Saturday, July 5, 2014

მოხალისეთა ბატალიონების – Азов–ისა და Донбасс–ის ტაჩანკები

ბატალიონ Донбасс–ის ტაჩანკები 

Донбасс–ის უპილოტო

Азов–ის ჯავშან-КамАЗ (მის შესახებ უკვე ვწერდი – დღის ფოტო – Gun Truck from Ukraine)

ვაგრძელებთ – შუშიკები უკრაინიდან

კორპუსის წინა ქვედა და უკანა დეტალზე КВС-У–ს გოფრირებული ფრაგმენტიანი БТР-80–ის შესახებ უკვე ვწერდი (ბმული – ჯავშანტექნიკაში უკრაინული თვითშემოქმედების ახალი პორცია) – ამჯერად მისი უკეთესი ფოტოები:

ასევე წარმოგიდგენთ რამოდენიმე ფოტოს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საკონსტრუქციო ბიუროს საამქროდან:

ყუმბარმტყორცნების საწინააღმდეგო ცხაურებით აღჭურვილი БРДМ-2Д. მანქანაზე ცხაურების გარდა ახალი, ПК და АГС-17 აღჭურვილი საბრძოლო მოდული აყენია, რომელიც გარედან იმართება



НСВ-12,7 "Утёс"–ით და ПКМ–ით აღჭურვილი რაღაცა გაურკვეველი საბრძოლო მოდული

БТР-80–ის ანტიკუმულაციური ეკრანების ნახაზი 

ტანკ Т-64БВ–ზე აქტიური დაცვის, Заслон–ის განთავსების სქემა

1993 წელი – როგორ გადაარჩინეს უკრაინელებმა 8000 ქართველი ლტოლვილი

უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემხედვარე არცერთი ნამდვილი ქართველი გულგრილი არ დარჩენილა. ყველა ქართველს შესტკივა გული უკრაინელ ხალხზე, ჯარისკაცებზე, მეომრებზე და დაღვრილ სისხლზე. ეს სისხლი რუსი იმპერიალისტების ნამუსზეა, რომლებმაც უკრაინაში ცეცხლზე ნავთი დაასხეს და სეპარატისტებს მებრძოლები და შეიარაღება გაუგზავნეს და დღესაც უგზავნიან.
ამ ყველაფრის ფონზე ქართულ საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურეს უკრაინელი ძალოვნების რიგებში გამოჩენილმა ქართველმა მებრძოლებმა. თუმცა არიან ისეთებიც ვინც ამბობს – "რა უნდა მანდ, აქ ჩამოვიდეს და აქ იომოს!!!".
ასეთ ხალხს მინდა ვუპასუხო – გადახედონ საქართველოს უახლეს ისტორიას და დაინახავენ რომ დამოუკიდებლობის 22 წლის განმავლობაში უკრაინა იყო ერთადერთი ქვეყანა და უკრაინელი ერი იყო ერთადერთი ერი, ვინც უმძიმეს მომენტებში გვერდში გვედგა და სწორედთ ერთ ასეთ მომენტზე მინდა დღეს ამ სტატიაში მოგიყვეთ:


ყველაფერი დაიწყო 1993 წლის ოქტომბერში, როდესაც ქართულმა არმიამ და გვარდიამ პოლიტიკური ღალატის გამო მარცხი განიცადა აფხაზეთში და ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დადგა. სწორედ ამ მძიმე მომენტში ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ თხოვნით მიმართა უკრაინის პრეზიდენტს – რათა დახმარებოთა ათასობით ლტოლვილის გადარჩენაში. ლტოლვილებისა რომლებიც სვანეთის მთებში ნაადრევ ზამთარს ეწირებოდნენ და მიმხედავი არავინ ყავდათ.
სწორედ ამ მომენტში საქართველოს პრეზიდენტის თხოვნით "8 ოქტომბერს, უკრაინიდან, ვინნიცის ავიაბაზიდან, ქუთაისში, კოპიტნარის ავიაბაზაზე, მოვლინებული იქნა 100–მდე უკრაინელი ავიატორი და 15 ერთეული ვერტმფრენი Ми-8МТ ვაპნიარკიდან და ხერსონიდან და საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი, ერთი ნავსაწინააღმდეგო Ка-27ПЛ და ერთი სამაშველო Ка-27ПС".
უკრაინელმა ვერტმფრენებმა საქართველოში ერთი კვირა დაჰყვეს, აქედან 5 დღე ინტენსიური ფრენებს ახორციელებდნენ. ხშირად მოწინაარმდეგი ცეცხლის ქვეშ.
მთლიანობაში 5 დღის განმავლობაში განახორციელეს 7634 ლტოლვილის ევაკუაცია სვანეთის მთებიდან ქუთაისში და გადაზიდეს 487 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, ძირითადად კვების პროდუქტები, მედიკამენტები, საწვავ–საპოხი მასალები და თბილი ტანსაცმელი. სულ ამ პერიოდში პილოტებმა 271 საათი და 30 წუთი იფრინეს.  16 ოქტომბერს ვერტმფრენები უკრაინაში, ბაზირების ადგილზე დაბრუნდნენ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ბრძანება უკრაინელი ავიატორების საქართველოში მივლინების შესახებ

უკრაინული  ავიატორებისა და ვერტმფრენების ფოტოები საქართველოში ჰუმანიტარული ფრენების დროს

სტატიია მთლიანად რუსულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე – Гуманитарная миссия украинских вертолетчиков в Сванетии (Грузия)

P.S. ადამიანს მოკლე მახსოვრობა აქვს და ამიტომაც ხშირად შეხსენებაა საჭირო – ასე რომ ნუ დაივიწყებთ მეგობრობას და თქვენც უმეგობრეთ.

Thursday, July 3, 2014

ხარკოვში უკრაინის ეროვნული გვარდიისთვის ახალ ჯავშანტექნიკას ცდიან


ხარკოვში უკრაინის ეროვნული გვარდიისთვის გადასაცემ ახალ ჯავშანტექნიკას ცდინა. კერძოდ პოლიგონზე უახლესი БТР-4 (რომელიც უკრაინის ერ. გვარდიას უკვე 40 ცალი გადეცა) და Дозор-Б იქნა გამოყვანილი:

ჯტრ БТР-4Е

შეჯავშნული მანქანა Дозор-Б


ფოტოწბის წყარო:

ჯავშანტექნიკაში უკრაინული თვითშემოქმედების ახალი პორცია

ვაგრძელებთ უკრაინელი სამხედროების მიერ ჯავშანტექნიკაზე კუსტარული დამატებითი დაცვის დაყენების ფაქტების გამოქვეყნებას. ქვემოთ მოყვანილია რამოდენიმე ნიმუჯში:

БТР-80–ს წინა ქვედა დეტალზე КВС-У–ს გოფრირებული ფრაგმენტი უყენია. თუ რას წარმოადგენს КВС-У შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე იხილოთ – Сооружение КВС-У

ანალოგიური ფრაგმენტი მანქანის უკანა ნაწილში

დამატებითი ფოლადის ეკრანები БТР-80–ის ბორტზე, რომლის უკანაც მიწით სავსე ტომრებია ჩალაგებული



ფოტოების წყარო: