Saturday, June 10, 2017

რუსულმა Су-27-ებმა ამერიკული ბომბდამშენებისთვის გზის გადაჭრა განახორციელეს

2017 წლის 9 ივნისს ბალტიის ზღვის თავზე რუსულმა Су-27-ებმა ორ ამერიკულ სტრატეგიულ ბომბდამშენ В-52Н და ორ В-1В გადაუჭრეს გზა. ბომბდამშენები NATO-ს სწავლებში, "Saber Strike" და BALTOPS ღებულობდნენ მონაწილეობას. В-52Н-ები სწავლების დროს დანაღმული წინაღობის დაყენების საიმიტაციოდ იყო მიზიდული. ფოტოები აშშ-ს საჰაერო ძალების საჰაერო ტანკერ Boeing KC-135R-ის ბორტიდანაა გადაღებული.

გზის გადაჭრა ჩერნიახოვის აეროდრომზე (კალინინგრადის ოლქი) ბაზირებული ბალტიის ფლოტის 72-ე საავიაციო ბაზის Су-27-ებმა განახორციელეს.

საჰაერო შეხვედრის მომენტი


ფოტოები სწავლებიდან





დატვირთული F/A-18F "Super Hornet"-ები

აშშ-ს საზღვაო ძალებმა საზღვაო რუტინის კადრების ფოტოები გაავრცელეს, მათ შორის არის 7 ივნისს, ავიამზიდ CVN-77 "George H.W. Bush"-ის გემბანიდან ასაფრენად გამზადებული  ესკარილია VFA-213 "Blacklions"-ის კუთვნილი,  ერთდროულად ათი ცალი კორექტირებადი ავიაბომბით შეიარაღებული, F/A-18F "Super Hornet"-ების ფოტოებიც. გამანადგურებლებს ფრთებს ქვეშ GBU-32 ტიპის ავიაბომბები აქვთ ჩამოკიდებული. ამგვარად საბრძოლო დატვირთვა 5 ტონას აღწევს ("Sidewinder"-ებსაც თუ გავიხსენებთ), რაც რეალური საბრძოლო ექსპულატაციისთვის უბრალოდ ფენომენალური მოვლენაა, ჩვეულებრივად 2-4 ცალი ბომბით დაფრინავენ.
ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გემბანზე როგორც მინიმუმ ამგვარად აღჭურვილი  ორი გამანადგურებელი იყო ემზადებოდა (საბორტე ნომრები 202 და 212). საინტერესოა ვისთვის არის ეს ჩემოდნები განკუთვნილი? "George H.W. Bush" ამჟამად სახლში მიემგზავრება და გზადაგზა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვიდან ისლამურ სახელმწიფოზე ახორციელებს იერიშებს.


Friday, June 9, 2017

საქართველოს, თურქეთისა დ ააზრებაიჯანის სპეცრაზმების ერთობლივი სწავლება „კავკასიის არწივი 2017“


ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სასროლეთზე საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების სამმხრივი საველე სწავლება „კავკასიის არწივი 2017“ მიმდინარეობს.
სწავლების მიზანს სამი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფების ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე სპეციალური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს.
სცენარის მიხედვით ქვედანაყოფებმა პირდაპირი მოქმედებების განხორციელებით მაღალი ღირებულების სამიზნეები გააუნებელყვეს. სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური, საცეცხლე, საინჟინრო და სხვა სპეციალური ამოცანები შეასრულეს. მათ სამედიცინო მომზადებისა და დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტების გავლაც მოუწიათ.
სწავლება 10 დღის განმავლობაში გრძელდება და მასში მონაწილეობას სახმელეთო და საჰაერო კომპონენტები იღებენ.
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალურ ოპერაციების დანაყოფების ერთობლივი სწავლება რიგით მესამეა. აღნიშნულ სწავლებას მანამდე ორჯერ თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა.

Thursday, June 8, 2017

Ка-52-მა საკუთარი კორპუსი დაცხრილა

რუსეთის საჰაერო ძალებისა და ჰსთ-ს მე-4 არმიის, 27-ე  შერეული საავიაციო დივიზიის, 39-ე სავერტმფრენო პოლკის კუთვნილმა Ка-52-მა კორპუსის წინა ნაწილი, საკუთარი, 2А42 ტიპის, ავტომატური ქვემეხით დაცხრილა

დიდად თავს არ დავდებ, მაგრამ ამის ყველაზე სავარაუდო მიზეზი ალბათ ასეთი მანევრი იყო:

აშშ-ს საჰაერო ძალების იერიში პროასადურ ძალებზე

ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა აშშ-ს ავიაციის მიერ პროასადური ძალების საბრძოლო კოლონის დაბომბვის შედეგების ფოტოები. ასადის ძალების განადგურება აშშ-ს ავიაციამ მაშინ გაანადგურა როდესაც კიდევ ერთხელ ცდილობდნენ ალ-ტანფის იერიშით აღებას, რომლის დროსაც მათ უსაფრთხოების ზონა გადაკვეთეს. აშშ-ს დარტყმებმა ირაისა და რუსეთის მკაცრი რეაქცია გამოიწვია, რომლებმაც ეს საკითხის გაეროს სხდომაზე გამოიტანეს განსახილველად. ირანი კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა რომ, "თუ ამას გარემოებები მოითხოვს" მას აქვს სრული უფლება სირიაში ამერიკულ ძალებს დაარტყას.

შ - ნიშნავს შეუგნებლობას

ავსტრალიაში LAND-400-ის ფინალისტები და M1A1 (ფოტოები)

ანტიპოდები (ავსტრალიელები) LAND-400-ის კონკურსის ფარგლებში ფინალისტ ჯტრ/ქსმ Patria AMV-35-1 და Boxer Lynx და ამერიკული წარმოების ტანკი M1A1 შედარებით ზომებში

და დესერტად კიდევ რამოდენიმე ლამაზი ფოტო

წყარო:
The Defence Image Gallery