Friday, September 28, 2018

სამხრეთ კაროლინაში F-35B-მ კატასტროფა განიცადა

როგორც ინტერნეტ რესურსი USNI News იუწყება, სამხრეთ კაროლინაში, აშშ-ს საზღვაო ქვეითების ბაზის მახლობლად, F-35B-ს ტიპის, მე-5 თაობის გამანადგურებელი ჩამოვარდა. ეს ამ ტიპის გამანადგურებლის პირველი ავარიაა.

ადგილობრივი შერიფის განცხადების თანახმად, პილოტმა წარმატებით მოახდინა კატაპულტირება.

 


Boeing-ისა და Saab-ის ერთობლივი ქმნილება აშშ-ს ავიაციის ახალი სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავი გახდება


როგორც ამა წლის 27 სექტემბერს, ამერიკულმა კორპორაცია Boeing-მა და შვედურმა კომპანია Saab AB-მა განაცხადეს, მათი ერთობლივი სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავი, სახელწოდებით Т-Х, აშშ-ს საჰაერო ძალების Т-Х პროგრამის გამარჯვებული გახდა. თვითმფრინავი უახლოეს მომავალში, მეწინავე, Northrop T-38 Talon-ის ტიპის,  მომზადების სასწავლო-საწვრთნელ თვითმფრინავს ჩაანაცვლებს.



კონკურსში გამარჯვების შედეგად, კორპორაცია Boeing-მა, 813 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება მიიღო, რომლის ფარგლებშიც მან უნდა განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო, დაამზადოს, მიაწოდოს, დახვეწოს და გამოცადოს T-X-ის ტიპის ხუთი საცდელი თვითმფრინავი  და ასევე EMD-ს (Еngineering and manufacturing development) ფარგლებში შემკვეთს უნდა გადასცეს შვიდი სახმელეთო ტრენაჟორი. ეს ყველაფერი სან-ატონიო-რედოლფის ავიაბაზაზე 2023 წლისთვის უნდა იყოს მიწოდებული.

აშშ-ს საჰაერო ძალები განახლებული გეგმების მიხედვით, 2034 წლამდე, 475 ცალ სასწავლო თვითმფრინავ Т-Х-სა და 120 ცალ სახმელეთო ტრენაჟორს მიიღებს (წინა გეგმა 351 ცალი Т-Х-ს და 46 სახმელეთო ტრენაჟორის შეძენას ითვალისწინებდა). Boeing-თან დადებული ხელშეკრულებების მთლიანი ღირებულება 9,2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება. აღსანიშნავია რომ  Т-Х პროგრამის ბიუჯეტი 19,7 მილიარდ დოლარს შეადგენდა, შესაბამისად Boeing-ისა და Saab-ის მიერ გაკეთებული შეთავაზება აშშ-ს საჰაერო ძალებს 10 მილიარდი დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს.

Boeing T-X  ეს ორკილიანი და ერთ ძრავიანი თვითმფრინავია, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს Boeing F/A-18E/F Super Hornet-ს. თვითმფრინავი General Electric F404 ტიპის ძრავითაა აღჭურვილი. ჯე-რჯერობით უცნობია ახალი თვითმფრინავის ძირითადი მახასიათებლები. მოთხოვნის თანახმად Т-Х-მა უნდა აუზრუნველყოს მფრინავების 4+ და 5 თაობის გამანადგურებლების შესაბამაისი  მეწინავე რეალისტური მომზადება. 

წყარო:




Thursday, September 27, 2018

F-35B-მ პირველი საბრძოლო ამოცანა შეასრულა


როგორც ამერიკის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს - "აშშ-ს საზღვაო ქვეითების F-35B-მ, წარმატებით განახორციელა თავისი პირველი საბრძოლო ამოცანა ავღანეთში."

ავიაიერიში, მე-13 საექსპედიციო ჯგუფის კუთვნილმა F-35B-მ, გასულ ხუთშაბათს, დილით განახორციელა. აღნიშნული ავიადაჯგუფება, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ოპერაციების რაიონში, ამ თვის დასაწყისში იქნა მივლინებული. გამანადგურებლები სადესანტო ხომალდ  Essex-ზე იქნა გაშლილი.


აღსანიშნავია რომ ეს, აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში, F-35 საბრძოლო გამოყენების, პირველი შემთხვევაა. მაგრამ როგოც ცნობილია, მანამდე, ამა წლის მაისში, პირველი საჰაერო დარტყმა ამ ტიპის გამანადგურებლით, ისრაელის საჰაერო ძალებმა განახორციელეს (მათ შეიარაღებაში უკვე ყავთ 12 ცალი F-35A-ს გაებრაელებული ვერსია, F-35I Adir).

წყარო:

Wednesday, September 26, 2018

მეცამეტე F-35I Adir ჰაერშია

ინტერნეტში გავრცელდა მე-13 F-35I Adir-ის ფოტოსურათი. ფოტოზე ასახულია ამ ბორტის მიერ გუშინ, 25 სექტემბერს, აშშ-ში განხორციელებული პირველი ფრენა. მანქანის ქარხნული ნომერია AS-13, საჰაერო ძალების საბორტე ნომერი - 919. შეგახსენებთ რომ მე-10, მე-11 და მე-12 მანქანები ისრაელში 24 ივნისს ჩაფრინდნენ (თემატური სტატია იხილეთ შემდეგ ბმულზე - მე-10, მე-11 და მე-12 F-35I Adir ისრაელში ჩაფრინდა).


Tuesday, September 25, 2018

უპილოტო კონვერტოპლანი Bell V-247 Vigilant

25 სექტემბერს, გამოფენა "Modern Day Marine Expo 2018"-ზე, კომპანია Bell-მა, უპილოტო კონვერტოპლანი, V-247 Vigilant-ი, წარადგინა. კოვერტოპლანი ვერტიკალური აფრენ-დაფრენის მომდევნო თაობის უპილოტო სისტემებს განეკუთვნება. 



მწარმოებლის თანახმად, უპილოტო Bell V-247 Vigilant, ეს ფართოსპექტრის მქონე ოპერაციებისთვის განკუთვნილი შეიარაღებული ესკორტია, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, ელექტრონული ბრძოლა, ადრეული აღმოჩენა და ზეზუსტი დარტყმები.


უპილოტო Bell V-247 Vigilant-ში შერწყმულია ისეთი შესაძლებლობები, როგორიცაა ფართო სპექტრის ოპერაციების შესრულებისთვის აუცილებელი უპრეცენდენტო მოქნილობა, დაზვერვისა და დაკვირვების ოპერაციები, მოდულურობა და გამძლეობა. ასევე შესაძლებელია უპილოტოს ფართო ნომენკლატურის შეიარაღებით აღჭურვა (ჰაერი-ხმელეთი, ჰაერი-ჰაერი). საბრძლო დატვირთვის გარდა, მას ასევე შეუძია სხვადასხვა დანიშნულების მარგი ტვირთის გადაზიდვაც.

წყარო:

F-35-მა ავარიული დაშვება განახორციელა

ფრენსო, კალიფორნია - ამერიკის საჰაერო ძალების კუთვნილმა F-35-მა, ძრავაში წარმოშობილი პრობლემის მიზეზით, ფრესნო იოსემიტის საერთაშორისო აეროდრომზე ავარიული დაშვება განახორციელა.

როგორც ცნობილია, სასწავლოფ რენას, ორი F-35 ახორციელებდა. ინცინდენტის შემდეგ ორივე უახლოე საეროპორტში დაეშვა. გამანადგურებელი დაზიანების გარეშე დაჯდა.




წყარო:
F-35 Lightning fighter jet makes emergency landing in Fresno

ისრაელი საქართველოსთვის და უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების მიწოდებას განიხილავს

სირიის ჰსთ ჯარებმა, ებრაული ავიაციის იერიშის მოგერიებისას, რუსული Ил-20 ჩამოაგდეს. რუსებისთვის, როგორც წესი, დამნაშავე ყოველთვის "სხვა" არის და ამ ინცინდენტში ებრაული მხარე დაადანაშაულა და რა თქმა უნდა საპასუხო ქმედებებიც მოაყოლა.

კერძოდ სამი ღონისძება იქნა დაანონსებული:
  • სირიის არმიისთვის С-300-ების გადაცემა (როგორც ინფორმაცია გავრცელდა, კომპლექსები საჰაერო გზით უკვე გაიგზავან სირიაში). 
  • სირიიის არმიისთვის ჰსთ ჯარების მართვის ექსკულზიური სისტემის გადაცემა. ანუ რეალურად მოხდება რამდენიმე რლს-ისა და ჰსთ კომპლექსის ერთიან საინფორმაციო ველში ინტეგრირება, რაც საჰაერო სივრცის კონტროლს საგრძნობლად გაამარტივებს და სირიის ჰსთ-ს რუსული საჰაერო ხომალდების ამოცნობის საშუალებას მისცემს.
  • და ბოლოს, სირიის თავზე და მიმდებარე ხმელთაშუა ზღვის ზონაში თანამგზავრული ნავიგაციის და საბრძოლო ავიაციის კავშირის ჩახშობა განხორციელდება, რაც თავდამსხმელებს საკმაოდ გაურთულებს სირიის ტერიტორიის დაბომბვას.
წყარო:

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფოტოებზე სირიისთვის განკუთვნილი ჰსთ სისტემების დატვირთვაა ასახული (როგორც ჩანს რუსეთმა დაუყოვნებლივ გადაისროლა შეიარაღება კონფლიქტის ზონაში).

P.S.  საინტერესო სიტუაციაა, ამ მოქმედებით ებრაულ და ამერიკულ ავიაციას, სირიის არმიის საფარქვეშ, რუსული გათვლები დაუპირისპირდებიან, ანუ რეალურად რუსეთმა, Ил-20-ის ინცინდენტით, ხელები გაიხნსა. მაგრამ აქ ჯოხს ორი ბოლო აქვს - მოწინააღმდეგე ასევე თავისუფლად განახორციელებს ამ სისტემების განადგურებას, ეს ხომ სირიის არმიაა და არა რუსეთის. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ასევე აღსანიშნავია რომ, ისრაელის ავიაცია არაერთხელ გადიოდა ბერძნებთან ერთად საჰაერო სწავლებას, მათ შრის კუნძულ კრიტზე, სადაც სწორედ საბერძნეთის არმიის С-300-ები განთავსებული. ებრაულ ავიაციას წესით მათი ჩახშბა უკვე ნასწავლი უნდა ჰქონდეს.

თავის მხრივ, სსრაელშიც განიხილება საპასუხო ზომები. როგორც ადგილობრივ მასმედიაში იწერება, ებრაული მხარე განიხილავს რუსეთისთვის მტრულად განწყობილ ქვეყნებში, კერძოდ კი საქართველოსა და უკრაინაში, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გაყიდვას.

როგორც ცნობილია, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, ებრაულმა მხარემ საქართველოსთვის სამხედრო ტექნიკის მოწოდებაზე უარი განაცხადა. ასევე მდუმარე უარყო უკრაინიასთან მსგავსი თანამშრომლობა. თავის დროზე, ამის საპასუხოდ, რუსეთმა ირანისთვის С-300-ების მიყიდვა შეაჩერა. თუმცაღა დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - ირანმა რუსული С-300-ები უკვე მიიღო, ასევე სირიის ცასაც მალე ეს ცნობილი კომპლექსები გააკონტროლებენ, შესაბამისად ისრაელშიც უკვე განიხილება უკრაინისთვის და საქართველოსთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების საკითხი. 

წყარო:

ირანის არმიის С-300ПМУ2 აღლუმზე

P.S. მოგვყიდიან თუ არა ეს ჯერ უცნობია, და თუ მოგვყიდიან როდის მოხდება ეს ამბავი? შეიძება ეს პროცესი დროში საგრძნობლად გაიწელოს. შესაბამისად რაიმე ტყუილი ილუზიებს არ ვიქონიებდი, მაგრამ გამორიცხულიც არაფერია.

Monday, September 24, 2018

Су-35С-ის სამიზნეში მოხვედრილი F-22


დიალოგი:
Су-35 - აბა თქვი "Cheese"
F-22 - გააჯვი.
მოკლედ ფოტოზე რუსული Су-35С-ის ოპტიკურ ლოკატორში გამოჭერილი ამერიკული F-22-ია გამოსახული. ინცინდენტი სირიაში მოხდა, რუსულმა გამანადგურებელმა ამერიკული F-22 Raptor-ი სამიზნეში ამოიღო და ფოტო გადაუღო. გამიზვნისთვის რუსმა პილოტმა ოპტიკური ლოკატორი, ეგრეთ წოდებული ОЛС-35, გამოყენა. კომპლექსს Су-30 ტიპის გამანადგურებლის აღოჩენა უკანა ნახევარსფეროში 90, ხოლო წინა ნახევარსფეროში 35 კილომეტრზე შეუძლია.

წყარო:


ОЛС-35 გამანადგურზე შემდეგ ფუნქციებს ასრულებს:

  • ხმელეთი ზედაპირის სკანირება.
  • გამანადგურებლის წინა ნახევარსფეროში საჰაერო სივრცის, სახმელეთო და საზღვაო ზედაპირის სკანირება.
  • საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების მოძებნა, აღმოჩენა, ჩაჭერა და ავტოგაცილება და სამიზნეების კუთხური კოორდინატებისა და მანძილის განსაზღვრა საშუალო ინფრაწითელ (3....5 მკმ) და ხილვად დიაპაზონში.
  • გარეთა ლაზერული მარკერის აღმოჩენა, ჩაჭერა, გაცილება და კუთხური მდგომარეობის განსაზღვრა.
  • სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების ლაზერული დაშუქება.
კომპლექსის ძირითადი შემადგენლობა:

  • ინფრაწითელი და ელექტრო-ოპტიკური კამერა ერთ ბლოკში.
  • ლაზერული მანძილმზომი.
  • ლაზერული მარკერი









Leopard-2-ის პროტოტიპი ავტომატური დამტენით


Leopard-2-ის ერთ-ერთი პროტოტიპი. ტანკი გამოცდების განმავლობაში ავტომატური დამტენით იყო აღჭურვილი. აღნიშნული მანქანა WTS Koblenz-ის მუზეუმშია გამოფენილი.


როგორც Leopard-2-ის უმეტესი პროტოტიპები, ეს მანქანაც კენტავრია - კორპუსი №16, ხოლო კოშურა №14

№14 კოშკურა საგრძნობლად გამოირჩევა საშტატო კოშკურისგან

120 მილიმეტრიანი ჭურვები 

ავტომატური დამტერნის სქემატური გამოსახულება



ინფორმაცია მანქანის შესახებ

წყარო:

Sunday, September 23, 2018

მე-5 თაობის თვითმფრინავის იმიტატორი საჰაერო სამიზნე აშშ-ს ავიაციისთვის

აშშ-ს "ოპერატიული გამოცდებისა და შეფასების სამმართველოს" (Director, Operational Test and Evaluation - DOT&E)  მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მე-5 თაობის გამანადგურებლის იმიტატორი საჰაერო სამიზნის შექმნაზე.

კომპანია Kratos Defense & Security Solutions-ის უპილოტო კომპლექსი Kratos. აღნიშნული კომპლექსი აშშ-ს საჰაერო ძალების პერსპექტიულ დამრტყმელ უპილოტოს წარმოადგენს. სწორედ მის ბაზაზეა დაგეგმილი მე-5 თაობის გამანადგურებლის იმიტატორი სამიზნის შექმნა (წყარო - DOT&E reveals progress on 5GAT aerial target)

ორი პროტოტიპის აწყობა უკვე დაფინანსებულია, საფრენოსნო გამოცდები 2019 ფინანსურ წელს მოხდება. პროგრამაში მონაწილეობენ ისეთი უპილოტო საჰაერო სამიზნეები, როგორებიცაა კომპანია Kratos Defense & Security Solutions-ის უპილოტო კომპლექსი Kratos, კომპანია Sierra Technical Services-ს უპილოტო და ასევე კომპლექსი 5-D Systems.  

კომპანია Sierra Technical Services მიერ წარმოდგენილი მე-5 თაობის საჰაერო სამიზნე. კომპანიამ ტექნიკური პროექტი წარადგინა და მისი დამტკიცება მოახდინა. პირველი ფრენა 2019 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი, ფრთებისა და კორპუსის აწყობა უკვე დაწყებულია (წყარო - STS completes 5th Generation Aerial Target Critical Design Review)

აწყობის პროცესი

უპილოტო საფრენმა აპარატმა პირველად განახორციელა საჰაერო სამიზნის განადგურება

აშშ-ს საჰაერო ძალების წარმომადგენლის თანახმად, MQ-9 Reaper-ის ტიპის დრონმა, სითბურთავაკიანი ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტის საშუალებით, პირველად მოახდინა საჰაერო სამიზნის განადგურება.


როგორც ცნობილი ხდება, MQ-9 Reaper-ის ტიპის დრონმა, მერილენდის შტატში, საცდელი ფრენის დროს, მცირე საჰაერო სამიზნე გაანადგურა. გასული წლის წარმატებულმა გამოცდამ აშშ-ს საჰაერო ძალებს უჩვენა რომ, MQ-9 Reaper-ს, სხვა პილოტირებადი თვითმფრინავების, F-15 Eagle და F-22 Raptor მსგავსად, საჰაერო ბრძლის წარმოება შეუძლია. ამის შესახებ ნევადას შტატში მდებარე კრიჩის საჰაერო ბაზაზე დისლოცირებული 432-ე ავიაფრთის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ჯულიან ჩიტერმა, განაცხადა.

ოფიცრის სიტყვების თანახმად, გასული წლის ნოემბერში, MQ-9 Reaper-მა, ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტის მეშვეობით, პირდაპირი დარტყმით გაანადგურა საჰაერო სამიზნე. მან ასევე დასძნა რომ, საჰაერო ძალები გეგმავს მრავალმხრივ სწავლებებში, მათ შორის Red Flag-ში,  მონაწილეობას, რომლის განმავლობაშიც შესწავლილი იქნება დრონის, როგორც საჰაერო ბრძლის კომპონენტის შესაძლებლობები და მისი გამოყენების ტაქტიკა, რათა სწორად მოახდინონ მოწინააღმდეგის საჰაერო ძალებთან გამკლავება.

სწავლებების მიზანს ისეთი ახლო საფრთხეებისთვის, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი, მომზადება წარმოადგენს. აღნიშნული ქვეყნები აქტიურად ავითარებენ თავის შესაძლებლობებს როგორც უპილოტო ავიაციაში, ასევე ჰიპერბგერით შეიარაღებაში, ელექტრონულ ბრძოლაში და ლაზერულ და სარაკეტო ტექნოლოგიებში. 

"მსოფლიოს დიდ ნაწილში არაპირდაპირი ჰიბრიდული ბრძოლები მიმდინარეობს" - დასძნა ჩიტერმა. ეჭვსგარეშეა რომ, MQ-9 Reaper ამ ყველაფრის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. და თუ ამ უპილოტოს სხვა თვითმფრინავებთან ერთად შეფუთავთ, ის აუცილებლად მაღალ სიცოცხლისუნარიანობას უჩვენებს".

იმისდა მიხედვით, თუ როგორ გაყავთ 2017 წლიდან პენსიაში MQ-1 Predator-ი, მასზე უფრო დიდმა და უფრო სასიკვდილო MQ-9-მ თავისი ამოცანების ნომენკლატურის გაზრდა დაიწყო, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, როგორც ავღანეთია. როგორც ცნობილია, ავღანეთში "ურყევი თავისუფლების" ოპერაციიდან, "NATO-ს ურყევი მხარდაჭერის" ოპერაციაზე გადასვლით, MQ-9-ის მისიები MQ-1-თთან შედარებით ათჯერ გაიზარდა.

ცნობისთვის MQ-9 Reaper-ის მარგი დატვირთვა 3750 ფუნტს (1701 კგ) უდრის. ამ წონაში მას შეუძლია ატაროს ისეთი რაკეტები და მართვადი ბომბები, როგორებიცაა AGM-114 Hellfire, GBU-12 Paveway II და GBU-38 Joint Direct Attack Munitions . ჩიტერის თანახმად, MQ-9-ის შეიარაღება საკმაოდ მოქნილია.


შეიარაღების ნომენკლატურიდან გამომდინარე, MQ-9 Reaper-ი, სახმელეთო სამიზნეებზეა ორიენტირებული, მაგრამ შარშანდელი გამოცდები მისი ტაქტიკური გამოყენებისა და შეიარაღების მოქნილობის ზრდის საშუალებას იძლევა, როდესაც უპილოტო შესძლებს ერთი კონტინენტიდან მეორეზე საჰაერო მისიების შესრულებას.

წყარო: