As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Saturday, September 3, 2016
Friday, September 2, 2016
120 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "ფლოკსი" (Флокс)
"სამეცნიერო-საწარმოო კორპორაცია "ურალვაგონზავოდის"" მდივან-მოადგილემ სოციალურ ქსელ www.facebook.com-ში ახალი 120 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "ფლოკსის" ფოტოები განათავსა. საარტილერიო დანადგარი სააქციონერო საზოგადოება "ბურევეტსნიკის" ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის" მიერაა შემუშავებული და შექმნილი. დანადგარის ოფიციალური დემონსტრირება გამოფენა "Армия-2016"-ზე განხორციელდება.
120 მილიმეტრიანი ავტომატიზირებული ქვემეხი "ფლოკსი" შეჯავშნულ, 6x6 სავალი ნაწილის მქონე "Урал-ВВ"-ზეა განთავსებული. მანქანის შეჯავშნული კაბინის სახურავზე 12,7მმ-ნი დისტანციური საბრძოლო მოდულია დამონტაჟებული. მართვადი იარაღისგან დაცვას ლაზერული დასხივების აღმომჩენი და ხარვეზების დამდგმელი აპარატურა უზრუნველყოფს.
წყარო:
Thursday, September 1, 2016
PT-16, ანუ Т-72-ის ღრმა მოდერნიზაცია პოლონურად
მანქანას PT-16 ეწოდება, დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. როგორც ინტერნეტ სივრცეში პოლონელები წერენ მანქანაზე შემდეგი სიახლეებია რეალიზირებული:
- პოლონური წარმოების (Huta Stalowa Wola) 120 მილიმეტრიანი ქვემეხი
- 1000 ც/ძ-ნი სერბული ძრავა (სავარაუდოდ V-46TK)
- გაუმჯობესებული შუბლა ჯავშანი (დამატებითი კომბინირებული ჯავშანი)
- ბორტების დამატებითი კომბინირებული ჯავშანი
- ახალი ცეცხლის მართვის სისტემა
- დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული
- მანქანა ექსპორტზეა გათვლილი