Saturday, December 15, 2018

იაპონია Izumo-ს კლასის ვერტმფრენზმიდებს ავიამზიდებად გადააკეთებს

იაპონიის მმართველმა კოალიციამ თავდაცვის ახალი გეგმა დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, იაპონიის თავდაცვითი ძალების საზღვაო ფლოტის კუთვნილი ორი ცალი Izumo-ს ტიპის ვერტმფრენმზიდი, მრავალფუნქციურ ავიამზიდად უნდა გადაკეთთდეს. ავიამზიდები მოკლე აფრენის-ვერტიკალური დაშვების (short take-off and vertical landing - STOVL) ტიპის გამანადგურებლებით და კერძოდ Lockheed Martin F-35B Lightning II-ებით, იქნება აღჭურვილი.


მმართველმა ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ და მისმა პარტნიორმა კომეიტოს პარტიამ, 11 დეკემბერს, ეროვნული თავდაცვის ახალი სახელმძღვანელო პროგრამა (National Defense Program Guidelines (NDPG) დაამტკიცა და შუალედური თავდაცვის გეგმის (Mid-Term Defense Plan - MTDP) ასოცირება მოახდინა.

მმართველი კოალიციის მიერ წარდგენილი "ეროვნული თავდაცვის ახალ სახელმძღვანელო პროგრამაში", აღნიშნულია რომ, "ჩვენი ახალი გამანადგურებლების სისტემის შექმნისას, რომელშიც STOVL თვითმფრინავებიც იქნება შესული, ჩვენ გავამყარებთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს" ისეთ რეგიონებში, როგორიცაა წყნარი ოკეანის იაპონური არქიპელაგი.

წყარო:


ასევე ცნობილია რომ, იაპონის თავდაცვითი ძალები, Izumo-ს კლასის ვერტმფრენზმიდზე MQ-8C და RQ-21 ტიპის უპილოტოების ბაზირებასაც განიხილავდნენ.

წყარო:

Izumo-ს კლასის ვერტმფრენზმიდი Nimitz-ის კლასის ავიამზიდის გვერდით

Friday, December 14, 2018

ჯტრ Namer-ისა და Eitan-ის საბრძოლო მოდული გამოცდების შემდეგ ეტაპზე გადავიდა

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ჯავშანტექნიკისა და Merkava-ს შექმნის სამმართველომ წარმატებით დაასრულა Namer-ისა და Eitan-ისთვის გაბნუთვნილი, უკაცური კოშკურის გამოცდების პირველი ეტაპი.



გამოცდების ფარგლებში პირობითი სამიზნეების მიმართულებით გაშვებული იქნა Gil-ის ტიპის (Spike-MR ან Spike-LR) რამდენიმე ტსმრ. გამოცდები 2018 წლის 12 დეკემბერს, ნეგევის უდაბნოში მდებარე "სედმას" სასროლეთზე განხორციელდა

როგორც გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული ჯტრ Namer-ზე იყო დამონტაჟებული. ვიდეოზე ასევე ჩანს ტსმრ-ის განთავსების ადგილი და მისი ამოწევის მექანიზმი.



აღნიშნული საბრძოლო მოდულის შესახებ ბლოგზე უკვე დაიწერა: კოშკურითა და ავტომატური ქვემეხით აღჭურვილი ჯტრ Namer

Thursday, December 13, 2018

TC-GMLRS - აშშ-ს არმიის გაორმაგებული მანძილის და გაზრდილი სიზუსტის მქონე ზცრს

TC-GMLRS - აშშ-ს არმიის გაორმაგებული მანძილის და გაზრდილი სიზუსტის მქონე ზცრს



ამა წლის 19 ივნისს, აშშ-ს შტატ ნიუ-მექსიკოში მდებარე საცდელ პოლიგონ "უაიტ სანდს"-ზე (თეთრი ქვიშები), აშშ-ს საარმიო ავიაციისა და სარაკეტო კვლევების, შემუშავებისა და პროექტირების ცენტრის (U.S. Army Aviation and Missile Research, Development, and Engineering Center - იგივე AMRDEC)  მიერ, გაუმჯობესებული კუდა ფრთასხმულობის მქონე, სარაკეტო სისტემის გამოცდა განხორციელდა.



კუდა ფრთასხმულობის მართვადი ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემა TC-GMLRS-მა (Tail Controlled Guided Multiple Launch Rocket System), თავისი პირველი საცეცხლე გამოცდები 2018 წლის 29 მარტს, იმავე პოლიგონზე განახორციელა. თვითონ ზცრს-ის საბაზისო მოდელი, 2003 წელს ჩაეშვა სერიულ წარმოებაში და ის აშშ-ს არმიის არტილერიის ძირითად საშუალებას წარმოადგენს. ამჟამად წარმოებაში არსებული GMLRS-ის რაკეტები წინა ფრთასხმულობითაა აღჭურვილი, რომლებიც რაკეტის კორექტირებისთვის გამოიყენება, მაგრამ დიდ მანძილებზე სამოქმედოდ არაა ადაპტირებული.


პროგრამა TC-GMLRS - ეს არის AMRDEC-სა და "კოსმოსი და რაკეტების საცდელი პროგრამის ოფისს" შორის პარტნიორობით შექმნილი ნაწარმი, რომლის მიზანსაც GMLRS-ის შესაძლებლობების გაფართოება წარმოადგენს.

ახალმა რაკეტამ პირველ საცდელ სროლებში 112,9 კმ-ზე (მიახლოებით 70 მილი) მოახდინა სამიზნის განადგურება. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, რაკეტამ სამიზნე ვერტიკალური პიკირებით გაანადგურა და მისგან სულ რაღაც 2 მეტრში აფეთქდა. ეს მისი ეფექტური ფრთასხმულობის წყალობით მიიღწევა. მეორე გამოცდისთვის, TC-GMLRS-მა, დაგემილ მაქსიმალურ მანძილზე, 139 კილომეტრზე, უნდა იფრინოს.


წყარო:

Tuesday, December 11, 2018

რუსეთის საჰაერო ძალებს მე-100 Су-35С გადაეცა

რუსეთის საჰაერო ძალებს მე-100 Су-35С გადაეცა


კომპანია "Сухой"-მ, ააწყო და რუსეთის "საჰაერო-კოსმოსურ ძალებს" მეასე სერიული Су-35С გადასცა. გამანადგურებლის გადაცემის ცერემონიალი ამურის კომსომოლსკში გაიმართა.