As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Tuesday, September 22, 2015
ახალი სატანკო შეჯიბრება? – სტატია ჟურნალ "არსენალში"
ამას წინათ შემთხვევით სამხედრო–ანალიტიკური ჟურნალის, "არსენალი"–ს რამდენიმე ნომერს წავაწყდი, გადავათვალიერე და ჩემი ყურადღება 2015 წლის ივლისის მე–7 ნომერში, 42–ე გვერდზე სტატია "ახალი სატანკო შეჯიბრება?"–მ მიიქცია, რომელიც შემდეგი ციტატით იწყება:
"ფაშიზმზე გამარჯვების 70–ე წელი 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე პომპეზური აღლუმით აღინიშნა, სადაც პირველად წარმოადგინეს უახლესი რუსული სამხედრო ტექნიკის რამდენიმე ნიმუში. აღლუმის წინ ტექნიკის საიმედოობაზე ეჭვი არსებობდა, მაგრამ საბრძოლო მანქანების კოლონებმა მავზოლეუმზე მოწყობილ სამთავრობო ტრიბუნას შეუფერხებლად ჩაუარეს.
ყურადღების ცენტრში ახალი ტანკი Т-14 Армата იყო, რომლის პირველი დახურული ჩვენება 2010 წლის 15 ივლისს ნიჟნი–ტაგილში გამოფენ "ობორონა ი ზაშიტა 2010"–ის მსვლელობისას შედგა. მაშინ ტანკი Т-95 "შავი არწივის" სახელით იყო წარმოდგენილი, მედიაში კი გამოჟონა ინფორმაციამ, რომ მას დაბალი სილუეტი ჰქონდა და კოშკურას ჯავშანკაფსულიდან ეკიპაჟი დისტანციურად მართავდა. სავარაუდო შეიარაღებად ასახელებდნენ 135მმ–იან და 152მმ–იან ქვემეხს, საზენიტო მართვად რაკეტებს, ასევე 7,62მმ–იან და 14,5მმ–იან ტყვიამფრქვევებს.
ისიც აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2010 წლის აპრილიდან ტანკის საპროექტო სამუშაოებს დაფინანსება შეუწყვიტა და პროგრამა დაიხურა, მაგრამ დაფინანსების წყარო სვერდლოვსკის ოლქმა გამონახა, სადაც ქალაქი ნიჯნი–ტაგილი და ტანკმშენებელი ქარხანა, "ურალ–ვაგონზავოდი" მდებარეობს.
პროექტის დახურვა, ალბათ, ნიშნავდა იმას, რომ სამხედროებმა "შავ არწივში" პრინციპულად ახალი და არმიისთვის მისაღები ვერაფრი დაინახეს.
კორპორაცია "ურალვაგონზავოდმა" დრო, როგორც ჩანს, უქმად არ დაკარგა, პროექტის გაუმჯობესებას მოახმარა და იდუმალების ბურუსში გახვეული ტანკი საჯარო ჩვენებისთვის მოსკოვში 9 მაისს აღლუმზე გამოიყვანა".
ნუ საიდან დავიწყო ისიც არ ვიცი, პირველი და უმთავრესი ტანკების სახელწოდებებზე და ინდექსებზე მინდა გავამახვილო ყურადღება - Т-14 Армата რომელიც Т-95 "შავი არწივის" სახელით იყო მანამდე ცნობილი.
- "Чёрный орёл" - "შავი არწივი" ეს არის ომსკის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ქარხნის (Омский завод транспортного машиностроения) საინიციატივო ნამუშევარი, ინდექსი "Объект–640", რომელსაც სარეკლამო წაწევის მიზნით ბრუტალური სახელი "Чёрный орёл" უწიდეს. პროექტი მიზნად ისახავდა Т-80-ის ბაზის გამოყენებით ახალი მანქანის შექმნას. მისი ერთადერთი პროტოტიპი სადგომზე ჟანგდება.
- "Т-95" - ეს არის ურალის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის საკონსტრუქციო ბიუროს (Уральское Конструкторское Бюро Транспортного Машиностроения) პერსპექტიული ტანკის სახელწოდება, რომელიც ცნობილია ინდექსით Объект–195, ამ პროექტის საცდელ საკონსტრუქციო (ОКР) სამუშაოს "Совершенствование-88" ეწოდებოდა, ხალხში ის ასევე ცნობილია როგორც Т-95, მაგრამ ინდექსი "Т" ჯერ საბჭოთა და შემდეგ რუსულ ტანკებს არ ენიჭებოდათ/ენიჭებათ მანამ სანამ მათი შეიარაღებაზე მიღება არ მოხდება, ანუ ლოგიკურად ინდექსი "Т-95" ეს არაოფიციალური სახელწოდებაა. პროგრამა 90–იანების დასაწყისიდან 2010 წლამდე მიმდინარეობდა, რის შედეგადაც უპერსპექტივობის გამო დაიხურა.
- "Т-14 Армата" - ეს არის იმავე ურალის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის საკონსტრუქციო ბიუროს (Уральское Конструкторское Бюро Транспортного Машиностроения) ქმნილება, რომელის ინდექსიცაა "Объект 148". თვითონ პროექტი "Армата" ეს არის უნივერსალური მუხლუხოვანი პლატფორმა, რომლის ბაზაზეც უკვე შექმნილია სამი სხვადასხვა დანიშნულების მანქანა, ესენია ზემოთ უკვე ნახსენები ძირითადი საბრძოლო ტანკი Т-14 (ГБТУ–ს ინდექსი "Объект–148"), ქვეითთა მძიმე საბრძოლო მანქანა Т-15 (ინდექსი Объект-149) და შეჯავშნული სარემონტო–საევაკუაციო მანქანა Т-16 (Объект-152). ეს ოჯახობა სავარაუდოდ კიდევ მრავალი სხვადასხვა დანიშნულების მანქანით უნდა შეივსოს (საარტილერიო, საინჟინრო, ხიდგამდები და ასე შემდეგ).
უბრალო შემეცნებისთვის ქვემოთ მოყვანილია სამივე ტანკის გამოსახულება
Объект–640 "Чёрный орёл"
Объект–195 ОКР "Совершенствование-88", იგივე Т-95
უნივერსალური მუხლუხებიანი პლატფორმა "Армата"–ს ბაზაზე შექმნილი ტანკი Т-14, ГБТУ–ს ინდექსი "Объект–148"
გადავიდეთ თვითონ სტატიის გარჩევაზე:
1. Т-95–ს არა აქვს დაბალი სილუეტი, ალბათ ყველაზე მაღალია არსებულ ტანკებს შორის.
2. მისი შეიარაღება არის ძირითადი 152მმ–ნი ქვემეხი 2А83 და დამხმარე ავტომატური 30მმ–ნი ქვემეხი 2А42.
3. 2010 წელს ამ ტანკის პროექტი დახურეს და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მას დაფინანსება შეუწყვიტა, არანაირი დაფინანსება ამ პროექტს სვერდლოვსკის ოლქიდან არ მიუღია, იყო მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, მანქანა გადაიყვანეს სადგომზე და იქ მტვერის ქვეშ ისვენებს მანამ, სანამ გრიფით საიდუმლო არ მოეხსნება და არ გასაჯაროვდება (ალბათ ასე 20–25 წლის მერე).
4. 2010 წლის მერე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და შეკვეთით ურალის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის საკონსტრუქციო ბიურომ წამოიწყო პროგრამა "Армата". პროგრამაში მისი წინამორბედი Объект–195–სგან ბევრი რამე იქნა გადმოღებული, გამოყენებული იქნა მისი ტექნოლოგიური მიღწევები და გადაწყვეტილებები, თუმცა ეს ორი სხვადასხვა მანქანაა და ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს.
P.S. სტატიის ავტორის, თემურ ჩაჩანიძისადმი, დიდი პატივისცემის მიუხედავად დასკვნის სახით მინდა ვთქვა რომ – სტატიის ეს მონაკვეთი მთლიანად უზუსტობა და შეცდომაა. და მითუმეტეს სამხედრო–ანალიტიკურ ჟურნალში ასეთი დომხალი არ უნდა იბეჭდებოდეს.
Sunday, September 20, 2015
აშშ–ს მზადება რუსეთთან სავარაუდო დაპირისპირების თაობაზე
ორიოდე სიტყვა ამერიკაში ატეხილი პატარა პანიკის შესახებ – რუსეთი ტოტალური ომისთვის ემზადება, აშშ-მ კიდევ თავისი არმია ავღანეთ-ერაყის დონის მოწინააღმდეგეებზე მომართა და ძირითადი დაწოლა სპეციალური დანიშნულების ძალებზე გააკეთა, რაც გამართლებული იყო პარტიზანული და ნახევრადმილიტარისტული დაჯგუფებების სადევნად, მაგრამ დღევანდელი რეალებიდან გამომდინარე იძულებულია აღიაროს რომ ტოტალური კონფლიქტის შემთხვევაში მინუსიან პოზიციაში აღმოჩნდება - რაღაცა ნაბიჯები ამ მიმართულების მხრივ უკვე იდგმება, ასევე ისმის განგაშის ხმები ამერიკელი სამხედროებისა და სამხედრო ექსპერტებისგან
2014 წელს, რუსეთ–უკრაინის ომის ფონზე აშშ–ს სპეციალისტებმა სიმულაციური თამაშები გამართეს. თამაშის სცენარის მიხედვით NATO–ს უნდა დაეცვა ბალტისპირეთი ყირიმში განვითარებული სცენარით მოქმედი რუსეთისგან, შედეგები ამერიკელებისთვის არასიასიამოვნო გამოდგა:
In June 2014, a month after he had left his force-planning job at the Pentagon, the Air Force asked Ochmanek for advice on Russia’s neighborhood ahead of Obama’s September visit to Tallinn, Estonia. At the same time, the Army had approached another of Ochmanek’s colleagues at Rand, and the two teamed up to run a thought exercise called a “table top,” a sort of war game between two teams: the red team (Russia) and the blue team (NATO). The scenario was similar to the one that played out in Crimea and eastern Ukraine: increasing Russian political pressure on Estonia and Latvia (two NATO countries that share borders with Russia and have sizable Russian-speaking minorities), followed by the appearance of provocateurs, demonstrations, and the seizure of government buildings. “Our question was: Would NATO be able to defend those countries?” Ochmanek recalls.The results were dispiriting. Given the recent reductions in the defense budgets of NATO member countries and American pullback from the region, Ochmanek says the blue team was outnumbered 2-to-1 in terms of manpower, even if all the U.S. and NATO troops stationed in Europe were dispatched to the Baltics — including the 82nd Airborne, which is supposed to be ready to go on 24 hours’ notice and is based at Fort Bragg, North Carolina.“We just don’t have those forces in Europe,” Ochmanek explains. Then there’s the fact that the Russians have the world’s best surface-to-air missiles and are not afraid to use heavy artillery.After eight hours of gaming out various scenarios, the blue team went home depressed. “The conclusion,” Ochmanek says, “was that we are unable to defend the Baltics.”
მაგალითად ბოლო დროს მათი განცხადებები ასე ჟღერს:
- რუსებმა დიდი ყურადღება მიაქციეს რადიოელეტრონული დაზვერვისა და ბრძოლის სისტემებს, ისენი აშკარად წინ არიან ამ საკითხში.
- რუსული ჰსთ კომპლექსები ნატოს ცის ნაწილსაც აკონტროლებენ (საუბარია იმაზე რომ რუსული შორს მოქმედი ჰასთ რაკეტები პოლონეთისა და სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცის ნაწილსაც სწვდებიან), რაც ომის შემთხვევაში ძალების საჰაერო გზით გადასროლას დიდ პრობლემას შეუქმნის, ასევე პრობლემატური იქნება მათი საჰაერო მხარდაჭერის განხორიცლებაც.
გენერალი FRANK GORENC, ევროპასა და აფრიკაში აშშ–ს საჰაერო ძალების სარდალი ასე აღწერს რუსული ჰსთ და საჰაერო ძალების გაძლიერებით წარმოქმნილ საფრთხეს:
“The advantage that we had from the air I can honestly say is shrinking,” Gen. Frank Gorencsaid, “not only from with respect to the aircraft that they’re producing, but the more alarming thing is their ability to create anti-access/area denied [zones] that are very well defended” by batteries of ground-based anti-aircraft missiles.
“Some of the array that’s in Kaliningrad extends into Poland today. That’s a fact,” he said. In other words, launchers on Russian soil can hit targets in NATO airspace. In fact, Gorenc has said in the past that a third of Polish airspace is in the Russians’ range.“Up to this point, we have talked about anti-access/area denial with respect to the Pacific problem, but what I’m telling you is this is not just a Pacific problem, ” Gorenc said. “It’s as significant in Europe as it is anywhere else on the planet.”
წყარო – Russians ‘Closed The Gap’ For A2/AD: Air Force Gen. Gorenc
- აშშ ოფიციალურად მოუწოდებს ევროპელ პარტნიორებს გაზარდონ სამხედრო ხარჯები, აღადგინონ მძიმე ტექნიკის წარმოება . ამის ფონზე ხდება სწავლებების გააქტიურება, ახალი პროგრამების ჩაშვება, ორი წლის წინ ევროპიდან გაყვანილი ამერიკული მძიმე ტექნიკის უკან დაბრუნება, აშშ-ს არმია და ავიაცია როტაციის საფუძველზე მუდმივად იმყოფება აღმოსავლეთ ევროპაში (მართალია მცირე ჯგუფებად, მაგრამ ეს მაინც რაღაცაზე მიანიშნებს).
- მწვანე კამუფლიაჟში გადაღებილი ამერიკული ჯავშანტექნიკა ევროპაში - ვითო რა მოხდა, გადაღებეს, მაგრამ ეს უკვე აშშ-ს ორიენტაციის შეცვლაზე მიგვანიშნებს. ცდილობს უდაბნოს ქვეყნებიდან ევროპის თეატრზე გადაერთოს.
ცივი ომის პრელუდია – კოალიციის არმიების მანევრები ევროპაშია
მერიკის ჯავშანტექნიკას ევროპაში მწვანე ფერი დაუბრუნდა
F-22A პოლონეთშია
ფრანგულმა Leclerc–ებმა პოლონეთში ჩააღწიეს
ამერიკულ-ბულგარული ერთობლივი საჰაერო წვრთნები
და კიდევ ბევრი სხვა სიახლე რომელიც ხან იწერება ჩემს ბლოგზე და ხანაც დროის გამო მათი თარგმნა ვერ ხერხდება, მაგრამ ფაქტი ერთია – აშშ უკვე ცდილობს ახალ რელსებზე გადაერთოს და ევროპასა ამისკენ უბიძგებს, ვნახოთ რა შედეგს მოიტანს ეს ყველაფერი, ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენია.
BAE Systems BattleView–360–ის დებიუტი DSEi–2015–ზე
BAE Systems იყენებს საბრძოლო თვითმფრინავების მეწინავე ტექნოლოგიებს, რათა შექმნას ინფორმირების სიტუაციური სისტემა (Situational Awareness Aystem), რომელიც ჯავშანმანქანების ეკიპაჟის წევრებს საშუალებას მისცემს რეალურ დროში დაინახონ თავიანთი "მანქანების ჯავშნის იქეთ", რაც მეთაურებს ბრძოლის ველის შესახებ სრულ წარმოდგენას შეუქმნის.
სისტემას ეწოდება BattleView 360 და მისი ჩვენება ქსმ CV-90-ის შემადგენლობაში გასულ კვირას, ლონდონში მიმდინარე თავდაცვითი და საბრძოლო ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა DSEi-2015–ზე მოხდა. კომპლექსი BattleView 360 საკმაოდ მოქნილია და ისეა აწყობილი რომ შესაძლებელია მისი ინტეგრირება რამდენიმე სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებაში, სისტემაში და რადიომიმღებში.
თავისი არსით BattleView 360 წარმოადგენს ციფრული კარტოგრაფირების სისტემას, რომელიც ორ ან სამ განზომილებიან რეჟიმში აგროვებს, გამოსახავს და აკვირდება გარე სიტუაციის ინტერესის ობიექტებს. ეს საშუალებას აძლევს მანქანის მეთაურს მიიღოს უფრო სწრაფი და საფუძვლიანი გადაწყვეტილებები და ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან გაცვალოს ინფორმაცია გეგმებისა და ინსტრუქციების შესახებ. გამოტანილი გამოსახულება ეკიპაჟს საშუალებას აძლევს გაარჩიოს მეგობრული და მტრული ძალები და დაგეგმოს მტრისგან დაფარული უსაფრთხო მარშუტები.
როგორც აშშ–ში BAE Systems, Inc.–ის შვილობილი კომპანიის, BAE Systems Hägglunds–ის ტექნოლოგიურმა მენეჯერმა, პედერ შიოლუნდმა (Peder Sjölund) განაცხადა – "ხმაურიან და შეზღუდული მხედველობის მქონე მანქანაში მყოფი ეკიპაჟისთვის ყოველთვის პრობლემა იყო გაეგო რა ხდებოდა ჯავშანმანქანის გარეთ". მისივე თქმით "სისტემა BattleView 360 ეყრდნობა BAE Systems–ის სიტუაციური ინფორმირებისა და საინფორმაციო ინტეგრირების გაუმჯობესებიშ მრავალწლიან გამოცდილებას, რის შედეგადაც დატვირთვა ეკიპაჟზე მცირდება, რის შედეგადაც მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება და იმოქმედონ უფრო სწრაფად და ეფექტურად, რის შედეგადაც ბრძოლის ველზე იზრდება ეფექტურობა და უსაფრთხოება".
თავზე დასამაგრებელი სისტემა სინქრონიზირებულია სატრანსპორტო საშუალების კამერებთან, რათა მოახდინოს "გამჭვირვალე ჯავშნის" შესაძლებლობები ვიზუალურ და ინფრაწითელ სპექტრში. მისი გამოყენება ასევე შეუძლია ქვეით მებრძოლს, რათა გადასცეს ინფორმაცია უკან მანქანაზე. სრულ საბრძოლო გარემოს პირობებში შესაძლებელია მოხდეს დისფლეის ინტეგრირება სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან და თვით უპილოტო საფრენ აპარატებთანაც კი. BattleView 360 მოიხმარს სენსორულ ეკრანს, რომელიცთავლიც თავის წინ, ქვემოთაა განთავსებული, რათა მეთაურმა სწრაფად შეაფასოს ინფორმაცია და მიიღოს მიზანჩვენების ან სხვა ამოცანის შესახებ სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილება. ეს ასევე საშუალებას აძლევს მეთაურს ნახოს ეკიპაჟის სხვა წევრების ჩვენებები, მაგალითად მემიზნე ოპერატორის დისფლეის გამოსახულება.
BAE Systems აბალოგიურ ტექნოლოგიას იყენებს დიდი ბრიტანეთის საბრძოლო მანქანებში ინტეგრირებისთვის. ორივე ქვეყნის, შვედეთისა და ბრიტანეთის სატრანსპორტო საშუალებების ტექნოლოგიების ინტეგრირება შესაძლებელია სხვა არსებულ ან მომავლი პლატფორმებზე.
თავის წინ განლაგებული BattleView 360–ს შემდეგი ფუნქციები გააჩნია:
- ლურჯი ძალების პოზიციების გამოსახვა (ეგრეთწოდებული Blue Force Tracking)
- მარშრუტის დაგეგმვა
- უპილოტო საფრენი აპარატის მარშრუტის დაგეგმვა.
- მარშუტის მდგომარეობის მონიტორინგი
- ველის ესკიზების ჩვენება
- სქემატური გამოსახულების ჩვენება
- მკვდარი ზონის ჩვენება
- წითელი ზონის ჩვენება (ტერიტორია რომელსაც აკონტროლებს ან აკვირდება მოწინააღმდეგე)
- საკუთარი ძალებისთვის საუკეთესო მარშრუტი
- მტრის ძალებისთვის საუკეტესო მარშრუტი
- გაურკვეველი მდგომარეობის ტერიოტრიის ჩვენება