Saturday, March 15, 2014

რუსეთის ძალოვნების პერსპექტიული ეკიპირება – "Ратник" და "Легионер"

გუშინ რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ЦНИИТОЧМАШ (Центральный научно-исследовательский институт точного машиностроения) მოინახულა, სადაც რუსეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის განკუთვნილი პერსპექტიული ეკიპირება აჩვენეს:

უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ეკიპირება  "Легионер"

 სახმელეთი ჯარების ეკიპირება "Ратник"

გაბულპაპებული ПКП

ვიდეო დიუჟეტი

F-35-ის პროგრამის ირგვლივ (ფოტო და ვიდეო)

JSF–ის პროგრამის კვირის მოვლენად ეჭვს გარეშეა რომ არიზონას შტატში მდებარე ავიაბაზა ლეიკისთვის პირველი F-35A–ს გადაცემა ითვლება. ავიაბაზა მომავალში აშშ–ს საჰაერო ძალების მთავარი სასწავლო ცენტრი გახდება. გამანადგურებლის საბორტე ნომერია 11-5030, ინდექსი LF, სერიული ნომერი AF-41. ამასთან პარალელურად ეს ბორტი მეასე აწყობილი F-35 და აშშ–ს საჰაერო ძალებისთვის გადაცემული 35–ე სერიული F-35A არის.
წლის ბოლომდე ლეიკის ავიაბაზას 16 გამანადგურებელი გადაეცემა.. მთლიანად 144 გამანადგურებლიანი დაჯგუფება ბაზაზე 2020 წლისთვის იქნება ფორმირებული.
ოფიციალურად პირველი F-35–ის მიღება 14 მარტს განახორციელეს, თუმცა მისი ჩვენება საზოგადოებისთვის 15–16 მარტს, ღია კარის დღის განმავლობაში მოხდება.

F-35A–ს ლეიკის ავიაბაზაზე ჩაფრენის ვიდეოსიუჟეტი




ამავდროულაგ ეგილინის ავიაბაზაზე სწავლება სრული დატვირთვით მიმდინარეობს

მაგალითად 25 თებერვალს ინგლისელმა პილოტმა პირველად განახორციელა F-35B–ეს მოკლე აფრენა და ვერტიკალური დაშვება



 
ასევე აღსანიშნავია რომ ავსტრალიელებმა უკვე ამოარჩიეს პირველი ორი მფრინავი, რომლებიც უახლოეს მომავალში აშშ–ში მომზადებას დაიწყებენ, ესენი არიან ესკადრილიის მეთაურები ენდიუ ჯექსონი და დევიდ ბელლი.
პროგრამის მონაწილე სხვა სხვა ქვეყნებსაცა აქვთ საამაყო – 11 მარტს აფრინდა პირველი  F-35A (სერიული ნომერი AF-44, საბორტე ნომერი 11-5033), რომლის ფრთაც იტალიური ფირმა Alenia Aermacchi–ს კომპონენტებით იყო აღჭურვილი (წყარო – Alenia Aermacchi Made Wing Components Make First F-35 Flight), ხოლო მანამდე, 3 მარტს პირველი ფრენა განახორციელა F-35A (სერიული ნომერი AF-46, საბორტე ნომერი 11-5035), რომელიც კანადური ფირმის, Magellan Aerospace–ს წარმოებული ჰორიზონტალური ფრთასხმულობით იყო აღჭურვილი (წყარო – Magellan Aerospace - First F-35A Horizontal Tail Assembly Takes Flight).

Friday, March 14, 2014

ავსტრალიამ Northrop Grumman MQ-4C Triton შეისყიდა

ავსტრალიის სამხედრო ხელმძღვანელობამ უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატის, Northrop Grumman MQ-4C Triton–ის შესყიდვა დაადასტურა. ჯერ–ჯერობით უცნობია შესყიდული უპილოტოების რაოდენობა და მათი სამსახურში დაყენების ზუსტი თარიღი.


წყარო:

დაწვრილებით უპილოტოს შესახებ:

Thursday, March 13, 2014

სამხრეთ სამხედრო ოლქი – რუსებმა მასიური საარტილერიო სწავლება დაიწყეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხრეთ სამხედრო ოლქში არტილერისტების მაშტაბური სწავლება დაიწყო, სწავლებაში 8500–მდე სამხედრო მოსამსახურე  და დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა ღებულობს მონაწილეობას. არტილერისტებმა წვრთნები ВДВ–ეს მაშტაბური ხტომების პარალელურად ხორციელდება (ВДВ–ეს სწავლების შესახებ უკვე ვწერდი – რუსეთის ВДВ – უმსხვილესი სადესანტო სწავლება ბოლო ოცი წლის განმავლობაში).
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებიდან ხდება ცნობილი – "არტილერისტები 10 სხვადასხვა სასროლეთზე განახორციელებენ საცეცხლე მომზადებას".
ისინი დემონსტრირებას გაუკეთებენ თავიანთ ტაქტიკურ, ტექნიკურ და სპეციალურ ცოდნას და განახორციელებენ 50–ზე მეტ საველე მანევრს.
"ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს 8500 არტილერისტი და დიდი რაოდენობით საარტილერიო, სარაკეტო, სამხედრო და სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ზცრს БМ-21 "Град-М", БМ-27 "Ураган" და БМ-30 "Смерч", 152მმ–ნი თვითმავალი საარტილერიო დანადგარები 2С19 "Мста-С", 120მმ–ნი თვითმავალი უნივერსალური სარტილერიო დანადგარი "Нона" და 100მმ–ნი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი "Рапира"" – ნათქვამისა განცხადებაში.
განცხადების თანახმად "სროლები განხორციელდება 2 კილომეტრიდან 10 კილომეტრის დიაპაზონში, როგორც ღია ასევე დახურული პოზიციებიდან, სხვადასხვა ჭურვების გამოყენებით. სწავლების ნახევარი ღამე ჩატარდება. სავარჯიშოების ძირითადი მიზანია დაიხვეწოს არტილერისტებსა, მოტოქვეითებსა, სატანკო, საჰაერო–სადესანტო და სადესანტო ჯარებს შორის სახეობათაშორისი ურთიერთქმედება".

ეს საარტილერიო წვრთნები საჰაერო–სადესანტო ჯარების წვრთნების პარალელურად მიმდინარეობს, რომლებიც ქვეყნის დასავლეთსა და სამხრეთ რეგიონში ხორციელდება და რომლის დროსაც, როსტოვში მდებარე პოლიგონზე განხორციელდა ერთდროულად 1500 მედესანტის პარაშუტით ხტომა შეთანხმებული გაშლა.
ამ სადესანტო სწავლებებში, რომელიც პარასკევამდე გაგრძელდება, მონაწილეობას ღებულობს 4000–მდე სამხედრო მოსამსახურე, 36 სატრანსპორტო თვითმფრინავი და 500–მდე საბრძოლო მანქანა.

წყარო:

რუსეთის ВДВ – უმსხვილესი სადესანტო სწავლება ბოლო ოცი წლის განმავლობაში


1500 სამხედრო მოსამსახურის და 500 ერთეული ტექნიკის ერთდორულად დესანტირება მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან. სწავლებას ახორციელებს ივანოვსკოეს ოლქში ბაზრიებული, 98–ე გვარდიული საჰაერო–სადესანტო დივიზია. სწავლების ლეგენდის მიხედვით, მედესანტეების ამოცანას მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული, აეროპორტის დებლოკირება წარმოადგენს.

ვიდეო სიუჟეტი – ბოლო ოცი წლის განმავლობაში რუსეთში ყველაზე მაშტაბური საჰაერო–სადესანტო სწავლება

98–ე გვარიუდლ საჰაერო–სადესანტო დივიზიის შემადგენლობაში შემდეგი ქვედანაყოფები შედიან:
  • 217-ე გვარდიული საპარაშუტო–სადესანტო პოლკი
  • 331-ე გვარდიული საპარაშუტო–სადესანტო პოლკი
  • 1065–ე გვარდიული წითელდროშოსანი საარტილერიო პოლკი
  • მე–5 გვარდიული საზენიტო– სარაკეტო პოლკი
  • 243–ე ცალკეული სამხედრო–სატრანსპორტო საავიაციო ესკადრილია
  • 36–ე ცალკეული სამედიცინო რაზმი
  • 674–ე კავშირგაბულობის ცალკეული გვარდიული ბატალიონი
  • 661–ე ინჟინერ–მესანგრეთა ცალკეული ბატალიონი 
  • 15–ე სარემონტო–აღმდგენითი ცალკეული ბატალიონი
  • 1683–ე მატერიალური უზრუნველყოფის ცალკეული ბატალიონი
  • 969–ე უზრუნველყოფის ცალკეული ასეული
  • 215–ე ცალკეული გვარდიული სადაზვერვო ასეული
  • 728–ე კავშირგაბმულობის საფელდეგერო–საფოსტო სადგური
  • სასწავლო–საწვრთნელი კომპლექსი
ამჟამად დივიზიის შემადგენლობა მიახლოებით 4000 სამხედრო მოსამსახურეა. დივიზიის მეთაურია გვარდიის პოლკოვნიკი სერგეი ვოლოკი. 

P.S. სწავლება უკრაინის კრიზისის ფონზე პუტინის ბრძანებით ხორციელდება  – მეზობლებისა და პარტნიორებისთვის საკუთარი პოტენციალის საჩვენებლად და შესაშინებლად.

რუსეთის არმია უკრაინის საზღვართან ძალების კონცენტრაციას ახდენს

რუსული ჯავშანკოლონა როსტოვთან
როგორც ინტერნეტ წყაროებიდან ხდება ცნობილი, რუსული მხარე, უკრაინის საზღვართან 80 000 ჯარისკაცის, ტანკების, ჯტრ–ების და სხვა ტექნიკის კონცენტრაციას ახდენს. უკრიანის უსაფრთხოების მაღალჩინოსანის განცხადებით არაა გამორიცხული რომ, რუსეთმა უკრაინაში ფართომაშტაბიანი შეჭრა განახორციელოს და რამდენიმე საათში კიევში აღმოჩნდეს.
უკრაინის საზღვართან რუსული საბრძოლო ტექნიკის ფოტოსურათები დაძაბულობას კიდევ უფრო ამძაფრებს. ბრიტანეთის დაზვერვის მაღალჩინოსნების განცხადების თანახმად, სამშაბათს რუსულმა მხარემ უკრაინის საზღვრებისკენ მასიურად დაიწყო ძალების გადასროლა.
როგორც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს მდივანმა, პარუბიიმ, განაცხადა – "რუსულმა მხარემ უკრაინის საზღვრებთან 80 000 ჯარისკაცს, 270–მდე ტანკს, 180 ჯავშანმანქანას, 380 საარტილერიო სისტემას, 18 ზალპური ცეცხლის სისტემას, 140 საბრძოლო თვითმფრინავ, 90 საბრძოლო ვერტმფრენსა და 19 საბრძოლო ხომალდსა და კატერს მოუყარა თავი.
რუსული ქსმპების და ტანკების კოლონების გადაადგილების ფოტოები ორშაბათს იქნა მიღებული. კოლონებში ასევე შენიშნული იქნა БМ-21 Град–ები.
უკრაინიდან, დონეცკის რაიონიდან დონის როსტოვისკენ მიმავალმა მძღოლმა რამდენიმე კილომეტრიანი სამხედრო კოლონას გადაუღო ვიდეო, რომელიც უკრაინის საზღვრისკენ მიემართებოდა.

Т-72Б3 კოლონა როსტოვთან, უკრაინის დონეცკის რაიონის ქალაქ მარიუპოლიდან 105 (170კმ) მილის მოშორებით
რუსული ტანკები ასევე შემჩნეული იქნა  ბელგოროდის რკინგზაზე, და როგორც იუწყებიან საზღვართან 12 კილომეტრში.
როგორც ცნობილია რუსეთმა ძალების ეს გადაადგილებები მას მერე დაიწყო, რაც მაშტაბური საჰაერო–სადესანტო სწავლება გამოცხადდა. პუტინის ბრძანებით სწავლება რამდენიმე დღეს გაგრძელდება და მასში 4000 მედესანტე მიიღებს მონაწილეობას.



უკრაინისა და რუსეთის ძალების განლაგების სანახავად გადადით რუქის ბმულზე:

წყარო:

არნოლდ შვარცენეგერი – დალეწე და განიტვირთე


ცნობილი მსახიობი და საზოგადო მოღვაწე, არნოლდ შვრაცენეგერი, ყველა მსურველს სთავაზობს (რა თქმა უნდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ) ყველანაირი ხარახურის ტანკით გადავლას და დამტვრევას.

როგორც ცნობილია შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. ღონისძიებაში გამოყენებული იქნება მსახიობის პირად საკუთრებაში მყოფი M-47 ტიპის.


ღონისძიების სარეკლამო რგოლი

P.S. აღსანიშნავია რომ სავალდებულო ჯარი, შვარცენეგერმა, ავსტრიაში, სატანკო ჯარებში მოიხადა, სადაც ის ტნკ M-47–ის მძღოლ მექანიკოსად მსახურობდა


შეუერთდით:

რუსული Т-90-ის უკრაინული მოდერნიზაცია

სქემაზე ჩანს კოშკურის უკანა ნაწილში განთავსებული ავტომატური დამტენი, რომელიც დამოუკიდებელი შეჯავშნული მოდულის სახითაა დამზადებული. დეტონაციისგან დასაცავად მოდული "ამოსაგდები ფილებითაა" დაფარული.
ამ მოდერნიზაციის მთელი საბრძოლო მარაგი მექანიზირებულია, მეორე ავტომატური დამტენი ტანკ БМ Оплот–ის ანალოგიურია და კორპუსშია განთავსებული.
საბრძოლო მარაგის სრული მექანიზაცია Т-90С–ის საცეცხლე ძალას საგრძნობლად ზრდის. ჩვეულებრივ ვარიანტში ავტომატურ დამტენში 45 ჭურვიდან მხოლოდ 22 არის განთავსებული. მოდერნიზირებულ ვერსიაში კი 22 ჭურვი კოშკურის უკან განთავსებულ ჰორიზონტალურ კონვეერშია და 28 ჭურვი კიდევ კორპუსში, ავტომატურ დამტენში.
Т-90С-ზე მოდერნიზაციას გაივლის ასევე ძალური აგრეგატი, რუსული, 1000 ცხენისძალიანი В-98-ის ნაცვლად დაყენდება უკრაინული, 1500 ცხენისძალიანი ორტაქტიანი დიზელი 6ТД-3.
მანქანის დაცვის გაზრდის მიზნით, უკრაინელები კლიენტს სთავაზობენ დინამიკურ დავცა "Дуплет"–ს, რომელიც ფარავს ტანკის კოშკურისა და კორპუსის წინა და გვერდით პროექციებს. აღნიშნული დინამიკური დაცვა უზრუნველყოფს დაცვას ტანდემური კუმულაციური ქობინებისგან.
ასევე შემოთავაზებულია ტანკის აქტირუი დაცვის კომპლექსით, "Заслон"–ით აღჭურვა, რომელიც ტანკს იცავს წინიდან და გვერდებიდან და ასევე ზემოდან შემტევი ან გადამფრენი ჭურვებისგან.
მოდერნიზაციის პაკეტში მართვის სისტემის განახლებაც შედის – სქემაზე ჩანს მეთაურის პანორამული სამიზნე ПНК-6 და სხვა ელექტრონული კომპონენტები. ასევე საინტერესოა დისტანციური, კომბინირებული, საბრძოლო მოდული, რომელიც მოიცავს უკვე სტანდარტულ 12,7მმ ტყვიამფრქვევს და ასევე არასტანდარტულ 30მმნიან ავტომატურ ყუმბარმტყორცნსა და გსსკს.

წყარო:

Wednesday, March 12, 2014

NATO უკრაინის ცას აკონტროლებს

NATO–მ AEW&C Boeing E-3 Sentry-ს ფლოტის დახმარებით უკრაინის საჰაერო სივრცეზე მუდმივი დაკვირვება დაიწყო. ამასთან თვითმფრინავები ალიანსის წევრი ქვეყნების, პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეს არ ტოვებენ. აღსანიშნავია რომ საჰაერო კონტროლში მონაწილეობას ღებულობენ როგორც NATO–ს ასევე დიდი ბრიტანეთის თვითმფრინავები. NATO–ს AEW&C–ები ფრენებს გერმანიიდან, კეილენკირჰენის (Geilenkirchen) აეროდრომიდან განახორციელებენ, ხოლო ბრიტანული  E-3D–ეები ბრიტანეთიდან, ავიაბაზა Waddington–იდან.
სავარაუდოდ ეს მოქმედება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე საომარი, ამ შემთხვევაში სადაზვერვო ინფორმაციის შესაგროვებლად, სიტუაციაზე დასაკვირვებლად და უკრაინისთვის ინფორმაციის გადასაცემად უფრო სასარგებლო E-8 J-STARS–ები იქნებოდა.

წყარო:

დღის ფოტო – მსუქანა

არაბეთის გაერთიანებული საემირატოს საჰაერო ძალების F-16F Block 60 აშშ–ში, საერთაშორისო სწავლება Red Flag 14-2–ზე

დანარჩენი ფოტოები – Bruce Smith

ინდოეთის Т-90С–ების მოდერნიზაციის პროგრამა

როგორც Defense News იუწყება – უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 600 ცალი ძირითადი საბრძოლო ტანკის, Т-90С-ის მოდერნიზაციის ტენდერი გამოაცხადა. ამ მიზნებისთვის 250 მილიონი დოლარის დახარჯვაა დაგეგმილი. ტენდერში სამონაწილეოდ მოწვევები მხოლოდ ეროვნულ თავდაცვით კომპანიებს გაუგზავნეს. ინდოეთის სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელობის გეგმების თანახმად, ტანკ Т-90С-ის მოდერნიზაცია სამ წელზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.
მოდერნიზირებულმა Т-90С-ებმა უნდა მიიღონ კონდიციონირების სისტემები, რომელთა შექმნითაც ინდოეთის თავდაცვითი წარმოებისა და კვლევების ორგანიზაციაა (DRDO) დაკავებული. ამას გარდა დაგეგმილია ტანკზე არსებული დაცვის სისტემების, სანავიგაციო მოწყობილობებისა, სამიზნე თბოხედვისა და ცეცხლის მართვის სისტემების შეცვლა. ტენდერის გამოცხადება მას მერე გახდა შესაძლებელი, რაც რუსეთმა და ინდოეთმა ინტელექტუალური საკუთრების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
ადრე DRDO–მ რამდენჯერმე უკვე მიიღო ინდოეთის თავდაცვის სამინისტროსგან Т-90С–ზე კონდიციონერის დაყენების დავალება, მაგრამ ეს სამუშაოები არ იქნა დასრულებული, რადგანაც რუსეთმა ინდოელ სპეციალისტებს აუკრძალა ტანკის კონსტრუქციაში ჩარევა. აკრძალვის მიზეზი ინტელექტუალური უფლებების დაცვა გახდა. ამი მერე ინდურმა მხარემ რუსეთს მიმართა თხოვნით აღეჭურვათ Т-90–ები კონდიციონერებით, მაგრამ სამუშაოების გატარების შესახებ კონტრაქტს ხელი არ მოეწერა.
ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ 2001 წელს რუსეთში 310 ცალი Т-90С შეიძინა, საიდანაც 190 ცალი ლიცენზიით ავადში მდებარე ინდოეთის საწარმოში იქნა გამოშვებული 2007 წელს ინდოელმა სამხედროებმა დამატებით 330 ცალი ტანკი შეიძინეს. როგორც Defense News იუწყება – ინდური არმია უკმაყოფილოა ტანკზე არსებული თბოხედვის კომპლექსის გაუმართაობით, რომელიც ცხელ კლიმატში ცუდად მუშაობს. როგორც ირკვევა ინდურმა მხარემ თავიდანვე კონდიციონერების გარეშე შეისყიდა რუსული ტანკები, რაც გარდა თბოხედვის სისტემებისა ეკიპაჟზეც უარყოფითად მოქმედებს.
ზემოთ აღნიშნულის გარდა ამ ტანკების მოდერნიზაცია სხვა ფაქტორებმაც განაპირობეს, კერძოდ უდაბნო რაჯასტანში (Rajasthan) ინდოელმა სამხედროებმა ჩაატარეს რუსული Т-90С–ისა და ადგილობრივი წარმოების Arjun Mk-1–ის შედარებითი გამოცდები, რომლის დროსაც ინდურმა ტანკა ცეცხლის მართვის სისტემებში უპირატესობა აჩვენა. რის შემდეგაც ინდოეთის არმიამ 124 ცალი Arjun Mk-1 შეუკვეთა. ასევე ბოლო დროს დამატებით შეკვეთილი იქნა ამ ტანკის 124 ცალი გაუმჯობესებული,  Mk-2 ვარიანტი, რომელტა მიწოდებაც 2016 წელს უნდა დაიწყოს (ინდოეთი სავარაუდოდ Arjun–Mk2–ის წარმოებას დაიწყებს).
მთლიანობაში  2020 წლისათვის ინდოეთის არმია გეგმავს 1657 ცალი Т–90С შეიძინოს, საიდანაც ათასი ცალი ინდოეთში უნდა იქნას აწყობილი. 1000 ცალი მანქანის წარმოების კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, თუმცა მათი წარმოება ჯერ არ დაწყებულა, რადგანაც რუსულმა მხარემ ინდოეთს ტექნოლოგიების მხოლოდ 40% გადასცა.


წყარო:

Tuesday, March 11, 2014

ოპერაცია კოდური სახელით „გრიფონი III“

ISAF-ის მისიაში მონაწილე 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში, ჰელმანდიის პროვინციის სოფელ „ჩრდილო მუჰამადაბადში“ წმენდის ოპერაცია კოდური სახელით „გრიფონი III“ ჩაატარეს. ოპერაცია მოწინააღმდეგის მოსალოდნელი ორგანიზებული შეტევის აღკვეთას ისახავდა მიზნად.
31-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულმა სოფლის იზოლირება ამერიკელი სამხედროებისგან დაკომპლექტებული მხარდამჭერი ჯგუფით განახორციელა, რათა მოწინააღმდეგეს დასახლებული პუნქტიდან გასვლის,მომაკვდინებელი მასალის გატანისა და სხვა დაჯგუფებების დახმარების საშუალება არ მისცემოდა. ობიექტის იზოლირებას დასახლებული პუნქტის წმენდა მოჰყვა, რომლის დასრულების შემდეგაც ქართველმა სამხედროებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა („შურა“) გამართეს. „შურას“ დროს ყურადღება სოფელში არსებულ პრობლემებზე, უსაფრთხოების საკითხებსა და ადგილობრივებთან სამომავლო თანამშრომლობაზე გამახვილდა. „ალფა“ ასეულის სამხედროებმა მოსახლეობას პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარეს და საჩუქრებიც გადასცეს.
„გრიფონი III“ 12 საათს გაგრძელდა. ოპერაციას „ალფა“ ასეულის მეთაური, კაპიტანი ზაზა გორგოძე ხელმძღვანელობდა. მასში მონაწილეობა 130-მა ქართველმა და 14-მა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო. ჩართული იყო 24 ჯავშანმანქანა MRAP-ი. ასეულის უსაფრთხოებას ჰაერიდან „ოსპრი“-ს და „ჩინოკი“-ს ტიპის ორი საბრძოლო ვერტმფრენი უზრუნველყოფდა. 
ოპერაციის მსვლელობას ადგილზე 31-ე ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი მეშველიანი და ტაქტიკური დაჯგუფების მეთაური პოლკოვნიკი პიტერ ბაუმგარტენი ზედამხედველობდნენ.
„გრიფონი III“ წარმატებით დასრულდა. ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცები ბაზა „ლეზერნეკზე“ მშვიდობით დაბრუნდნენ.
„გრიფონი III” იმ ოპერაციების სერიის გაგრძელებაა, რითაც 31-ე ბატალიონი საკუთარი პასუხისმგებლობის რაიონის სრულ კონტროლს ახორციელებს. ოპერაციამ ზემდგომი ამერიკული ხელმძღვანელობის მხრიდან მომზადებას, დაგეგმვასა და განხორციელებაში მაღალი შეფასება დაიმსახურა.

Operation "Griffon III" 

Military servicemen of the 31st battalion conducted a clearing operation dubbed "Griffon III" in the village of North Muhamabad in Helmand Province, Afghanistan. The goal of the operation was to suppress the feasible organized attack from the adversary. 
"Alfa" company of the 31st battalion isolated the village with the support of the U.S. military servicemen in order to prevent the enemy from leaving the village, carry the lethal materials with them and get the support from other groups as well. After isolating the village, the Georgian soldiers held "Shura" with the local population and discussed the existing problems, security issues and future cooperation. "Alfa" company provided the first medical aid to the villagers and granted them presents. 
"Griffin III" lasted for 12 hours. The operation with participation of 130 Georgian and 14 U.S. military servicemen was commanded by Captain Zaza Gorgodze. 24 MRAPs were also involved in the operation with the air support of "Osprey" and two "Chinooks". It was supervised by LTC Giorgi Meshveliani and Commander of the tactical grouping Col Peter Baumgarten. 
After the successful operation "Griffon III" military servicemen returned to camp "Leatherneck". 
"Griffon III" is from the series of operations aimed at full controlling the area of operations. The preperation, planning and implementation of the operation received high evaluation from the US side.



ვიდეო სიუჟეტი

წყარო:
ოპერაცია კოდური სახელით „გრიფონი III“