Saturday, July 18, 2015

დღის ფოტო – მზემზიდი

ვერტმფრენი რომელიც მზის ტრანსპორტირებას ახდენს 

P.S. რეალობაში ფოტოზე გამოსახული სახანძრო ვერტმფრენი Sikorsky S-64F, რომელიც კალიფორნიის შტატში, ადელაიდას მთებში მომხდარ ხანძარს ებრძვის. ფოტო გადაღებულია 2013 წლის 18 ივლისს

Friday, July 17, 2015

ებრაული ტანკი–ტრანსფორმერი, ანუ ველური ვირი

მიუხედავად იმისა რომ მანქანას ტანკის შასი, მბრუნავი კოშკურა და ქვემეხის მსგავსი რაღაცა უყენია, ის არ წარმოადგენს არც ტანკს და არც სარაკეტო ტანკს.
გარეგანი იერი  მანქანის შესანიღბად გამოიყენება, ხოლო ქვემეხი ეს უბრალოდ ბუტაფორიაა და მეტი არაფერი, ის მართვადი რაკეტა "ტამუზის" გამშვებია და მასზე 12 ცალი ასეთი რაკეტა აყენია. მანქანას "ონგარი" ეწოდება, რაც ებრაულად ველურ ვირს ნიშნავს.


Wednesday, July 15, 2015

დანიის არმიამ ავღანეთში ექვსი ცალი Leopard–2A5DK დაკარგა


როგორც დანიური გაზეთი "Berlingske" იუწყება, დანიურმა არმიამ ISAF–ის მრავალეროვნული ძალების შემადგენლობაში მონაწილეობის დროს ექვსი ცალი ტანკი Leopard–2A5DK დაკარგა, რომლებიც დანიური კონტინგენტის ავღანეთიდან საბოლოო გამოსვლის შემდეგ უნდა გამოიყვანონ და მწარმოებელს, ანუ Krauss-Maffei Wegmann (KMW) დაუბრუნდეს. თუმცა თვითონ დანიელებს მწყობრიდან გამოყვანილი ტანკების ავღანეთში დატოვება  ურჩევნიათ, მაგრამ 1997 წელს გერმანიიდან ამ ტანკების ყიდვის დროს ხელმოწერილი სერთიფიკატის თანახმად, დანიური მხარე ვალდებულია მწარმოებელს მწყობრიდან გამოსული ყველა ტანკი უკან დაუბრუნოს. ამ ყველაფრის შედეგად დანიას საჰაერო ტრანსპორტით ამ მანქანების და ასევე ერთი განადგურებული ჯტრ  Piranha III–ის  ავღანეთიდან გამოყვანა 25 მილიონი დანიური კრონი დაუჯდება (დაახლოებით 3,7 მილიონი დოლლარი).

დანიურმა მხარემ 1997 წლის დეკემბერში ბუნდესვერის საკუთრებაში არსებული 51 ცალი Leopard–2А4 შეიძნა, ხოლო 2004 წელს დამატებით 18 ცალი Leopard–2А4 იყიდა (საიდანაც 12 ცალი სათადარიგო ნაწილებად იქნა გამოყენებული). 2002–2005 წლებში დანიური არმიის მწყობრში მყოფი ყველა 57 ტანკს KMW–ემ Leopard–2A5DK დონემდე ჩაუტარა მოდერნიზაცია.

დანიას 2007 წლის სექტემბრიდან 2014 წლის მაისამდე, სანამ მთელი კონტინგენტი არ გამოიყვანა, ავღანეთში მუდმივად ჰყავდა ხუთი ცალი (სატანკო ოცეული) ტანკი Leopard–2A5DK, რომლებიც ბაზა კემპ–ბასტიონზე, ჰელმანდის პროვინციაში დისლოციორდებოდნენ. აქედან სამი მუდმივად მწყობრში იყო, ერთი რეზერვად ითვლებოდა და ერთი კიდევ ტექნიკურ მომსახურებაზე იდგა.

ცნობილია რომ, ვღანეთში ყოფნის დროს დანიელებმა მოკლულის სახით ერთი ტანკისტი დაკარგეს. ინცინდენტი 2008 წლის 25 ივლისს მოხდა, როდესაც Leopard–2A5DK მძლავრი თვითნაკეთი ნაღმით იქნა განადგურებული, რის შედეგადაც მძღოლ–მექანიკოსი დაიღუპა.



P.S. 2010 წელს დანიურ Leopard–2A5DK და Piranha III–სЕან მეც მქონდა ზერელე შეხება.



Monday, July 13, 2015

АК-74 vs M-4

ჩემი პირადი იარაღი სხვადასხვა დროს (ნოსტალგია შემომაწვა)

2009 წელი – ქუთაისში პოლიგონზე გადაღებული ფოტო

2010 წელი – ავღანეთში, ბაკვას ბაზაზე გადაღებული ფოტო


P.S. ორივე პირნათლად მემსახურა.