Saturday, March 2, 2019

რუსეთის არმიის გაზრდილი ჯავშანგამტანობისა და სიზუსტის ვაზნები


რუსეთის ზუსტი მანქანათმშენებლობის ცენტრალურმა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა ЦНИИТОЧМАШ-მა, ეკიპირება "Ратник"-ზე მუშაობის ფარგლებში, 5,45 მილიმეტრიანი ვაზნის გაზრდილი გამტანობის ვარიანტი შექმნა - იმავე პროგრამის ფარგლებში შექმნილია ამ კალიბრის ვაზნის გაზრდილი სიზუსტის ვარიანტიც. ამის შესახებ ეკიპირების გენერალური კონსტრუქტორი იგორ ნეკრასოვი იუწყება.

როგორ მანამდე იყო ცნობილი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველო, АК-74 და АК-12-ში გამოყენებული 5,45 მილიმეტრიან ვაზნებზე უარის თქმას გეგმავდა - მიზეზად არსებული ვაზნების საშუალო და დიდ მანძლებზე არასაკმარისი გამტანობა სახელდებოდა.

"საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო "Ратник"-ის ფარგლებში შეიქმნა ორი ტიპოის ვაზნა - 7Н39 და 7Н40. პირველს გაზრდილი აქვს ჯავშანგამტანობა, ხოლო მეორეს სიზუსტე" - განაცხადა ნეკრასოვმა. ეკიპირების კონსტრუქტორმა ასევე განმარტა, რომ "ახალი 7Н39 ტიპის ვაზნა 50-70 მეტრზე ხვრიტავს 2П ტიპის ჯავშანფილას, ხოლო საშტატო ვაზნებთან შედარებით 7Н40-ში შექუჩულობა 1,5-ჯერაა გაზრდილი". კონსტრუქტორის თანახმად - ახალ ვაზნებს, არსებულ ვაზნებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი მახასიათებლები გააჩნიათ.

საუბრისას მან ასევე აღიარა, რომ ადრე რუსულ 5,45 კალიბრის ვაზნები ერთეული ცეცხლის წარმოებისას შექუჩულობაში ჩამორჩებოდნენ NATO-ს ვაზნებს - ასევე შემკვეთს სურდა ჯავშანგამტანობის მანძილის გაზრდა. სწორედ ამ ორი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შეიქმნა ზემოთ აღნიშნული ტიპის ვაზნები.


წყარო:

Wednesday, February 27, 2019

"დელტას" 120 მილიმეტრიანი მობილური ნაღმტყორცნი IDEX-2019-ზე

მიმდინარე წლის 17-19 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა  ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის (MENA) უმსხვილესი გამოფენა IDEX-2019, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა თავდაცვითი მრეწველობის მსოფლიოს 1000-ზე მეტი კომპანია. ისტორიაში პირველად, მსოფლიოს უდიდეს სამხედრო ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოც.



სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ გამოფენაზე ექსკლუზიურად წარმოადგინა დიდგორი მეომარის ახალი მობილური 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდული და ქართული წარმოების შეიარაღების სხვა ნიმუშები. ქვემოთ მოყვანილია მობილური ნაღმტყორცნის ფოტოები და მისი მოკლე აღწერა.


2018 წელს სსსტც „დელტამ“თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, დაიწყო ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარის“ ბაზაზე 120 მმ კალიბრიანი მობილური ნაღმმტყორცნის პროტოტიპური მოდულის შექმნა-ინტეგრაცია. რომლის ფართო მასებისთვის წარდგენაც პირველად  საერთაშორისო სამხედრო გამოფენა IDEX 2019 ზე გაიმართება.

თანამედროვე მიდგომებისა და ტენდენციების გათვალისწინებით, დაპროექტებული და დამზადებული უახლესი ქართული მოდულური ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარი“  ჯარების სხვადასხვაგვარობისთვის განკუთვნილი განსხვავებული ტიპის, დანიშნულებისა და კონფიგურაციის მანქანების, უნივერსალურ მოდულურ ჯავშანპლატფორმას წარმოადგენს. მათ შორისაა საარტილერიო ცეცხლით მხარდაჭერის მანქანები 81, 82 და 120 მმ ნაღმმტყორცნების მოდულებით.  ორმაგად დაჯავშნული ჯავშანკაფსულა  მანქანის 5 კაციან ეკიპაჟს ბრძოლის ველზე არსებული ნამსხვრევებისგან და 7,62 მმ კალიბრიანი ჯავშანგამტანი ტყვიებისგან საიმედოდ იცავს. მაღალი გამავლობის მქონე სავალი ნაწილი საბრძოლო პოზიციის დაკავების საშუალებას სხვადასხვა სახის რთულ რელიეფზეც იძლევა.

120 მმ კალიბრიანი ნაღმმტყორცნით აღჭურვილი „მეომარის“ დანიშნულებაა ბრიგადის ზომის შენაერთის ან ბატალიონის ზომის ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერა.
120 მმ კალიბრიანი საარტილერიო მოდული ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარის“ უკანა საბრძოლო ნაკვეთურშია დამონტაჟებული, სისტემა აღჭურვილია სტანდარტული ნაღმმტყორცნისგან განსხვავებული, დიდი ზომის მართკუთხა საყრდენი ფილით, რომელიც სროლისას წარმოქმნილ უკუცემას ბევრად უფრო ეფექტურად ანაწილებს გრუნტზე. სალაშქროდან საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანისას საყრდენი ფილა და მასზე დამონტაჟებული 120 მმ-იანი ლულა სპეციალური ჰიდრავლუკური მექანიზმით დაბლა ჩამოიწევა, მანქანის უკანა ბორბლები კი სროლისას ხისტად დაფიქსირებისთვის ჰაერში იწევა.


პოტენციური დამკვეთის სურვილის შესაბამისად საბრძოლო მანქანის დაკომპლექტება შესაძლებელია სხვადასხვა მოდელის შიდა და გარე კავშირის რადიოსადგურებით, გლობალური ნავიგაციის სისტემით, ინერციული ნავიგაცია-პოზიციონირების სისტემით (GPS/INS), კონსტრუქციაში ჩაშენებული ან სწრაფმოხსნადი ცეცხლის მართვის სისტემებით (MFCS), ბრძოლის ველის საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის მართვის, კავშირის და ინფორმაციის გაცვლის C2/C3/C4/C4i სისტემებით.

 120 მილიმეტრიანი მობილური ნაღმტყორცნი IDEX-2019-ზე

გამოფენის ფარგლებში „დელტას“ წარმომადგენლობა განას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ დელეგაციას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დერიკ მადურო ქართული წარმოების სამხედრო დანიშნულების პროდუქციას გაეცნო და გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი. განს წარმომადგენლობის განსაკუთრებული დაინტერესება გამოფენაზე ფართო მასებისთვის პირველად წარმოდგენილ ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარის ახალი 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდულმა დაიმსახურა.


პაკისტანში ტყვედ აყვანილი ინდოელი პილოტები

პაკისტანის ოფიციალურმა მხარემ ტყვედ აყვანილი ინდოელი პილოტების ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელა. შეგახსენებთ რომ გუშინ, ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილში, ინდოეთის ავიაციამ ავიაიერიში განახორიცელა. იერიში დროს, როგორც პაკისტანური მხარე აცხადებს - ორი ცალი ინდოეთის საფრენი აპარატი იქნა ჩამოგდებული (იხილეთ სტატია - ინდო-პაკისტანის დაპირისპირება ცხელ ფაზაში გადავიდა - ჩამოგდებულია ინდოეთის Mirage-2000).


პაკისტანური მხარის განცხადების თანახმად - დაკავებული ორი პილოტიდან ერთი საავადმყოფოშია, ხოლო მეორე პატიმრობაში იმყოფება.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს თვალებახვეული საფრენოსნო კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც ამბობს რომ ის ავიაფრთის მეთაური აბჰი ნანდანიაა და ასახელებს თავის სერიულ ნომერს. შემდეგ ის კითხულობს "იმყოფება თუ არა პაკისტანელი სამხედროების ტყვეობაში?"

"მე ვარ ავიაფრთის მეთაური აბჰი ნანდანი, ჩემი სერიული ნომერია - 27981" - განაცხადა მამაკაცმა ვიდეოში.

"მე ვარ მფრინავი და ჩემი რელიგია ინდუიზმია"  - განაგრძობს პილოტი.

თავის კითხვაზე პასუხის შემდეგ პილოტმა საუბარზე უარი განაცხადა: "მაპატიეთ, მაგრამ ამაზე მეტის თქმის უფლება არა მაქვს".

ზოგიერთი წყაროს თანახმად, მეტაური აბჰი ნანდანი 51-ე ავიაესკადრილიის МиГ-21 «Бизон»-ის პილოტია.

ჩამოგდებული МиГ-21 

ინდო-პაკისტანის დაპირისპირება ცხელ ფაზაში გადავიდა - ჩამოგდებულია ინდოეთის Mirage-2000

ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო დაპირისპირება დაიწყო, ქვემოთ მოვლენების ქრონოლოგიაა მოყვანილი:

25 თებერვალს ინდოეთის ჰსთმ, გუჯარატის პროვინციაში, სოფელ აბდასას მახლობლად, რაკეტა Derby-ს დახმარებით, პაკისტანის უპილოტო მზვერავი ჩამოაგდო (ფოტოები).

წყარო: ANI
26 თებერვალს, პაკისტანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე (ქაშმირში), იდნოეთის ავიაციამ ტერორისტთა ბანაკებზე ავიაიერიში განახორციელა. საჰაერო ოპერაციაში ჩართული იყო 12 ცალი Mirage-2000-ის ტიპის გამანადგურებელი, შორეული დაზვერვისა და კონტროლის საჰაერო რადარი Embraer EMB-145 და ერთი ცალი უპილოტო Heron. ავიაიერიში ბანდფორმირებების მიერ ინდურ ბლოკპოსტზე თავდასხმის საპასუხოდ განახორციელა.

პაკისტანის მხარის განცხადბის თანახმად, მათ ინდოეთის საჰაერო ძალების ორი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი გამანადგურებელი ინდოეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა. 
წყარო:


ასევე ცნობილი ხდება რომ პაკისტანის საზღვართან ინდოეთის საარმიომ ავიაციის კუჯთვნილმა Ми-17-მა განიცადა ავარია. პაკისტანური მხარის თანახმად ისნი ამ ინცინდენტთან კავშირში არ არიან


ინდური მხარის განცხადების თანახმად მათაც ჩამოაგდეს პაკისტანის საჰაერო ძალების F-16


P.S. ერთი სიტყვით ველოდებით ოფიციალურ დადასტურებებს და მოვლენათა განვიტარებას. იმედია ჩაფარცხავენ.

Boeing-მა უპილოტო გამანადგურებელი წარადგინა

კომპანია Boeing Australia-მ, ავსტრალიაში, Avalon Airshow 2019-ზე უპილოტო გამანადგურებლის - Boeing Airpower Teaming System-ის მაკეტი წარადგინა. ახალმა კომპლექსმა მე-4 და მე-5 თაობის პილოტირებადი გამანადგურებლების გვერდით უნდა იფრინოს და "მეწინავე საბრძოლო კომპლექსისს" (Loyal Wingman) როლი შეასრულოს. აღნიშნული კომპლექსი ავსტრალიაშია შექმნილი.


Boeing Airpower Teaming System-ის მაკეტის წარდგენის მომენტი


დაგეგმილია გამანადგურებლის მთელს მსოფლიოში გაყიდვა. მისი კონფიგურაციისა და ოპერატიული დანიშნულების შეცვლა მოთხოვნის მიხედვითაა შესაძლებელი. Boeing Airpower Teaming System-სი შესძლებს იფრინოს სხვადასხვა მისიებში - განახორციელოს ბომბდამშენების გაცილება და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება, მიიღოს დარტყმები საკუთარ თავზე, განახორციელოს დაზვერვა და სხვა მისიები. მისიებიდან გამომდინარე შეიცვლება უპილოტოს შიგთავსიც - თუმცა ეს მის ვიზუალურ იერზე გავლენას არ იქონიებს. 

 Boeing Airpower Teaming System და F/A-18 Super Hornet ერთ მწყობრში - გრაფიკული გამოსახულება

Boeing-ის წარმომადგენლის განცხადების თანახმად - 2020 წლისთვის სამი პროტოტიპი იქნება აწყობილი. მათი გამოშება ავსტრალიაში, დაუსახელებელ საწარმოზე განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი უპილოტო, რომელიც Boeing-მა აშშ-ს საზღვრებს გარეთ შექმნა. ახალი კომპლექსის საფრენოსნო გამოცდები 2020 წელს დაიწყება.

უპილოტო გამანადგურებლის სიგრძე 11,6 მეტრია, ფრენის მანძლი — 3704 კილომეტრს უტოლდება. ჯერ-ჯერობით უცნობია გამანადგურებელი შეიარაღების სატარებლად რას გამოიყენებს - შიდა თუ გარე საკიდრებს.

Boeing Airpower Teaming System - გრაფიკული გამოსახულება

დღემდე Boeing-Australia ერთადერთი იყო, რომელიც "მეწინავე საბრძოლო კომპლექსის" კონცეფციით იყო დაკავებული. მაგრამ კომპანიის თანახმად მეწინავე სამხედრო მწარმოებლებისგან - ჩინეთისა და რუსეთისგან - გაზრდილი საფრთხეების გამო, ეს ახალი ტექნოლოგები მსოფლიოს მაშტაბი მიმზიდველი ხდება.

რუსეთმა და ჩინეთმა თავიანთი ჰსთ-ს მოდერნიზაციაში მილიარდობით დოლარი ჩადეს, რაც აშშ-ს მე-5 თაობის გამანადგურებლებსაც კი ურთულებს მათ ტერიტორიებზე სამხედრო მისიების შესრულებას. ასევე ორივე ქვეყანა ქმნის შორსმსროლელ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს - რაც ამერიკულ ფლოტს მათი ნაპირებიდნა სკამაოდ შორს გაწევს.

ეგრეთ წოდებული "მეწინავე უპილოტო კომპლექსები" სწორედ ამისთვისაა მოსახერხებელი - შესაძლებელი იქნება მათი იმ ამოცანებზე გაგზავან, სადაც დასანანი იქნება პილოტირებადი და ძვირადღირებული ავიაკომპლექსების გამოყენება.

Boeing-მა უპილოტოს ღირებულება არ დაასახელა, მაგრამ მისი წარმომადგენლის თანახმად - "ეს იქნება გამანადგურებელი ღირებულება. მიზერულ ფასად უპილოტოს გამანადგურებლის შესაძლებლობები ექნება. რაც მისი მასიური გამოყენების შესაძლებლობას იძლევა".

 Boeing Airpower Teaming System და AEWACS-ი ერთ მწყობრში - გრაფიკული გამოსახულება

Sunday, February 24, 2019

უახლესი ამერიკული JLTV საბრძოლო მოქმედებებისთვის არაეფექტური გამოდგა

როგორც  აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს შეფასებისა და ოპერატიული გამოცდების დირექტრის მოხსენებიდან ხდება ცნობილი - არმიისთვის ახლად გადაცემული JLTV ოპერატიულად მოუმწიფებელია და მას აუარება პრობლემები აღმოჩნდა.

JLTV-ის ოჯახის ოთხი წარმომადგენელი

მანქანამ შემდეგი შეფასება მიიღო:

  • MOT&E და DOT&E 2014-ს შეფასების თანახმად, მანქანის ვარიანტებ JLTV GP, HGC და UTL (ძირითადი დანიშნულების, მძიმე შეიარაღებისა და ტრანსპორტირება-მომარაგების მანქანები) საბრძოლო და ტაქტიკური მისიებისთვის ეფექტურად მოქმედებენ. JLTV-ით აღჭურვილმა არმიისა და საზღვაო ქვეითების ქვედანაყოფებმა 24 ძირითადი საბრძოლო და ტერიტორიის უსაფრთხოების დავალებიდან 17 წარმატებით შეასრულეს. წარუმატებელი ამოცანების დიდი ნაწილი დანაკარგებთან იყო დაკავშირებული. JLTV-ის მიზეზით ერთადერთი საბრძოლო ამოცანა ჩავარდა და ეს მისი გაუმართაობის კიზეზით მოხდა.
  • ყველა JLTV-ი უზრუნველყოფს საკმარისად დაცულ ტაქტიკური მობილურობას, შეუძლიათ გადაადგილდნენ რთულ რელიეფზე და შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ ცვალებად ტაქტიკურ გარემოზე. სატრანსპორტო საშუალებები ტაქტიკური გადაწყვეტილების მიღებისა და მისი განხორციელებისთვის აღჭურვილია აუცილებელი სამეთაურო, საკონტროლო და საკომუნიკაციო შესაძლებლობებით. მძიმე შეიარაღებით აღჭურვილ მოდელს, HGC-ს, შეუძლია მოწინააღმდეგის ჩახშობა და მისთვის სასიკვდილო ზიანის მიყენება.
  • JLTV-იზე საველე მისაბმელის M1102H-ის საბრძოლო ამოცანებისთვის ჩაბმა არაეფექტურია. მისაბმელი JLTV-სთან შედარებით დაბალი მობილურობით ხასიათთდება და შესაბამისად საცდელი მანქანის მუშაობის ტემპსაც ანელებს. არმიამ გადაწყვიტა არ შეეძინა ეს მისაბმელი.
  • JLTV-ით აღჭურვილ ქვედანაყოფს 24 საათის განმავლობაში შეუძლია მუშაობა.
  • JLTV-ს მაღალი ვიზუალური და ხმოვანი სიგნატურა აქვს - რაც მისი აღმოჩენის შანსებს საგრძნობლად ზრდის.
  • მანქანის CCWC ვერსია (Close Combat Weapon Carrier - ახლო ბრძოლის შეიარაღებული ვერსია, ტსმრ TOW-ის მატარებელი) საბრძოლო და ტაქტიკურ მისიებში არაეფექტურია. HMMWV-სთან შედარებით CCWC ვერსიას მოწინააღმდეგისთვის TOW რაკეტებით წინააღმდეგობის გაწევის ნაკლები შესაძლებლობები აქვს. ეკიპაჟისთვის ტსმრ-ის გადატენვა რთული და ხანგრძლივია. JLTV-ის ყველა ვერსიიდან CCWC-ს ყველაზე ნაკლები სათავსო ადგილი აქვს, სატვირთო ნაკვეთურიდან მნიშვნელოვან მოწყობილობებთან წვდომა გართულებულია.
  • საზღვაო ქვეითებს JLTV-ის გამოყენებით შეუძლიათ განახორციელონ საზღვაო სადესანტო ოპერაციები მტრისგან თავისუფალ სანაპიროებზე.
  • საზღვაო ქვეითებს ჯავშნის B-kit-ით აღჭურვილი JLTV-ით შეუძლიათ განახორციელონ საჰაერო-სადესანტო იერიშები. აღნიშნული ჯავშნის ნაკრები დაშვების ზონაში უსაფრთხო მანევრირების შესაძლებლობას იძლევა.
  • საარმიო შენაერთებ ჯავშნის B-kit-ით აღჭურვილი JLTV-ით არ შეუძლიათ განახორციელონ საჰაერო-სადესანტო იერიშები. აღნიშნული ჯავშნის ნაკრებით აღჭურვილი მანქანა  CH-47F ტიპის ვერტმფრენების გარედან დასაკიდი ტვირთის დასაშვებ წონაზე მეტია.
  • დაბალი საიმედოობის, სწავლების, ინსტრუქტორებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოების დაბალი გათვითცნობიერების მიზეზით ყველა ტიპის JLTV გამოუსადეგარია ექსპულატაციისთვის. მანქანამ მოთხოვნილზე დაბალი საიმედოობა უჩვენა. ამოცანების შესრულებისას ძირითადი მტყუვნებები ძრავის ელექტოორბის გაუმართაობა და საბურავებისა და მუხრუჭების გაუმართაობა წარმოადგენდა
  • ქვედანაყოფებს არ შეეძლოთ მომწოდებლის სერვის წარმომადგენლების გარეშე JLTV-ის ტექმომსახურების გაწევა. ეს განაპირობა - მანქანის სირთულემ, არაეფექტურმა ტექწვრთნებმა, ცუდმა ხელმძღვანელობამ და მანქანის გაუმართაობების შეკეთების სირთულემ. JLTV-ს უფრო მეტი ტექნიკური მომსახურება დასჭირდება ვიდრე ამას მისი წინამორბედი HMMWV საჭიროებდა.
  • ჯამრთელობის მონიტორინგის სიტემა არაა ზუსტი და ეკიპაჟის და მომსახურე პერსონალის მიერ მისი ნდობა დაბალია
  • მანქანის ტექნიკური მომსახურების სამხედრო პერსონალისთვის გაწეული სწავლებები არ იყო საკმარისი და საჭიროებდა დამატებით გაცნობასა და პრაქტიკას და დროს კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
  • ტექნიკური სახელმძღვანელო არ იყო სასარგებლო - რადგანაც ინსტრუქციები არ იყო დაწვრილებითი, იყო არა სწორი და არ შეიცავდა პრობლემის მოგვარების ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციებს.
  • JLTV-დან ეკიპაჟი ნელა გადმოდიოდა, ხოლო კარების გაღების პრობლემის გამო საზღვაო ქვეითებსა და არმიელებს უჭირდა უსაფრთხოდ ჩასხდომა-გადმოსვლა..
  • საზღვაო ძალების ხომალდებზე HMMWV-ეებთან შედარებით ნაკლები JLTV ეტევა. დაგეგმარებისას აუცილებელი იქნება ტვირთების სწორი გადანაწილება, რათა ხომალდში JLTV-ს სათანადო რაოდენობა დაეტიოს
  • JLTV უზრუნველყოფს შემკვეთის მიერ მოთხოვნილ დაცვას არსებული და პერსპექტიული საფრთხეების წინააღმდეგ.
  • ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა AFES-მა ყველა ხანძარი ეკიპაჟის ტოქსიკური მოწამვლის გარეშე ჩააქრო.
მოხსენების სრულ ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე: