As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Saturday, February 3, 2018
ქურთებმა მორიგი Leopard-2A4 შეიწირეს
მორიგი ვიდეო, რომელზეც ქურთების მიერ თურქული Leopard-2A4-ის სრული აორთქლებაა გამოსახული. ძაან დიდ ეჭვს იწვევს აფეთქება, არაა გამორიცხული რომ, ტანკის გვერდზე მდგომი სატვირთო სატანკო ჭურვებით იყოს დატვირთული. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ტსმრ-ი ტანკს ბორტის სწორედ იმ ნაწილში მოხვდა სადაც კორპუსის საბრძოლო მარაგია განთავსებული
რუსული არმიის უახლესი Т-72Б3
ნაწილობრივ ამ მანქანების შესახებ ბლოგში უკვე ვწერდი:
ამჯერად ეს ტანკები უკვე სამწყორო ქვედანაყოფებში გამოჩნდნენ. როგორც ამბობენ ეს მულინოა. ფოტოზე მე-6 ცალკეული სატანკო ბრიგადის საბრძოლო დაჯგუფების Т-72Б3 ტიპის ტანკებია ასახული. კერძოდ ეს ბოლო მოდიფკაციის Т-72Б3-ბია, გაძლიერებული საბორტე დაცვით, თანამედროვე საბორტე ელექტრონული აპარატურით და ახალი, უფრო მძლავრი ძრავით.
მძღოლ-მექანიკოსის მართვის დაფა
ხედი უკან ხედვის კამერიდან
კიდევ ერთი დაუნგრეიდი, ამჯერად АКМ
საინტერესო ვიდეო, რომელიც საკმაოდ კარგად უჩვენებს იარაღის საბრძოლო მზადყოფნის სამ მდგომარეობას. მაგრამ აქ საინტერესო კიდევ სხვა რამეცაა, კეროდ კი თვითონ ავტომატი
მიხვდით?
ვერა?
მაშინ ნახეთ ეს ორი სქრინი ვიდეოდან და დააკვირდით ნახვრეტებიან საკეტის ჩარჩოს პირველ ფოტოზე და მოხსნილ მექანიკურ სამიზნეებს მეორე ფოტოზე - ძალიან მაინტერესებს რამდენი ასეული გრამით დაამსუბუქა მსროლელმა ავტომატი?
მაშინ ნახეთ ეს ორი სქრინი ვიდეოდან და დააკვირდით ნახვრეტებიან საკეტის ჩარჩოს პირველ ფოტოზე და მოხსნილ მექანიკურ სამიზნეებს მეორე ფოტოზე - ძალიან მაინტერესებს რამდენი ასეული გრამით დაამსუბუქა მსროლელმა ავტომატი?
Thursday, February 1, 2018
რატომ არჩია ერაყმა რუსული Т-90С ამერიკულ M1A1M-ს?
მაშ ასე, შარშან ზაფხულში ცნობილი გახდა რომ, ერაყის არმია რუსეთისგან 1 მილიარდი დოლარის საფასურად 73 ცალ Т-90С-ის ტიპის ტანკს ყიდულობდა. ამის შესახებ რუსულ მასმედიაში ინფორმაცია 2017 წლის ივლისის ბოლოს გავრცელდა.
დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
В Кремле подтвердили продажу Т-90 Ираку
სავარაუდოდ ერაყისთვის განკუთვნილი 90-ების დატვირთვა სატვირთო ხომალდზე
მანამდე ერაყის არმია ამერიკული წარმოების M1A1M-ებს იყენებდა. რა გახდა ამერიკული სატანკო პარკიდან რუსულ სატანკო პარკზე გადასვლის მიზეზი? რუსებს თუ დავუჯერებთ, მათმა ტანკმა სირიაში თავი საუკეთესოდ გაოიჩინა და ამ მიზეზით ხდება ამერიკული ტანკების ჩანაცვლება.
თუმცა მოიცათ, მიზეზი უფრო ღრმადაა დამარხული, და აი რაშია საქმე:
როგორც ერაყული გაზეთი Al Ghad Press, 2018 წლის 28 იანვრის სტატიაში იუწყება, 2017 წლის ბოლოდან ამრიკულმა კომპანიამ, General Dynamics-მა, ბაღდადში, აეროპორტ Al Matan-ზე, მდებარე ტექნიკურ ბაზაზე ერაყული არმიის M1A1M Abrams-ის ტიპის ტანკების პროგრამული და სერვისული მომსახურების მიწოდება შეწყვიტა. ეს კომპანიის მიერ, ერაყის მხრიდან ხელშეკრულებაში ჩადებული პირობების დარღვევის საპასუხო რეაქცია იყო. დარღვევა კიდევ ერაყული მხარის მიერ როგორც მინიმუმ ორი ცალი M1A1M Abrams-ის ტიპის ტანკის პროირანული შიიტური პოლიციისთვის, კერძოდ კი "Khashd al-Shaabi"-სთვის (ეროვნული სამობილიზაციო ძალები), გადაცემაში გამოიხატა. ცნობილია რომ, General Dynamics-მა მანამდე არაერთხელ გააფრთხილა ერაყული ხელისუფლება ერაყული არმიის გარდა სხვა ძალებზე ამ ტანკების გადაცემის მიუღებლობის შესახებ.ერაყელთა სატანკო დანაკარგები შემდეგ სტატიებში იხილეთ:
2017 წლის ბოლოს, აეროპორტ Al Matan-ზე მდებარე General Dynamics-ის ტექნიკური ბაზის ყველა თანამშრომელი, საშობაო შვებულების მიზეზით, სახლში გაემგზავრა და დღემდე არ დაბრუნებულა. ამერიკული კომპანიის თხოვნით ერაყულმა მთავრობამ "Khashd al-Shaabi"-ს რიგებიდან ერთი ცალი ტანკი უკან გამოიწვია და პირობა მისცა რომ თებერვლის დასაწყისისთვის მეორესაც წამოიყვანდა. მანამდე ამერიკული მხარე ბაზაზე რაიმე სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებს.
General Dynamics-ი ასევე იმუქრებოდა რომ "სრულიად გავიდოდა ერაყიდან", თუ აღმოჩნდებოდა რომ, ირანს, რომელიც მხარს უჭერს "Khashd al-Shaabi"-ს, წვდომა ჰქონდა M1A1M Abrams-თან ან მოახდინა რომელიმე მისი დეტალის კოპირება.
მანამდე ერაყელი ქურთები გამოთქვამდნენ პროტესტს იმის შესახებ რომ მათ წინააღმდეგ "Khashd al-Shaabi" ტანკ M1A1M და ჯავშანმანქანა HMMWV გამოიყენებდა. შემდეგ მათი განცხადების თანახმად, ქურთებმა მოახერხეს ორი ცალი M1A1M-ის ტიპის ტანკის განადგურება (ერთი ტანკი ტსმრ MILAN-ის გამოყენებით 20 ოქტომბერს იქნა განადგურებული, ხოლო მეორე სავარაუდოდ არმიამ გაიწვია).
გაზეთის თანახმად, "ისლამურ სახელმწიფოსთან" მოსულისთვის გამართულ ბრძოლებში ერაყულმა არმიამ 60 ცალი M1A1M ტიპის ტანკი დაკარგა (დაზიანებული თუ განადგურებული სახით). ეს ტანკები ამჟამად აღდგენას საჭიროებენ, და აეროპორტ Al Matan-ზე General Dynamics სწორედ ამით იყო დაკავებული.
- Корнет VS Abrams
- კიდევ Abrams–ები და კიდევ "Корнет"–ები
- ერაყის არმიამ ქ. მოსულის ბრძოლებში 2300 დაჯავშნული HMMWV დაკარგა
- სერიიდან M1A1M და ერეაყელები
- ისევ ერაყი და ისევ Abrams–ები
- ერაყული Abrams–ები ცეცხლის ქვეშ (upd)
- კიდევ ერთი სრულებით განადგურებული ერაყული M1A1M
- M1A1M რადიკალი ISIL ხელში
- ერაყული Abrams–ები ცეცხლის ქვეშ (vol.3)
- ერაყული Abrams–ები ცეცხლის ქვეშ (vol.2–ის დამატება)
- ISIL vs ერაყის არმია
- ერაყული Abrams–ები ცეცხლის ქვეშ (vol.2)
- ერაყული Abrams–ები ცეცხლის ქვეშ
- ერაყული M1A1M შაჰიდომობილის წინააღმდეგ
- ერაყელთა "დალატკული" M1A1M
P.S. 2010-2011 წლებში ამერიკის მარაგებიდან ერაყმა 2,16 მილიარდი დოლარის საფასურად 140 ცალი М1А1M მიიღო. ბრძოლებში განცდილი დანაკარგების შესავსებად 2013 და შემდეგ 2015 წლებში ერაყულმა არმიამ ამერიკის საცავებიდან დამატებით ექვს-ექვსი ტანკი შეიძინა (სულ 152). ამ ტანკებით მე-9 ჯავშანსატანკო დივიზიის ოთხი სატანკო პოლკი აღიჭურვა.
2014 წლის დეკემბერში პენტაგონს ერაყისთვის დამატებით 175 ცალი М1А1 მიყიდვის გადაწყვეტილების შესახებ ეუწყა, მაგრამ ამ კონტრაქტის რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
უკვე 2015 წლის იანვარში, როგორც ჟურნალი «Jane's Defense Weekly» იუწყებოდა, ერაყული არმიის 146 ცალი М1А1М ტიპის ტანკიდან "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლებში 28 ცალი იყო დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - ერაყის არმიის დანაკარგები ჯავშანტექნიკასა და ვერტმფრენებში).
იგივე ტექსტი ინგლისურად:
As the Iraqi newspaper Al Ghad Press reported on January 28, 2018, the American General Dynamics corporation ceased the program of technical and service support of the M1A1M Abrams tank of the Iraqi army at its technical base at Al Matan airport in Baghdad from the end of 2017. This was in response to Iraq's revealed violations of the contractual agreement on the receipt of these tanks, expressed primarily in the transfer of at least two Abrams tanks from the Iraqi army to the pro-Iranian Shiite militia "Khashd al-Shaabi" ("People's Mobilization Force"). It is reported that General Dynamics has previously repeatedly informed the Iraqi government of the inadmissible from its point of view the transfer of Abrams tanks to armed groups that are not part of the Iraqi army.
All American employees of the technical base of General Dynamics at the Al Matan airport departed in the US at the end of 2017 formally for the Christmas holidays and have not yet returned to Iraq. At the request of the US company, the government of Iraq withdrew one Abrams tank from the Khashd ash-Shaabi militia in Anbar province and promised to return it to the company's base in early February. Prior to this, the US side refuses to conduct any work on the base.
General Dynamics also threatened "with the final withdrawal from Iraq" if it turns out that "one state in the region supporting the" Hasd Al-Shaabi "[ie Iran] militia had access to Abrams tanks or reproduced any of their components.
Earlier Iraqi Kurds complained about the use of the Abrams tanks, HMMWV vehicles and other American-made equipment in the fighting against the Kurdish formations in the Erbil area in October 2017, using the "Khashd ash-Shaabi" militia received from the Iraqi army. Then, according to their statements, the Kurds succeeded in destroying two M1A1M tanks of the Shiite militia [the Kurds destroyed with the use of the MILAN ATGM MILAN of one Abrams tank on October 20 - it is possible that the second tank has now been withdrawn from the militia].
According to the newspaper, during the fighting against the "Islamic State" in Mosul, 60 Abrams tanks of the Iraqi army were disabled, which now need to be restored, which was what General Dynamics did at the technical base in Al Matanah [it is unclear whether this number irrevocably lost tanks].
p.s - Iraq received from the United States 152 tanks M1A1 Abrams. The American side supplied the first Iraqi army with the first 140 M1A1M tanks (modified by M1A1 from availability) from August 2010 to February 2011 by agreement of August 2008 with a total cost of $ 2.16 billion. In 2013, six additional M1A1M tanks were delivered to Iraq, and in February 2015 - six more M1A1 for replenishment of losses. Tanks M1A1M regularly equipped with four tank regiments of the 9th Armored Division - the most "heavy" junction of the new Iraqi army (three more regiments of the 9th Division had tanks T-72M1). The staff of the tank regiment is 35 tanks - two tanks in the regiment's control and 11 tanks in three tank companies (each company has three platoons of three tanks plus two tanks in the company's management).
In December 2014, the Pentagon's notification was announced of the forthcoming delivery of 175 upgraded M1A1 tanks from Iraq to Iraq, but there is no information on its implementation.
Already in early January 2015, the magazine "Jane's Defense Weekly" reported that of the 146 M1A1M tanks received by the Iraqi army, by that time 28 machines had been lost or put out of action in the fighting against the "Islamic State."
We also note that reports on the use of the Abrams tanks transferred to the Iraqi army by various Iraqi proshite militias have appeared repeatedly. Thus, as early as 2015, one Abrams tank was used by the Shiite group Kataib Hezbollah.