Т-90 Прорыв-3 - ეს რუსეთის არმიის Т-90А-ს მოდერნიზაციის ახალი ვარიანტია, ძირითადი გაუმჯობესებები Т-90МС-ის პროგრამიდანაა გადმოტანილი, თუმცა სხვაობებიც ბევრია. მაგალითად პანოარამა და დისტანციური მოდული მეთაურის სარქველის წინაა, დამატებულია საკვამლე მორტირები მემიზნის სამიზნის მარცხენა გვერდზე, წინა ფრთაზე რაღაცა დინამიკური დაცვის მაგვარი ბლოკი აყენია, კოშკურის დინამიკური დაცვის ბლოკებზე ცხაურებია ჯაჭვებზე ჩამოკიდებული (კოშკურის ყელის დასაცავად).
As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Saturday, January 14, 2017
Friday, January 13, 2017
Perdix - მინი დრონების ჯგრო გამანადგურებლიდან
Perdix - ასე ეწოდება ახალ ამერიკულ უპილოტო საფრენ კომპლექსს. კომპლექსში შედის გამანადგურებელი F/A-18 და micro-drone-ბით აღჭურვილი კონტეინერები. აღნიშნული სისტემის გამოცდა გასულ ოქტომბერს კალიფორნიაში მდებარე საგამოცდო პოლიგონ Chine Lake-ს ტერიტორიაზე განხორციელდა. გამოცდების დროს სამმა F/A-18-მა 103 ცალი მინი უპილოტო Perdix გაუშვა, რომლებმაც შემდეგში პენტაგონის ტერმინოლოგიის თანახმად "ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების" (collective decision-making) საჩვენებელი ოპერაცია განახორციელეს, რომლის დროსაც ადაპტირებული საფრენოსნო წყობა (adaptive formation flying) გამოიყენეს და ასევე პლანირების შესაძლებლობებიც აჩვენეს (self-healing).
Perdix-ის მოკლე აღწერილობა - PERDIX FACT SHEET
გერმანული დირიჟაბლები პირველ მსოფლიო ომში
პირველი მსოფლიო ომის სმვლელობისას დირიჟაბლები შეიარაღებაზე იდგა როგორც გერმანული არმიის, ასევე გერმანული ფლოტის შეიარაღებაზე. თავდაპირველად გერმანიის საზღვაო ძალების სარდლობა ვერ ბედავდა მსხვილი ქალაქების დაბომბვას და განსაკუთრებით ისე მჭიდროდ დასახლებულის, როგორიც მაგალითად ლონდონია. ამ საკითხს სრულიად სხვანაირად მიუდგა სახმელეთო ჯარების სარდლობა. 1915 წლის 31 მაისს, საარმიო დირიჟაბლმა LZ-38-მა, ერიხ ლინარდის მეთაურობით, ღამით იერიში უზრუნველად მძინარე და თავის უსაფრთხოებაში დარწმუნებული ლონდონი დაბომბა. ამ ფრენის შესახებ ლინარდი იხსენებდა: „ჩვენ არავინ არ გველოდა და სწორედ ამიტომაც ლონდონი საახლწალო ნაძვისხესავით იყო გაბრდღვიალებული. პროჟექტორის არცერთი სხივი არ განათებულა ჩვენს მოსაძებნად, არც ერთი გასროლა არ გაკეთებულა, მანამ, სანამ ქალაქზე დაბო,ბვას დავიწყებდით“. ინგლისის დედაქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე 1360 კგ ბომბები იქნა ჩამოგდებული. დაიღუპა 42 ადამიანი. ინგლისელებმა თვითმფრინავების ჰაერში აწევა დააგვიანეს, მაგრამ დირიჟაბლი თითქოსა და გაქარა.
დირიჟაბლი Zeppelin LZ-38
პირველი გაფრენებიდან გერმანული დირიჟაბლები ხელუხლებლები ბრუნდებოდნენ, მაგრამ 1915 წლის შუა რიცხვებიდან საჰაერო ხომალდებმა საზენიტო ცეცხლისგან დანაკარგები განიცადეს. 1915 წლის განმავლობაში 37-მა დირიჟაბლმა ლონდონზე 20 საჰაერო იერიში განახორციელა და ქალაქზე 30 ტონა ბომბი ჩამოაგდო. ბრიტანეთის დედაქალაქზე ბოლო იერიში 1918 წლის 5 აგვისტოს განხორციელდა.
1916 წლის განმავლობაში პარიჟზე მხოლოდ ერთი იერიში განხორციელდა. იერიში 29-იდან 30 იანვრის ღამეს მოხდა. იერიში ორმა მძლავრმა Zeppelin-მა, LZ-77-მა და LZ-79-მა განახორციელეს. ფრანგებისთვის ეს თავდასხმა სრულიად მოულოდნელი გამოდგა. განგაში პირველი ბომბის ჩამოგდებამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე გამოცხადდა. მეორე თავდასხმაც მალევე განხორციელდა და შედეგებიც უფრო სერიოზული მოიტანა. პარიჟზე 2300კგ ბომბები ჩამოცვივდა. მოლული იქნა 23 ადამიანი, დაიჭრა 31, დაზიანდა უამრავი შენობა.
დირიჟაბლი Zeppelin LZ-77
პარიჟელები მალე მიხვდნენ საჰაერო თავდასხმების საშიშროებას და მოქმედებაში მოიყვანეს მძლავრი ჰსთ სისტემა, რის შედეგადაც გერმანელებმა ახალი იერიშების განხორციელებას ვეღარ გაბედეს.
მთელი 1915 წლის განმავლობაში გერმანული დირიჟაბლების თავდასხმები სხვა ობიექტებზე ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა. 1916 წელს მათი აქტივობა უფრო გაიზარდა: Zeppelin-ების ჯგუფებმა 22 იერიში განახორციელეს. ჩამოგდებული იქნა 125 ტონა ბომბები, რაც წინა წლის რაოდენობას 3,5-ჯერ აღემატებოდა.
პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანული დირიჟაბლები იბრძოდნენ როგორც სახმელეთო ასევე საზღვაო ძალების რიგებში. საზღვაო დირიჟაბლები საჰაერო ხომალდების დივიზიონებში იყო გაერთიანებული. მთლიანად ომის განმავლობაში დივიზიონების შემადგენლობაში 78 დირიჟაბლი ირიცხებოდა. აქედან 63 ცალი Zeppelin-ის ტიპისა იყო, ხოლო 9 „შიუტტე-ლანცის“ ტიპს განეკუთვნებოდა. დაკარგული იქნა 53 ხომალდი, აქედან 26 მტრის ცეცხლის ზემოქმედებისგან და 13 მეტეოპირობებისგან, ხოლო დანარჩენები ტექნიკური მიზეზების გამო იქნა ჩამოწერილი. საჰაერო ხომალდების ეკიპაჟების დანაკარგმა 536 კაცი შეადგინა, აქედან 389 მოკლული იქნა (აქედან 40 ოფიცერი), 147 ადამიანი (აქედან 18 ოფიცერი) ტყვედ ჩავარდა. განხორციელდა 1181 სადაზვერვო გაფრენა და 100 საჰაერო რეიდი ობიექტების დასაბომბად.
სახმელეთო Zeppelin-ებმა სულ 317 გასვლა განახორციელეს, აქედან 85 სადაზვერვო, დანარჩენი დაბომბვის მიზნით. სამხედრო ობიექტებისა და საწარმოო რაიონების დასაბომბად განხორციელებული ფრენების დროს საარმიო საჰაერო ხომალდებმა 164 203 კგ ბომბები ჩამოყარეს: აქედან რუსეთში 80 322 კგ, ბელგიასა და საფრანგეთში 44 686 კგ, ინგლისში 36 589 (მათ შორის ლონდონზე 16 208 კგ). არმიის შეიარაღებაზე მყოფი 50 დირიჟაბლიდან დაკარგული იქნა 25 ხომალდი, აქედან 17 მტრის ცეცხლით იქნა განადგურებული.
ამონარიდი წიგნიდან - Все об авиации. От воздушных шаров до современных боевых аппаратов