ვირჯინიის შტატი, ფორტ BELVOIR – როგორც წესი ახალგაზრდა ჯარისკაცებს სურთ რომ მაგრად გამოიყურებოდნენ, მათგან განსხვავებით კანონმდებლებს ეკონომიკური სიიაფე და მაქსიმალური ეფექტურობა აინტერესებთ.
ჯარისკაცთა დაცვისა და ინდივიდუალური აღჭურვილობის პროექტ მენეჯერის, პოლკოვნიკ რობერტ მორტლოკის (Robert F. Mortlock) განცხადების თანახმად ის სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. მისი თქმით პროექტის მიზანია მაქსიმალური კომფორტი, მორგება, ფასი, გარემო პირობებისგან დაცვა და გამძლეობა.
ჩექმები ჯუგლებისთვის
რადგანაც აშშ–ს არმია წყნარი ოკიანის რეგიონისკენ ბრუნდება, ჯუნგლებისთვის მას ახალი ჩექმები ესაჭიროება. რამოდენიმე პროტოტიპის ტესტირება მომწოდებლის მიერ ამ წლის ზაფხულში დაიწყება – განაცხადა მროტლოკმა.
ჯუნგლების კარგი ჩექმები მალე უნდა შრებოდეს. ის ასევე უნდა იყოს მსუბუქი და უნდა სუნთქავდეს, რომ მინიმუმამდე შეამციროს მაღალი ტენიანობისა და ტემპერატურის შედეგები. ჩექმის ლანჩი ტალახსა და ჭუჭყში მინიმალურად უნდა სრიალებდეს. ამას გარდა, ტყავი არ უნდა შრებოდეს და სკდებოდეს ხშირი დასველებისა და გაშრობის ციკლების გამო.
ჯუნგლების ჩექმების, და საერთოდ ყველა ჩექმის განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტოს – ჯარისკაცთა მიერ მათი გამოყენების გამოცდილება და საფუძვლიანი ტესტირება წარმოადგენს.
"მომხმარებლის მიერ ამ საფუძვლიან გამოცდებს ჩვენ იმიტომ ვახორციელებთ, რომ დავრწმუნდეთ მათი აღჭურვილობის ხარისხში, რომელიც მათ უქმნის კომფორტს და საშუალებას აძლევს კონცენტრირება მოახდინონ თავის ძირითად მისიაზე. ჩვენ ეს ნდობა ხანგრძილივი წლების განმავლობაშ მოვიპოვეთ" – განაცხადა მროტლოკმა.
ცხელი და ნოტიო (ჯუნგლების) კლიმატისთვის განკუთვნილი ჩექმების ერთ–ერთი სახეობა, რომელიც ჯაირსკაცებმა ზაფხულში უნდა გამოცადონ
გაუმჯობესებული ჩექმები
ჩექმების დიზაინში ბოლო დროის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ეს არის "ლანჩის პირდაპირი დამაგრების" ხერხი. როგორც პოლკოვნიკმა მორტლოკმა ახსნა – ლანჩები, რომლებიც ჩექმაზე მიწებებულია თითქმის ნახევარი კილოთი მსუბუქია მიკერებულლანჩიან ჩექმებთან შედარებით. პირდაპირ მიწებებული ლანჩები ასევე ძნელად ცილდება ჩექმას, ხანგრძლივი, მძიმე გამოყენების შემდეგ.
მისივე თქმით ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა რომ ასეთი ხერხით შექმნილი ჩექმები ფეხის ტრამვებს ამცირებს, რადგანაც ის ფეხზე გადაცემულ შოკს ასუსტებს.
ასევე მნიშვნელოვანია "უნივერსალური ზომის" შემოღება. არმიის მოთხოვნით ყველა მწარმოებელი ვალდებულია ერთნაირი, უნივერსალური ზომის ჩექმები აწარმოოს. დღევანდელი მდგომარეობით ეს პრობლემას წარმოადგენს – ჯარისკაცმა იცის რომ მას აცვია 10.5 ზომის ჩექმა და სხვა მწარმოებლისგან, იგივე ზომის ჩექმის შეკვეთის დროს ხშირი შემთხვევაში მას ეს ჩექმები არ ერგება. "უნივერსალური ზომა" შეამცირებს ლოჯისტიკურ დანახარჯებს და ქვედანაყოფის დროს დაზოგავს – განმარტა მორტლოკმა.
კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც არაა კავშირში უსაფრთხოებასა და კომფორტთან და რომელიც ჩექმების გარდა ყველა სისტემას ეხება, ეს არის ის რომ ჩექმები დამზადებული უნდა იყოს ამერიკაში წარმოებული ტექსტილისა და მასალებისგან. ამის შესახებ კანონის რატიფიცირება მოხდა 1941 წელს და მისი კოდია 10 USC 2533a. თუმცაღა ჯარისკაცებს აქვთ უფლება შეისყიდონ ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი მწარმოებლის ჩექმები, მთავარია ის ფორმის ტარების წესდების პირობებს აკმაყოფილებდეს.
აშშ–ს არმიაში ჯარისკაცს ორი სახეობის სტანდარტული ჩექმა ეძლევა – ერთი ცხელი, ხოლო მეორე ზომიერი კლიმატისთვის. სხვა სპეციალიზირებული ჩექმები კონკრეტული მისიების შემთხვევაში გაიცემა. ავღანეთში დისლოცირებულ ჯარისკაცებს სპეციალური, სამთო ჩექმები ეძლევათ, რომელიც ამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მთიანი, უხეში რელიეფისთვისაა განკუთვნილი. თავის მხრივ სამთო ჩექმის ორი სახეობა არსეობს – ცხელი და ზომიერი კლიმატისთვის.
ავიატორებსა და ჯავშანტექნიკის ეკიპაჟს, სპეციალური, ცეცხლგამძლე ჩექმები ეძლევათ, რომლებიც მათ მისიას შეესაბამება. არსებობს ასევე შუალედური ცივი/სველი ამინდისა და ექსტრემალური ცივი კლიმატის ჩექმები.
ზომიერი კლიმატისთვის განკუთვნილი ჩექმები
ცხელი კლიმატისთვის განკუთვნილი ჩექმები
ავიატორებისთვის და ჯავშანტექნიკის ეკიპაჟისთვის განკუთვნილი ცეცხლგამძლე ჩექმები
სამთო ჩექმის ცხელი კლიმატისთვის განკუთვნილი სახეობა
სამთო ჩექმის ზომიერი კლიმატისთვის განკუთვნილი სახეობა
კამუფლიაჟის სქემა
მორტლოკის განცხადების თანახმად – ამიამ ცოტა ხნის წინათ დაასრულა აშშ–ს არმიის ისტორიაში კამუფლიაჟის ყველაზე მაშტაბური გამოცდები, რომელშიც რამდენიმე ათასი ჯარისკაცი ღებულობდა მონაწილეობას.
მან ჯარისკაცის მისიაში კამუფლიაჟის მნიშვნელობა ახსნა:
"კამუფლიაჟის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მტერს არ ძალუძს მოკლას ან დაჭრას ის რასაც ვერ ხედავს" – ახსნა მორტლოკმა. "ჩვენ გვაქვს მტრის გერმოსთან მიახლოებული რაიონებიდან გამომცდელი ჯარისკაცების მოხსენებები და მათი თქმით მტერს არ შეუძია ამერიკელი ჯარისკაცების დანახვა. ეს კარგია".
მიუხედავად იმისა რომ ბევრი უკვე გაკეთდა, გამოცდები მაინც გაგრძელდება – განაცხადა მორტლოკმა. არმია აფასებს "ყველა სახეობას" და განიხილავს 2014 წლის ფინანსური წლის ავტორიზაციის კანონს, რათა დარწმუნდეს რომ ყველა კამუფლიაჟი სრულებით შეესაბამება NDAA–ს. NDAA–ს თანამხად, არმიას შეუძლია "არსებული ფორმები და ნიმუშები და ასევე დაქვემდებარებული სამსახურების ნიმუშების გამოიყენება".
ამ და მომავალ თვეში გამოცდები შემდეგ ადგილებში განხორციელდება – Fort Benning–ში (ჯორჯიის შტატი), Fort Polk–ში (ლუიზიანას შტატი) და Yuma Testing Ground–ში (არიზონას შტატი).
გამოცდების მიზანია, გამოავლინოს კამუფლიაჟის მოდელების ოჯახობა, რომლებიც უკეთესად შეასრულებენ თავის დანიშნულებას, ვიდრე დღეს არსებული ფორმა, რომელიც ასევე ცნობილია UCP სახელით. ცალკეული მოდელები, რომლებიც განკუთვნილია მშრალი, გარდამავალი ნახევრადტყიანი ან ძლიერტყიანი გარემოსთვის, როგორც წესი უკეთესათ მუშაობენ, ვიდრე ერთნახაზიანი ფორმა, რომელიც სამივე გარემოში სამუშაოდაა განკუთვნილი.
მორტლოკის თქმით, გამოცდების კრიტერიუმია "გამოვლენა და შერწყმა". ამ კრიტერიუმის სადაგობის გამოსავლენად, ჯარისკაცები სხვადასხვა ნიმუშების კამუფლიაჟს ცდიან სხვადასხვა მანძილზე, განათებაზე, ფონზე და მოძრაობაში. ჯარისკაცები რომლებიც მემიზნეებად არიან განსაზღვრულები, ცდილობენ გარემოს ფონზე გამოარჩიონ შენიღბული ჯარისკაცები.
როგორც გამოცდებმა აჩვენა, 25–50 მეტრის დიაპაზონში მნიშვნელობა აქვს კამუფლიაჟის დაფოთვლის სქემას, რომელიც მთავარ როლს ასრულებს გარემოსთან შერწყმაში. 50 მეტრის ზემოთ, სქემა მნიშვნელობას კარგავს და წინა პლანზე იწევს კამუფლიაჟის ძირითადი ფერები.
გამოცდების დასრულების შემდეგ, არმიის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს დაიტოვოს ის კამუფლიაჟი რაც ახლა აქვს თუ ჩაანაცვლოს ის რომელიმე ახალი მოდელით. როგორც ვარიანტი განიხილება არმიისთვის გარდამავალი, საერთო შაბლონის მიღება, ხოლო სპეციალიზირებული, მშრალი და ტყის კლიმატისთვის განკუთვნილი ნიმუშები სარეზერვო იქნება, მანამ სანამ ქვედანაყოფის მეთაური არ მოითხოვს მათ გაცემას.
სამხედრო ჩექმებისა და კამუფლიაჟის მეცნიერულ კვლევებში, შექმნასა და გამოცდებშ ისეთი ორგანიზაციები და დაწესებულებები თანამშრომლობენ, როგორებიცაა – PEO Soldier, Army Test and Evaluation Command, Aberdeen Proving Ground (მერილენდის შტატი), Maneuver Center of Excellence, Fort Benning (ჯორჯიის შტატი), U.S. Army Training and Doctrine Command, Fort Eustis (ვირჯინიის შტატი) და Natick Soldier Research Development and Engineering Center, Natick (მასაჩუსეტსის შტატი).
წყარო: