Saturday, May 3, 2014

ფრანგული Rafale–ბი პოლონეთში

2014 წლის 28 აპრილს, პოლონეთში, მალბროკის ავიაბაზაზე საფრანგეთის ავიაციის კუთვნილი ოთხი ცალი Dassault Rafale C ჩაფრინდა. გამანადგურებლები უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონეზე, NATO-ს აღმოსავლეთევროპის წევრი ქვეყნების თავდაცვით უნარიანობის გაზრდასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა. ფრანგული გამანადგურებლების დანიშნულებას 2014 წლის 1 მაისიდან ლიტვაში, აეროპორტ შაულიაიზე, პრიბალტიკის საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად გაგზავნილი პოლონური МиГ-29–ების მხარდაჭერა წარმოადგენს.
მალბროკში გაგზავნილი ერთი  Rafale С, ავიაბაზა სან–დიზეზე ბაზირებული ესკადრილია EC 1/7 “Provence”–ს რიგებიდანაა, ხოლო დანარჩენი სამი ავიაბაზა მონ დე მარსანისზე ბაზირებულ RC 2/30 “Normandie-Niémen”–ის პოლკს მიეკუთვნებიან. EC 1/7–ის კუთვნილი გამანადგურებლის საბორტე ნომრია 113-IT (სერიული ნომერი C115), ხოლო RC 2/30–ის თვითმფრინავები შემდეგი საბორტე და სერიული ნუმერაცია აქვთ – 118-GD (C125), 118-GK (C132) და 118-GV (C143). ოთხივე მანქანა F3 სერიის მოდიფიკაციისა.
აღსანიშნავია რომ, პოლკ RC 2/30 “Normandie-Niémen”–ის სამივე გამანადგურებელზე მოშორუებულია ამ ნაწილის სიმბოლიკა – როგორც ცნობილია ეს პოლკი მე–2 მსოფლიო ომის დროს სსრკ–ს საჰაერო ძალების შემადგენლობაში იბრძოდა. ამ პოლკის მიერ სიმბოლიკის წაშლა სავარაუდოდ ანტირუსული დემონსტრაციითაა განპირობებული.

 Rafale С 113-IT (C115)

Rafale С 118-GV (C143)

  Rafale С 118-GK (C132)

Rafale С 118-GD (C125)

ფოტოების წყარო – aviateam.pl

F-35-ის პროგრამის ირგვლივ vol.2

26 მარტს F-35B–ს მიერ განხორციელდა ლაზერით კორექტირებადი ავიაბომბის, GBU-12–ის პიკირებიდან ჩამოგდება – საკმაოდ ეფექტური ფოტოა:

მანამდე, 21 მარტს, Eglin AFB–ის მიერ გამოიცა სტატისტიკური მონაცემების მქონე ინფოგრაფიკა, რომელზეც გამოსახულია Eglin–ის ავიაბაზაზე, F–35–ისთვის მომზადებული პილოტებისა და ტექნიკური პრესონალის რაოდენობა ქვეყნების მიხედვით. აღნიშნული ცხრილი მე–100 პილოტის მომზადებასთან დაკავშირებით იქნა გამოქვეყნებული.

Thursday, May 1, 2014

დღის ფოტო – დილა მშვიდობისა ხალხ

მორჩა, უკრაინა საიმედო ხელებშია

Wednesday, April 30, 2014

ISIL vs ერაყის არმია

აწიოკებული ერაყული Abrams–ების შესახებ უკვე ვწერდი – ერაყული Abrams–ები ცეცხლის ქვეშ და ერაყული Abrams–ები ცეცხლის ქვეშ (vol.2), ამჯერად სხვა ჯავშანტექნიკას წარმოგიდგენთ.

ერაყში რებელსების მიერ არმიისთვის წართმეული ჯავშანტექნიკა 

ესეც დამწვარ–განადგურებული M-113-ები და Humvee-ბი 
 

МТ-ЛБ 

 Т-55

და БМП-1






აშშ–მ უკრაინის კრიზისის საპასუხოდ NATO–ს წევრ ქვეყნებს სამხედრო ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა

2014 წლის 29 აპრილს, აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს, რუსეთის მიერ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში "უსაფრთხოების გარემოს" შეცვლის საპასუხოდ სამხედრო ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა.
აშშ–ს მაღალჩინოსნის განცხადებით, რომელმაც უკრაინის მოვლენები "განგაშის სიგნალად" მონათლა, მათ არ შეუძლიათ დაუშვან მოკავშირე ქვეყნების სამხედრო ხარჯების გამუდმებული შემცირება, რაც ბოლო წლების განმავლობაში სისტემატურად ხდებოდა.
"NATO–ს ყველა წევრი ვერ შესძლებს  წელს ან თუნდაც მომავალ წელს გაზარდოს სამხედრო ხარჯები შიდა პროდუქციის 2%–მდე" – განაცხადა მაღალჩინოსანმა, "მაგრამ მოვიდა ის მომენტი, როცა მოკავშირეებმა თავისი სამხედრო ხარჯები მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საგრძნობლად უნდა გაზარდონ".
ჯონ კერიმ ასევე უკვე მერამდენედ განაცხადა, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციის ნაბიჯების ნაცვლად რეგიონში კრიზისი გამწვავებას უწყობს ხელს.
პრო–რუსულ მებრძოლებს, აღმოსავლეთ უკრაინის რამნოდენიმე ქალაქში, კონტროლის ქვეშა ჰყავთ სამთავრობო შენობები და ეუთოს სამხედრო დამკვირვებელების განთავისუფლებაზე უარს აცხადებენ.
ორშაბათს აშშ–მ და ევროკავშირმა მორიგი სანქციები მიიღეს რამოდენიმე რუსი მაღალჩინოსანის წინააღმდეგ და დაემუქრნენ რუსეთს ეკონომიკური სანქციების გაძლიერებით იმ შემთხვევაში თუ რეგიონში დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.
კერის მტკიცებით, რუსეთი ცდილობს ყირიმის მიერთებითა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციით აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში უსაფრთხოების გარემო შეცვალოს.
"ამგვარად, ჩვენ აღმოვჩნდით ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსისთვის გადამწყვეტ მომენტში და არავის არა აქვს უფლება შეცდომა დაუშვას" – დასძინა მან. "და ჩვენ მზადა ვარ გავაკეთოთ ის, რაც უნდა გავაკეთოთ და დავიკავოთ დისტანცია, რათა შევინარჩუნოთ ეს ალიანსი".
"ჩვენ ეს ღიად და გასაგებად უნდა დავანახოთ კრემლს, რომ NATO–ს ტერიტორია ხელუხლებელია. ჩვენ მისი მიწის ყოველ მონაკვეთს დავიცავთ", დაამატა მან.

ვაშინგტონმა 600–მდე სამხედრო მოსამსახურე მიავლინა პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რათა მოემზადოს სამხედრო სწავლებების სერიისთვის. თავის გამოსვლაში, კერიმ ასევე მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, რომ "გადაუდებლობის შეგრძნობით" შეამცირონ მათი დამოკიდებულება რუსულ გაზზე. ასევე მოუწოდა დააჩქარონ მოლაპარაკებები ტრანსატლანტიკური სავაჭრო–საინვესტიციო პარტნიორობის შესახებ, რათა შექმნან მსოფლიოში თავისუფალი ვაჭრობის უმსხვილესი ზონა.
რუსეთმა უარყო რომ ის არის აღმოსავლეთ უკრაინის მოლენების დირიჟორი და ირწმუნება რომ მას არ აქვს ამ რეგიონში შეჭრის რაიმე გეგმა.

წყარო:

როგორ კვდებიან ტანკები

 გერმანია, Edeleben–ი, 2014 წლის აპრილი – attle Tank Dismantling GmbH Koch. დანის ქვეშ გაშვებული Leopard-1-ები და დასაჟანგად განწირული Marder-ები