Saturday, February 6, 2016

სირიაში რუსული Су-35С-ები უახლეს ჰაერი-ჰაერი რაკეტებით ახორციელებენ საბრძოლო მორიგეობას

თანამედროვე ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტებით აღჭურვილი რუსული Су-35С-ები სირიაში (საბორტე ნომერი წითელი 03 და 05)

რუსული ტელეარხების, RT და  ТВ "Звезда"-ს 2016 წლის 5 თებერვას გასულ ვიდეოსიუჯეტში ხდება იმ უახლესი Су-35С-ების დემონსტრირება, რომლებმაც სირიაში, ხმეიმში ბაზირებული რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების დაჯგუფების შემადგენლობაში დაიწყეს საბრძოლო ფრენები.
ტელეარხ RT-ს ვიდეოში ჩანს Су-35С საბორტე ნომერით "წითელი 03", რომელსაც დასაკიდი შეიარაღების სახით 6 ცალი ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტა მიაქვს - ორი ცალი ახლო მანძილის Р-73 (ან РВВ-МД), ორი სითბურთავაკინი საშუალო მანძილის  Р-27Т და ორი ცალი უახლესი, აქტიურ რადიოლოკაციურ თავაკიანი საშუალო მანძილის РВВ-СД.
ტელეარხ "Звезда"-ს ვიდეოში ანალოგიური შეიარაღება მიაქვს საბორტე ნომერი "წითელი 06"-ის მქონე Су-35С-ს, ხოლო მანქანა ნომრით "წითელი 05" მხოლოდ ერთი ცალი რაკეტა  РВВ-СД-თია აღჭურვილი. ეს რუსეთის საჰაერო ძალების სამწყობრო მანქანებზე რაკეტა РВВ-СД-ეს გამოჩენის პირველი შემთხვევაა.

БТР-4 გერმანული ძრავებით


სახელმწიფო კორპორაცია «Укроборонпром»-მა გერმანული დიზელის ძრავა Deutz-ეთი აღჭურვილი  БТР-4-ის უკრაინის არმიის შეიარაღებაზე მიეღების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. კონცერნის ხელმძღვანელმა, რომან რომანოვმა, შესაბამისი ხელშეკრულება ხარკოვის ერთ-ერთ პოლიგპონზე, მანქანის გამოცდების მორიგი ეტაპის დასრულების შემდეგ დააფიქსირა.
აღნიშნული ძრავები БТР-4-ის გარდა გამოყენებული იქნება ჯტრ БТР-3-ისა და ჯავშანმანქანა "Дозор-Б"-ს დასაკომპლექტებლად. დღემდე ტექნიკაზე მორალურად მოძველებული რუსული წარმოების ძრავები ყენდებოდა. «Укроборонпром»-მა საწარმოო პროცესში და ტექნიკურ დოკუმენტაციაში სწრაფად შეიტანა ცვლილებები და ამიტომ უახლოეს მომავალში კონცერნის საწარმოები NATO-ს სტანდარტების ძრავა, Deutz-ეთი აღჭურვილი ტექნიკის გამოშვებად დაიწყებენ.
"გერმანული Deutz უფრო მძლავრი, საიმედო და უხმაუროა, რაც ომის პირობებში საკმაოდ მნიშვნელოვანია და ამგვარად უკრაინელი სამხედროები NATO-ს სტანდარტების შესაბამის უკრაინული წარმოების საუკეთესო ტექნიკას მიიღებენ" - განაცხადა რომან რომანოვმა. "Укроборонпром"-მი ამჟამად ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან ისახავს თანამშრომლობას, როგორებიცაა - Deutz AG, Iveco, Volvo, Honeywell, Airbus, Boeing, Textron, Elbit, Lockheed Martin, BAE Systems, Thales.  

წყარო:


P.S. რამოდენიმე მომენტი - БТР-4-ებზე რუსული ძრავები არ ეყენა, მანქანები უკრაინული წარმოების, ორტაქტიანი 3ТД ყენდებოდა. გერმანული ძრავის დაყენებამ კორპუსის ცვლილება გამოიწვია, კერძოდ ძრავის თავზე კუზი გაიზარდა, ალბათ გერმანული ძრავა ვერ ეტოეოდა.

Tuesday, February 2, 2016

უხილავი ბატალიონი - მებრძოლი უკრაინელი გოგოები

უკრაინაში გამოიცა უნიკალური კალენდარი, რომელზეც გამოსახულია საბრძოლო ქვედანაყოფების რიგებში მებრძოლი უკრაინელი გოგონები, რომლებიც უკვე ორი წელია ტერორისტებისა და რუსული არმიის წინააღმდეგ იბრძვიან ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში. აღსანიშნავია რომ, ზოგიერთი უკრაინის მხარეზე მებრძოლი გოგონა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.
"უხილავი ბატალიონი" (Невидимый батальон) - ეს უკრაინის ქალთა ფონდის (Украинский женский фонд) პროექტია.



წყარო:
Невидимый батальон

M1A2SEP v.3 - ჯავშნის იმიტატორი

M1A2SEP v.3, აბრამსისი უახლესი ვერსია (ტანკის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - AUSA-2015–ზე General Dynamics Land Systems-მა М1А2 SEP v.3 წარმოადგინა), ჯერ საცდელ ვარიანტში - ფოტოზე ჯავშნის წონის იმიტატორებს ვხედავთ - ორი რამის შენიშვნა შეიძლება:

  1. წონის იმიტატორები საკმაოდ მასიურებია.
  2. წონის იმიტატორი კორპუსის წინა ქვედა დეტალზეც აყენია.


თუმცა აქ საკითხავი კიდევ სხვა რამეც არის - ეს პროტოტიპი რომელი მოდელის ბაზაზეა აწყობილი - ეს თუ SEP v.2, რომელსაც ისედაც გაძლიერებული ჯავშანი ჰქონდა და კიდევ ასე უძლიერებენ, მაშინ საღოლ ამათ და საღოლ რუსებს ახალი ქვეკალიბრული ჭურვების შექმნისთვის, მაგრამ სავარაუდოდ ეს რომელიღაცა მოძველებული M1A1 უნდა იყოს, რომელსაც ურანის ჯავშანიც კი არ უყენია, და სწორედ ამიტომაცაა ამხელა იმიტატორები.

Sunday, January 31, 2016

უკრაინამ HMMWV-ეს მოდერნიზაციის ხელშეკრულება გააფორმა


ამერიკული კომპანია Textron Systems და სახელმწიფო კონცერნი "Укроборонпром" უკრაინის არმიისთვის გადაცემულ ყველგანმავალ HMMWV-ეს SCTV - Survivable Combat Tactical Vehicle-ს, ანუ ეგრეთ წოდებული "დაზიანებაგამძლე ტაქტიკური საბრძოლო მანქანის"  დონემდე მოდერნიზაციის მიზნით, რომელსაც MRAP-ის სტანდარტის დაცვა გააჩნია, საწარმოო კოოპერაციას შექმნიან (ამ მანქანის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - SURVIVABLE COMBAT TACTICAL VEHICLE (SCTV) - ანუ საუკეთესო HMMWV–ე)

შესაბამისი ხელშეკრულება Textron Systems-სა და "Укроборонпром"-ის შემადგენლობაში შემავალ სახელმწიფო საწარმოო "Спецтехноэкспорт"-ს შორის გაფორმდა. ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია, 25-28 იანვარს, ლონდონში გამართულ ჯავშანტექნიკის საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინულმა მხარემ გაასაჯაროვა.

ხელშეკრულების თანახმად, ამერიკულმა Textron Systems-მა უნდა უზრუნველყოს  SCTV ვერსიის სამი ცალი HMMWV-ეს აწყობა და უკრაინული მხარისთვის მიწოდება. ასევე ამერიკულმა მხარემ უკრაინელ პარტნიორს უნდა გადასცეს შესაბამისი ტექნოლოგიები, რათა "Укроборонпром"-ის საწარმოო სიმძლავრეებზე მოხერხდეს ყველგანმავლების დამოუკიდებლად მოდერნიზაცია. ხელშეკრულობის მოცულობა და სხვა დეტალები არ გახმოვანებულა.
კონფერენციაზე გაკეთებული განცხადენის თანახმად - "SCTV პროგრამით მოდერნიზაცია ითვალისწინებს V-სებურ ფსკერიან რულიად შეჯავშნული მონობლოკური კაფსულის დაყენებას, რაც ამ კლასის მანქანებში დაცვის ყველაზე მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. ამას გარდა მოდერნიზირებული ძრავა და გაუმჯობესებული დაკიდება ჯავშანმანქანის მაღალ მწარმოებლობას და მობილურობას უზრუნველყოფს".
თავდაცვით სფეროში სააგენტო "Интерфакс-Украина"-ს წყაროების მონაცემების თანახმად, სამივე მოდერნიზირებული ყველგანმავლის უკრაინაში მიწოდებას Textron Systems-ი 2016 წელს განახორციელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, ხელშეკრულების შემსრულებლად სახელმწიფო კონცერნ "Укроборонпром"-ის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფო საწარმოო "Львовский бронетанковый завод" განიხილება, რომელსაც NATO-ს ქვეყნებთან ანალოგიური სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გამოცდილება გააჩნია. "ხელშეკრულების პირობები ითვალისწინებს მოდერნიზაციის შესაძლებლობას და მათ შორის მესამე ქვეყნების ანგარიშისთვისაც" - დააზუსტა სააგენტოს წყარომ.
უკრაინული სამხედრო უწყების თანახმად, აშშ-ს მთავრობამ, უკრაინის არმიას დახმარების ფარგლებში 260 ცალი ყველგანმავალი HMMWV გადასცა (ბლოგზე ამის შესახებ ვწერდი - ამერიკამ უკრაინას შეჯავშნული HMMWV M-1151–ბის პირველი პარტია მიაწოდა)


წყარო: