როგორც ესტონური მასმედია იუწყება, 2016 წლის 7 ოქტომბერს ესტონეთის საზღვაო პორტ პალდისკიში, ფინურმა სატვირთო Finnsun-მა ესტონეთის არმიისთვის ნიდერლანდებში შეძენილი 44 ცალი ქსმ CV9035NL Mk III-იდან პირველი 12 მანქანიანი პარტია ჩაიყვანა. ქსმ-ბთან ერთად ასევე გადაყვანილი იქნა ტანკ Leopard-1-ის ბაზაზე აწყობილი ერთი ცალი სასწავლო მანქანა
ერთ ცალი შეჯავშნული სარემონტო-საევაკუაციო მანქანა Standard. მთელი ტექნიკა ხომალდიდან გადმოტვირთვის შემდეგ ესტონეთის არმიის ეგერთა 1-ლი ქვეითი ბრიგადის ელიტარულ სკაუტთა ბატალიონის (Scoutspataljon) ბაზაზე, ტაპაში იქნა გადაყვანილი.
როგორც ცნობილია შვედური წარმოების (BAE Systems Land Systems Hägglunds AB) ჰოლანდიის არმიის კუთვნილი 44 ქსმ CV9035NL Mk III-ის შეძენის 113 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტს ხელი მხარეებმა 2014 წლის 9 დეკემბერს მოაწერეს (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - ესტონეთმა ნიდერლანდებთან ქსმ CV9035NL Mk III შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა). შეკვეთაში ასევე შედის ჰოლანდიის არმიის კუთვნილი Leopard-1-ის ბაზაზე შექმნილი ექვსი ცალი ჯავშანმანქანა (ორი სასწავლო, ორი საინჟინრო ტანკი Pionirpanzer და ორი შეჯავშნული სარემონტო-საევაკუაციო მანქანა Standard) და ასევე სხვადასხვა სათადარიგო ნაწილები, საკუთნო და სწავლების პაკეტი. მიწოდება 2016-2018 წლების განმავლობაში განხორციელდება. აღსანიშნავია რომ 1991 წლიდან ესტონეთის არმიისთვის ეს უმსხვილესი სამხედრო შესყიდვაა.
ესტონეთში ჩასული ქსმ CV9035NL Mk III-ის პირველი პარტიის ჩამოტვირთვა პალდისკში
წყარო: