Saturday, May 6, 2017

ტანკები NATO-ს სატანკო ტურნირისთვის ემზადებიან

უკრაინელები NATO-ს სატანკო ტურნირზე ჩავიდნენ (ტურნირის შესახებ უკვე ვწერდი ბლოგზე - NATO-ს სატანკო ტურნირი "Strong Europe Tank Challenge-2017" 7 მაისს დაიწყება).


უკრაინული Т-64БВ-ების ოცეული

იქავე არიან პოლონელებიც Leopard-2A5-ებით


Friday, May 5, 2017

საბერძნეთის სატანკო ტენდერი ფოტოებში


Leopard-2A5 (Strv 122) და Leopard-1A5

Challenger-2

M1A2

Leclerc

Т-84

Leclerc კვამლის ფარდას დგამს

მგონი Leopard-2A6HEL-ის ნამოქმედარია

"ATLANTIC TRIDENT 17" - საჰაერო ელიტა

აშშ-ს, ბრიტანეთისა და საფრანგეთის საჰაერო ძალები სწავლება "ATLANTIC TRIDENT 17"-ის ფარგლებში ვირჯინიის შტატის თავზე საჰაერო ფრენებს ახორციელებენ. 2017 წლის 26 აპრილი.

THAAD-ის ტიპის ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის პოზიციები სამხრეთ კორეაში

2017 წლის 2 მაისს, სამხრეთ კორეისა და ამერიკის სამხედრო წარმომადგენლებმა, სამხრეთ კორეის პროვინცია კენსან-ნამდოში, სუნჯოუში, დაგეგმილი ორი ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის ბატარეიდან პირველის საბრძოლო მორიგეობაზე დაყენების შესახებ განცხადება გააკეთეს. კომპლექს THAAD-ის ბატარეის შემადგენლობაში შედის რადიოლოკაციურისადგური AN/TPY-2. ზოგიერთი წყაროს თანახმად, გაშლილი ბატარეა აშშ-ს არმიის ერთ-ერთ ყველაზე უძველეს და „ელიტარულ“ საარტილერიო ნაწილს ეკუთვნის - ეს ფორტ-ბლისში ბაზირებული 11-ე ჰსთ ბრიგადის მე-2 საზენიტო არტილერიის პოლკის A ბატარეაა.

Thursday, May 4, 2017

კიდევ ერთი ლეგენდა პენსიაზე გავიდა - ბერძნებმა RF-4E ჩამოწერეს

5 მაისს საბერძნეთის საჰაერო ძალების 348-ე ესკადრა დაიშლება, RF-4E-ები ჩამოიწერება.
კიდევ ერთი ლეგენდა პენსიაზე გადის




Tuesday, May 2, 2017

NATO-ს სატანკო ტურნირი "Strong Europe Tank Challenge-2017" 7 მაისს დაიწყება

2017 წლის 7-დან 12 მაისამდე ევროპაში დისლოცირებული აშშ-ს საარმიო ნაწილები და გერმანიის არმია გერმანიაში მდებარე გრაფენვერის პოლიგონზე სატანკო ტურნირს განახორციელებს.

შარშანდელი ტურნირის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი:

აღნიშნულ ღონისძიებაში NATO-ს წევრი და პარტნიორი ექვსი ქვეყნის სატანკო ოცეული მიიღებს მონაწილეობას, ესენია: ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა და აშშ.
მონაწილეები გამოიცდებიან თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში, ასევე სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიკაციაში, საბრძოლო დაზიანენების აღმოფხვრაში და მანევრებში.
შეჯიბრის ამოცანას დინამიკურობის პროგნოზირება, სამხედრო პარტნიორობის გამყარება, ოპერატიული თავსებადობისა და ბრძოლის წარმოების მეთოდების გაზიარება წარმოადგენს.

წყარო:

უკრაინული Т-64БВ-ბის ოცეული გერმანიაში გამგზავრების მომენტი

Sunday, April 30, 2017

SOCOM Stryker-ები თურქეთის საზღვართან

ამერიკის არმიის ქვედანაყოფებმა, სირიის ჩრდილოეთით, თურქეთ-სირიის საზღვართან, თურქული არმიის დისლოკაციის ადგილებთან ახლოს პოზიციები დაიკავეს. როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, ამერიკელებმა კონკრეტულ რაიონში მოსახვედრად ასადის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია გადაკვეთეს. კონკრეტულად მათ დანიშნულების ადგილზე მისაღწევად Qamishli გაიარეს.
როგორც ცნობილია, ამ ბოლო დღეებში, თურქეთის არმიასა და ქურთულ YPG-ს შორის ბრძოლები მიმდინარეობდა. სავარაუდოდ თირქეთის მიერ სირიის ტერიტორიაზე ქურთების საჰაერო დაბომბვის გადაწყვეტილების პასუხად YPG-მ რეიდებისა და იერიშები სერია წამოიწყო.
ეს არაა პირველი შემთხვევა როდესაც ამერიკელები თავისი მოკავშირეების შუაში დგებიან, პირველად ამერიკელებს ქალაქ Manbij-ისკენ მიმავალი თურქული არმიისა და ქურთებს შუა მოუწიათ ჩადგომა (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - ). გაურკვეველია ისლამური სახელმწიფოს ხათრით რამდენ ხანს აიტანს ამერიკა ცხელსისხლიან ქურთებსა და თურქებს.


Minigan-ებით აღჭურვილი SOCOM-ის ჯტრ Strayker-ები




F-35-ების ბულგრაეთში ვიზიტი


2017 წლის 25 აპრილს აშშ-ს საჰაერო ძალების ორი ცალი მე-5 თაობის გამანადგურებლების, F-35A-ების ესტონეთში ვიზიტის შემდეგ, ორი იმავე კლასის გამანადგურებელი, ბულგარეთში, მოკლევადიანი გაშლის დემონსტრაციის მიზნით, აეროდრომ "გრაფ იგნატევოს" ესტუმრა. გამანადგურებლები ბრიტანეთის ავიაბაზა ლეიკენჰიტზე ბაზირებულ 388-ე ავიაფრთის გამანადგურებელთა 34-ე ესკადრილიის ავიარაზმს ეკუთვნის.
ბულგარეთში ჩაფრენილი გამანადგურებლების აშშ-ს საჰაერო ძალების საბორტე ნომრებია 14-5094 (სერიული ნომერი AF-95; იგივე ბორტი ესტონეთში 25 აპრილს ჩაფრინდა) და 14-5091 (სერიული ნომერი AF-92). გამანადგურებლები ბულგარეთში, ბრიტანული ავიაბაზა მილდენჰოლიდან აფრენილი 388-ე ავიაფრთის 459-ე საწვავგამმართველი ესკადრილიის კუთვნილი საწვავმზიდი Boeing KC-135R Stratotanker-ის (საბორტე ნომერი 62-3543) თანხლებით ჩაფრინდნენ. ისევე როგორც თავის დროზე, ესტონეთში ჩაფრენილი გამანადგურებლების წყვილისთვის, ეხლაც რადიოსახმისი "Conan 01" იქნა გამოყენებული.
F-35-ების ესტონეთში და ბულგრაეთში ვიზიტები  ევროპაში ამ ტიპის გამანადგურებლების ოპერატიული გაშლის ფარგლებში ხორციელდება. ეს პროცედურა 15 აპრილს დაიწყო, როდესაც გამანადგურებელთა 419-ე ფრთის 466-ე ესკადრილიისა და 388-ე ფრთის 34-ე ესკადრილიის რვა გამანადგურებელი ბრიტანეთის ავიაბაზა ლეიკენჰიტზე აშშ-ს ავიაბაზა ჰილლიდან ჩაფრინდა.
აეროდრომ "გრაფ იგნეტიევოზე" ჩაფრენილ ორ ცალ F-35A-ს ბულგარეთის მთელი მთავრობა, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი, რუმენ რედევი, დახვდა. მთლიანობაში გამანადგურებლებმა ბულგარულ აეროდრომზე სამი საათი დაჰყვეს, რის შემდეგაც უკან, ბრიტანეთში გაფრინდნენ.

აღსანიშნავია რომ "გრაფ იგნატიევზე" სწავლება "Thracian Eagle 2017"-ში მონაწილეობის მისაღებად უკვე იმყოფება აშშ-ს საჰაერო ძალების 12 ცალი Boeing F-15C Eagle.

წყარო: