As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Saturday, January 6, 2018
2017 წელს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალებისთვის მიწოდებული ავიატექნიკა
2017 წელს რუსეთის საავიაციო მრეწველობამ კვლავ შეინარჩუნა წარმოების მაღალი ტემპი. ამავდროულად რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალებისთვის და საზღვაო ფლოტისთვ გადაცემული ავიატექნიკის საერთო რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შემცირდა, რაც 2016 წელს МиГ-29СМТ-სი და МиГ-29КР/КУБР-ის კონტრაქტის და Су-30М2-ის მიწოდების დასრულებასთან და ასევე Як-130 ტიპის სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების ტემის შემცირებასთანაა დაკავშირებული. ამასთან ისეთი თანამედროვე გამანადგურებების, როგორებიცაა Су-30СМ, Су-34 და Су-35С, მიწოდების ტემპი უკვე სტანდარტულად ქცეულ დონეზეა შენარჩუნებული
გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2017 წელს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სულ 43 ცალი ახალი წარმოების საბრძოლო თვითითმფრინავი (17 Су-30СМ, 16 Су-34 და ათი Су-35С) და ექვსი სასწავლო-საბრძოლო Як-130 მიიღეს.
Су-30СМ
2017 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდებული თვითმფრინავების ნუსხა შემდეგენაირად გამოიუყურება:
17 ცალი Су-30СМ-ის ტიპის გამანადგურებელი. 2017 წლის განმავლობაში ПАО "Корпорация "Иркут"-ის ქარხანამ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 17 ცალი მარავალფუნქციური გამანადგურებელი, Су-30СМ, მიაწოდა. აქედან 12 ცალი 2012 წელს მოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო დანარჩენი ხუთი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიერ გაფორმებული ცალკე ხელშეკრულების ფარგლებში გაბხორციელდა.
2012 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სულ 116 ცალი Су-30СМ-ის ტიპის გამანადგურებელი შეუკვეთა. აქედან 88 ცალი საჰაერო-კოსმოსურ ძალებისთვის, დანარჩენი 28 სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის. 2017 წლის შედეგების თანახმად საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა 80 ცალი გამანადგურებელი უკვე მიიღეს (აქედან 12 ცალი 2016 წელს და 2017 წელს კიდევ ამდენივე), საზღვაო ძალების ავიაციას 20 ცალი გადაეცა (აქედან 7 ცალი 2016 წელს და 5 ცალი 2017 წელს). კიდევ ექვსი ცალი Су-30СМ-ის ტიპის გამანადგურებელი 2015-2016 წლებში ყაზახურმა მხარემ მიიღო.
2017 წლის 11 დეკემბერს, მე-14 გვარდიული საავიაციო პოლკის შემადგენლობაში გადაცემული 10МК5 1506 სერიული ნომრის მქონდე გამანადგურებელი (საბორტე ნომერი "წითელი 82") იყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემული Су-30СМ-=ის ტიპის მეასე გამანადგურებელი. ამგვარად Су-30СМ რუსეთის საჰაერო ძალებისთვის გახდა თვითმფრინავების მეორე ტიპი, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდში ასი ცალის ოდენობით იქნა გადაცემული (პირველმა ამ რაოდენობას Су-34-მა მიაღწია).
16 ცალი Су-34-ის ტიპის საფრონტე ბომბდამშენი. 2017 წლის განმავლობაში ПАО "Компания "Сухой"-იმ რუსეთის საჰაერო ძალებს 16 ცალი Су-34-ი ტიპის საფრნტე ბომბდამშენი გადასცა.
2017 წელს გადაცემული ყველა Су-34, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან 2012 წელს 92 თვითმფრინავზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებშია წარმოებული. 2012 წლის კონტრაქტის ფარგლებშუ, 2017 წელს გადაცემული 16 ცალი Су-34-ის ჩათვლით, რუსეთის საჰაერო ძალებისთვის უკვე 70 ცალი Су-34-ია მიწოდებული. ამ ხელშეკრულების პირველი ორი თვითმფრინავი 2013 წლის 24 დეკემბერს გადაეცა შემკვეთს, მომდევნო 18 აპარატი 2014 წელს, 2015 წელს შემდეგი 18მანქანიანი პარტია იქნა გადაცემული, ხოლო 2016 და 2017 წლებში რუსეთის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა 16-16 თვითმფრინავი მიიღეს.
Су-35С
2017 წლის შედეგბის თანახმად, ყველა ხელშეკრულებით მიწოდებულმა Су-34-ების რაოდენობამ 114 ერთეული შეადგინა (მათ შორისაა შვიდი ცალი საცდელი და წინასერიული ნიმუშებიც). პოსტსაბჭოთა პერიოდში Су-34 გახდა პირველი თვითმფრინავი, რომელიც რუსეთის საჰაერო ძალებმა 100 ცალის ოდენობით შეიძინეს.
10 ცალი Су-35С-ის ტიპის გამანადგურებელი. 2017 წელს АО "Компания "Сухой"-მ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს 10 ცალი Су-35С გადასცა. გამანადგურებლები 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში იქნა წარმოებული. ხელშეკრულება ხუთ წელზეა გათვლილი და სულ 50 ცალი Су-35С-ის ტიპის გამანადგურებელი უნდა იქნას გამოშვებული.
მანამდე АО "Компания "Сухой"-მ წარმატებით დაასრულა 2009 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს 48 ცალი Су-35С გადაეცა. ამგვარად Су-35С-ის მთლიანი რაოდენობა რუსეთის საჰაერო-კოსმოსრუ ძალებში 68 ერთეულს შეადგენს.
Як-130-ის ტიპის ექვცის ცალი სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი. 2017 წელს,ირკუტსკის საავიაციო ქარხანამ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს ექვსი ცალი Як-130-ის ტიპის ექვცის ცალი სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა. თვითმფრინავები 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში იქნა წარმოებული, ხელშეკრულების თანახმად 2016-2018 წლებში, საწარმოომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს 30 ცალი ამ ტიპის თვითმფრინავი უნდა მიაწოდოს. სულ 2017 წლის მდგომარეობით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს 95 ცალი Як-130-ის ტიპის ტვითმფრინავი გადაეცა. ამ ჟამად წარმოებული თვითმფრინავების გადაცემა შეჩერებულია, რაც სავარაუდოდ 21 ივნიის ამ ტიპის თვითმფრინავის ორ კატასტროფასთანაა დაკავშირებული. მწარმოებელი მათ დახვეწაზე და ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობს.
2008 წლიდან დღემდე რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალებისთვის და სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის გადაცემული საბრძოლო თვითმფრინავების რაოდენობა
ასევე აღსანიშნავია რომ, 2017 წელს АО "Компания "Сухой"-მ ჰაერში აწია მე-5 თაობის, Су-57 (Т-50)-ის ტიპის სამი, გამოცდების დამასრულებელი ეტაპის, გამანადგურებელი. ესენია Т-50-9 (პირველი ფრენა 2017 წლის 24 აპრილი). Т-50-11 (6 აგვისტო) და Т-50-10 (23 დეკემბერი). მანამდე, 2010-2016 წლებში გამოცდებში Т-50-ის შვიდი პროტოტიპი იყო ჩართული.
ექსპორტის შესახებ აღსანიშნავია 33 ცალი ახალი აწყობილი საბრძოლო თვითმფრინავის მიწოდება - 15 МиГ-29М/МиГ-29М2 ეგვიპტეს, 6 Су-30МКИ(А) ალჟირს, 2 Су-30СМ ყაზახეთს, 10 Су-35 ცინეთს და 3 სასწავლო-საბრძოლო Як-130 მიანმას.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
Friday, January 5, 2018
დმატებითი ინფორმაცია სირიაში რუსული ავიაბაზის დაბომბვის შესახებ
მოკლედ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გააკეთა,მროელიც მიახლოებით სე გამოიყურება - 31 დეკემბერს ავიაბაზა დაიბომბა, დაღუილია ორი სამხედრო მოსამსახურე. ავიატექნიკა არ დაზარალებულაო.
ასევე რომან საპონკოვი შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:
დაწვრილებით იხილეთ ბმულზე - МО РФ: двое военнослужащих погибли при обстреле авиабазы Хмеймим 31 декабря
ეს განცახდება დღეს შუადღისით გავრცელდა. მაგრამ მას ეგრევე მოყვა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტოსურათები. ფოტოებზე წვიმიანი ამინდია, იმ დღეს ამ ავიაბაზაზე წვიმდა, ამინდის პროგნოზი შეგიძლიათ ნახოთ. ასევე29 საბორტე ნომრის Су-24 რუსებს ნამდვილად ყავთ ხმეიმის ავიაბაზაზე.
და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ისევ მატყუარას როლში გამოვიდა, თუმცაღა ეს მათთვის ნორმალური. ბევრი ვერსია ვრცელდება რუსულ თემატურ გვერდებზე - არ გამორიცხავენ რომ მთვრალმა რუსებმა საახლაწლო ბუინი მოაწყვეს და ამ უმისამართო სროლას ტექნიკაც შეეწირა, ამაზე კიდევ ისაც მიუთითებს რომ, მეამბოხეებმა არანაირი ვიდეო არ გაავრცელეს ინტერნეტში, არა და ეს ამხელა გამარჯვება მათთვის პროპაგანდისტული მისწრება იქნებოდა.
მოკლედ დაველოდოთ და ალბათ მალე უფრო მეტი ინფორმაცია გაჟონავს.
ჰმეიმის ავიაბაზაზე ავიატექნიკა რეალურად დაზარალდა. წინასწარი ინფორმაციით ცნობილია რომ დაზარალდა 6 Су-24, 1 Су-35С, 1 Ан-72, 1 Ан-30 მზვერავი, 1 Ми-8. აქედან 2 Су-24 და Су-35С მწყობრში დააბრუნეს.
Thursday, January 4, 2018
ისლამისტებმა ჰმეიმის ავიაბაზაზე ნაღმტყორცნებით 7 რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს
რუსული გამომცემლობა "კომერსანტი" (Коммерсант), ორ სამხედრო-დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, იუწყება რომ, სირიაში, რუსულიავიაბაზა ჰმეიმი, ნაღმტყორცნების ცეცხლის ქვეშ მოყვა, რის შედეგადაც განადგურდა შვიდი თვითმფრინავი და საბრძოლო მასალების საწყობი.
ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა, რომელიც სირიაში რუსეთის ყოფნის განმავლობაში ყველაზე სერიოზულად შეიძლება ჩაითვალოს, 2017 წლის 31 დეემბერს მოხდა.
წინასწარი შეფასებით, ისლამისტების ნაღმტყორცნების იერიშის შედეგად, განადგურებული იქნა 4 ცალი Су-24 ტიპის ბომბდამშენი, ორი ცალი Су-35С ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებელი და ერთი ცალი სამხედრო სატრანსპორტო Ан-72, ასეე აფეთქდა საბრძოლო მასალების საწყობი. სავარაუდოდ ათამდე სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.
P.S. 2017 წლის 6 დეკემბერს, რუსეთის გენერალური შტაბის განცხადების თანახმად, სირიის ერიტორია სრულებით განთავისუფლებულია ისლამისტი ტერორისტებისგან.
ბოლო მონაცემებით რუსულმა მხარემ სირიის ორ წლიანი კომპანიის შედეგად შემდეგი სახის საჰაერო აპარატები დანაკარგა:
- 2015 წლის 24 ნოემბერს თურქეთის საჰაერო ძალების F-16-მა, სირია-თურქეთის საზღვართან რუსეთის ტაქტიკური ბომბდამშენი Су-24М ჩამოაგდო.
- 2016 წლის 13 ნოემბერს ავიამზიდ კრეისერ "ადმირალ კუზნეცოვიდან" (Адмирал Кузнецов) ხმეთაშუაზღვაში სასწავლო ფრენის დროს კატასტროფა განიცადა МиГ-29К ტიპის გამანადგურებელმა.
- 2016 წლის 5 დეკემბერს "ადმირალ კუზნეცოვის" გემბანზე დაჯდომისას, დასაჯდომი ზოლს გასცდა და ზღვაჩი ჩავარდა Су-33 ტიპის გამანადგურებელი.
- 2017 წლის 10 ოქტომბერს ავიაბაზა ჰმეიმიდან აფრენის მოეტში კატასტროფა განიცადა Су-24 ტიპის ბომბდამშენმა.
- პლიუს ზემოთ ჩამოთვლილი 7 თვითმფრინავი (თუ ინფრმაცია დდასტურდა).
სირიის კამპანიაში რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა ასევე დაკარგეს 5 ვერტმფრენი:
- 2015 წლის 24 ნოემბერში ჩამოგდებული Су-24М ეკიპაჟის ევაკუაციის ოპერაცის დროს, დაზიანდა და იძულებითი დაშვება განახორციელა Ми-8 ტიპის ვერტმფრენმა, რომელილ შემდეგში ისლამისტებმა ხმელეთზე ტსმრ-ით გაანადგურეს.
- 2016 წლის 12 აპრილში, ქალაქ ჰომსის ახლობლად, Ми-28Н ტიპის ვერტმფრენმა განიცადა კატასტროფა, დაიღუპა ეკიპაჟის ორივე წევრი.
- 2016 წლის 8 ივლისში, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა, პალმირას რაიონში საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს Ми-35М-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ეკიპაჟის ორი წევრი წევრი დაიღუპა.
- 2016 წლის 1 აგვისტოში, საზენიტო ცეცხლის ზემოქმედებით, ჩამოგდებული იქნა Ми-8 ტიპის ვერტმფრენი. ვერტმფრენი ქალაქ ალეპოში ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვის შემდეგ ჰმეიმის ავიაბაზაზე ბრუნდებოდა.
- 2018 წლის 3 იანვარს, ჰამას აეროდრომიდან 15 კილომეტრის მოშორებით, კატასტროფა განიცადა რუსეთის საჰაერო-კოსმოსრუსი ძალების Ми-24 ტიპის ვერტმფრენმა. დაიღუპა ორი პილოტი, საბორტე ტექნიკოსი გადარჩა. რუსული მხარის თანახმად, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო.
Wednesday, January 3, 2018
სირიაში Т-90-ების დანაკარგების მოკლე მიმოხილვა
სირიის კონფლიქტში რუსეთის ჩარევის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ სირიის არმიას 40 ერთეულამდე Т-90А გადასცა (ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე - More Russian-made T-90A main battle tanks for Syrian army). უცნობია ამ რაოდენობაში შესულია თუ არა პირველი გამოშვების Т-90-ები. მთლიანობაში ამ არაბულ ქვეყანაში ალბათ ყველა მოდიფიკაციის 50-მდე Т-90 უნდა ვივარაუდოდ.
ბლოგზე არაერთხელ დავდე სირიაში განადგურებული რუსული Т-90-ების შესახებ ინფორმაცია, თუმცა ეს ინფორმაცია ცალ-ცალკეა გაფანტული და ამიტომ მათი ერთად თავმოყრა და დაარქივება გადავწყვიტე.
მაშ ასე, ჩამოვყაროთ ის ინფორმაცია რაც ბლოგზე დაგროვდა:
მაშ ასე, ჩამოვყაროთ ის ინფორმაცია რაც ბლოგზე დაგროვდა:
5 დადასტურებულად განადგურებული Т-90А
№1
№2
№3
(ნაალაფარი და შემდეგ ასადისტების მიერ განადგურებული Т-90А)
№4
№5
№6
ამბობენ ნაღმტყორცნების ცეცხლის ქვეშ მოყვა და შიგნიდან გამოიწვაო, თუმცა საეჭვოდ ჰგავს №5 მანქანას
ინფორმაცია ამ განადგურებული მანქანების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
ასევე ცნობილი იყო რომ სირიაში ოპოზიციურმა ძალებმა 3 Т-90 ჩაიგდო ხელში. შემდეგში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ერთი ასადისტებმა გაანადგურეს (მანქანა №3), კიდევ ერთი უკან დაუბრუნდათ ბრძოლების შედეგად ალაფის სახით (მანქანა №5), თუმცაღა ეს ბოლო რამდენად მუშა მდგომარეობაშია ეს ცალკე საკითხია.
მესამე ნაალაფარი Т-90А (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - 1 დატყვევებული და 1 დაზიანებული რუსული Т-90А სირიელი ანტისამთავრობოების ხელში (ფოტო & ვიდეო))
ასევე ინტერნეტში გავრცელებული იყო რამოდენიმე დაზიენბული და კიდევ ერთი განადგურებული Т-90А-ს ვიდეო და ფოტო მასალა:
ორი ფოტოს შესახებ ინფორმაცია წინა ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ
ერთი საკმაოდ ცნობილი მანქანა რომელის ტსმრ TOW-იდან დააზიანეს, მაგრამ ვერ გაანადგურეს. ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
და ბოლოს არსებობს კიდევ ერთი განადგურებული ტანკი (იხილეთ ბმულზე - ხო გეუბნებოდი გაფრინდებიანთქო - აბა თქვი Т-90А), რომელის კოშკურის ფოტოს რუსეთში, პოლიგონზე გადაღებული. როგორც ჭორები ამბობენ კოშკურა სირიიდანაა ჩამოტანილიო. ლოგიკურ კითხვაზე "რა აზრი ჰქონდა სირიიდან ამ უსარგებლო ჯართის ჩამოთრევსო" ლოგიკური პასუხიც გაეცა "მტერს (აშშ-ს) რო არ ცავარდნოდა ხელში". თუმცა შეიძლება ეს მანქანა სულაც არაა სირიაში ნამყოფია და უბრალოდ რუსეთშივე დაიწვა
Tuesday, January 2, 2018
Т-50 (Су-57 ПАК ФА) - წლის შედეგები
2017 წელი რუსული მეხუთე თაობის გამანადგურებლისთვის რამოდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით გამოირჩეოდა. ქვემოთ მყვანილია ძირითადი პუნქტები:
- იანვარში "ძრავამთმშენებლობის გაერთიანებული კორპორაციის" ხელმძღვანელმა, ალექსანდრე არტიუხოვმა, განაცხადა რომ, Т-50-ის ახალი ეტაპის ძრავების გამოცდა 2017 წლის მე-4 კვარტალში დაიწყებოდა, ხოლო ახალი ძრავის საკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.
- 24.04.2017 განწორციელდა Т-50-ის მერვე საფეენოსნო პროტოტიპის, Т-50-9-ის, პირველი ფრენა. თვითმფრინავი 12.05.2017-ში ჟუკოვის საცდელ ცენტრში გადაფრინდა.
- 06.08.2017 გნხორციელდა Т-50-11-ის პირველი ფრენა. ჩავთვალოთ რომ ეს მეათე საფრენოსნო პროტოტიპია. ჟუკოვსკის ცენტრში გამანადგურებელი 2017 წლის 10 სექტემბერს ჩაფრინდა. მეცხრე საფრენოსნო პროტოტიპი, იგივე Т-50-10, მწარმოებლთან რამოდენიმე დეტალის დასასრულებლად დატოვეს. მისი პირველი ფრენა გასული წლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი.
- МАКС-2017-ის მსვლელობისას დასავლურ რესაში გაჟონა ინფორმაციამ რომ, გამანადგურებელ Т-50-ს მიენიჭა სერიული ინდექსი Су-57. ცოტა მოგვიანებით ეს ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, იური ბორისოვმაც დაადასტურა.
- МАКС-2017-ის მსვლელობისას იური ბორისოვმა განაცხადა რომ ხელი მოეწერა გამანადგურებლის ერთობლივი სახელმწიფო გამოცდების პირველი ეტაპის (ГСИ-1) და პირველადი სერიული პარტიის დამზადების სარეკომენდაციო ხელშეკრულებას.
- 2017 წლის ნოემბერში ძრავა "изд. 30"-ი გამანადგურებელ Т-50ЛЛ-ის შემადგენლობაში აამუშავეს (ЛЛ ეს პროტოტიპი Т-50-2-ია, რომელმაც საწყისი პროგრამა უკვე დაასრულა). 2017 წლის 5 დეკემბერს ახალი ძრავით აღჭურვილი მფრინავი ლაბორატორია ჰაერში აიწია.
- 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელდა მეცხრე საფრენოსნო პროტოტიპის, Т-50-10-ის, პირველი ფრენა. ამით Т-50-ის საცდელი ნიმუშების წარმოება დასრულებულია.
- Т-50-2-ის გარდა, თავისი საწყისი პროგრამები დაასრულეს ასევე Т-50-1-მა და Т-50-3-მა. სავარაუდოდ მომავალში ისინი ახალ პროექტებში ჩაერთვებიან.
- ძირითადი ინფორმაციებიდან აღსანიშნავია რომ კიდევ ერთხელ გახმაურდა გამანადგურებლის ჯარებში მიწოდების თარიღი - 2018 წელი. სავარაუდოდ ეს Т-50-10 და Т-50-11 ბორტები იქნება, რადგანაც ეს ბოლო ორი მანქანა ყვეაზე ახლოს დგას სერიულ მანქანების კონფიგურაციასთან.
წყარო:
Sunday, December 31, 2017
ამერიკული 105 მილიმეტრიანი ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი ჭურვები
M735-ს არასტანდარტული, წვეთის ფორმის, ვოლფრამის მძიმე შენადნობის გულარი ჰქონდა (კონკრეტული დასახელება არ შემხვედრია). გულარი 2,21კგ-ს იწონიდა და მისი სიგრძე 309 მილიმეტრი იყო (საწყისი, გაუჩარხავი ფორმის წონა 7,7 კგ იყო, შემდეგ ის 4,5კგ-მდე შეამცირეს).
M774 და M833 აღჭურვილი იყო ურანის U-3/4Ti (staballoy) ტიპის შენადნობისგან დამზადებული გულარით, რომლის სიმკვრივეც 18.6 გრ/სმ3 უდრიდა.
M774-ის გულარის სიგრძე 347მმ იყო, დიამეტრი 26მმ (ნაჭდევებით 29მმ) და იწონიდა 3,45კგ-ს
M833-ის გულარის სიგრძე 427მმ-ს უდრიდა და იწონიდა 3,674კგ-ს (გაუჩარხავი სამზადისის წონა 6,236კგ-ს უდრიდა).
ფოტოზე ქვვიდან ზევით შემდეგი ჭურვების გულარებია გამოსახული (სულ ქვედა არ გაითვალისწინოთ) M774, M829, M829A2, M829A1, M833
რუსეთის არმიის 2017 წლის რაოდენეობრივ-ტექნიკური მონაცემები
რუსეთის თავდაცვის სამნისტროს მიე რგავრცელებული საკმაოდ საინტერესო ინფოგრაფიკა, რომელზეც 2017 წლის განმავლობაში რუსეთის არმიის აღჭურვასა და მომზადებაში მიღწეული შედეგებია ასახული (გამოსახულება გადიდებადია):
P.S. რუსეთის არმიის ძირითად მიღწევებზე ბლოგზე უკვე ვწერდი, სტატია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოხსენება და 2017 წლის შედეგების შეჯამება