Saturday, June 23, 2018

DARPA-ს მიერ ექსტრემალური პირობებისთვის შექმნილი სავალი ნაწილი


DARPA რულამს - GXV-T ( Ground X-Vehicle Technologies) პროგრაამის ფარგლებში შექმნილია რამდენიმე სადემონსტრაციო მოდელი, ჰყველაზე დიდ ინტერესს ვიდეოში იწვევს:

  • რეკონფიოგურირებადი საბურავ-მუხლუხო, რომელიც საჭიროების შემთხვევაში 2 წამში იცვლის ფორმას და ადაპტირდება გარემო პირობებთან.
  • საბურავის დისკებშ ჩაშენებული ელექტრო ძრავები - რაც ტაქტიკურ ავტოტრანსპორტს აძლევს დიდ უპირატესობას მანევრულობაში, მბრიუნავ მომენტში, მობილურაბასა და მოქნილობაში. მისი დახმარებით იზრდება მანქანის აჩქარებვა ოპტიმალური მბრუნავი მომენტით, წევა, სიმძლავრე და სიჩქარე უგზოობასა და გზებზე.
  • მულტი მოდულური ექსტრემალური სვლის საკიდარი - უზრუნველყოფს უგზოობაზე სწრაფ გადაადგილებას, ამასთან ინარჩუნებს ავტომანქანას ვერტიკალურ მდგომარეობაში და მინიმუმამდე ამცირებს ეკიპაჟის დისკომფორტს.

წყარო:

M72 FFE: ყუმბარმტყორცნი ქალაქის ბრძოლებისთვის

ნორვეგიელებმა,  ამერიკული ყუმბარმტყორცნი, M72,  კიდევ ერთხელ გააუმჯობესეს. 12 ივნისს, კომპანია Nammo-მ (Nordic Ammunition Company), აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსს M72 FFE-სის ტიპის ყუმბარმტყორცნის პირველი პარტია გადასცა.

 ყუმბარმტყორცნი M72 FFE (Fire From Enclosure) 

ერთჯერადი ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, M72, აშშ-ს არმიის შეიარაღებაზე, როგორც ინდივიდუალური ტანკსაწინააღმდეგო იარღი, 1962 წელს იქნა მიღებული და ჩაანაცვლა საშაშხანე ყუმბარა M31 და ყუმბარმტყორცნი M20A1 «Super-Bazuka ».

2016 წელს, აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაურობამ და კომპანია Nammo-მ გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კომპანიას M72-ის ახალი მოდიფიკაცია უნდა შეექმნა, ახალმა ყუმბარმტყორცნმა სახელწოდება M72 FFE (Fire From Enclosure) მიიღო. აღნიშნული ყუმბარმტყორცნის ძირითად სიახლეს გასროლისას რეაქტიული ჭავლის არ არსებობა წარმოადგენს. Nammo-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიტენის, ჩად პარჰილლას, თანამხად, 5 ივნისს ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა ყუმბარმტყორცნის პირველი საცდელი სროლები განახორციელეს და შედეგით კმაყოფილებიდ არჩნენ. ყუმბარმტყორცნის უკანა მხარეს, გამანადგურებელი რეაქტიული ჭავლის ნაცვლად, სპეციალური სითხის ღრუბელი გამოიტყორცნება, რომელიც გარემოსთვის იმდენად უისაფრთხოა, რომ  დახურულ სივრცეში სროლის შემდეგ მსროლელის უკან მდებარე ავეჯიც კი უვნებელი რჩება. ამას გარდა, ყუმბარმტყორცნი M72 FFE შედარებით ჩუმი იარაღია, მისი გასროლის ხმა 9 მილიმეტრიანი პისტოლეტის გასროლის ხმის მსგავსია.

წყარო:New rocket launcher causes no damage when fired from inside a room

სროლის მომენტში ყუმბარმტყორცნ M72 FFE-დან გამოტყორცნილი სითხის ღრუბელი 

ერაყული არმიის Т-90С და M1A1M Abrams გვერდიგვერდ

ერაყული არმიის Т-90С და M1A1M Abrams-ის საკმაოდ საინტერესო ფოტოსურათი, რომელიც twitter-ზე, ერაყელმა, სახელად @KLKAMASH2, გამოაქვეყნა. ფოტოზე ერაყის არმიის Т-90С და M1A1M Abrams ერთ მწყობრშია ასახული. სავარაუდოდ ფოტოსურათი ერაყის არმიის მე-9 დივიზიის 35-ე ბრიგადის დისლოკაციის ადგილზეა გადაღებული.


შეგახსენებთ რომ, 2018 წლის დასაწყისში, ერაყის თავდაცვის სამინისტრომ, მე-9 ჯავშანსატანკო დივიზიის, 35-ე ბრიგადის გადაიარაღება დაიწყო. გადაიარაღების ფარგლებში ბრიგადის სამსახურში მყოფი ამერიკული М1А1М Abrams-ები რუსული წარმოების Т-90С-ებით ჩაანაცვლება დაიწყო. ივნისის დასაწყისისთვის ბრიგადამ 39 ცალი Т-90С/СК ტიპის ტანკი მიიღო, რომლებიც მის ორ, მე-3 და მე-4, პოლკებს შორის განაწილდა. როგორც ერაყული მხარე აცხადებს, 35-ე ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ რუსი ინსტრუქტორების დახმარებით ტანკ Т-90С-ზე გადამზადება წარმატებით გაიარა. თავის მხრივ 35-ე ბრიგადაში დარჩენილი M1A1M Abrams-ები, იმავე, მე-9 დივიზიაში შემავალ, 34-ე ბრიგადას გადაეცა, რომელიც როგორც ჩანს, ერაყის არმიის ერთადერთი M1A1M Abrams-ებიანი ბრიგადაა (მის შემადგენლობაშია 1-ლი და მე-2 სატანკო პოლკები).

ერაყის არმიის მიერ, რუსული ტანკების შესყიდვის შესახებ, და მის გამომწვევ მიზეზებზე, ბლოგზე უკვე ვწერდი - რატომ არჩია ერაყმა რუსული Т-90С ამერიკულ M1A1M-ს?


Thursday, June 21, 2018

აშშ-ს საზღვაო ქვეითების კონკურსში BAE Systems-ის ACV-მ გაიმარჯვა


BAE Systems-მა, იტალიურ Iveco Defence Vehicles-თან ერთად, აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსისგან 198 მილიონი დოლარი ღირებულების კონტრაქტი მიიღო, რომლის ფარგლებში კომპანიამ შემკვეთს პირველი პარტიის 30 ცალი ACV  (Amphibious Combat Vehicles) უნდა გადასცეს. ხელშეკრულების გაგრძელების შემთხვევაში მანქანების რაოდენობა 204 ცალამდე გაიზრდება (ღირებულება 1,2 მილიარდი აშშ დოლარი).

აღნიშნული კონკურსის შესახებ ბლოგზე უკვე დაიწერა:

BAE Systems-მა, Iveco Defense Vehicles-თან თანამშრომლობით, საზღვაო ქვეითთა კორპუსის ამფიბიური ჯავშანტრანსპორტიორის მძიმე კონკურსში გაიმარჯვა. კომპანიის წარმომადგენლის თანახმად, გამოცდების განსახორციელებლად მათ უკვე დამზადებულოი აქვთ ACV-ს 16 პროტოტიპი.

ახალი თაობის მანქანას 3 წევრი ეკიპაჟის გარდა, 13 ქვეითის გადაყვანაც შეუძლია. ის აღჭურვილია 6 ცილინდრიანი 700 ცხენისძალიანი ძრავით და 8×8 ფორმულის მქონე სავალი ნაწილით და ათწლეულების მანძლზე,  შეიარაღებაზე მყოფ,  AAV (Assault Amphibious Vehicle)-თან შედარებით, საზღვაო ქვეითთა კორპუსს, გაუმჯობესებულ მანევრიულობასა და მობილურობას სთავაზობს.


წყარო:

Wednesday, June 20, 2018

ქართული არმია აშშ-სგან გადასატან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს - FIM-92 Stinger-ებს მიიღებს



P.S. რამდენად უახლესია ეგ სხვა საქმეა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, იმედია მალე სხვა მრავალ სიახლესაც გავიგებთ.

„ანტისატანკო სისტემების - ჯაველინების გადმოცემის შემდეგ, საქართველო აშშ-სგან უახლეს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს - სტინგერებს მიიღებს“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა თავდაცვის სფეროში განხორციელებული სწორი პოლიტიკის აღიარებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ თავდაცვის უწყების ბოლო ექვსი თვის საქმიანობა მიმოიხილა. მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის საბრძოლო მზადყოფნის მდგრადობის გაძლიერებისა და შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაღრმავებისკენაა მიმართული. ამ კონტექსტით, ლევან იზორიამ ყურადღება გაამახვილა თავდაცვის ბიუჯეტზე, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს წარმოადგენს. მისი განმარტებით, თავდაცვის ბიუჯეტის 20% შეიარაღებული ძალების აღჭურვისკენაა მიმართული, რაც ნატოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კუთხით, ალიანსის რვა წევრ ქვეყანასთან ერთად, საქართველო ნატოს სტანდარტებს მაქსიმალურად აკმაყოფილებს. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, უწყების შესყიდვების გრძელვადიანი სტრატეგია 2019-2025 წლების პერიოდს მოიცავს და მასში განსაზღვრულია ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულისხმობს.

Sunday, June 17, 2018

NATO vs RF (Cold War -2)

NATO-ს და ვარშავის პაქტის ქვეყნების ძალათა თანაფარდობა და ეხლანდელი NATO-ს ძალების განლაგება რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან. ამჟამად რეალურად დასავლეთს თავდაცვითი და უფრო მოზომილი პოზიცია უკავია. იმის მტკიცება რომ NATO აგრესორია და შეტევით პოლიტიკას ატარებს ეს სისულელეა და რუსების მიერ თითიდანაა გამოწოვილი.
 

NATO-ს ევროპული წევრების და კანადის სამხედრო ხარჯების ზრდა ბოლო 4 წლის განმავლობაში (Jens Stoltenberg-ის ტვიტერიდან)