Saturday, April 6, 2019

F-16 საკუთარი კორპუსი დაცხრილა

მგონი ყველას ახსოვს რუსეთის საარმიო ავიაციის კუთვნილი Ка-52, რომელმაც საკუთარი კორპუსი დააზიანა გასროლით (დეტალები იხილეთ ბმულზე - Ка-52-მა საკუთარი კორპუსი დაცხრილა). ხო და აგერ ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალების F-16-მა ვისზე ნაკლები ვარო და ამანაც მსგავსი ილეთი ჩაატარა.


მოკლედ საქმე შემდეგნაირად გამოიყურება:
2019 წლის 21 იანვარს, ნიდერლანდების საჰაერო ძალების F-16 კუნძულ ვლილანდზე მდებარე პოლიგონ ვლიოროსაზე გამართულ სწავლებაში მონაწილეობდა, ქვემეხიდან სროლის დროს გამანადგურებელმა საკუთარი კორპუსი დააზიანა. როგორც ცნობილია - მინიმუმ ერთი ჭურვი აფეთქდა და დააზიანა გამანადგურებლის კორპუსი, ჭურვის დეტალები ძრავაში მოხვდა. პილოტმა დაზიანებული გამანადგურებლის ავარიული დაშვება წარმატებით განახორციელა. 
მიმდინარეობს გამოძიება - თუ როგორ მოახერხა ჭურვმა დამოუკიდებლად აფეთქება და არსებობდა თუ არა ინცინდენტის დროს ეკიპაჟისთვის ან სახმელეთო პერსონალისთვის რაიმე საფრთხე.
წყარო - F-16 boven Vlieland geraakt door eigen kogel

Wednesday, April 3, 2019

ჯტრ Stryker-ის აქტიური დაცვით აღჭურვა კიდევ ერთი წლით გადაიდო

აშშ-ს არმიის შესყიდვების განყოფილების უფროსის განცხადების თანახმად - ჯტრ Stryker-ისთვის აქტიური დაცვის სისტემის ასარჩევად კიდევ ერთი წელია საჭირო.


სამსახურმა უკვე დაიწყო კომპანია Rafael-ის აქტიური დაცვის სისტემის Trophy-ს Abrams-ებზე და კომპანია IMI-ს აქტიური სისტემა Iron Fist-ის Bradley-ბზე დაყენება. ორივე სისტემა დროებითი გადაწყვეტილების სახით იქნა არჩეული და გამოყენებული იქნება მანამდე, სანამ ამერიკელი მწარმოებლები მომავლის სისტემას არ წარმოადგენს. მაგრამ შესყიდვების სამსახურს Stryker-ის შემთხვევაში საწყის წერტილში დაბრუნება მოუწია - მიზეზად ჯტრ Stryker-ზე კომპანია Artis LLC-ს აქტიური დაცვის სისტემა Iron Curtain-ის ინტეგრირების წარუმატებელი მცდელობა დასახელდა.

ამერიკის არმიის ჯავშანტექნიკის აქტიური დაცვის სისტემებით აღჭურვის შესახებ ბლოგზე უკვე არაერთხელ დაიწერა, თემატური სტატიები იხილეთ მოყვანილ ბმულებზე:


შარშან არმიის მოთხოვნის თანახმად ახალ წრეზე არჩეული იქნა ებრაული Rafael ამერიკულ DRS-თან თანამშრომლობით და გერმანული Rheinmetall ამერიკულ UBT-სთან თანამშრომლობით - არჩეული კომპანიის სისტემებმა 2018 წლის ნოემბერში რეალური საცეცხლე გამოცდები გაიარეს. ითვლებოიდა, რომ ამ გამოცდების შემდეგ გამარჯვებული გამოვლინდებოდა - მაგრამ გენერალ ლეიტანტ პაულ ოსტროვსკის (Paul Ostrowski) მიერ სენატში გაკეთებული მოხსენების ტანახმად ამ გადაწყვეტილების მიღებას კიდევ ერთი წელი დასჭირდება.

მომდევნო წლის განმავლობაში განხორციელდება საბრძოლო მანქანებზე ამ ორი სისტემის ინტეგრირება, მათი მონაცემების მოხსნა და შემდეგ ამას მოყვება გადაწყვეტილების მიღება და ერთ-ერთი სისტემის არჩევა.

გენერალ ლეიტენანტ ოსტროვსკის თანახმად, სამსახურმა Stryker-ზე დასამონტაჟებლად ორივე გუნდს ნახაზების და აქტიური დაცვის სისტემის არქიტექტურის წარმოდგენა მოსთხოვა. ორივე გუნდი ამჟამად აწყობის პროცესში იმყოფება.

მას მერე რაც დასრულდება მანქანებზე სისტემების დამონტაჟება, აუცილებლად მოხდება მათი მუშაობის და ეფექტურობის გამოცდა. ეს პროცესი ზუსტად გავს იმას, რაც არმიამ Abrams-ისა და Bradley-ს აქტიური სისტემებით აღსაჭურვავად გაიარა.

ებრაულმა Rafaelმა, ამერიკულ DRS-თან თანამშრომლობით თავისი აქტიური დაცვა Trophy-ს შემსუფუქებული ვარიანტი Trophy VPS წარადგინა. ხოლო გერმანულმა Rheinmetall-მა, ამერიკულ Unified Business Technologies-თან თანამშრომლობით თავისი აქტიური სისტემა - სახელწოდებით Strike Shield წარმოადგინა.

წინა გამოცდების დროს მონაწილეებს არ განუხორციელებია დაცვის სისტემების ჯტრ-ზე მონტაჟი, მათ უბრალოდ Stryker-ების წინ მოათავსეს სტენდები და ამგვარად გამოსცადეს სმათი ეფექტურობა რეალური სროლის პირობებში.

წინა გამოცდებისგან განსხვავებით, ახლად დაგეგმილ გამოცდებზე სისტემების მანქანებზე სრული ინტეგრირება მოხდება. 

საუბრისას გენერალმა ოსტროვსკიმ ასევე დასძინა, რომ არმიამ 2019 წელს ქსმ Bradley-სთვის 88 ცალი აქტიური დაცვის სისტემა Iron Fist-ი შეიძინა, მომდევნო წელს 36 სისტემის შეძენაა დაგეგმილი. ამგვარად სამსახური 2021 წლისთვის ოთხი ჯავშანსატანკო ბრიგადის ადს-ით აღჭურვის გეგმის რეალიზაციის აქტიურ ფაზაში იმყოფება.

აღსანიშნავია რომ არმია აქტიური დაცვის მოდულურ სისტემაზე თვითონაც მუშაობს, რომელიც ინტეგრირებული ციფრულ ხერხემალს გავს, რომელიც ღია არქიტექტურის პრინციპით იქნება შექმნილი და მასში შესაძლებელი იქნება ინტეგრირდეს სხვადასხვა რადარები, ოპტიკური სისტემები და ასევე რბილი და უხეში განადგურების ელემენტები.