Saturday, April 28, 2018

უკრაინის პრეზიდენტმა დაღუპილი ქართველი მებრძოლი "მხედრული მამაცობის" მე-3 ხარისხის ორდენით დააჯლოდვა

27 აპრილს, თბილისში, კინოთეატრ ამირანში, ფესტივალ «Ukraine in Focus»-ის ფარგლებში, უკრაინული კინოფილმის, "კიბორგების" (Кіборги) ჩვენება გაიმართა. პრეზენტაციის დაწყებამდე მაყურებლის წინაშე სიტყვით, საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩეველი, გეორგი ნაზაროვი (Назаров Георгій Павлович) გამოვიდა. ორ ქვეყანას შორის მეგობრობაზე და პარტნიორობაზე საუბრის დასასრულს, ნაზაროვმა, უკრაინული ბატალიონის, "აიდარის" (Айдар), ქართველი მებრძოლი, დავით სიხარულიძე, სიკვდილის შემდგომ (დაიღუპა 2017 წლის 11 მაისს, ლუგანსკის ოლქში, სოფელ ნოვოლუგანსკთან (Новолуганськ)), პოროშენკოს ბრძანებით ორდენი "მხედრული მამაცობისთვის" («За мужність» ІІІ ступеню) დააჯილდოვა. ორდენი დაღუპილი მებრძოლის ოჯახს, კერძოდ კი მის შვილებსა და მეუღლეს გადეცა.


ჩემი მხრიდან დავძენ რომ, როდესაც ელჩის მოადგილე დაჯილდოვების ცერემონიალზე გადავიდა, ცრემლები ვერ შეიკავა. სიტყვა ყელში გაეჩხირა და ხმა გეგუდა, მასთან ერთად ტიროდა უკრაინელი თარჯიმანი ქალბატონი და ალბათ დარბაზში მსხდომი მაყურებლების (80% უკრაინელები იყვნენ) დიდი ნაწილი. მთელი დარბაზი ფეხზე იდგა ქართველი გმირის საპატივცემულოდ. განსაკუთრებით საამყაო იყო დავითის მეუღლის სიტყვები "დიდება გმირებს ვინც სამშობლოს შესწირა თავი და არა აქვს მნიშვნელობა თუ სად იბრძოდნენ, მთავარია რომ სამართლიანობის მხარეს იდგნენ!!!!"

P.S. რაც შეეხება ფილმს - ყველას გირჩევთ მის ყურებას. უყურეთ არა როგორც სააომარ, არამედ როგორც ღრმა აზრობრივ ფილმს, მოუსმინეთ დიალოგებს.

P.P.S. სამწუხაროდ მე ფოტოები ვერ გადავიღე, ამისი არც დრო და არც საშუალება არ იყო.

Wednesday, April 25, 2018

ქართული არმიის ახალი სარემონტო ბაზები და ჯავშან სახანძროები

თავდაცვის სამინისტროს გვერდზე საინტერესო ნიუსი გავრცელდა - თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა ახალ სარემონტო ბაზებზე შეკეთდება.

თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ტექნიკა ახალ სარემონტო ბაზებზე შეკეთდება ლოგისტიკის დღესთან დაკავშირებით საავტომობილო ტექნიკის ახალი ბაზა დღეს თავდაცვის მინისტრმა გახსნა. 25 აპრილი ლოგისტიკის დღეა. სარემონტო ბაზის მთავარ დანიშნულებას მსუბუქი და სატვირთო საავტომობილო და სპეციალური ტექნიკის შეკეთება-გარემონტება წარმოადგენს. თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სარემონტო ბაზები ყველა ბრიგადის ტერიტორიაზე შეიქმნება და უწყება საავტომობილო და მძიმე ტექნიკის საკუთარი ძალებით შეკეთების შედეგად სამჯერ მეტ თანხას დაზოგავს. საავტომობილო ტექნიკის სარემონტო ბაზაზე დღეს საზეიმო ცერემონიალიც გაიმართა, ახალწვეულებმა ფიცი დადეს, რის შემდეგაც ახალი ცეცხლმაქრი ყველგანმავლის პრეზენტაცია გაიმართა. ლოგისტიკის სარდლობამ ახალი მუხლუხოებიანი ტექნიკა შეიარაღებისა და ჯავშანტექნიკის სარემონტო ცენტრში დაამზადა. ქართველ ლოგისტიკოს სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირადად მიულოცეს. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელი „ლოგისტიკის წლად“ გამოაცხადა. მინისტრის თქმით, რეფორმების მიზანია ხარჯების ოპტიმიზაციისა და დაზოგვის პარალელურად ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარება. მინისტრის თქმით, რესურსების მართვის ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბებაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რაც გულისხმობს ქვედანაყოფების შტატისა და აღჭურვილობის სიების საფუძველზე ერთიანი საინფორმაციო სისტემისა და მონაცემთა ბაზის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ლოგისტიკური უზრუნველყოფის ეფექტურობის გაზრდას. ლოგისტიკის რეფორმის ფარგლებში მართვის ავტომატიზებული პროგრამის დანერგვაც იგეგმება, რომელიც არსებული საკუთრებისა და ინფრასტრუქტურული ნაგებობების მართვას გააადვილებს. პარალელურად მიმდინარეობს სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე მარაგების განსაზღვრა და დაგეგმვა. მიმდინარეობს მუშაობა თავდაცვის გეგმის შესაბამისი ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი განვითარების ხედვის ჩამოყალიბებასა და თანამედროვე სტანდარტების სასაწყობე მეურნეობის განვითარებაზე.

სიახლეს შემდეგი ვიდეო და ფოტოები ახლდა, რომლებზეც ასახულია ორი ქართული წარმოების მანქანა. პირველი МТ-ЛБ-ს ბაზაზე შექნილი სახანძრო მანქანა, ხოლო მეორე БМП-1-ის ბაზაზეა შექმნილი და კონსტრუქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ (ცხაურები შუშებზე, ციმციმა სახურავზე, გაზრდილი სატრანსპორტო ნაკვეთური) ისიც სახანძროს მიზნებს ემსახურება და სავარაუდოდ მეხანძრეების გათვლის გადასაყვანადაა შექმნილი. როგორც ჩანს ხელისუფლებამ შარშანდელი ტყის ხანძრების შემდეგ იაფი და ეფექტური საშუალების გამონახვა სცადა. თავის მხრივ МТ-ЛБ-ს ბაზაზე სახანძრო მანქანა საკმაოდ საინტერესო რამეა, მაღალი გამავლობით და სიიაფით გამოირჩევა, ცოტა წყალმტყორცნის ავტომატიზირებასაც თუ მოახდენენ, მთლად უკეთესი ქინება. 

აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცა - პრობლემები, ეფექტურობა, მომავლის გეგმები


გასულ მარტს, აშშ-ს პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის მიერ, "სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივის" წარმოდგენიდან, 35 წელი შესრულდა. მაშინ სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა გააზიარა თავისი წარმოდგენა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების შესახებ, რომლებიც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ტექნოლოგიების განვითარების წყალობით, "დაუძლურდა და მოძველდა". მან ასევე აღნიშნა რომ, ამ გზაზე "იქნებოდა როგორც წარუმატებლობები და პრობლემები, ასევე წარმატებები და გარღვევები". რეიგანის გაფრთხილება ყველაზე კარგად ასახავს ქვეყნის ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალების, GMD-ს (Ground-based Midcourse Defense System), რეალურ მდგომარეობას.

თვით ყველაზე გულმხურვალე მომხრეებიც კი აღიარებენ რომ, GMD ბევრ წარუმატებლობას განიცდის. მისი გამოცდების დროს ბევრ შეფერხებას ჰქონდა ადგილი, ბოლო სერიოზულ პრობლემას სისტემა 2013 წლის ივლისში წააწყდა. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში GMD-მ წარმატებით გაიარა გამოცდები და გზად ბევრი განახლებაც მიიღო, რომელთა წყალობითაც სისტემა უფრო საიმედო და ეფექტური გახდა. ასევე გაიზარდა კომპლექსის ბიუჯეტიც, რაც ბალისტიკური რაკეტებისთვის მას კიდევ უფრო დიდ გამოწვევად აქცევს.


GMD-ს გარდატეხვის წერტილი


GMD-ს ყველაზე კრიტიკულ კომპონენტს, ანტირაკეტის მარგი ტვირთი, "ატმოსფეროს გარეთ გამანადგურებელი მოწყობილობა" (Exoatmospheric Kill Vehicle - EKV) წარმოადგენდა, რომელმაც ატმოსფეროში შემომავალი რაკეტები უნდა გაანადგუროს. EKV ორი თაობითაა წარმოდგენილი, ეგრეთ წოდებული "გაუმჯობესებული შესაძლებლობების" (Capability Enhancement) მქონე I და II მოწყობილობები, ან შემოკლებით CE-I და CE-II. CE-I-მა გამოცდებზე თავი წარმატებით უჩვენა, მისგან განსხვავებით CE-II-ის ტესტები წარუმატებელი გამოდგა, მან მხოლოდ 2014 წლის 22 ივნისს მოახერხა წარმატებით სამიზნის განადგურება. ამას მოყვა 2016 წლის 28 იანვარს განხორციელებული წარმატებული (სამიზნისთვის გზის გადაჭრის გარეშე) საფრენოსნო გამოცდა. CE-II-ის წარმატებულმა გამოცდებმა დაადასტურეს რომ, სააგენტოს შეუძლია აღმოაჩინოს პრობლემები და მოახდინოს მათი დროული ლიკვიდაცია.

2017 წელი GMD-ს წელი გახდა. 30 მაისს, "სარაკეტო თავდაცვის სააგენტომ" (Missile Defence Agency - MDA), რეალური სამიზნის იმიტატორის გამოყენებით, პირველად განახორციელა კომპლექსის გამოცდა. სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ვიცე ადმირალ ჯიმ შაირინის (Jim Syring) სიტყვების თანახმად: "მან ფაქტიურად მოახდინა იმ ოპერატიული სცენარის მოდელირება, რომელიც ჩვენ გვაწუხებდა".

ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი, იხილეთ სტატია შემდეგ ბმულზე:

ამ გამოცდებმა სხვა ორი კრიტიკული შენიშვნის გაქარწყლებაც მოახდინა - რომ GMD-ს გამოცდები რეალობისგან შორსაა და რომ ის არასოდეს არ შეხვედრია საკონტინეტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას. GMD-სთვის გასული წელი სხვა რამითაც იყო ღირსშესანიშნავი, 44 ცალი გზაგადმჭრელი რაკეტაა წარმატებით იქნა დამონტაშებული, ალიასკაში მდებარე, ფორტ გრილის გამშვებ ჭებში.

ანტირაკეტის მარგი ტვირთი, Raytheon-ის წარმოებული, შემომავალი რაკეტების, "ატმოსფეროს გარეთ გამანადგურებელი მოწყობილობა"   

დიდი ფინანსური სტიმული GMD-სთვის


2017 წლის ნოემბერში, ჩრდილოეთ კორეის მიერ, საკონტინენტთაშორისო რაკეტის, Hwasong-15-ის, გამოცდების შემდეგ, - რომელსაც შეუძლია აშშ-ს ტერიტორიის ნებისმიერ წერტილს მისწვდეს - დონალდ ტრამპმა და კონგრესმა სასწრაფო ნაბიჯები გადაგეს და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის დაფინანსება საგრძნობლად გაზარდეს. 2017 წლის სექტებერში, კონგრესმა, თეთრის სახლის მიერ ბიუჯეტის შესწორებას თანხმობა მისცა, რის შედეგადაც რსთ თავდაცვისთვის დამატებით 249 მილიონი დოლარი იქნა გამოყოფილი. თანხის ძირითადი ნაწილი დამატებით 20 ცალი გზაგადამჭრელი რაკეტის შესაძენად იქნება გამოყენებული. ამ წლის მარტში MDA-ს 11,5 მილიარდი დოლარის დაფინანსება დაუმტკიცდა. ეს სერიოზული ფინანსური ლოკომოტივია და ყველაზე მსხვილ ფინანსურ ასიგნაციას წარმოადგენს, რომელიც სააგენტოს აქამდე მიუღია.

აშშ-ს რსთ დაფინანსების გაზრდის შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა, იხილეთ სტატიები შემდეგ ბმულებზე:


ახლო მომავლში მოსალოდნელი გაუმჯობესება


უახლოეს წლებში ახალი პროგრამები GMD-ს ეფექტურობას კიდევ უფრო გაზრდის. 2020 წლისთვის მზად იქნება შორეული მოქმედების რადარი (Long Range Discrimination Radar - LRDR), ის იმსახურებს როგორც საფრთხეების შორ მანძილზე აღმომჩენი გადამწოდი. LRDR-ის მიზანია აღმოაჩინოს შემომავალი რაკეტა ხარვეზებისა და სატყუარებისგან შემდგარ საფრთხეების ღრუბელში.

MDA, სავარაუდოდ 2022 წლისთვის, ახალი, გაუმჯობესებული "გამანადგურებელი მოწყობილობის" (Redesigned Kill Vehicle - RKV) მიღებას დაიწყებს. RKV-ს უფრო გამარტივებული დიზაინითა და წინა თაობისგან განსხვავებით უფრო საიმედო და გამოცდილი კომპონენტებით იქნება აღჭურვილი.


შორეული გეგმები


"რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხანგრძლივი განვითარების მიმოხილვა" მომავალში სააგენტოს გზამკვლევი უნდა გახდეს. რსთ კომპლექსები მიიღებენ ისეთ შესაძლებლობებს, როგორებიცაა მაგალითად "მრავალ ობიექტიანი გამანადგურებელი მოწყობილობა" (Multi-Object Kill Vehicle - MOKV), რომელიც ერთ ანტირაკეტას კოსმოსში რამდენიმე სამიზნის განადგურების შესაძლებლობას მისცემს. MDA-ს გეგმების თანახმად, MOKV პროგრამის შესაძლებლობების დემონსტრირება, 2025 წელს უნდა განახორციელედეს.

მომავალში MDA განსაზღვრავს ანტისარაკეტო თავდაცვისთვის აღმოსავლეთ სანააპიროს მონაკვეთს, ამ მიზნისთვის ბაზა სამი ლოკაციიდან შეირჩევა, ესენია: ფორტ კასტერი (მიჩიგანი), კემპ რავენნა (ოჰაიო) და ფორტ დრამი (ნიუ ორკი). პოტენციური ახალი ბაზა საგრძნობლად გაზრდის GMD-ს მოქმედების არეალს და მის გამტარ შესაძლებლობებს.

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის ასევე განხილული იქნება კოსმოსის გამოყენებაც. ბალისტიკური რაკეტების შუალედური ტრაექტორიის კონტროლისთვის, კოსმოსში, სენსორების დაჯგუფების შექმნას, მხარი დაუჭირა როგორც MDA-ს ხელმძღვანელმა, გენერალ ლეიტენანტმა სემ გრივსმა (Sam Greaves), ასევე აშშ-ს სტრატეგიული მეთაურობის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჯონ ჰაიტენმა (John Hyten).


წყარო:

Monday, April 23, 2018

F-22 Raptor-ის ავარია

12 აპრილს, ალიასკაში მდებარე ელმენდორფის ავიაბაზაზე ბაზირებული, აშშ-ს საჰაერო ძალების მე-3 ავიაფრთის კუთვნილმა F-22-მა, ნევადას დასავლეთით მდებარე "საზღვაო ძალების საჰაერო სადგურ ფალონის" (Naval Air Station Fallon) ასაფრენ ბილიკზე ავარია განიცადა. არაოფიციალური წყაროების თანახმად, აფრენისას ერთი ძრავა არ ამუშავდა, პილოტმა ამის შესაებ ზუსტად აფრენის მომენტში შეიტყო და რეაგირება ვერ მოასწრო. შედეგად გამანადგურებელი ჰაერში აიწია და შეკეცილი შასით დაენარცხა ხმელეთს.

წყარო:

Sunday, April 22, 2018

დღის ფოტო - საერთაშორისო სწავლება Iniohos 2018

ამა წლის 12 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით, საბერძნეთში, საერთაშორისო საჰაერო სწავლება Iniohos 2018 (ΗΝΙΟΧΟΣ-2018) მიმდინარეობდა. სწავლებაში ჩართული იყო 70 გამანადგურებელი, 1000-ზე მეტი პირადი შემადგენლობა და 6 ქვეყანა. წარმოდგენილი იყვნენ შემდეგი ქვეყნები და საავიაციო ტექნიკა:

  • აშშ - F-15
  • იტალია - Panavia Tornado IDS
  • გაერთიანებული სამეფო - Eurofighter Typhoon FGR4
  • გაერთიანებული საემიროები - Mirage-2000-9
  • საბერძნეთი - F-16 BLOCK 30/50/52+/M, F-4, Mirage-2000-5Mk2, EMB-145H AEW&C
  • კვიპროსი - AW-139


F-35-მა ბოლო საცდელი ფრენა შეასრულა, პროგრამა ოფიციალურად დასრულდა

11 აპრილს, F-35 Joint Strike Fighter-მა, განვითარების პროგრამის ბოლო ფრენა განახორციელა. ამით ფაქტიურად დასრულდა გამანადგურებლის შექნის პროგრამის 11 წლიანი  ეპოპეა, რომელიც 2006 წელს, პირველი ფრენის შემდეგ დაიწყო.

სწრაფი ფაქტები პროგრამის შესახებ
Lockheed Martin-ის მიერ შექმნილი F-35 ახლა უკვე ოპერატიული გამოცდებისა და შეფასებების ეტაპზე გადავიდა, რომელი პენტგონის დამოუკიდებელი ბიუროს მიერ განხორციელდება. "სისტემის განვითარებისა და დემოსნტრაციის" (Systems Development and Demonstration - SDD) ეტაპის დასრულების შემდეგ, პროგრამა ოფიციაურად დასრულებულად ჩაითვლება, ხოლო F-35 წარმოების სრულ სიმძლავრეზე გავა.

F-35-ის გაერთიანებული პროგრამის (Joint Program Office - JPO) დირექტორის, ვიცე ადმირალის, მატ ვინტერის (Mat Winter) განცხადების თანახმად, SDD-ს საბოლოო საცდელი ფრენა, გასულ კვირას დასრულდა.

ეს საკონტროლო გამოცდა - საზღვაო ძალების საჰაერო ბაზაზე, პატუკსენტ რივერსზე (Naval Air Station Patuxent River), განხორციელდა, რომლის დროსაც თვითმფრინავმა ნომრით CF-2, რომელიც დატვირთული იყო GBU-31 Joint Direct Attack Munitions და AIM-9X Sidewinder ტიპის შეიარაღებით გარე საკიდებზე, სატესტო ფრენა განახორციელა.

მთელი საცდელი პროგრამის განმავლობაში, JPO-მ განახორციელა "9200 გაფრენა, 17 000 საფრენოსნო საათი და 65 000 სახეობის საკონტროლო ტესტი, რათა შეეფასებინა დიზაინი, რესურსი, პროგრამული უზრუნველყოფა, სენსორები, შეიარაღების შესაძლებლობები და F-35-ის სამივე ვარიანტის მწარმოებლურობა" - განაცხადა ვინტერმა თავის გამოსვლაში.

SDD-ს მსვლელობისას განხორციელდა საზღვაო ქვეითების "მოკლე აფრენისა და ვერტიკალური დაჯდომის" F-35B-ს ტიპის გამანადგურებლის 1500 საცდელი ვერტიკალური დაშვება, ამას გრდა საზღვაო გამოცდების ექვსსი ეტაპი F-35B და F-35C ვერსიებისთვის.

ამავე პერიოდში განხორციელდა იარაღის ჩამოგდების 183 და იარაღის ზუსტი მიტანის 46 გამოცდა. ასევე განხორციელდა სისტემის ეფექტურობის 22 გამოცდა, რომელიც პირდაპირ კავშირშია F-35-ის მიერ მეწინავე საფრთხეებთან გამკლავებაში.

Lockheed Martin-ის ვიცე-პრეზიდენტისა და F-35-ის გენერალური მენეჯერის, გრეგ ულმერის (Greg Ulmer), განცხადების თანახმად "ავიაციის ისტორიაში ეს იყო  ყველაზე მკაცრი, ყოვლისმომცველი და უსაფრთხო საფრენოსნო პროგრამა".

მაგრამ ეს გზა რთული გამოდგა. 2010 წელს, თანხების გადახარჯვამ, გამოიწვია ნანნ-მაკკერდის (Nunn-McCurdy) პროტესტი, რომლის შედეგადაც თავდაცვის სამინისტრო იძულებული იყო გადაეხედა პროგრაამის გაგრძელების საკითხი.

და მიუხედავად იმისა, რომ, JPO-მ, გააუმჯობესა შეეუმშავებაზე, წარმოებაზე და ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების კონტროლი, მაინც წარმოიშვა მაღალტექნოლოგიური პრობლემები, მათ შორის ძრავების პრობლემა, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა და Farnborough Airshow 2014-ზე გამოსვლის გადადება გახდა საჭირო, ასევე სერიოზული პრობლემა იყო საწვავის მიწოდების სისტემაში, რისი წყალობითაც, 2016 წელს, დროებით შეაჩერეს ფრენები.

ბოლო სერიოზული პრობლემა სარქველების დამაგრების და საფარველის გარშემო წარმოიქმნა,  JPO და Lockheed-ი ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდნენ, თუ ვინ უნდა დაფაროს ამ ხარვეზის აღმოფხვრის ხარჯები. პრობლემის გადაწყვეტამდე თავდაცვის სამინისტროს გამანადგურებლების მიღება შეაჩერა.

JPO-ს განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ SDD-ს საფრენოსნო გამოცდები დასრულდა, შემდეგი მოდერნიზაციის პროგრამის, ეგრეთ წოდებული Continuous Capability Development and Delivery (C2D2), ფრგლებში F-35 მინც აგრძელებს საცდელ ფრენებს.

წყარო:

აშშ-ს არმიამ პრობლემების გამო AH-64E ტიპის ვერტმფრენების მიღება დროებით შეაჩერა

როგორც ცნობილი გახდა, აშშ-ს არმიამ ფრენების საფრთხოების პრობლემების მიზეზით, კომპანია Boeing-ისგან უახლესი მოიერიშე ვერტმფრენების, AH-64E-ბის, მიღება შეაჩერა. ამის შესახებ ინტერნეტრესურსი Defense News, სტატიაში სახელწოდებით US Army stops accepting AH-64E helos from Boeing due to safety concerns-ში იუწყება.
"მზიდი ხრახნის ნიჩბების სამაგრი ბოლტების პრობლემების მიზეზით ჩვენ შევაჩერეთ AH-64E ტიპის ვერტმფრენების მიღება" - განაცხადა საარმიო ავიაციის პროგრამის დირექტორმა, გენერალმა თომას ტოდდმა (Thomas Todd)

როგორც ტექსტიდან ხდება ცნობილი, სანაპირო ზოლის მკაცრი გარემოს პირობებში ვერტმფრენის მზიდი ხრახნის ნიჩბების სამაგრი ბოლტები კოროზიას განიცდიდა, რაც უსაფრთხოების პრობლემებს ქმნიდა.

მწარმოებელმა კომპანიამ ექვსი თვით ადრე დაიწყო პრობლემაზე მუშაობა, ამასთან დაკავშირებით, არმიამ გადაწყვიტა თებერვალში არ მიეღო უკვე წარმოებული AH-64E ტიპის ვერტმფრენები. როგორც ცნობილია Boeing-მა აღმოაჩინა პრობლემების მიზეზი და მათი აღმოფხვრის გზებიც შეიმუშავა, ხოლო არმიამ კონსტრუქციაში ცვლილებების შეტანის ნებრათვა უკვე გასცა.