Friday, October 19, 2018

С-400 «Триумф»-მა ზედიდ მანძლზე მოქმედი რაკეტები მიიღო

С-400 «Триумф»-მა ზედიდ მანძლზე მოქმედი რაკეტები მიიღო

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 «Триумф»-მა, სამიზნის განადგურების დაგეგმილ პარამეტრებს მიაღწია. 18 ოქტომბერს, საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ზედიდ მანძლზე მოქმედი საზენიტო რაკეტა, 40Н6, მიიღო შეიარაღებაზე და მისი შესყიდვები დაიწყო.



რაკეტა 40Н6Е-ს (40Н6-ის საექსპორტო ვარიანტი) სახელმწიფო გამოცდები, კაპუსტინ იარის პოლიგონზე, ამ წლის ივლისში განხორციელდა. მაშინ გავრცელებული ცნობების თანახმად, გამოცდებმა წარმატებით ჩაიარა და ზედიდ მანძილზე მოქმედი რაკეტები შეიარაღებაზე მისაღებად მზად იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, რაკეტა 40Н6Е-ს შეუძლია საჰაერო აეროდინამიკური სამიზნე, მაქსიმალურ 380 კილომეტრზე, ხოლო ბალისტიკურ 15 კლომეტრზე გაანადგუროს. მუშაობის სიმაღლეები 10 მეტრიდან 35 კილომეტრამდე დიაპაზონშია. ფრენის საშუალო სიჩქარე - 1190მ/წმ. ახალი თვითდამიზნების თავაკის წყალობით, მას შეუძლია თვითმფრინავები სახმელეთო რადარების ხედვის რადიოჰორიზონტს იქეთ გაანადგუროს. 40Н6 შეიარაღებაზე მიღება 2010-იანების დასაწყისში იყო დაგეგმილი, მაგრამ გამოცდები გაიწელა და ვადებმაც გადაინაცვლა.


თავდაპირველად, კომპლექსი С-400, შეიარაღებაზე, სპეციალიზირებული, შორეულ დისტანციებზე მოქმედი რაკეტის გარეშე იქნა მიღებული. მისი აღჭურვა 48Н6 (სროლის მაქსიმალური მანძილი 250კმ) ტიპის საზენიტო რაკტებით ხდებოდა. ეს რაკეტები კომპლექს С-300ПМУ-2 «Фаворит»-შიც გამოიყენება. ამას გარდა, С-400, საზღვაო საზენიტო კომპლექს «Редут»-ისა და სახმელეთო С-350 «Витязь»-ის, ნომენკლატურაში შემავალი, 9М96 ტიპის რაკეტებსაც (სროლის მაქსიმალური მანძილი 40კმ) იყენებს.

საზენიტო-სარაკეტო კომპექსი С-400 «Триумф»,  С-300 «Фаворит» ბაზაზე შეიქმნა და პროგრამის დასაწყისში ის С-300ПМ3-ად იწოდებოდა. წინამორბედთთან შედარებით,  ის გაუმჯობესებული ტტმ-ით ხასიათთდება. კომპლექსის სათაო შემქმნელს НПО «Алмаз» წარმოადგენს.

წყარო:
Источник: дальнобойная ракета 40Н6 системы С-400 принята на вооружение

Су-34 და Су-35 ამერიკული F/A-18 Super Hornet-ის სამიზნეში

ამჯერად გულის გასახარად ვიდეო მასალა, რომელზეც სირიის თავზე მოქმედი, რუსეთის საჰაერო ძალების, Су-34 და Су-35, ამერიკული F/A-18 Super Hornet-ის სამიზნეშია ასახული.

ვიდეო მასალა სითბურ ოპტიკურ სპექტრშია გადაღებული, ამისი რამდენიმე ვარიანტი არსებობს, ეს ან Lokcheed Martin-ის ჩამოსაკიდი კონტეინერები, IRST ან IRST21 იყო, ან  Raytheon-ის ATFLIR ( AN/ASQ-228 ). 

წინა ჯერზე საწინააღმდეგო მხარიდან იყო ფოტომასალა წარმოდგენილი, იხილეთ ქვემოთ მოყვანილი ბმულები:

Wednesday, October 17, 2018

Объект-195-ის საინტერესო ფოტო

Объект-195-ის ახალი ფოტოსურათი (წყარო - Т-95 вновь засветили в Сети)

Объект-195

ინტერნეტში გავრცელდა Объект-195-ის ახალი ფოტოსურათი. მანქანის ეს პროტოტიპი, ადს "Штандарт"-ითაა აღჭურვილი. აღნიშნული ადს ყველა ტიპის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებისგან, ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციური ჭურვებისგან, ტსმრ-ებისგან და ხელის ყუმბარმტყორცნებისგან უზრუნველყოფს დაცვას. მისი დაცვის დონე ტსმრ-ისგან 0,8, ხელის ყუმბარმტყორცნისგან 0,7 და კუმულაციური ჭურვებისგან 0,5 უტოლდებოდა. წინა მხრიდან ადს ორმაგ, ხოლო სხვა დანარჩენ სექტორებში, ერთმაგ გადაფარვას უზრუნველყოფს.

მსგავსი ადს ჯერ კიდევ უკრაინაში დაპროექტებული Объект 490А "Бунтарь"-ისთვის იქმნებოდა».

აღნიშნული მანქანა ასევე აღჭურვილია რადიოლოკაციური დაკვირვებისა და დამიზნების სრულფასოვანი კომპლექსით, რომელის ქვემეხის ნიღაბის თავზეა განთავსებული. მანამდე გავრცელებული Объект-195-ის სხვა პროტოტიპების ფოტოებზე, ეს კომპლექსი არ დაფიქსირებულა, მათზე მხოლოდ ფუგასური ჭურვების პროგრამატორ-ამფეთქებელი რადიოანტენაა განთავსებული.

2008 წელი, მანქანის ერთ-ერთი პროტოტიპი კუბინკას საცდელ ცენტრში (ЦИБ БТВТ)

რლს-ითა და ადს-ით აღჭურვილი Объект-195 (ჩამოწერილი რუსული მამონტი Т-95 (ГБТУ–ს ინდექსი Объект-195))

პროტოტიპი ადს-ის აქტიური დეტალებისა და რლს-ის გარეშე. ქვემეხის მარჯვნივ ფუგასის რადიოამფეთქის ანტენა (ზეიმის გაგრძელება – ამჯერად "Объект-195").

საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაო "Совершенствование-88"», 90-იანებში დაიწყო, პირველი მანქანა გამოცდებზე 90-იანების ბოლოს გავიდა. მისი სათაო შემსრულებლები იყვნენ ФГУП «УКБТМ», ФГУП «Уралвагонзавод», ხოლო ძირითადი შემსრულებლები ФГУП «НИИД», ОАО ВНИТМ, ОАО «ВНИТИ», ОАО "Урал НИТИ", ФГУП "Завод № 9", ФГУП ПО "Баррикады", ФГУП «ЦНИИМ», ОАО ВПМЗ «Молот», «НПО «Электромашина» куда входит СКБ «Ротор».

2 ცალი F-22 და საჰაერო ტანკერი KC-10 რუსული Су-35С-ის სამიზნეში

2 ცალი F-22 და საჰაერო ტანკერი KC-10 სირიის თავზე რუსული Су-35С-ის ოპტიკურ ლოკატორშ (სითბური და TV კამერების სინთეზი)

ვერ ჩამოყალიბდნენ "Вы не туда смотрите. Смотрите на штангу дтв. У F22 и у F15 приёмник топлива стоит в принципиально разных местах. И на втором фото хорошо видно, что штанга пересекает фонарь, что на 22 невозможно в принципе."



Monday, October 15, 2018

გათანამედროვებული РПГ-7 ამერიკული AirTronic-ისგან

ცნობილმა ამერიკულმა კომპანიამ, AirTronic-მა, გამოფენა AUSA2018-ზე,  РПГ-7-ის თანამედროვე კოპიოს პრეზენტაცია მოახდინა. ნახშირბადის ბოჭკოვანისგან დამზადებული ყუმბარმტყორცნი, დაუმუხტავ კონდიციაში, 4,5 კილოს იწონის. ის ასევე აღჭურვილია РПГ-7-ის ჭურვების ბალისტიკის შესაბამის ნიშნულებიანი ACOG-ის ოპტიკური სამიზნით, მართვის ორმხრივი ორგანოებით, დამხმარე ხელის დამცავით და მოხსნადი სასროლი მექანიზმით (წყარო - Gregory Knowles). 

შეგახსნეებთ რომ, აღნიშნული კომპანია ცნობილი, საბჭოთა РПГ-7-ის კლონირებით გახდა, ის ამ ყუმბარმტყორცნის გათანამედროვებულ ვარიანტებს აწარმოებს და ექსპორტზე ყიდის (მაგალითად უკრაინაში).