Saturday, August 26, 2017

Тайфун К-4386 გამოფენა Армия-2017-ზე

"Ремдизель"-მა გამოფენა "Армия-2017"-ზე პირველად საჯაროდ წარმოადგინა  უახლესი, ავიადესანტირებადი ჯავშანავტომობილი, К-4386 "Тайфун-ВДВ". სადესანტო "Тайфун"-მა უკვე წარმატებით გაიარა ქარხნული გამოცდები. ჩარცოიანი კონსტრუქციის მქონე К-53949-ისგან, К-4386 მზიდი კორპუსით განსხვავდება და 30 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხითაა აღწურვილი.

მოკლე ტტმ

მანქანა შიგნიდან

Friday, August 25, 2017

ერაყის არმიამ ISIS-ს ამერიკული ტსმრ FGM-148 Javelin წაართვა

ქალაქ ტელ-აფარისთვის ბრძოლებში, ერაყულმა არმიამ, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს ამერიკული წარმოებსი ტსმრ FGM-148 Javelin წაართვა. რომელიც სავარაუდოდ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ქურთებს წაართვეს (ან ამერიკელებს, რას გაიგებ). როგორც არ უნდა იყოს, აღნიშნული რაკეტის თავგადასავალი საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს.

მე-4 წუთზე

ავღანეთის 16 წლიანი ომი ფოტოებში

ყუნდუზი, ავღანეთი - 87-ე ქვეითი დივიზიის, პირველი ბატალიონის წევრები დაჭრილ თანამებრძოლე ზრუნავენ
ქაბული, ავღანეთი. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ავღანეთმა, სადაც ალ-ქაიდას ლიდერი იმყოფებოდა, აშშ-ს სამხედროების ყურადღება მიიპყრო. მსოფლიო ახალი კონფლიქტის მოლოდნიში იყო. მაგრამ არავის არ ეგონა რომ, ეს ომი, ალ-ქაიდასა და თალიბანის წინააღმდეგ, მთელი 16 წელი გაიწელებოდა და აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომი გახდებოდა.
ამ ომმა სამი ამერიკელი პრეზიდენტი და თორმეტი სარდალი გამოიცვალა. ომმა ასევე გახსნა ის ფანჯარა, რომელში თანამედროვეობა და ტომური წყობილება და რელიგიური ადათ-წესები ერთმანეთს შეეჯახნენ.
ორშაბათს, პრეზიდენტმა ტრამპმა, ომის ახალი სტრატეგიის შესახებ გააკეთა განცხადება, რომლსი მიხედვითაც ამერიკა მზადაა ავღანეთში თავისი დასწრება გაზარდოს.
ქვემოთ, უკუ ქრონოლოგიით, მოყვანილია ფოტოები, რომლებზეც ასახულია ომი ისე როგორც მას New York Times-ის ფოტოგრაფები ხედავდნენ.

2016 წელი, ჰელმანდის პროვინცია, ლაშკარ გას რაიონის ხედი ზემოდან

2015 წელი, ყუნდუზის პროვინცია - "ექიმები საზღვრებს გარეშე" ორგანიზაციის საავადმყოფო აშშ-ს საჰაერო ძალების მიერ შეცდომითი იერიშის შემდეგ

2013 წელი, ყანდაღარის პროვინცია, სოფელი ლალადარი - ამერიკელებმა (მარჯვნივ) და ავღანელებმა (მარცხნივ) მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილი გაანადგურეს

2013 წელი, პროვინცია პაკატა - 1-1 საჰაერო სადესანტო დივიზიის მებრძოლები პატრულირების მომენტში

ყუნდუზი, 2013 წელი - ჯარისკაცები ვერტმფრენით ტრანსპორტირებისთვის ემზადებიან

2010 წელი, ჰელმანდის პროვინცია - საზღვაო ქვეითები თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ

2010 წელის, კურანის პროვინცია - ავღანეთის არმიის ჯარისკაცები დაჭრილ თანამებრძოლს აშშ-ს არმიის Medevaac-ით საევაკუაციოდ ამზადებენ

2010 წელი, კუნარის პროვინცია - ამერიკელი ჯარისკაცი პეცის ხეობას გაჰყურებს

2010 წლის აპრილი - აშშ-ს სატრანსპორტო თვითმფრინავი მაზარ-შარიფში დასაჯდომად ემზადება

2009 წელი - აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიის კურსანტებთან

ქაბული, 2009 წელი - ქაბულში თვითმკვლელის იერიში განხორციელდა. აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა, ორმოცამდე დაზარალდა

2009 წელის, ყანდაღარის პროვინცია - აშშ-ს არმიის პირველი ქვეითი დივიზიის მებრძოლები ხუტალეს მახლობლად ქვეით პატრულს ახორციელებენ

2008 წელი, ქაბული - აშშ-ს პრეზიდენტის, ჯორ ბუშისა და ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის, შეხვედრა

2007 წელი, კორენგალის ხეობა - დაჭრილი ამერიკელი ჯარისკაცი

2006 წელი, სოფელ ჰაზარბუზის მიმდებარე ტერიტორია - აშშ-ს არმიის მე-10 სამთო დივიზიის მებრძოლები თანამებრძლებს ჩასაფრებაში მოყოლის შემდეგ ცეცხლის ხაზიდან გასვლისკენ მოუწოდებენ

202 წელი, ამერიკელი ჯარისკაცები ბაგრამის ავიაბაზაზე

2001 წელი - აღმოსავლეთ ალიანსის მებრძოლი აკვირდება თუ როგორ ურტყამდა წრეს ტორა-ბორას მთებს ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი B-52

2001 წელი - ჩრდილოეთ ალიანსის მებრძოლებმა გზად ქაბულისკენ თალიბანის მებრძოლები ნახეს და დახოცეს

2001 წელი - ჩრდილოეთ ალიანსის მებრძლები ალყაშემორტყმული თალიბანის დედაქალაქ ბანგის ფრონტზე მიდიან 

წყარო:

ქართველმა სამხედროებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ჩაიარეს

საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა. ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის ოცეულმა კიევის ცენტრალურ გამზირზე ჩაიარა.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში გამართულ აღლუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ოცეული უკრაინაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით გაიგზავნა. „ქართველი სამხედროების მონაწილეობა უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში უკრაინელი ხალხის, უკრაინის მთავრობის მხარდაჭერა და ჩვენი ერთად ყოფნის გამოხატულებაა,“ - განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ქართველი სამხედროების აღლუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უკრაინაში ვიზიტი გააუქმა, რათა ატენის ხეობაში მიმდინარე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირადად მიეღო მონაწილეობა.
თავდაცვის სამინისტოს დელეგაციის კიევში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის პირველ მოადგილესა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ჯეიმს მატისს შორის შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების წარმატება ხაზგასმით აღნიშნა და საქართველოს მთავრობას ამერიკის მთავრობის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა. „აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ მათი მხარდაჭერა მუდმივად გვექნება და ერთად გავუმკლავდებით იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რომლებიც დღეს ჩვენ წინაშე დგას,“ - განაცხადა ლელა ჩიქოვანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აღლუმში მონაწილეობდნენ აშშ, კანადა, პოლონეთი, მოლდავა, რუმინეთი, საქართველო, დიდიბრიტანეთი, ესტონეთი და ლატვია.


წყარო:

Thursday, August 24, 2017

Панцирь-СМ - გაუმჯობესება სირიის გამოცდილების მიხედვით

საკმაოდ საინტერესო პლაკატები გამოფენა Армия-2017-დან. რუსეთში, სირიაში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, წამოწყებული იქნა საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო "Засечка". სამუშაოს ფარგლებში ხორციელდება საზენიტო-სარაკეტო-საქვემეხო კომპლეს Панцирь-С-ის გაუმჯობესება. გაუმჯობესებულ მანქანას Панцирь-СМ ეწოდა.

სირიის გამოცდილებაზე დაყრდნობით რუსეთში ცნობილი Панцирь-С-ის ახალი მოდიფიკაცია, Панцирь-СМ შეიქმნა. ახალი კომპლექსი КАМАЗ-53958 Торнадо-М-ის ბაზაზეა განთავსებული. ფოტოზე გამოფენა Армия-2017-ზე გამოყვანილი საბრძოლო მანქანაა გამოსახული

მანქანის აწყობის პროცესი

Панцирь-С-ის რაკეტის საშტატო კონტეინერში ოთხი ცალი ახალი, მცირეგაბარიტების მქონე საზენიტო რაკეტა თავსდება, რომელიც სპეციალურად უპილოტო საფრენი პარატებისა და "დიდი სიზუსტის" მქონე შეიარაღების წინააღმდეგ სამუშაოდაა შექმნილი

სირიის გამოცდილება - Панцирь-С-ის "ჰიტები" სირიის კონფლიქტში

ფოტოების წყარო: