J-20-ის მესამე პროტოტიპი (www.dsjunshi.com)
ჩინეთში, ჩენდოუს ავიასამშენებლო გაერთიანების (Chengdu Aircraft Industry Group – CAIG) აეროდრომზე, 2014 წლის 16 იანვარს გადაღებული იქნა ჩინური მე–5 თაობის გამანადგურებელის, J-20–ის მესამე პროტოტიპი, საბორტე ნომრით "2011", რომელიც ჯერ ისევ სახმელეთო გამოცდებს გადის.
CAIG–ის მიერ შემუშავებული გამანადგურებლის პირველმა პროტოტიპმა (საბორტე ნომერი "2001") პირველი ფრენა ჩენდოუში, 2011 წლის 11 იანვარს განახორციელა, მეორე პროტოტიპმა კი (საბორტე ნომერი "2002") – 2012 წლის მაისში. მესამე პროტოტიპი პირველი ორი პროტოტიპისგან ვიზუალურად მხოლოდ ცხვირის ქვედა ნაწილში ჩაშენებული ოპტიკურ–ელექტრონული სისტემის არსებობით განსხვავდება.
J-20-ის მესამე პროტოტიპი (www.military.dwnews.com) - ცხვირის ქვედა ნაწილში, ყვითლად ჩანს ოპტიკურ–ელექტრონული სისტემა