Friday, November 16, 2018

Striker-II - EF-2000-ის უახლესი ციფრული ჩაფხუტი


EF-2000-ის პილოტებმა ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი უახლესი ჩაფხუტების მიღება დაიწყეს


Striker-II ეს ევროგამანადგურებლის პილოტების უახლესი ჩაფხუტია, წინამორბედ Striker-I-თან შედარებით მან რადიკალური განახლებები განიცადა.


  • ის უფრო მოსახერხებელი და კომფორტულია (Striker-I 9 წელია რაც მსახურობს).
  • ის სრულიად ციფრულია (Striker-I ანალოგური ტექნოლოგიების გარშემოა შექმნილი - ანუ კათოდური ლამფის დისპლეი და მაღალვოლტიანი კვების წყარო).
  • Striker-II იმდენივეს იწონის რამდენსაც Striker-I (ორივე ორი კილოს ფარგლებშია), მაგრამ ახალ შლემს უკეთესად დაბალანსირებული სიმძიმის ცენტრი აქვს, რის გამოც პილოტებს ის უფრო მსუბუქი ეჩვენებათ. Striker-I ანალოგური ტექნოლოგიების მიზეზით წინ იყო დამძმებული.
  • ყოველი შლემი ინდივიდუალურად მზადდება, ხორციელდება მფრინავის თავის ქალის კონტაქტური სკანირება, რის შემდეგაც ჩაფხუტის შიდა ფენა პილოტის თავის ფორმის მიხედვით მზადდება, რაც მისი იდეალურად მორგების საშუალებას იძლევა. იდეალური მორგება თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას რომ, პილოტს შეუძია 9G მანევრირების გადატანა.
  • კიდევ ერთი სიახლე - მიდევნების ოპტიკური სისტემა. ის ძაან მაღალი სისწრაფითა და მილირადიანის სიზუსტით ხასიათდება.
  • ციფრული სისტემა, მიდევნების ოპტიკური და ინერციული სისტემებს ავსებს, ამით უმჯობესდება ტრეკინგის შესაძლებლობა.




  • ინერციული მიდევნების სისტემა, სპეციალურად შემუშავებული ალგორითმების წყალობით, იმახსოვრებს მფრინავის თავის მოტრიალების მიმართულებას და შეუძლია მისი შემდეგი მოქმედების განსაზღვრა, შესაბამისად თავის ტრიალის შეჩერების შემთხვევაშიც კი, მას შეუძია საჭირო სიმბოლოების შლემის წინა შუშაზე გამოყვანა.
  • წყაროსგან დამოუკიდებლად, როგორც კი ინფორმაცია გამანადგურებელს გადაეცემა, ჩაფხუტს შეუძია მიიღოს ინფორმაციის ყველა ბიტი და საჭიროებისამებრ გამოსახოს ჩაფხუტის წინა შუშაზე. ამგვარად მცირდება დრო, რომელსაც პილოტი კაბინის დისფლეებზე გამოსახული ინფორმაციის შესასწავლად ხარჯავს.
  • ინფორმაციის წყარო შეიძლება იყოს როგორც გამანადგურებლის საკუთარი სენსორები ასევე გარე წყაროები, მაგალითად უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის ვიდეოკამერის გამოსახულება რეალურ დროში შეიძლება ჩაფხუტის წინა შუშაზე გამოისახოს.
  • სისტემას შეუძლია მაღალი აღქმადობის ვიდეოდინების სხვადასხვა წყაროებიდან გატარება, რითაც საბრძოლო სივრცის შევსებას ახორციელებს.
  • ჩაფხუტში ასევე ჩაშენებულია ციფრული ღამის ხედვა, რაც პილოტებს ღამის ხედვის სათვალების გამოყენებისგან ანთავისუფლებს და ამით იზრდება მათი მოქნილობა და მცირდება წონა. ამას გარდა ჩაფხუტს გააჩნია ხმის სრული ჩახშობა და სამგანზომილებიანი ხმოვანი საინფორმაციო ველი.


წყარო: ჟურნალ EUROFIGHTER WORLD-ის ივლისის თვის ნომერი, სტატია STRIKER II – THE GAME CHANGER

Thursday, November 15, 2018

Stiletto System - ზემძლავრი ჯავშანგამტანი ვაზნების კონცეფცია


როგორც კომპანია Stiletto Systems-მა განაცხადა, მას დაწყებული აქვს მძლავრი ჯავშანგამტანი ვაზნების ტექნოლოგიების კონცეფციის რადიკალური შეცვლის საფეხურებრივი პროგრამა.


კომპანიის თანახმად, თანამედროვე ინდივიდუალური ჯავშანდაცვის სისტემებმა და ჯავშანტექნიკამ ვაზნების შესაძლებლობებს გაასწრეს. სწორედ ამიტომაც დადგა დრო გამოვუშათ მაღალმწარმოებული სისტემები, რომლებიც საგრძნობლად გააუმჯობესებენ გამტანობას, ეფექტურ მანძლსა და სიზუსტეს.

მთლიანობაში ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების ეფექტურობა ჯავშანგამტარ გულარზეა დამოკიდებული, რომელშიც შემდეგი მდგენელები შედის: გულარის მასალის ხარისხი, მისი გეომეტრია და რაც მთავარია, მინიჭებული კინეტიკური ენერგია.

ახალი, გაუმჯობესებული ვაზნის მოქმედების პრინციპი არსებული ვზანების ანალოგიურია, სხვაობა მხოლოდ ვაზნის ახალ კონსტრუქციასა და გამოყენებულ მასალებშია.

Stiletto Systems-ის განცხადების თანახმად, ის მუშაობს ვაზნების ახალ თაობაზე, რომელსაც შეეძლება 20,5 მილიმეტრი სისქის ჯავშანფილის გახვრეტა.

კომპანიის მიერ გავრცელებულ სარეკელამო ანიმაციაში, დემონსტრირებულია მცირეკალიბრული იარაღით ჯავშანჟილეტის გახვრეტა. ანიმაცია ასევე უჩვენებს რომ, შაშხანის ვაზნით შესაძლებელია ჯავშანტექნიკის ჯავშნის გადალახვა და შიგნით მყოფი ეკიპაჟის განადგურება. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე რომ, თანამედროვე ჯარისკაცს შეეძლება მძმე შეიარაღების გამოყენების გარეშე შეაჩეროს მსუბუქი ჯავშანტექნიკა.

ფაქტიურად ეს ნიშნავს იმას რომ, NATO-ს მებრძლებს შეეძლებათ ატარნო ნაკლები მარგი ტვირთი და დარჩნენ ეფექტურობის იმ დონეზე, რაც მანამდე მძმე დატვირთვით გააჩნდათ. ქვეით ჯარისკაცს შეეძლება თავისი შაშხანა აქციოს მძმე იარაღად ეფექტურობის მხრივ, შეაჩეროს ჯავშანტრანსპორტიორი, ხოლო შემდეგ ისევ ჩვეულებრივ ვაზნებს დაუბრუნდეს.

დღეისთვის Stiletto System-სის პროდუქციამ წარმატებით დაასრულა დამოუკიდებელი ორგანოების სერთიფიცირების ფართო პროგრამა და ის სერტიფიცირებულია ისეთი ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა ბრიტანეთის თავდაცვის აკადემია (Defence Academy of the UK), ABAL და აშშ-ში ტყვიაწამლის მწარმოებელი ისეთი გენერალური კომპანიები, როგორებიცაა General Dynamics და Orbital ATK.

წყარო:

Wednesday, November 14, 2018

Eurofighter Typhoon - 500 000 საათი ჰაერში

როგორც ინტერნეტ ჟურნალი Eurofighter WORLD იუწყება, Eurofighter-ების ფლოტმა მთლიანობაში 500 000 საფრენოსნო საათს გადააბიჯა. პროექტის წარმომადგენლის თანახმად, 500-ზე მეტი ამ ტიპის გამანადგურებელი იცავს ევროკავშირის საზღვრებს და ის ევროპის თავდაცვის ხერხემალს წარმოადგენს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ესპანეთის, გერმანიის და იტალიის სავიაბაზებზე სამახსოვრო ფოტოები იქნა გადაღებული

Monday, November 12, 2018

მასირებული სარაკეტო იერიში გაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქებზე

ორი საათის წინანდელი აპდეიტი (დილის 8 სთ) - ისრაელის მიმართულებით გაშვებული იქნა 370 რაკეტა, რსთ კომპლექსმა ასზე მეტის მოგერიება მოახერხა:
წყარო:
Israel Defense ForcesVerified account

რამდენიმე საათის წინ გაზას სექტორიდან, ისრაელის დასახლებული პუნქტების მიმართულებით, მასირებული სარაკეტო იერიში განხორციელდა. როგორც ვიდეოდან ჩანს, რსით კომპლექსმა Iron Dome-მ, მრავლობითი სამიზნეების მიმართულებით წარმატებით იმუშავა.


როგორც ცნობილია მდგომარეობა საკმაოდ გამწვავდა, ცეცხლის საპასუხოდ, ებრაულმა ავიაციამ, სარაკეტო იერიშები მიიტანა გაზას სექტორზე, სადაც 20-მდე სამიზნე გაანადგურა.

ბოლო ვნობებით დასახლებული პუნქტებისკენ ორასამდე რაკეტა იქნა გაშვებული, რამდენიმე დასახლებულ რაიონებში ჩამოვარდა, არიან დაზარალელბულები.

რაკეტა დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა, რსთ-მ მისი განადგურება ვერ მოახერხა

ასევე დღეს საღამოს, გაზას სექტორიდან გამოშვებულმა ტსმრ-მა, ებრაელი ჯარისკაცებით დატვირთული ავტობუსი გაანადგურა, ერთი ჯარისკაცი მძმედ დაშავდა, გავრცელებული ცნობებით გარდაიცვალა.


ვაზიანში ახალი სამხედრო აეროდრომი აშენდება

ლევან იზროიას განცხადების თანახმად "ვაზიანში ახალი სამხედრო აეროდრომის მშენებლობა დაიწყება".


ამის შესახებ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, აშშ-ს სატრანსპორტო სარდლობის (აშშ-ს არმიის გადაადგილებებისა და ტრანსპორტირების სტრატეგიული სარდლობა) მეთაურთან, გენერალ სტეფან რ. ლიონსთან (Stephen R. Lyons) შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

წყარო - MOD Georgia

თურქეთის არმია 250 ცალ Altay-ს ტიპის ტანკს შეიძენს

ამა წლის 9 ნიემბერს, თურქეთის თავდაცვითი წარმოების პრეზიდიუმმა კომპანია BMC-ესთან, 250 ცალი ძირითადი საბრძოლო ტანკის, Altay-ს, წარმოების ხელშეკრულება გააფორმა. 




სულ წარმოება 3 ეტაპატ (პარტიად) გაიყოფა, პირველი სერიული ტანკის 18 თის შემეგ იქნება დამზადებული:

Altay-Т1 (40 ტანკი)

  • ადს
  • კომპანია Roketsan-ის ჯავშანი.


Altay-Т2 (210 ტანკი)

  • გაუმჯობესებული ჯავშანი
  • იზოლირებული საბრძოლო მარაგი
  • მართვადი იარაღით მუშაობის შესაძლებლობა (სატანკო ტსმრ)
  • ეკიპაჟის ტრენაჟორის რეჟიმი
  • მობილური მრავალსპექტრული შემნიღბავი ბადე


Altay-Т3

  • უკაცურკოშკურიანი ტანკი
პერსპექტიული თურქული ტანკის, Altay-ს შესახებ, ბლოგზე არაერთხელ ვწერდი:

Sunday, November 11, 2018

Су-57-ის შექმნისა და გამოცდების ისტორია (ვიდეო)


ტელეარხმა "Звезда"-მ, რუსული მე-5 თაობის გამანადგურებლის, Су-57-ის შექმნისა, გამოცდებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ  საკმაოდ საინტერესო ვიდეოსიუჟეტი გადაიღო.

გაფრთხილებთ - სიუჟეტში ურაპატრიოტიზმის დონე ძაან მაღალია, ამიტომ ჯობია ხმის გარეშე უყუროთ. თუმცაღა რამოდენიმე საინტერესო მომენტიც არის (გამოცდები და მოდელირება). თვითონ ოპერატორული ნამუშევარი საკმაოდ ხარისხიანია, ბევრი საინდეტერსო დეტალის დაფიქსირებაა შესაძლებელი.