გუშინ ბალტიისპირეთში ჩასული ამერიკული ჯავშანტექნიკის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი – აბრამსები და ბრედლები რუსეთის საზღვართან. წარმოგიდგენთ ამ ტექნიკის დამატებით ფოტომასალას
As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Saturday, October 4, 2014
Friday, October 3, 2014
S-97 Raider–ის პრეზენტაცია
2 ოქტომბერს, ფლორიდის შტატში, ვესტ–პალმ–ბიჩში, გაიმართა პერსპექტიული სადაზვერვო–დამრტყმელი ვერტმფრენის, Sikorsky S-97 "Raider"–ის პრეზენტაცია. შეთანწყობილი ორი მზიდი ხრახნითა და კორპუსის უკან განთავესბული მიმწოლი ხრახნით აღჭურვილი ვერტმფრენი, მფრინავი ლაბორატორიის, Sikorsky X2–ის ბაზაზეა შექმნილი. ეს უკანასკნელი 2008–11 წლებში წარმატებით გადიოდა გამოცდებს და დაამყარა ვერტმფრენებს შორის სიჩქარის არაოფიციალური რეკორდი (თუმცა რამდენადაა ის ვერტმფრენი საკითხავია), მის მიერ მიღწეული სიჩქარე, 460კმ/სთ გასულ წლამდე სარეკორდო რჩებოდა, მანამ სანამ Eurocopter X3–მმა 472კმ/სთ არ განავითარა.
S-97 "Raider" აშშ–ს არმიაში სადაზვერვო OH-58 "Kiowa Warrior"–ების შესაცვლელად იქმნება. ვერტმფრენის განცხადებული საკრეისერო სიჩქარე 370კმ/სთ–ს უდრის და მას ეკიპაჟის ორი წევრის გარდა დამატებით ოთხი მედესანტის გადაყვანაც შეეძლება. ვერტმფრენს ასევე შეეძლება გამოიყენოს რაკეტები "Hellfire", უსრ–ს (უმართავი საავიაციო რაკეტების) ბლოკები და სატყვიამფრქვევო კონტეინერები. ფრენის მანძილი "600კმ–ზე მეტი", ფრენის ხანგრძლივობა "2სთ–სა და 40წთ–ზე მეტი". დიდ მანძილებზე ფრენის უზრუნველსაყოფად დაგეგმილია ვერთმფრენი დსა–ებითა (დასაკიდი საწვავის ავზებითა) და ჰაერში საწვავით გამართვის სისტემით აღჭურვა.
Sikorsky–ს კომპანიამ ადრე რამდენჯერმე განახორციელა ამ ვერტფრენის მაკეტის დემონსტრაცია სხვადასხვა გამოფენებზე, მათ შორის სრულმაშტაბიანი მაკეტისაც, მაგრამ ამჯერად პრეზენტაციაზე მათ ცოცხალი მანქანა გამოაგორეს. საბორტე ნომერი N971SK მქონე "Raider" – ეს აწყობილი ორი პროტოტიპიდან პირველია, მისი პირველი ფრენა ამა წლის დეკემბერშია დაგეგმილი.
წყარო:
Sikorsky unveils the first S-97 Raider helicopter prototype
Thursday, October 2, 2014
ტერორისტების სიუჟეტი დონეცკის აეროპორტის ბრძოლის შესახებ
სავარაუდოდ დონეცკის აეროპორტში წუხელ კრიტიკული მდგომარეობა იყო, მაგრამ კიბორგებმა მაინც მოახერხეს მათი მოგერიება. საინტერესოა რო ეს რუსი ჟურნალისტები თავის თავს მასხარად იგდებენ ისევ Abrams–ებზე საუბრობენ და ყველაზე ცუდი ისაა რომ რუსი ვატა მოსახლეობა ამ ყველაფრერს ცხვარივით იჯერებს
Wednesday, October 1, 2014
Tuesday, September 30, 2014
ფსკოვის მედესანტეები უკრაინაში (upd)
უკრაინაში ტყვედ აყვანილი ფსკოველი მედესანტეების შესახებ არაერტხელ ვწერდი ბლოგზე. (უკრაინაში დატყვევებულ რუს მედესანტეტა ფოტოები, უკრაინაში დატყვევებულ რუსი მედესანტეები – ვიდეოები).
ამჯერად გავრცელდა ვიდეო, სადაც მათი დატყვევების შემდგომი აღმზრდელობითი გაუსაუბრებაა აღბეჭდილი
P.S. ვიდეო 30 აგვისტოსაა გადაღებული და დღეს პირველად გავრცელდა ინტერნეტში.
F-22 სირიაში - Raptor-ის პირველი საბრძოლო გაფრენა
F–22–ების სამიზნე – საჰაერო იერიშამდე და იერიშის შემდეგ
კოალიციის ძალებმა ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ სამ ტალღად განახორციელეს საჰაერო იერიში, F–22–ები სამიდან მეორე ტალღაში იყვნენ. მათ იერიში IS–ის (Islamic State) სამეთაურო ცენტრზე 23 სექტემბერს მიიტანეს. სულ კოალიციამ ხალიფატის 22 სამიზნე გაანადგურა, რაზეც 200 ერთეული ავიაბომბი თუ რაკეტა იქნა დახარჯული. გამოყენებული საშუალებებიდან, 90% მართვადი შეიარაღება იყო.
23 სექტემბერი – F–22–ების საჰაერო დარტყმა ხალიფატის მართვის ცენტრზე სირიაში
გაფრენამდე
საჰაერო ტანკერი საბრძოლო ამოცანის ფარგლებში გასაფრენად ემზადებაKC-10
საბრძოლო გაფრენაში მონაწილეობას ოთხი F-22 ღებულობდა. გაფრენა გაერთიანებული არაბეთის საემირატოდან, კერძოდ კი ალ–დაფრას ავიაბაზიდან განხორციელდა. ოთხივე გამანადგურებელი ncrement 3.1 მოდიფკაციისა იყო (ყველაზე ახალგაზრდა გამანადგურებლები) და მათი მუდმივი დისლოკაციის ადგილი ვირჯინიის შტატში, ბაზა ლენგლი–იუსტისია.. აღსანიშნავია რომ ამ მოდიფიკაციის გამანადგურებლებს შეუძლიათ გამოიყენონ 8 ცალი 250 ფუტიანი ბომბი, აწარმოონ მაღალხარისხიანი აეროფოტოგადაღება და მოწინააღმდეგის რლს–თან რადიელექტრონული ბრძოლა. სირიაში მისიის დროს გამანადგურებლებმა თითო 1000 ფუნტიანი ბომბა ჩამოაგდეს. ბომბები GPS კორეკტირებადი იყო.
დარტყმის განხორციელების შემდეგ, გამანადგურებლებმა ჩრდილოეთ ერაყის თავზე, ტანკერ KC-10–დან განახორციელეს ჰაერში საწვავით გამართვა
დამატებით ფოტოები 26/27 სექტემბერს F–22–ის საბრძოლო ფრენებიდან
წყარო:
- F-22’s Takes First Shot Against Ground, Not Air, Target
- So What Took The F-22 Target Photo?
- The F-22 Raptor Bloodies Its Talons In First Attack Over Syria