUMVEE 


ერაყის სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული რაიდი ქალაქ ალ–ფალუჯაში (რეიდის შედეგად განადგურებული იქნა 33 ისლამისტი)





Tuesday, January 7, 2014

OPFOR

OPFOR–ის შესახებ არა ერთხელ ვწერდი ბლოგში:



დამატებით წარმოგიდგენთ ამერიკის არმიის "საოპოზიციო ძალების" ტექნიკას:

ტანკი M-551 Sheridan ბაზა – გამოსახავს საბჭოთა БМП–1. ტანკის ლულა მოხსნილია, სამაგიეროდ აყენია საიმიტაციო 73მმ–ნი ქვემეხი და მართვადი რაკეტა 


ტანკი M-551 Sheridan ბაზა – გამოსახავს საბჭოთა Т–72. კოშკურაზე დამაგრებულია პლასტიკატის ფირფიტები, რითაც ის 72–ის მრგვალ კოშკურას წააგავს, ასევე პლასტიკატის ლულაა შემოცმული ტანკის ქვემეხზე, რიტაც 125მმ–ნ საბჭოთა ქვემეხის იმიტაცია ხდება



Fort Irwin–ის ცენტრის "საოპოზიო ძალების" Т-72–ები – ემზადებიან მორიგი სასწავლო ბრძოლისთვის. 1981 წლიდან რაც ეს სასწავლო ცენტრი დაარსდა, ამ სატანკო ქვედანაყოფებს, რომლებიც საბჭოთა ტაქტიკით მოქმედებენ, მოგებული აქვთ ბრძოლების 80%


ჰიპერბგერითი YJ-12

ჩინური ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა YJ-12–ის ფოტო. რაკეტას საზღვაო საპატრულო თვითმფრინავ H-6G–ზე არის დაკიდებული. ამ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის ფოტოები ძალიან იშვიათად ვრცელდება ინტერნეტსივრცეში.
რაკეტას შეუძლია 4мах სიჩქარის განვითარება, ამისთვის ის თხევადსაწვავიან ძრავას იყენებს, რომელიც მას მერე ირთვება რაც რაკეტას მყარსაწვავიანი, სასტრატო ძრავა ააჩქარებს. რაკეტის ფრენის მანძილი 400 კილომეტრია.


Monday, January 6, 2014

თანაკლასელები

ვენესუელის C-130HV და Y-8F-200W (Ан-12–ის ჩინური ლიცენზირებული ვერსია)  ერთობლივი ფრენის მომენტში. ჩინელი მონაწილე სერიაში 80–იანებში წავიდა, მაგრამ მისმა ორიგინალმა პირველი ფრენა 1957 წელს განახორციელა, ამერიკელ თანაკლასელთან შედარებით 3 წლით გვიან (დაწვრილებით იხილეთ ბმულებზე – Y-8Ан-12 და C-130)




დღის ფოტო – "მეგობრები"

აშშს საფრონტო ბომბდამშენი F-111 საწვავით გამართვას ახორციელებს ირანული საჰაერო ტანკერიდან

Sunday, January 5, 2014

30მმ ჭურვების ნამუშევარი

რაკიღა ავტომატური ქვემეხების ეფექტურობაზე წავიდა ამ ბოლო დროს ბლოგზე სტატიები ამ ორიოდე ფოტოსურათსაც დავამატებ.
ქვემოთ მოყვანილია A-10–ის ავტრომატური ქვემეხის, GAU-8–ის ჭურვების ნაკვალევი M–113–ის ალუმინის ჯავშანზე. ნახვრეტები ეს ჯავშანგამტან–მგეზავი PGU-14/B ჭურვებისგანაა, ნამსხვრევების ნაკვალევი და მოხვედრები გახვრეტის გარეშე ეს მსხვრევად–ფუგასური ჭურვების, PGU-13/B-ის ნაკვალევია. 

GAU-8–ის მუშაობა სახმელეთო სამიზნეებზე