NBC-ის ჟურნალისტის, რიჩარდ ენგელსის, რეპორტაჟი სირიიდან, იმის შესახებ, თუ როგორ ყვება ამერიკელი გენერალი, პროასადურ ძალებზე, რომელთა რიგებში რუსი დაქირავბულებიც შედიოდნენ, კოალიციის ავიადარტყმების შესახებ. ოპერაცია 7 თებერვალს დეი-ეზ-ზორის პროვინციაში განხორციელდა.
აღნიშნული ინცინდეტის შესახებ ბლოგზე არერთხელ ვწერდი:
რუსი დაქირავებულების საარტილერიო დანადგარის განადგურების მომენტი
ჩვენ კონკოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისკენ მივემართებით, აქ ამერიკელი სამხედროების ბაზაა განთავსებული. მას შემდეგ, რაც ამერიკელი ძალები, გასულ თვეს, დარტყმის ქვეშ მოხვდნენ, ამ ბაზაზე ჟურნალისტებმა პირველად მოახერხეს აქ მოხვედრა.
მიახლოებით 500 მებრძოლი, მათ შორის რუსი დაქირავებულები, საერთაშორისო ინცინდეტნში იყვნენ ჩართულები. ამ ინცინდენტის შესახებ ინფორმაცია დღემდე გასაიდუმლოებული იყო.A U.S. general w @CJTFOIR in northeastern #Syria describes the night that pro-regime fighters & Russian mercenaries attacked an American base here — the largest assault on U.S. forces since they entered the conflict. @RichardEngel is on the ground. More tonight on @NBCNightlyNews pic.twitter.com/5c7LBc8VTy— On Assignment with Richard Engel (@OARichardEngel) March 15, 2018
- იმ ღამეს ჩვენ არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოვყევით. ზუსტად ის ადგილი, სადაც ახლა დგეხართ, ოცდაათჯერ დამუშავდა საცეცხლე საშუალებებით", - ყვება გენერეალი ბრაგა. როგორც ამბობს, ის დაუყოვნებლივ დაუკავშირდა რუსებს ცხელი ხაზით.
- ანუ თქვენ დაურეკეთ მათ და უთხარით: "შეწყვიტეთ"?
- კი, ზუსტად მასე.
- და მათ რა გიპასუხეს?
- რომ ეს მათი ძალები არაა.
აერიკელ სამხედროებს ამაში ეჭვი შეეპარათ, როგორც ბრაგა ამბობს, კონტრიერიშის წამოწყების მიზნით, ისინი ამ შენობაში შეიკრიფნენ. ამოქმედდა არტილერია და ავიაცია.
- და განადგურდა 200-300 რუსი სამხედრო ხო?.@RichardEngel is the first reporter to reach the U.S. base in northeastern #Syria that over 500 pro-regime fighters & Russian mercenaries attacked last month. Tune into @NBCNightlyNews tonight at 6:30PM ET for the story. pic.twitter.com/BYeUsLO3S7— On Assignment with Richard Engel (@OARichardEngel) March 15, 2018
- მე ვიტყოდი რომ ეს ჩვენს შეფასებებთან საკმაოდ ახლოსაა.
- თქვენ არ შეგეშინდათ რომ ეს, რუსეთთან ნამდვილ ომში შეიძლებოდა გადაზრდილიყო?
- ჩვენ ეს რეალურად გვაღელვებდა.
რუსი დაქირავებულები, როგორც აშშ-ს სარდლობის წარმომადგენელმა უთხრა NBC-ს ჟურნალისტს, "Вагнер"-ის ჯგუფის რიგებში ირიცხებოდნენ - კერძო სამხედრო კომპანიაში, რომელიც ევგენი პრიგოჟინს უკავშირდება. ამ გავლენიან ოლიგარქს "პუტინის შეფ-მზარეულს" უწოდებენ.
ამერიკელებმა დაქირავებულთა საუბრების გადაჭერა მოახერხეს, სადაც ისინი მძიმე დანაკარგებზე ჩივიან:
"მათ ნაკუწებად დაგვხიეს, აქ სრული ჯოჯოხეთია!"
"იანკებმა თავისას მიაღწიეს".
სავარაუდოდ დაქირავებულები ამაზე არ გაჩერდებიან. გენერალ ბრაგამ ჩვენ ბაზის გარეთ წაგვიყვანა და გვანახა მიმართულება, თუ საიდანაა მოსალოდნელი მსგავსი იერიშები:
- იმედი მაქვს, რომ მსგავსი რამე აღარ განმეორდება, - ამბობს ის, - და თუ განმეორდება, მაშინ ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით.
რიჩარდ ენგელი:
- კრემლი ან კი ამტკიცებს რომ რუსი სამხედროები არ იყვნენ ამ შემთხვევაში ჩარეულები, მაგრამ მაინც აღიარებს რამოდენიმე მათგანის სიკვდილის ფაქტს. ამერიკელი სამხედროეისთვის, სირიაში, ეს საკმაოდ მგრძნობიარე საკითხია. ისინი აქ სილამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად არიან, მაგრამ ყველაზე ხშირად უწევთ ისეთ სიტუაციებში მომქედება, რომლებშივ "ჯუნგლების კანონი" მოქმედებს.
წყარო: