As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Saturday, June 14, 2014
Friday, June 13, 2014
Thursday, June 12, 2014
უკრაინული კონტეინერული სტარტის უპილოტო "Сокіл-2" (შევარდენი–2)
ჯავშანტექნიკაში გამოყენებული უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ არაერთხელ ვწერდი:
ამჯერად უკრაინული წარმოების უპილოტოს წარმოგიდგენთ, რომელიც ტმსკ–ს გამშვებ კონტეინერს გამოიყენებს
უპილოტოს მუშაობის სქემატური გამოსახულება
უპილოტოს განთავსება ტმსკ–ს კონტეინერში
უპილოტო გაშლილ მგომარეობაში
უპილოტო "Сокіл-2"–ს ტტმ:
- ფრენის მანძილი – 20 000 მ
- ფრენის დრო – 1,5–2 სთ
- მართვის რეჟიმი – დისტანციური, GPS–ით პროგრამირებადი
- ძალური დანადგარის ტიპი – ელექტრონული ძრავა
- კრეისერული სიჩქარე – 100–120 კმ/სთ
- სტარტის ტიპი – სატრანსპორტო–გამშვები კონტეინერიდან
- წონა – 5 კგ
- მარგი დატვირთვის წონა – 1 კგ
სატრანსპორტო–გამშვები კონტეინერის ზომები:
- სიგრძე – 1390 მმ
- გარე დიამეტრი – 160 მმ
წყარო:
Wednesday, June 11, 2014
დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დაღუპილთა რაოდენობა
წყარო:
P.S. სიაში სავარაუდოდ არაა მოხვედრილი უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ძირითადა საკუთარ ჰოსპიტლებს მიმართავენ და სავარაუდოდ უკრაინის შსს და თს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშს არ აბარებს. ასევე აღსანიშნავია რომ სიაში ამა თუ იმ მიზეზის გამო ყველა პრორუსი ტერორისტი ვერ მოხვდებოდა.
Tuesday, June 10, 2014
ბრიტანეთში ორი ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენია B-2A ჩაფრინდ
2014 წლის 8 ივნისს ბრიტანეთის სამხედრო–საჰაერო ბაზა ფაიერფორდზე (RAF Fairford) აშშ–დან ორი, დაბალი შემჩნევადობის სტრატეგიული ბომბდამშენი Northrop Grumman B-2A Spirit ჩაფრინდა. თვითმრინავები აშშ–ს ავიაციის გლობალური დარტყმის მმართველობის 509–ე საბომბდამშენო ავიაფრთას ეკუთვნის და მათი მუდმივი დისლოკაციის ადგილი შტატ მისურიში მდებარე ავიაბაზა ვჰაიტმენია (Whiteman Air Force Base). როგორც ცნობილია ბომბდამშენები ბრიტანეთში NATO–ოს სწავლება Saber Strike–ში და BALTOPS–ში სამონაწილეოდ, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელდება, იქნა გადმოსროლილი, თუმცა მათი გამოჩენა სავარაუდოდ რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად განხორციელდა.
დიდ ბრიტანეთში ძველი ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების, В-52Н–ების (სამი მათგანი იმავე ფაიერფორდის ავიაბაზაზე 4 ივნისს ჩაფრინდა, რათა ზემოთ აღნიშნულ სწავლებებში, NATO Saber Strike–ში და BALTOPS–ში მიიღოსნ მონაწილეობა) გადასროლა საკმაოდ ხშირად ხორციელდება და არანაირ გაოცებას არ იწვევს, მაგრამ В-2А–ს ბრიტანულ ავიაბაზებზე გაშლა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და მათი ევროპაში გადმოსროლა რუსეთისადმი პირდაპირ გზავნილად შეიძლება იქნას აღქმული.
გადმოსროლილი თვითმფრინავები Block–30 მოდიფიკაციისა და მათი სახელებია Spirit of Indiana (სერიული ნომერი AV-04, აშშ–ს საჰაერო ძალების ნომერი 82-1069) და Spirit of Louisiana (სერიული ნომერი AV-21, აშშ–ს საჰაერო ძალების ნომერი 93-1088) და მათი სახმისებია Death 11 და Death 12.
წყარო:
Monday, June 9, 2014
ჯავშანმანქანა "Ансырь" ბრონიცაზე
მოსკოვთან მდებარე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს 21–ე სამეცნიერო–კვლევით გამოსაცდელი ინსტიტუტის საცდელ პოლიგონ "ბრონცაზე", 29 მაისს, სამხედრო მძღოლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განხორციელდა ჯავშანმანქანა "Ансырь"–ის პრეზენტაცია (ბრონიცაზე გამართულ გამოფენაზე უკვე ვწერდი – ჯავშანმანქანების გამოფენა ბრონიცაში)
ტენდერი შიფრით "Ансырь" რუსეთის შსს–მ 2008 წელს გამოაცხადა, ტენდერის პირობებიდან გამომდინარე ბევრი სპეციალისტი მას ფრანგულ VBR–ზე მორგებულად თვლიდა და არ გამორიცხავდნენ ამ მანქანის რუსეთში წარმოებასაც კი:
მაგრამ როგორც ვხედავთ მხოლოდ კონცეპტუალური მსგავსებაა, ბაზა რისია გაურკვეველია, თუმცა ფოტოებიდან ჩანს მანქანა УАЗ–ის დროშების ქვეშ დგას
მცირე კლასის საიერიშო ამფიბიური ჯავშანმანქანის, შიფრი "Ансырь", წონა 4 ტონამდეა, ტვირთამწეობა 800კგ, ეკიპაჟი 3 კაცი. მანქანა შექმნილია ФКУ НПО СТиС МВД და ბაუმანის სახელობის მოსკოვის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ
ასევე БТР-82А1–ს დამატებით ფოტოები, მის შესახებ უკვე ვწერდი – БТР-82А1
მანქანა შიგნიდან
წყარო:
დღის ფოტო – უკრაინის კრიზისი
2014 წლის 7 ივნისი – უკრაინელი ჯარისკაცი ATO–ს ზონაში უკრაინის ახალი პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს ინაგურაციას უყურებს
2014 წლის 6 ივნისი, სლავიანსკი – უკრაინელი ჯარისკაცი პრო–რუს ტერორისტებთან ბრძოლაში
2014 წლის 5 ივნისის, რუსეთის საზღვართან მდებარე უკრაინული დასახლება ამვროსიევკა – უკრაინელი ჯარისკაცები პრო–რუსი ტერორისტების მოსაგერიებლად ემზადებიან
Sunday, June 8, 2014
ერაყული Abrams–ები ცეცხლის ქვეშ (vol.3)
ვაგრძელებთ ფოტოსესიას ერაყის არმიის შეიარაღებაზე მდგარი ამერიკული ტანკების, Abrams M1A1M–ბის შესახებ:
ტანკი №1
M1A1M ცეცხლს აწარმოებს
ჩანს ნასროლი ყუმბარა, რომელიც ზემოდან ეცემა ტანკის კოშკურას
ყუმბარის სროლის შედეგად გამოწვეული საბრძოლო მარაგის წვა კოშკურის უკანა ნიშებში
კოშკურას აფეთქების კვალი ეტყობა (ინვენტარი მინგრეულია), ეკიპაჟი სავარაუდოდ დაიჭრა ან ტანკი მიატოვა – ტანკს უახლოვდება აბუ აკრმა ალ მოჰაჯერი (Abu Akrma Al Mohajer) რომელსაც ხელში ასაფეთქებელი უკავია:
ტანკი №2
შეჯავშნული სარემონტო–საევაკუაციო მანქანა M88
ისევ ტუტუცი რადიკალი ხელში ასაფეთქებლით ეპარება სარემონტო–საევაკუაციო მანქანას
აფეთქების შედეგი
აფეთქების შედეგად Abrams გამოგორდა იმის სანახავად თუ რა ჯანდაბა მოხდა.........
და მასაც რაკეტა ჩაახუტეს!!! (დასკვნა – ზედმეტი ცნობისმოყვარეობა კლავს)
ტანკი №3
და ისევ ეს აბუ აკრმა ალ მოჰაჯერი (Abu Akrma Al Mohajer), ეს ჯეელი სუფთა Abrams–ების კილერია – ტანკი საკონტროლო გამშვებ პუნქტზე:
მოდის უკვე კარგად ნაცნობი ჯეელი ასაფეთქებლით......
............და ტანკი ცეცხლის ალში გაეხვია!!!
P.S. ამ ერაყელებს Abrams–ები კი არა ტრანსგალაქტიკური შატლები რო მისცე იმებსაც ასე უნიჭოდ დაკარგავენ. ამერიკის სიამაყე და ყველაზე უსაფრთხო ტანკი მსოფლიოში მასხარად ასაგდები გახადეს.